მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“ - ვინ არის პირველკლასელი, რომლის მიერ დახატული და ყვავილებით მორთული რუკა ინტერნეტჰიტად იქცა
"დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“ - ვინ არის პირველკლასელი, რომლის მიერ დახატული და ყვავილებით მორთული რუკა ინტერნეტჰიტად იქცა

ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ამაღ­ლე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ლალი ყა­ჭე­იშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე თა­ვი­სი სკო­ლის პირ­ველკ­ლა­სე­ლის, გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძის ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მოს­წავ­ლემ სა­ქარ­თვე­ლოს რუკა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბით სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზი­ით და­ხა­ტა, რა­საც ასე­თი სტრი­ქო­ნი და­ურ­თო - "და­მიბ­რუ­ნე ჩემი მიწა, ყვა­ვი­ლე­ბი მინ­და, დავრგო“.

ქალ­ბა­ტო­ნი ლა­ლის პოს­ტი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა და გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძის ნა­მუ­შე­ვა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

იმის­თვის, რომ ეს საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭუ­ნა ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო Ambebi.Ge გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძის დე­დას, სო­ფი­კო მა­ჭა­რაშ­ვილ-გო­გო­უ­ა­ძეს ესა­უბ­რა. გი­ორ­გის ორი უფ­რო­სი და ჰყავს - ერთი სტუ­დენ­ტია, მე­ო­რე - სკო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე.

- გი­ორ­გის ნა­მუ­შე­ვა­რი ბევ­რმა მო­ი­წო­ნა და მათ­თვის ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა. მოგ­ვი­ყე­ბით რო­გორ შექ­მნა ბავ­შვმა ის?

- პირ­ველკ­ლა­სე­ლებს სკო­ლა­ში ხე­ლო­ვა­ნე­ბას ას­წავ­ლი­ან, ცოტა ხნის წინ, ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი და ბავ­შვებს მათ მომ­ზა­დე­ბა­ში მშობ­ლე­ბი დავ­ხმა­რე­ბო­დით.

იმა­ვე სა­ღა­მოს გი­ორ­გის ვუ­თხა­რი, - დე­დი­კო, მოდი, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ვი­წყოთ-მეთ­ქი. მა­შინ, სა­ქარ­თვე­ლოს რუკა და­მი­ხა­ტეო. შე­მოვ­სა­ზღვრე სა­ქარ­თვე­ლო, ოღონდ, აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო გა­მოვ­ყა­ვი. გი­ორ­გი ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბით ყვა­ვი­ლებს ჭრი­და. ვკი­თხე - რას აკე­თებ-მეთ­ქი? - რას და ეს ყვა­ვი­ლე­ბი რუ­კას და­ვაკ­რათ, ლა­მა­ზი გა­მო­ვაო... და­აკ­რა. მერე ცალ­კე გა­მო­ყო­ფილ აფხა­ზეთს და სა­მა­ჩაბ­ლოს რომ შე­ხე­და, აქ სხვა ფე­რის ყვა­ვი­ლებს ჩავ­სვა­მო. ვუ­თხა­რი, ეს ტე­რი­ტო­რია რუ­სეთ­მა წაგ­ვარ­თვა-მეთ­ქი. აბა, მე რომ მანდ ყვა­ვი­ლე­ბი მინ­და, დავრგოო?! აქე­დან წა­მო­ვი­და ყვე­ლა­ფე­რი - თუ დაგ­ვიბ­რუ­ნე­ბენ ჩვენს მი­წას, ყვა­ვი­ლებს მა­შინ დავრგავთ-მეთ­ქი.

გი­ორ­გი დე­დას­თან ერ­თად

მოკ­ლედ, მისი სურ­ვი­ლი იყო, ნა­მუშ­ვარ­ზე ასე­თი წარ­წე­რა - "დაგ­მიბ­რუ­ნე ჩემი მიწა, ყვა­ვი­ლე­ბი უნდა დავრგო“ - გა­ე­კე­თე­ბი­ნა. იმ სა­ღა­მოს თოვ­ლი მო­ვი­და, ვი­ფიქ­რე, სკო­ლა­ში რომ ვერ წა­ვი­დეს და ნა­მუ­შე­ვა­რი ვერ წა­ი­ღოს-მეთ­ქი? ამი­ტომ, იმ ღა­მეს­ვე მას­წავ­ლე­ბელს გა­და­ვუგ­ზავ­ნე. შემ­დეგ დი­რექ­ტორს უნა­ხავს და ამას მოჰ­ყვა უკვე ამ­ბა­ვი.

- კი, ადა­მი­ა­ნებ­ში ემო­ცია გა­მო­იწ­ვია... რო­გო­რი ბი­ჭია გი­ორ­გი გაგ­ვა­ცა­ნით?

- მო­აზ­როვ­ნე ბავ­შვია, აქ­ტი­უ­რი, მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია აქვს, ერთ ად­გილ­ზე ვერ ვა­ჩე­რებ. ზოგ­ჯერ ისეთ რა­ღა­ცას მე­ტყვის, ვფქი­რობ, - სად გა­ი­გო­ნა, სად ნახა. ერთხელ, მე და მა­მა­მი­სი რა­ი­ონ­ში საქ­მე­ზე წა­ვე­დით, ბავ­შვიც თან გვახ­ლდა და მე­უბ­ნე­ბა, - ჩემი უფ­რო­სი და­ი­კო ხომ სწავ­ლობს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. დიდი რომ გავ­ხდე­ბი, მეც უნდა ვის­წავ­ლო, მაგ­რამ სხვა­გან ვერ ვი­ცხოვ­რებ (მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ხე­დეთ), აქ უნდა ვი­ცხოვ­როო. ამას რა ქვია? - შემ­დეგ მკი­თხა. ამაღ­ლე­ბა-მეთ­ქი. მე­გო­ნა, სოფ­ლის სა­ხელს მე­კი­თხე­ბო­და, რომ მივხდი, ამას არ გუ­ლის­ხმობ­და, ვუ­პა­სუ­ხე: - ეს სო­ფე­ლია, ჩვენ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობთ-მეთ­ქი. ჰოდა, სო­ფე­ლი ჩემი სული და გუ­ლი­აო. არ ვე­ლო­დით ასეთ პა­სუხს, ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და.

მსგავს რა­ღცებს ხში­რად ამ­ბობს ხოლ­მე... კომ­პი­უ­ტე­რი და ტექ­ნი­კა უყ­ვარს, ამ ყვე­ლა­ფერ­ში მისი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, კარ­გად ერ­კვე­ვა. სა­უ­ბა­რიც ადრე და გარ­კვე­ვით და­ი­წყო. მისი ოც­ნე­ბა უფრო მან­ქა­ნებს უკავ­შირ­დე­ბა. თით­ქმის ყვე­ლა მან­ქა­ნის მო­დე­ლი იცის - ამ მო­დე­ლებს სულ პა­ტა­რო­ბი­დან სცნობ­და. მა­მა­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს. ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია. მა­გა­ლი­თად, თუ სად­მე ეზო­ში ყვა­ვი­ლი იპო­ვა, გა­მო­იქ­ცე­ვა და მო­მირ­ბე­ნი­ნებს. აი, ასე­თი ბი­ჭია ჩვე­ნი გი­ორ­გი.

Ambebi.Ge ამაღ­ლე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტორს, ლალი ყა­ჭე­იშ­ვილ­საც და­უ­კავ­შირ­და.

"ყვე­ლა­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ვართ და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­თან ამ თე­მა­ზე შე­სა­ბა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მუ­შა­ო­ბას, რა თქმა უნდა, მშობ­ლებ­თან ერ­თად, სულ ვა­ტა­რებთ. ბავ­შვს სამ­შობ­ლო და მისი კარ­მი­და­მო უნდა შე­აყ­ვა­რო, ფეს­ვებს არ უნდა მოგ­ლი­ჯო და გა­აძ­ლი­ე­რო - მთა­ვა­რი ეს არის. ამი­ტომ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუდ­მი­ვად გვაქვს სა­უბ­რე­ბი. ბევ­რს ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, მა­ინ­ცდა­მა­ინც პირ­ვეკ­ლა­სე­ლებ­თან ვსა­უბ­რობთ ამა­ზე-მეთ­ქი.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ლალი ყა­ჭე­იშ­ვი­ლი

ამას­თან, სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ხში­რად ვა­წყობთ გა­მო­ფე­ნებს, პა­ტარ-პა­ტა­რა კონ­კურ­სებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებს, რა­შიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბი­ან. გი­ორ­გის ჰყავს საკ­მა­ოდ კარ­გი ოჯა­ხი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი უფ­რო­სი დები - ერთი სტუ­დენ­ტია, მე­ო­რე - მოს­წავ­ლე, მედ­ლის კან­დი­და­ტი. ასე რომ, ბავ­შვს ოჯა­ხი­და­ნაც აქვს ხელ­შე­წყო­ბა. აწ­ვდი­ან თე­მებს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა. ალ­ბათ, ყვე­ლა­ნი ვმუ­შა­ობთ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც გი­თხა­რით, პა­ტა­რებს სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა, მიწა შე­ვაყ­ვა­როთ და კარგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბი­ოთ.

- გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძე თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნო და მისი შეყ­ვა­რე­ბაც შეძ­ლო...

- ეს ნა­მუშ­ვა­რი რომ ვნა­ხე, ისე­თი ძლი­ე­რი ემო­ცია იყო, რომ მა­შინ­ვე დავ­დე ჩემს გვერ­დზე. მინ­დო­და, რომ ყვე­ლას ენა­ხა, რად­გა­ნაც ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და ემო­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა სხვე­ბის­თვი­საც მო­მინ­და. ბავ­შვე­ბი ხა­ლა­სე­ბი არი­ან და გი­ორ­გის ეს ნა­მუშ­ვა­რიც ამა­ზე მე­ტყვე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
0

გენაცვალე გიორგი,ნამდვილად უცრემლოდ ვერ წავიკითხე შენი სანატრელი სიტყვები,უფალმა გისმინოს და შეგაძლებინოს მაგ ნატვრის ასრულება-ფეხიტთ მოგევლოს სამაჩაბლო და აფხაზეთი,ამრავლოსშენისთანები საქართველოში.მადლობა შენს დედიკოს,შენს პედაგოგს,ვინც ეს საერთო გულისტკივილი ჩაგინერგა

ქეთი
0

კარგი დედის კარგი შვილი! 

გაგახაროთ ღმერთმა❣❣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“ - ვინ არის პირველკლასელი, რომლის მიერ დახატული და ყვავილებით მორთული რუკა ინტერნეტჰიტად იქცა

"დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“ - ვინ არის პირველკლასელი, რომლის მიერ დახატული და ყვავილებით მორთული რუკა ინტერნეტჰიტად იქცა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების სკოლის დირექტორმა, ლალი ყაჭეიშვილმა "ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავისი სკოლის პირველკლასელის, გიორგი გოგუაძის ნამუშევარი გაავრცელა, სადაც მოსწავლემ საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებით საკუთარი ფანტაზიით დახატა, რასაც ასეთი სტრიქონი დაურთო - "დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა, დავრგო“.

ქალბატონი ლალის პოსტი უამრავი ადამიანისთვის ემოციური აღმოჩნდა და გიორგი გოგუაძის ნამუშევარი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

იმისთვის, რომ ეს საყვარელი ბიჭუნა ახლოს გაგვეცნო Ambebi.Ge გიორგი გოგუაძის დედას, სოფიკო მაჭარაშვილ-გოგოუაძეს ესაუბრა. გიორგის ორი უფროსი და ჰყავს - ერთი სტუდენტია, მეორე - სკოლის წარმატებული მოსწავლე.

- გიორგის ნამუშევარი ბევრმა მოიწონა და მათთვის ემოციური აღმოჩნდა. მოგვიყებით როგორ შექმნა ბავშვმა ის?

- პირველკლასელებს სკოლაში ხელოვანებას ასწავლიან, ცოტა ხნის წინ, ხელოვნების მასწავლებელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ჰქონდათ დაგეგმილი და ბავშვებს მათ მომზადებაში მშობლები დავხმარებოდით.

იმავე საღამოს გიორგის ვუთხარი, - დედიკო, მოდი, დავალების შესრულება დავიწყოთ-მეთქი. მაშინ, საქართველოს რუკა დამიხატეო. შემოვსაზღვრე საქართველო, ოღონდ, აფხაზეთი და სამაჩაბლო გამოვყავი. გიორგი ფერადი ქაღალდებით ყვავილებს ჭრიდა. ვკითხე - რას აკეთებ-მეთქი? - რას და ეს ყვავილები რუკას დავაკრათ, ლამაზი გამოვაო... დააკრა. მერე ცალკე გამოყოფილ აფხაზეთს და სამაჩაბლოს რომ შეხედა, აქ სხვა ფერის ყვავილებს ჩავსვამო. ვუთხარი, ეს ტერიტორია რუსეთმა წაგვართვა-მეთქი. აბა, მე რომ მანდ ყვავილები მინდა, დავრგოო?! აქედან წამოვიდა ყველაფერი - თუ დაგვიბრუნებენ ჩვენს მიწას, ყვავილებს მაშინ დავრგავთ-მეთქი.

გიორგი დედასთან ერთად

მოკლედ, მისი სურვილი იყო, ნამუშვარზე ასეთი წარწერა - "დაგმიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები უნდა დავრგო“ - გაეკეთებინა. იმ საღამოს თოვლი მოვიდა, ვიფიქრე, სკოლაში რომ ვერ წავიდეს და ნამუშევარი ვერ წაიღოს-მეთქი? ამიტომ, იმ ღამესვე მასწავლებელს გადავუგზავნე. შემდეგ დირექტორს უნახავს და ამას მოჰყვა უკვე ამბავი.

- კი, ადამიანებში ემოცია გამოიწვია... როგორი ბიჭია გიორგი გაგვაცანით?

- მოაზროვნე ბავშვია, აქტიური, მოზღვავებული ენერგია აქვს, ერთ ადგილზე ვერ ვაჩერებ. ზოგჯერ ისეთ რაღაცას მეტყვის, ვფქირობ, - სად გაიგონა, სად ნახა. ერთხელ, მე და მამამისი რაიონში საქმეზე წავედით, ბავშვიც თან გვახლდა და მეუბნება, - ჩემი უფროსი დაიკო ხომ სწავლობს უნივერსიტეტში. დიდი რომ გავხდები, მეც უნდა ვისწავლო, მაგრამ სხვაგან ვერ ვიცხოვრებ (მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ), აქ უნდა ვიცხოვროო. ამას რა ქვია? - შემდეგ მკითხა. ამაღლება-მეთქი. მეგონა, სოფლის სახელს მეკითხებოდა, რომ მივხდი, ამას არ გულისხმობდა, ვუპასუხე: - ეს სოფელია, ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ-მეთქი. ჰოდა, სოფელი ჩემი სული და გულიაო. არ ველოდით ასეთ პასუხს, ძალიან გაგვიკვირდა.

მსგავს რაღცებს ხშირად ამბობს ხოლმე... კომპიუტერი და ტექნიკა უყვარს, ამ ყველაფერში მისი ასაკის მიუხედავად, კარგად ერკვევა. საუბარიც ადრე და გარკვევით დაიწყო. მისი ოცნება უფრო მანქანებს უკავშირდება. თითქმის ყველა მანქანის მოდელი იცის - ამ მოდელებს სულ პატარობიდან სცნობდა. მამაკაცური თვისებები აქვს. ყურადღებიანია. მაგალითად, თუ სადმე ეზოში ყვავილი იპოვა, გამოიქცევა და მომირბენინებს. აი, ასეთი ბიჭია ჩვენი გიორგი.

Ambebi.Ge ამაღლების სკოლის დირექტორს, ლალი ყაჭეიშვილსაც დაუკავშირდა.

"ყველანი ოკუპირებული ქვეყნის მაცხოვრებლები ვართ და მასწავლებლები მოსწავლეებთან ამ თემაზე შესაბამის საგანმანათლებლო მუშაობას, რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად, სულ ვატარებთ. ბავშვს სამშობლო და მისი კარმიდამო უნდა შეაყვარო, ფესვებს არ უნდა მოგლიჯო და გააძლიერო - მთავარი ეს არის. ამიტომ, ამ მიმართულებით მუდმივად გვაქვს საუბრები. ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც პირვეკლასელებთან ვსაუბრობთ ამაზე-მეთქი.

სკოლის დირექტორი, ლალი ყაჭეიშვილი

ამასთან, სხვადასხვა თემაზე ხშირად ვაწყობთ გამოფენებს, პატარ-პატარა კონკურსებს, კონფერენციებს, რაშიც სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. გიორგის ჰყავს საკმაოდ კარგი ოჯახი, განათლებული უფროსი დები - ერთი სტუდენტია, მეორე - მოსწავლე, მედლის კანდიდატი. ასე რომ, ბავშვს ოჯახიდანაც აქვს ხელშეწყობა. აწვდიან თემებს ისე, როგორც საჭიროა. ალბათ, ყველანი ვმუშაობთ იმ მიმართულებით, როგორც გითხარით, პატარებს საკუთარი ქვეყანა, მიწა შევაყვაროთ და კარგ მოქალაქეებად ჩამოვაყალიბიოთ.

- გიორგი გოგუაძე თქვენი საშუალებით ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო და მისი შეყვარებაც შეძლო...

- ეს ნამუშვარი რომ ვნახე, ისეთი ძლიერი ემოცია იყო, რომ მაშინვე დავდე ჩემს გვერდზე. მინდოდა, რომ ყველას ენახა, რადგანაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და ემოციის გაზიარება სხვებისთვისაც მომინდა. ბავშვები ხალასები არიან და გიორგის ეს ნამუშვარიც ამაზე მეტყველებს.

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

პატარა ლაზარეს, რომელსაც ძვლის სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ამ დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი საქართველოში მცირეა, პრეპარატი -ძვირადღირებული“ - ბიჭი, რომელიც ბავშვობაში სამყაროს ფანჯრიდან უყურებდა