პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ოპოზიციამ მელია ოფისში მოინახულა, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს: "მივიდნენ მის სანახავადა", ეს არ ნიშნავს, რომ  მისი ერთგულები არიან" - თალაკვაძე
"თუ ოპოზიციამ მელია ოფისში მოინახულა, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს: "მივიდნენ მის სანახავადა", ეს არ ნიშნავს, რომ  მისი ერთგულები არიან" - თალაკვაძე

დღეს თუ ოპო­ზი­ცია გარ­კვე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­დის და ნიკა მე­ლია ოფის­ში მო­ი­ნა­ხუ­ლეს, ერთი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რი­სა არ იყოს: „მი­ვიდ­ნენ მის სა­ნა­ხა­ვა­და“, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ეს ოპო­ზი­ცია მისი ერ­თგუ­ლია და მის გარ­შე­მო არის შე­მოკ­რე­ბი­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­თან, ნიკა მე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ამ ოპო­ზი­ცი­ა­საც თა­ვი­სი კონ­კრე­ტუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი და ზო­გი­ერთს კონ­კრე­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს, თუ რა­ტომ არის მი­სუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში“.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის შე­ფა­სე­ბებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბის" დე­მონ­სტრი­რე­ბა მოხ­და, როცა მე­ლი­ას­თვის იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის სა­კითხს უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ­ცერ­თი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არ აღ­მო­აჩ­ნდა, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის შე­ფა­სე­ბით, თუ მო­ნო­ბა არ­სე­ბობს, ნიკა მე­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ამი­სი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რად­გან „ცოტა ხნის წინ მე­ლი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი, გუნ­დის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რუდ­გი­ნა, პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას აპი­რებ­და და ახლა სრუ­ლი­ად სხვა რა­მეს აკე­თებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით“.

"მე ვფიქ­რობ, ნიკა მე­ლია არ არის მთე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი, ვი­ტყო­დი, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შიც“ ის არ არის ლი­დე­რი, ვი­ნა­ი­დან რე­ა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლავთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

თუ ვინ­მეს აქვს მო­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თარ უფ­როს­თან, ეს სწო­რედ ნიკა მე­ლია გახ­ლავთ და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ის აკე­თებს იმას, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი კარ­ნა­ხობს, ვი­ნა­ი­დან, ჩვენ სამი კვი­რის წინ, რო­დე­საც გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დი წა­რუდ­გი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მე­ლი­ას ჰქონ­და გეგ­მე­ბი, ის აპი­რებ­და პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას და უცებ აღ­მოჩ­ნდა, რომ სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს აკე­თებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბი - აი, თუ მო­ნო­ბა არ­სე­ბობს, ზუს­ტად ეს არის მო­ნო­ბის მა­გა­ლი­თი. მე­ო­რე მა­გა­ლით­საც მო­გიყ­ვანთ, ზუს­ტად სა­ა­კაშ­ვი­ლი, ნიკა მე­ლია და ეს რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია იყო, რომ­ლე­ბიც თავს ეს­ხმოდ­ნენ და პირ­და­პირ შე­ტე­ვა და­ა­ორ­გა­ნი­ზეს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა­ზე, უმ­ძი­მე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი მო­ვის­მი­ნეთ, მა­გა­ლი­თად, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლის ან თუნ­დაც იაგო ხვი­ჩი­ას მი­სა­მა­რით და რას ითხოვ­დნენ ხომ არ გახ­სენ­დე­ბათ? ითხოვ­დნენ მო­ნურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ოპო­ზი­ცი­ის შიგ­ნით, მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ას წარ­მო­ად­გე­ნენ, თურ­მე უფ­ლე­ბა არ აქვს ერთი ან მე­ო­რე პარ­ტი­ის ლი­დერს, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­კი­თხებ­თან. ეს არის მო­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი, რო­დე­საც ისი­ნი ითხოვ­დნენ თა­ვი­სი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კო­ლე­გე­ბის მხრი­დან მო­ნო­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

კი­თხვა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რომ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მე­ლი­ას­თვის იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის სა­კითხს მხა­რი და­უ­ჭი­რა, თუკი მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბი მშვი­დო­ბი­ან ფარ­გლებს გას­ცდე­ბა, თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა იმას, ვინც კა­ნონს არ­ღვევს.

„პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის იმა­ზე, ვინც არ­ღვევს კა­ნონს. პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო სა­კუ­თა­რი რეგ­ლა­მენ­ტი­სა და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჰქონ­და ამის უფ­ლე­ბა, ჰქონ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო და პარ­ლა­მენ­ტმა ეს გა­და­წყვი­ტა. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ჯერი და სა­ბო­ლოო სი­ტყვა არის სა­სა­მარ­თლო­ზე. მე იმე­დი მაქვს, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ყვე­ლა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აღ­სრულ­დე­ბა ზედ­მი­წევ­ნით, ვი­ნა­ი­დან მო­მავ­ლის სა­ქარ­თვე­ლო არ არის ის სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნო პარ­ლა­მენტზე, ცეს­კო­ზე, ან გა­ნა­ცხა­დო, რომ შენ ხარ კა­ნონ­გა­რე­შე, კა­ნონ­ზე მაღ­ლა დგა­ხარ და და­ნარ­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა და­ე­მორ­ჩი­ლონ კა­ნონს, მაგ­რამ შენ არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი. ის, რა­საც ამ წუ­თებ­შიც აკე­თებს მე­ლი­ას გუნ­დი, არის პრო­ვო­კა­ცია სა­ხელ­მწი­ფო­ზე, სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ,“- გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
33

შენ ვინც პარლამენტში გიზის, ყველა ერთგული გგონია? მონების აჯანყებაც ახსოვს ისტორიას!

qocmacuna
11

კობზონა მაიტა ერთი შენი დაწერილი ლექსიც დაამატე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ ოპოზიციამ მელია ოფისში მოინახულა, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს: "მივიდნენ მის სანახავადა", ეს არ ნიშნავს, რომ  მისი ერთგულები არიან" - თალაკვაძე

"თუ ოპოზიციამ მელია ოფისში მოინახულა, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს: "მივიდნენ მის სანახავადა", ეს არ ნიშნავს, რომ  მისი ერთგულები არიან" - თალაკვაძე

დღეს თუ ოპოზიცია გარკვეული განცხადებებით გამოდის და ნიკა მელია ოფისში მოინახულეს, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს: „მივიდნენ მის სანახავადა“, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ოპოზიცია მისი ერთგულია და მის გარშემო არის შემოკრებილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში", "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, "ამ ოპოზიციასაც თავისი კონკრეტული არგუმენტები და ზოგიერთს კონკრეტული ვალდებულებები აქვს, თუ რატომ არის მისული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში“.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ "მონური მორჩილების" დემონსტრირება მოხდა, როცა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს უმრავლესობაში არცერთი მოწინააღმდეგე არ აღმოაჩნდა, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, თუ მონობა არსებობს, ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის ამისი ნათელი მაგალითი, რადგან „ცოტა ხნის წინ მელიამ საზოგადოებას საკუთარი გეგმები, გუნდის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, პარტიულ საქმიანობას აპირებდა და ახლა სრულიად სხვა რამეს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით“.

"მე ვფიქრობ, ნიკა მელია არ არის მთელი ოპოზიციის ლიდერი, ვიტყოდი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ის არ არის ლიდერი, ვინაიდან რეალური ხელმძღვანელი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი.

თუ ვინმეს აქვს მონური დამოკიდებულება საკუთარ უფროსთან, ეს სწორედ ნიკა მელია გახლავთ და ამ შემთხვევაში, ის აკეთებს იმას, რასაც სააკაშვილი კარნახობს, ვინაიდან, ჩვენ სამი კვირის წინ, როდესაც განახლებული გუნდი წარუდგინა საზოგადოებას, მელიას ჰქონდა გეგმები, ის აპირებდა პარტიულ საქმიანობას და უცებ აღმოჩნდა, რომ სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ბრძანები - აი, თუ მონობა არსებობს, ზუსტად ეს არის მონობის მაგალითი. მეორე მაგალითსაც მოგიყვანთ, ზუსტად სააკაშვილი, ნიკა მელია და ეს რადიკალური ოპოზიცია იყო, რომლებიც თავს ესხმოდნენ და პირდაპირ შეტევა დააორგანიზეს ადამიანის ღირსებაზე, უმძიმესი შეურაცხყოფები მოვისმინეთ, მაგალითად, ალექსანდრე ელისაშვილის ან თუნდაც იაგო ხვიჩიას მისამარით და რას ითხოვდნენ ხომ არ გახსენდებათ? ითხოვდნენ მონურ დამოკიდებულებას ოპოზიციის შიგნით, მითუმეტეს, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ, თურმე უფლება არ აქვს ერთი ან მეორე პარტიის ლიდერს, რომ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეს საკითხებთან. ეს არის მონური დამოკიდებულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ისინი ითხოვდნენ თავისი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მონობას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“, რომლის უმრავლესობამ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირა, თუკი მელიას დაკავების შემთხვევაში ქვეყანაში მოვლენები მშვიდობიან ფარგლებს გასცდება, თალაკვაძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც კანონს არღვევს.

„პასუხისმგებლობა არის იმაზე, ვინც არღვევს კანონს. პარლამენტმა მიიღო საკუთარი რეგლამენტისა და კანონის ფარგლებში ეს გადაწყვეტილება, ჰქონდა ამის უფლება, ჰქონდა მტკიცებულებები, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო და პარლამენტმა ეს გადაწყვიტა. შესაბამისად, ახლა ჯერი და საბოლოო სიტყვა არის სასამართლოზე. მე იმედი მაქვს, რომ მართლმსაჯულება ყველა ასეთ შემთხვევაში აღსრულდება ზედმიწევნით, ვინაიდან მომავლის საქართველო არ არის ის საქართველო, სადაც შეიძლება იერიში მიიტანო პარლამენტზე, ცესკოზე, ან განაცხადო, რომ შენ ხარ კანონგარეშე, კანონზე მაღლა დგახარ და დანარჩენი მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ კანონს, მაგრამ შენ არ დაემორჩილები. ის, რასაც ამ წუთებშიც აკეთებს მელიას გუნდი, არის პროვოკაცია სახელმწიფოზე, საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად" - აშშ-ის საელჩო ნიკა მელიას საქმეზე გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას - მოვლენ, დავხვდებით" - გიგი უგულავა

"უნდა აღმოვაჩინოთ სპეცრაზმელების დედების და მამების, შვილების მისამართები და დაველაპარაკოთ..." - რას ამბობს სააკაშვილი მელიას განაჩენის შემდეგ?