სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს მთავრობა - ნათია თურნავას განცხადება პარლამენტში
რომელი შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს მთავრობა - ნათია თურნავას განცხადება პარლამენტში

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბამ შე­საძ­ლოა, იმ­სჯე­ლოს სას­ტუმ­რო­ე­ბის გახ­სნა­ზე, სა­ბა­გი­რო­ე­ბის გახ­სნის გა­რე­შე. რო­გორც თურ­ნა­ვამ პარ­ლა­მენ­ტში კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, ამ სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა რა­ცი­ო­ნა­ლურ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა სას­ტუმ­რო­ე­ბის გახ­სნა ძლი­ე­რი კონ­ტრო­ლის პი­რო­ბებ­ში უნდა მოხ­დეს.

"ჩემი აზ­რით, ჩვენ კვლა­ვაც შე­იძ­ლე­ბა მი­ვუბ­რუნ­დეთ და გან­ვი­ხი­ლოთ მხო­ლოდ სას­ტუმ­რო­ე­ბის გახ­სნის ნა­წი­ლი, თუნ­დაც სა­ბა­გი­რო­ე­ბის გახ­სნის გა­რე­შე, თუკი ეს მოხ­დე­ბა ყვე­ლა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ნორ­მის დაც­ვით. ვფიქ­რობ, რომ არ არის ეს რა­ცი­ო­ნალს მოკ­ლე­ბუ­ლი და ერთ-ერთი, რა­საც და­ვა­ყე­ნებ მე გან­სა­ხილ­ვე­ლად, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია ახლა ის დარ­ჩე­ნი­ლი ერთი თვე მა­ინც რომ გა­მო­ვა­ყე­ნე­ბი­ნოთ სას­ტუმ­რო­ებს, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მკაც­რი კონ­ტრო­ლით,“- გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ჩაგ­რუ­ლი სექ­ტო­რი, ეპი­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდა სპორტდარ­ბა­ზე­ბი და კერ­ძო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი.

"თუ მკი­თხავთ პრი­ო­რი­ტე­ტებს, ჩემი აზ­რით, უახ­ლო­ე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი არის სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი. ის ეხე­ბა უამ­რავ ადა­მი­ანს, ბევ­რი სირ­თუ­ლე შე­იქ­მნა, თუმ­ცა თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა და შე­დე­გი ჰქონ­და მო­ბი­ლო­ბის შე­ზღუდ­ვას და ვფიქ­რობ, რომ ნო­მერ პირ­ვე­ლი ეს სა­კი­თხი უნდა იყოს. რეს­ტორ­ნე­ბის შიდა სივ­რცე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­დის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მსჯე­ლო­ბა რეს­ტორ­ნებ­თან, ძა­ლი­ან კარ­გად არის ჩარ­თუ­ლი შრო­მის ინ­სპექ­ცია, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებ­საც გან­ვი­ხი­ლავთ და ალ­ბათ, ერთ-ერთი შემ­დე­გი ეს იქ­ნე­ბა.

ასე­ვე, სას­ტუმ­რობ­ში მი­ვე­დით ძა­ლი­ან კარგ მო­დე­ლამ­დე და მე­ქა­ნიზ­მამ­დე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გავ­ხსნათ და და­ვუშ­ვათ კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, სა­კონ­ფე­რენ­ციო სივ­რცე­ე­ბის გახ­სნა. ფიტ­ნე­სე­ბი და კერ­ძო ბა­ღე­ბი კვლავ და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა, ეს ის სფე­როა, რო­მელ­საც მარ­თა­ლია ვეხ­მა­რე­ბით პრო­ექ­ტის „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ი­ჩაგ­რა და ვფიქ­რობ, რომ შე­მე­დე­გი ერთ-ერთი ეტა­პი, ალ­ბათ, უფრო მარ­ტის თვე­ში უნდა ვიმ­სჯე­ლოთ დარ­ჩე­ნი­ლი დარ­გე­ბის გახ­სნა­ზე ძა­ლი­ან ფრთხი­ლად,“- გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამია
82

ქალბატონო ნათია შვილებს რა ვაჭამო იქნებ მირჩიოთ არც 200ლარიან დახმარებაში მოვყევი არც ლარნახევრიანში, მელიას გვიმზადებთ დღეს თუ ტურას

dato
9

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გახსენით და კომენდატის საათიც მოზსენით რა მობილობაც ეხლაა არა მგონია ამაზე მეტი იყოს ქალაქის ქუჩებში რაიონებში თითქოს ჯინზეაო ხალხი ამდენი ხალხი პანდემიამდე არ მოძრაობდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რომელი შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს მთავრობა - ნათია თურნავას განცხადება პარლამენტში

რომელი შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს მთავრობა - ნათია თურნავას განცხადება პარლამენტში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მთავრობამ შესაძლოა, იმსჯელოს სასტუმროების გახსნაზე, საბაგიროების გახსნის გარეშე. როგორც თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ამ საკითხის დაყენება რაციონალურ აზრს მოკლებული არ არის, თუმცა სასტუმროების გახსნა ძლიერი კონტროლის პირობებში უნდა მოხდეს.

"ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეიძლება მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე, თუკი ეს მოხდება ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით. ვფიქრობ, რომ არ არის ეს რაციონალს მოკლებული და ერთ-ერთი, რასაც დავაყენებ მე განსახილველად, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რამდენად შეგვიძლია ახლა ის დარჩენილი ერთი თვე მაინც რომ გამოვაყენებინოთ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კონტროლით,“- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული სექტორი, ეპიდემიის პირობებში აღმოჩნდა სპორტდარბაზები და კერძო საბავშვო ბაღები.

"თუ მკითხავთ პრიორიტეტებს, ჩემი აზრით, უახლოესი პრიორიტეტი არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ის ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა მობილობის შეზღუდვას და ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. რესტორნების შიდა სივრცეებთან დაკავშირებით მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა რესტორნებთან, ძალიან კარგად არის ჩართული შრომის ინსპექცია, ჯანდაცვის სამინისტრო, ახალ რეგულაციებსაც განვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდეგი ეს იქნება.

ასევე, სასტუმრობში მივედით ძალიან კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება, ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია ვეხმარებით პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემედეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად,“- განაცხადა თურნავამ.

"მიმინო 2" - ბუბა კიკაბიძემ ანზორ მელიას პირდაპირ ეთერში უმღერა

"მაიკო ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ სანდროს რომ არ გაეგო არტისტობდა... ბავშვს რომ ეძინა, ბღაოდა" - ანზორ მელია

დაპირისპირება პარლამენტთან - აქტივისტები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა