სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?
"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?

დღეს მთა­ვარ ინ­ტრი­გად რჩე­ბა ის სა­კი­თხი, მარ­თლა წა­ვი­და თუ არა პო­ლი­ტი­კი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. არ­სე­ბობს მით­ქმა-მოთ­ქმა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რომ მათი ოჯა­ხი ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს და სა­ცხოვ­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­და­დის, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა აქვს. სულ ახ­ლა­ხან, 18 თე­ბერ­ვალს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს 65 წელი შე­უს­რულ­და.

AMBEBI.GE ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის მე­გო­ბარს, ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლეს ეკა ჭი­ჭი­ნა­ძეს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლას არ აპი­რებს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტო­ვე­ბენ...

- არა, აქ არი­ან და წას­ვლას არ­სად აპი­რე­ბენ. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვე­სა­უბ­რე, ორი­ვეს - მა­საც და ეკა­საც მი­ვუ­ლო­ცე.

- ანუ და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ ყო­ფილ­ხართ?

- არა, არ ვყო­ფილ­ვარ, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და­ბა­დე­ბის დღეს არას­დროს იხ­დის.

- ამ­ჟა­მად სად არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი?

- კო­ვი­დის გამო ისი­ნი იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათ ვერც მე და ვერც ვე­რა­ვინ ნა­ხუ­ლობს. რაც ეს პან­დე­მია და­ი­წყო, ისი­ნი არ მი­ნა­ხავს. არც მე გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან, ვი­ნა­ი­დან რისკ-ფაქ­ტორ ჯგუფ­ში შე­ვიდ­ვარ. რა­ღაც პე­რი­ო­დი, მათ ვერ ვნა­ხავ, თუმ­ცა სულ მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია და ვიცი, რომ კარ­გად არი­ან. ერთი კვი­რის წინ, მათი ოჯა­ხი თბი­ლის­ში იყო. შე­იძ­ლე­ბა ახლა აბას­თუ­მან­ში არი­ან, მაგ­რამ ვფიქ­რობ, თბი­ლის­ში არი­ან. იცით, არც მი­კი­თხავს, ტე­ლე­ფო­ნით ამა­ზე არც ვსა­უბ­რობთ.

- საფ­რან­გეთ­ში წას­ვლას აპი­რე­ბე­ნო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია...

- არა, ღმერ­თო ჩემო, რე­ებს ბო­დავს ეს ხალ­ხი. საფ­რან­გეთ­ში მათ დიდი ხა­ნია სახ­ლიც აქვთ, მი­წაც, ქო­ნე­ბაც და აქამ­დე არ წა­სუ­ლან.

- მათ აბას­თუმ­ნის ან კვა­რი­ა­თის სახ­ლში ყო­ფილ­ხართ?

- რა­ღაც გა­და­ცე­მებს ამ­ზა­დე­ბენ და სა­სახ­ლე­ებ­ზე მი­თებს ავ­რცე­ლე­ბენ. თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­და­ზე, სახ­ლი, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ, საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და უბ­რა­ლოა. ისი­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. სახ­ლე­ბი რა­ტომ არ უნდა ჰქონ­დეთ? მინ­და გი­თხრათ, რომ ბევ­რს მათ­ზე უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა და ქო­ნე­ბა აქვს, უფრო მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რო­ბენ. შიგ­ნით რომ შეხ­ვალთ, ასე­თი სადა, უბ­რა­ლო და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი გა­რე­მოა...

- მათი აზრი თუ იცით იმ გა­და­ცე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მათ­ზე ვრცელ­დე­ბა?

- იცით, ივა­ნიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იცავ­და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მას ლან­ძღავ­და. მას აუ­გად არა­ვინ მო­უხ­სე­ნი­ე­ბია, პი­რი­ქით, ყვე­ლას მი­მართ არის თა­ნაგ­რძნო­ბით და ყვე­ლა­ზე კარ­გად, დე­ტა­ლუ­რად იცის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­ჭირ­ვე­ბა. ამ ურა­პატ­რი­ო­ტი ნე­ო­ბოლ­შე­ვი­კე­ბის ჯგუ­ფებ­მა ტვი­ნი წა­ი­ღეს, კრი­ზი­სი­აო. კრი­ზი­სი მათ ტვი­ნებ­ში აქვთ. არ მინ­დო­და პო­ლი­ტი­კა­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ გავ­ბრაზ­დი... ეს 50 კაცი მარ­თლა რუ­სე­თის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებს მა­შინ, როცა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს და ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ. სა­ოც­რე­ბე­ბი ხდე­ბა...

მიშა და ბი­ძა­მი­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ცნო­ბი­ლი კე-გე-ბე-ს აგენ­ტე­ბი არი­ან და ახლა სრუ­ლი­ად რუ­სე­თის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლე­ბენ, რუ­სებს და მი­შას უნ­დათ ამ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა, სხვას არა­ვის! ჩემი ინ­ტე­რე­სია ჩემი ქვე­ყა­ნა და სიმ­შვი­დე ამ ქვე­ყა­ნა­ში. თუ შე­დი­ან, შე­ეთ­რი­ონ ამ პარ­ლა­მენ­ტში. ძა­ლი­ა­ნაც არ მინ­და მათი ის­ტე­რი­კე­ბის მოს­მე­ნა და ატა­ნა, მაგ­რამ როცა ჩემს ქვე­ყა­ნას ასე სჭირ­დე­ბა, ამა­ზეც თა­ნახ­მა ვარ. კე-გე-ბე-ს პირ­ვე­ლი სლო­გა­ნი იყო: და­აბ­რა­ლე სხვას ის, რაც ხარ შენ. რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ვინ ას­ხამს წყალს, ეს აშ­კა­რაა.

არა­ნა­ი­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ მაქვს, რომ ჩემი სტა­ტი­ე­ბი და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდეს, მაგ­რამ იმ ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, რო­მელ­საც მარ­თლა ეთ­ქმის სი­ტყვა. ჩემი ცხოვ­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად არ იც­ვლე­ბა. ამ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის არც სა­ხე­ლე­ბი ვიცი, არც გვა­რე­ბი და არც მჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ვხე­დავ, რომ "ოც­ნე­ბა­ში" არი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, მე­ო­რე მხა­რეს კი არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბომ­ჟე­ბი და ისი­ნი დაე, იყ­ვნენ ქუ­ჩა­ში.

- თქვე­ნი აზ­რით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თლა წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან?

- ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, წა­ვი­და. თან გა­მი­ხარ­და, რომ წა­ვი­და, რად­გან ეს მის­თვის ტვირ­თი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აქვს ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვის­თვის წყნა­რად და მშვი­დად იცხოვ­როს, ვი­ღა­ცე­ებს თავი ალან­ძღი­ნა და რის­თვის? ამ­დე­ნი სი­კე­თე რომ გა­ა­კე­თა? დღეს მე­გობ­რე­ბი ხო­ცა­ვენ ვი­ღაც ჟღვლინ­ტი­ა­ნი მი­შას გამო. ეს ოდეს­ღაც ხომ უნდა დამ­თავ­რდეს? ვიცი, რომ ამ ოჯახ­ში ყვე­ლა თა­ვის საქ­მეს აკე­თებს, ეკა ბევრ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლობს. თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბიც აქვს - შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლი. ის თა­ვის გა­ნათ­ლე­ბას იღ­რმა­ვებს, სხვა დო­ნის და ინ­ტე­ლექ­ტის ადა­მი­ა­ნია ეკა.

- რას ფიქ­რობთ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დაბ­რუნ­დე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში?

- ვე­რა­ფერს გე­ტყვით, თუმ­ცა არა მგო­ნია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­უშ­ვას ამ ქვეყ­ნის უფსკრულ­ში გა­და­ჩე­ხა, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას ძა­ლი­ან უყ­ვარს ეს ქვე­ყა­ნა და იმი­ტომ. მარ­თლა არ ვაძ­ლევ ჩემს თავს უფ­ლე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ვა­კე­თო იმი­ტომ, რომ ამ ქვეყ­ნის­თვის ორი შვი­ლის გაზ­რდის გარ­და, არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ჩემი ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი ისაა, რომ ამ ოჯახს პა­ტივს ვცემ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კვახაჯელეთელი
135

ეს ოჯახი ჩვეულებრივი ოჯახი არ არის. ის ღმერთმა გამოგვიგზავნა ან დასასჯელად ან დასახმარებლად. რასაც ვიმსახურებთ იმას გააკეთებინებს უფალი.

არა ქოცს! არა ნაცს!
204

გადაშენდით საფრანგეთში კი არა იმის იქითაც...............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?

"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?

დღეს მთავარ ინტრიგად რჩება ის საკითხი, მართლა წავიდა თუ არა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი. არსებობს მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებითაც, რომ მათი ოჯახი ტოვებს საქართველოს და საცხოვრებლად საფრანგეთში გადადის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე საცხოვრებელი ბინა აქვს. სულ ახლახან, 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილს 65 წელი შეუსრულდა.

AMBEBI.GE ეკატერინე ხვედელიძის მეგობარს, ნიკუშა შენგელაიას მეუღლეს ეკა ჭიჭინაძეს ესაუბრა, რომელიც გვეუბნება, რომ ოჯახი საქართველოდან წასვლას არ აპირებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილები საქართველოს ტოვებენ...

- არა, აქ არიან და წასვლას არსად აპირებენ. ბატონი ბიძინას დაბადების დღეზე ვესაუბრე, ორივეს - მასაც და ეკასაც მივულოცე.

- ანუ დაბადების დღეზე არ ყოფილხართ?

- არა, არ ვყოფილვარ, ბატონი ბიძინა დაბადების დღეს არასდროს იხდის.

- ამჟამად სად არიან ივანიშვილები?

- კოვიდის გამო ისინი იზოლირებულები არიან, მათ ვერც მე და ვერც ვერავინ ნახულობს. რაც ეს პანდემია დაიწყო, ისინი არ მინახავს. არც მე გავდივარ სახლიდან, ვინაიდან რისკ-ფაქტორ ჯგუფში შევიდვარ. რაღაც პერიოდი, მათ ვერ ვნახავ, თუმცა სულ მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ კარგად არიან. ერთი კვირის წინ, მათი ოჯახი თბილისში იყო. შეიძლება ახლა აბასთუმანში არიან, მაგრამ ვფიქრობ, თბილისში არიან. იცით, არც მიკითხავს, ტელეფონით ამაზე არც ვსაუბრობთ.

- საფრანგეთში წასვლას აპირებენო, გავრცელდა ინფორმაცია...

- არა, ღმერთო ჩემო, რეებს ბოდავს ეს ხალხი. საფრანგეთში მათ დიდი ხანია სახლიც აქვთ, მიწაც, ქონებაც და აქამდე არ წასულან.

- მათ აბასთუმნის ან კვარიათის სახლში ყოფილხართ?

- რაღაც გადაცემებს ამზადებენ და სასახლეებზე მითებს ავრცელებენ. თბილისში, მთაწმინდაზე, სახლი, სადაც ისინი ცხოვრობენ, საკმაოდ მოკრძალებული და უბრალოა. ისინი მოკრძალებული ადამიანები არიან. სახლები რატომ არ უნდა ჰქონდეთ? მინდა გითხრათ, რომ ბევრს მათზე უკეთესი მდგომარეობა და ქონება აქვს, უფრო მდიდრულად ცხოვრობენ. შიგნით რომ შეხვალთ, ასეთი სადა, უბრალო და მოკრძალებული გარემოა...

- მათი აზრი თუ იცით იმ გადაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც მათზე ვრცელდება?

- იცით, ივანიშვილი ყოველთვის იცავდა იმ ადამიანებს, ვინც მას ლანძღავდა. მას აუგად არავინ მოუხსენიებია, პირიქით, ყველას მიმართ არის თანაგრძნობით და ყველაზე კარგად, დეტალურად იცის ქართველი ხალხის მდგომარეობა და გაჭირვება. ამ ურაპატრიოტი ნეობოლშევიკების ჯგუფებმა ტვინი წაიღეს, კრიზისიაო. კრიზისი მათ ტვინებში აქვთ. არ მინდოდა პოლიტიკაში გადავსულიყავი, მაგრამ გავბრაზდი... ეს 50 კაცი მართლა რუსეთის დაკვეთას ასრულებს მაშინ, როცა გეოპოლიტიკურად საშინელი მდგომარეობა გვაქვს და ბეწვის ხიდზე გავდივართ. საოცრებები ხდება...

მიშა და ბიძამისი ჩვეულებრივი და ცნობილი კე-გე-ბე-ს აგენტები არიან და ახლა სრულიად რუსეთის დაკვეთას ასრულებენ, რუსებს და მიშას უნდათ ამ ქვეყანაში არეულობა, სხვას არავის! ჩემი ინტერესია ჩემი ქვეყანა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში. თუ შედიან, შეეთრიონ ამ პარლამენტში. ძალიანაც არ მინდა მათი ისტერიკების მოსმენა და ატანა, მაგრამ როცა ჩემს ქვეყანას ასე სჭირდება, ამაზეც თანახმა ვარ. კე-გე-ბე-ს პირველი სლოგანი იყო: დააბრალე სხვას ის, რაც ხარ შენ. რუსეთის წისქვილზე ვინ ასხამს წყალს, ეს აშკარაა.

არანაირი დამსახურება არ მაქვს, რომ ჩემი სტატიები და გამონათქვამები გამოქვეყნდეს, მაგრამ იმ ოჯახის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც მართლა ეთქმის სიტყვა. ჩემი ცხოვრება ხელისუფლებების ცვლილებებთან ერთად არ იცვლება. ამ მთავრობის წევრების არც სახელები ვიცი, არც გვარები და არც მჭირდება. უბრალოდ, ვხედავ, რომ "ოცნებაში" არიან გაწონასწორებული, წესიერი ადამიანები, მეორე მხარეს კი არიან ჩვეულებრივი ბომჟები და ისინი დაე, იყვნენ ქუჩაში.

- თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან?

- ჩემდა სამწუხაროდ, წავიდა. თან გამიხარდა, რომ წავიდა, რადგან ეს მისთვის ტვირთი და პასუხისმგებლობა იყო. ადამიანს, რომელსაც აქვს ყველა საშუალება, რომ თავისთვის წყნარად და მშვიდად იცხოვროს, ვიღაცეებს თავი ალანძღინა და რისთვის? ამდენი სიკეთე რომ გააკეთა? დღეს მეგობრები ხოცავენ ვიღაც ჟღვლინტიანი მიშას გამო. ეს ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს? ვიცი, რომ ამ ოჯახში ყველა თავის საქმეს აკეთებს, ეკა ბევრ უნივერსიტეტში ონლაინ სწავლობს. თავისი საქმეებიც აქვს - შვილები და შვილიშვილი. ის თავის განათლებას იღრმავებს, სხვა დონის და ინტელექტის ადამიანია ეკა.

- რას ფიქრობთ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში?

- ვერაფერს გეტყვით, თუმცა არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა დაუშვას ამ ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხა, ამაში დარწმუნებული ვარ, მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა და იმიტომ. მართლა არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის ორი შვილის გაზრდის გარდა, არაფერი გამიკეთებია. ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ამ ოჯახს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს.

"ვარ ალერგიული, მაქვს ასაკი, მაგრამ ვაქცინაცის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია" - მარინა ენდელაძე

"კოვიდმა ძველი დაავადებები გაააქტიურა" - კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რას ამბობს ექიმი?

"ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული, ბიჭი მაკლია... ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ" - მეგი ბაქრაძის მამა