მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას საბარგულს უმოწმებენ... ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე" - ნიკა მელია
"ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას საბარგულს უმოწმებენ... ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე" - ნიკა მელია

ერთ რა­მეს ნამ­დვი­ლად ვპირ­დე­ბი, ისე არ გა­ვალ ამ შე­ნო­ბი­დან, რომ სა­ბარ­გულ­ში მოვ­თავ­სდე. რა­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ სა­ბარ­გუ­ლით გა­ვე­დი. ვერ მო­ა­ხერ­ხეს ჩემი და­კა­ვე­ბა და ამის შემ­დეგ გა­ამ­კაც­რეს ზო­მე­ბი და ამოწ­მე­ბენ ყვე­ლა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას,- ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ტი­ის ოფის­ში გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ შე­ნო­ბი­დან გა­სუ­ლიც იყო.

"მე ვსა­უბ­რობ ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე, დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე, მო­მა­ვალ­ზე და ახლა, პა­ნაშ­ვიდ­ზე გა­ვალ, თუ არა, ეს რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? მე ისე გა­ვალ და შე­მო­ვალ, რომ ვერ და­მა­პა­ტიმ­რე­ბენ. რო­გორ? ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ისე, რო­გორც გა­ვე­დი და მო­ვე­დი...ეს სა­კი­თხი, რო­მე­ლიც თქვენ გა­ინ­ტე­რე­სებთ, შე­იძ­ლე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რა­დაც, მაგ­რამ მარ­თლა არ არის პირ­ვე­ლი და მე­ა­თე ხა­რის­ხო­ვა­ნიც კი. და­მი­ტო­ვეთ უფ­ლე­ბა, რო­დის გა­ვალ და მოვ­ბრუნ­დე­ბი.

მე შე­ნო­ბი­დან გა­სუ­ლიც ვი­ყა­ვი და შე­მო­სუ­ლიც ვარ. მე­დი­ას წი­ნას­წარ ვერ გაც­ნო­ბებთ, რო­დის გავ­დი­ვარ და შე­მოვ­დი­ვარ, ამი­ტომ, ეს არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ. დი­ა­ხაც, ვა­ღი­ა­რებ, რომ შე­ნო­ბი­დან გა­სუ­ლიც ვი­ყა­ვი და შე­მო­სუ­ლიც ვარ. თუ სად გა­ვე­დი, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფოტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლაც მო­გე­წო­დე­ბათ, თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ. სწო­რედ ამი­ტო­მაც არი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. გუ­შინ­დე­ლი დღი­დან თი­თო­ე­უ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ას ტო­ვებს, ჩერ­დე­ბა და სა­ბარ­გულს უმოწ­მე­ბენ. ერთ რა­მეს ნამ­დვი­ლად ვპირ­დე­ბი, რომ ისე არ გა­ვალ ამ შე­ნო­ბი­დან, რომ სა­ბარ­გულ­ში მოვ­თავ­სდე. რა­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ სა­ბარ­გუ­ლით გა­ვე­დი. რა­ტომ შეშ­ფოთ­დნენ? იმი­ტომ, რომ მათ გა­ი­გეს, ჰკი­თხეთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას". უბ­რა­ლოდ, ვერ მო­ა­ხერ­ხეს ჩემი და­კა­ვე­ბა და ამის შემ­დეგ გა­ამ­კაც­რეს ზო­მე­ბი და ამოწ­მე­ბენ ყვე­ლა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სევერიანი
25

ესეც (გასაოცარი) დემოკრატიის ერთ-ერთი გამოხატულებაა,აბა,როგორ გინდათ,,იქნებ და კონტარბანდული შეშა გადაგაქ????

??
31

რა გაუმართლა ესებუას! ვიღას ახსოვს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას საბარგულს უმოწმებენ... ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე" - ნიკა მელია

"ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას საბარგულს უმოწმებენ... ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე" - ნიკა მელია

ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე. რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი. ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება და ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები და ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

მისივე განმარტებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ შენობიდან გასულიც იყო.

"მე ვსაუბრობ ამ ქვეყნის მომავალზე, სახელმწიფოს პერსპექტივაზე, ევროატლანტიკურ გზაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, მომავალზე და ახლა, პანაშვიდზე გავალ, თუ არა, ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? მე ისე გავალ და შემოვალ, რომ ვერ დამაპატიმრებენ. როგორ? ჩვეულებრივად, ისე, როგორც გავედი და მოვედი...ეს საკითხი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, შეიძლება ლეგიტიმურადაც, მაგრამ მართლა არ არის პირველი და მეათე ხარისხოვანიც კი. დამიტოვეთ უფლება, როდის გავალ და მოვბრუნდები.

მე შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. მედიას წინასწარ ვერ გაცნობებთ, როდის გავდივარ და შემოვდივარ, ამიტომ, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. თუ სად გავედი, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალაც მოგეწოდებათ, თუ გაინტერესებთ. სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში. გუშინდელი დღიდან თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, ჩერდება და საბარგულს უმოწმებენ. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, რომ ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე. რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი. რატომ შეშფოთდნენ? იმიტომ, რომ მათ გაიგეს, ჰკითხეთ „ქართულ ოცნებას". უბრალოდ, ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება და ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები და ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას", - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ჩამოყალიბდება - ვინ შევა კომისიაში ოპოზიციიდან?

ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება - ირაკლი ღარიბაშვილი

"სრული მხარდაჭერა გომელაურს... ის აღვირახსნილი კამპანია, რომელიც მომდინარეობს "ნაცმოძრაობიდან", ყოვლად დაუშვებელია" - ირაკლი ღარიბაშვილი