სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაერთიანდით - რუსეთს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს დიდი საჩუქარია პუტინისთვის" - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე
"გაერთიანდით - რუსეთს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს დიდი საჩუქარია პუტინისთვის" - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

გა­ერ­თი­ან­დით ახლა, სა­ნამ გვი­ა­ნი არ არის, უკვე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც კვლავ და­ი­ნა­ხავთ ტან­კებს თქვენს ქუ­ჩებ­ში და პრობ­ლე­მა ის არის, რომ რუ­სეთს დღეს ტან­კი არ სჭირ­დე­ბა, თქვენ თა­ვად ებ­რძვით ერ­თმა­ნეთს, ეს ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რია პუ­ტი­ნის­თვის. შე­ჩერ­დით, გთხოვთ! - ასე მი­მარ­თა ლი­ე­ტუ­ვის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნის­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას, თა­ვის ქარ­თველ კო­ლე­გას­თან ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოს ყვე­ლა­ფე­რი, მა­შინ რო­დე­საც ახლა მის წი­ნა­შე გახ­სნი­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სად­მი ევ­რო­კავ­ში­რის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ფო­კუ­სის პი­რო­ბებ­ში.

ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სის გან­ცხა­დე­ბით, დღეს კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა და და­სავ­ლეთს სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ლი­დე­რი, იმის­თვის, რომ რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს.

"ჩემს კო­ლე­გას­თან მქონ­და საკ­მა­ოდ კარ­გი სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა, ვა­შინგტონ­ში პრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში და ახა­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ახა­ლი ენერ­გი­ით, რო­მე­ლიც ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია დე­მოკ­რა­ტი­ებ­ზე. მსურს, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს ჩემ­პი­ო­ნი ამ რე­გი­ონ­ში, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ამ პო­ლი­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი შუ­ქუ­რა კავ­კა­სი­ა­ში. თქვენ გაქვთ საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში და იმის­თვის, რომ ჩვენ ვი­ყოთ მზად, რათა რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის პრო­ცეს­ში წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ, გვჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ლი­დე­რი, რო­გორც ჩემ­პი­ო­ნი. სწო­რედ ამის­თვის სა­ჭი­როა, რომ ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ დო­ნე­ზე ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცია მო­ახ­დი­ნოთ, გა­მო­ნა­ხოთ დი­ა­ლო­გის გზე­ბი.

რის თქმა­საც ვცდი­ლობთ და რაც იქ­ნე­ბა გა­მე­ო­რე­ბუ­ლი ყვე­ლა დო­ნე­ზე, ლი­ე­ტუ­ვას სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი­სა და პრე­ზი­დენ­ტის დო­ნე­ზე, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ და­გეხ­მა­როთ ამ პრო­ცეს­ში ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით. გთხოვთ, გა­ა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის! ხვალ თქვენ აღ­ნიშ­ნავთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დღეს, ასე­ვე, ახ­ლოვ­დე­ბა ოკუ­პა­ცი­ის 100 წლის­თა­ვი, მო­დით, აღ­ვნიშ­ნოთ ეს დღე­ე­ბი, რო­გორც გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და დი­ა­ლო­გის დღე­ე­ბი. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ორი­ვე მხა­რე სა­კუ­თარ თავ­ში იპო­ვის ძა­ლას ამის გა­სა­კე­თებ­ლად,“- გა­ნა­ცხა­და ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნის­მა.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

სიმართლეა ეს

kaxa
10

კულტურულად თქვა კაცმა - უვარგისები ხართ და თავში ტვინი არა გაქვთ ცხვრებოოოო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გაერთიანდით - რუსეთს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს დიდი საჩუქარია პუტინისთვის" - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

"გაერთიანდით - რუსეთს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს დიდი საჩუქარია პუტინისთვის" - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

გაერთიანდით ახლა, სანამ გვიანი არ არის, უკვე გვიანი იქნება, როდესაც კვლავ დაინახავთ ტანკებს თქვენს ქუჩებში და პრობლემა ის არის, რომ რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის. შეჩერდით, გთხოვთ! - ასე მიმართა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, თავის ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, საქართველომ შეიძლება დაკარგოს ყველაფერი, მაშინ როდესაც ახლა მის წინაშე გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და დემოკრატიული ქვეყნებისადმი ევროკავშირის გაძლიერებული ფოკუსის პირობებში.

ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, დღეს კავკასიის რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა და დასავლეთს სჭირდება საქართველო, როგორც ლიდერი, იმისთვის, რომ რეგიონის სტაბილურობა უზრუნველყოს.

"ჩემს კოლეგასთან მქონდა საკმაოდ კარგი საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა საქართველოსთვის ჩნდება შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ახალი ევროკავშირის ახალი ენერგიით, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიებზე. მსურს, რომ საქართველო იყოს ჩემპიონი ამ რეგიონში, იმიტომ, რომ საქართველო არის ამ პოლიტიკის მატარებელი შუქურა კავკასიაში. თქვენ გაქვთ საკმაოდ რთული ვითარება კავკასიის რეგიონში და იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად, რათა რეგიონის სტაბილურობის პროცესში წვლილი შევიტანოთ, გვჭირდება საქართველო, როგორც ლიდერი, როგორც ჩემპიონი. სწორედ ამისთვის საჭიროა, რომ შიდასახელმწიფოებრივ დონეზე ვითარების დეესკალაცია მოახდინოთ, გამონახოთ დიალოგის გზები.

რის თქმასაც ვცდილობთ და რაც იქნება გამეორებული ყველა დონეზე, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის დონეზე, რომლებიც შეიძლება ჩამოვიდნენ საქართველოში, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ პროცესში ჩვენი ისტორიული გამოცდილებით. გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი შესაძლებელი გაერთიანებისთვის! ხვალ თქვენ აღნიშნავთ კონსტიტუციის დღეს, ასევე, ახლოვდება ოკუპაციის 100 წლისთავი, მოდით, აღვნიშნოთ ეს დღეები, როგორც გაერთიანებისა და დიალოგის დღეები. ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარე საკუთარ თავში იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად,“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.