პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაოფიციალური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?
ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაოფიციალური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?

ეს ქა­ლე­ბი წლე­ბია, რაც ეკ­რან­ზე, შეხ­ვედ­რებ­სა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მკაც­რი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტი­ლის სა­მო­სით ჩა­ნან. ნა­წი­ლი სხვა­დას­ხვა დროს პო­ლი­ტი­კურ ამინდსაც ქმნი­და, ნა­წი­ლი წლე­ბია, აქ­ცი­ებ­ზე დგას - ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მათი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა "დრეს კოდი" გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. წარ­მო­გიდ­გენთ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბის არა­პო­ლი­ტი­კურ "დრეს კოდს".

  • ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე

20 წელ­ზე მე­ტია ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მკაც­რი სტი­ლით, ერთი და იმა­ვე ვარ­ცხნი­ლო­ბით და მარ­გა­ლი­ტე­ბით ახ­სოვს, ბოლო წლებ­ში კი, ჯინ­სე­ბი­თა და სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი­თაც ხში­რად ჩნდე­ბა აქ­ცი­ებ­ზე თუ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რებ­ზე.

თუმ­ცა, ვერ ელე­ვა მის საყ­ვა­რელ ბრენ­დს Chanel-ს და ხში­რად იხი­ლავთ ამ ბრენ­დის ჩან­თით, შარ­ფით თუ სხვა აქ­სე­სუ­ა­რით.

  • თინა ბო­კუ­ჩა­ვა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის პო­ლი­ტი­კუ­რი "დრეს კოდი" პი­ჯა­კებს, კლა­სი­კურ შარ­ვლებ­სა და კა­ბებს მო­ი­ცავს, თუმ­ცა თინა ბო­კუ­ჩა­ვა თა­ვი­სუ­ფალ სტილ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ირ­გებს და ხში­რად იხი­ლავთ ჯინ­სის შარ­ვლი­თა და სპორ­ტუ­ლი სა­მო­სით.

  • თინა ხი­და­შე­ლი

თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს ძა­ლი­ან უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, ხში­რად უხ­ვევს ოფი­ცი­ა­ლურ სტილს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უკე­თია საყ­ვა­რე­ლი სა­ყუ­რე.

  • თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი

იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი­სა და ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტა­რის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სა­მოს­ში ხილ­ვა თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა იყო დრო, რო­დე­საც წუ­ლუ­კი­ა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით ირ­გებ­და ჯინ­სებს.

  • მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა სახე ცოტა ხნის წინ ქვეყ­ნის ტუ­რიზმს კუ­რი­რებ­და, თუმ­ცა ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ი­დან პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის ათე­ულ­ში აღ­მოჩ­ნდა და ახლა უკვე მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია.

31 წლის ქვრი­ვიშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, Rolex-ის სა­ა­თებ­ზე. მისი ჩაც­მის სტი­ლი ძი­რი­თა­დად კლა­სი­კუ­რია და მას ხში­რად იხი­ლავთ პე­რან­გებ­სა და პი­ჯა­კებ­ში, თუმ­ცა ქვრი­ვიშ­ვი­ლის ხილ­ვა "ქეჟუ­ალ" სტი­ლის სა­მოს­ში­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • ნინო წი­ლო­სა­ნი

მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტი­ლიც კი ნა­ხევ­რად გლა­მუ­რუ­ლია.

  • ეკა­ტე­რი­ნე ბე­სე­ლია

მისი სტი­ლი არა­ვის ჰგავს. უყ­ვარს ნა­თე­ლი ფე­რე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბა.

  • სან­დრა რუ­ლოვ­სი

მას სტილს მა­ში­ნაც უწუ­ნებ­დნენ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლედი იყო, თუმ­ცა ჩაც­მის გამო კრი­ტი­კა, სან­დრა რუ­ლოვსს არა­სო­დეს აღელ­ვებ­და.

  • ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი

ყო­ფი­ლი რე­პორ­ტი­ო­რი, პო­ლი­ტი­კა­შიც არ ღა­ლა­ტობს ჩაც­მის თა­ვი­სუ­ფალ სტილს, რო­გორც ჩანს, მის­თვის მთა­ვა­რი კომ­ფორ­ტია.

  • სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი

ორე­უ­ლე­ბი, შარ­ფე­ბი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძი­რი­თა­დად კლა­სი­კურ სა­მოს­ში ხე­დავს და ვფიქ­რობთ, ასეთ სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს ბევ­რი თქვენ­გა­ნი პირ­ვე­ლად ნა­ხავს.

  • ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი

მისი ჩაც­მის სტი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში. ამის გამო არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი.

  • სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი

თუ ადრე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის იმი­ჯი პი­ჯა­კი, შარ­ფი და მა­სი­უ­რი სამ­კა­უ­ლი იყო, ახლა ამ უკა­ნას­კნელს ერი­დე­ბა და სამ­კა­უ­ლით იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, პრე­ზი­დენ­ტმა ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი მო­ი­წყო მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და მისი ჩაც­მის სტი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბო­და გან­ხილ­ვის სა­გა­ნი.

  • ელე­ნე ხოშ­ტა­რია

იმ­დე­ნად ბევრ დროს ატა­რებს აქ­ცი­ებ­ზე, რომ მისი ჩაც­მის სტი­ლიც შე­სა­ბა­მი­სია. ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ხში­რად ნა­ხავთ პი­ჯაკ­ში, უფრო ხში­რად ჯინ­სის შარ­ვალ­სა და სპორ­ტულ, და­ბალ­ძი­რი­ან ფეხ­საც­მელ­ში.

  • ირმა ინაშ­ვი­ლი

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ლი­დე­რი ყვე­ლა­ზე ხში­რად და­დის ხალ­ხთან შეხ­ვედ­რა­ზე და ასე­თი შეკ­რე­ბე­ბის­თვის კი, ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ჯინ­სის შარ­ვა­ლი და სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
1

ნაციონალების ატანა არ მაქვს, მაგრამ უნდა ვაღიარო ბოკუჩავა კარგად გამოიყურება

ხვიჩა
14

და ქეცბაია რა შუაშია? ბოკუჩავას და კლინტონის ფოტო დამევასა,რაღაც კმაყოფილი როჟა ქონდა კლინტონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაოფიციალური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?

ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაოფიციალური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?

ეს ქალები წლებია, რაც ეკრანზე, შეხვედრებსა თუ საზოგადოებაში მკაცრი, ოფიციალური სტილის სამოსით ჩანან. ნაწილი სხვადასხვა დროს პოლიტიკურ ამინდსაც ქმნიდა, ნაწილი წლებია, აქციებზე დგას - ყველა შემთხვევაში მათი პოლიტიკის მიღმა "დრეს კოდი" განსხვავებულია. წარმოგიდგენთ ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაპოლიტიკურ "დრეს კოდს".

  • ნინო ბურჯანაძე

20 წელზე მეტია ის საზოგადოებას მკაცრი სტილით, ერთი და იმავე ვარცხნილობით და მარგალიტებით ახსოვს, ბოლო წლებში კი, ჯინსებითა და სპორტული ფეხსაცმელებითაც ხშირად ჩნდება აქციებზე თუ წინასაარჩევნო შეხვედრებზე.

თუმცა, ვერ ელევა მის საყვარელ ბრენდს Chanel-ს და ხშირად იხილავთ ამ ბრენდის ჩანთით, შარფით თუ სხვა აქსესუარით.

  • თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური "დრეს კოდი" პიჯაკებს, კლასიკურ შარვლებსა და კაბებს მოიცავს, თუმცა თინა ბოკუჩავა თავისუფალ სტილსაც არაჩვეულებრივად ირგებს და ხშირად იხილავთ ჯინსის შარვლითა და სპორტული სამოსით.

  • თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ძალიან უყვარს მოგზაურობა, ხშირად უხვევს ოფიციალურ სტილს, მაგრამ ყოველთვის უკეთია საყვარელი საყურე.

  • თეა წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ამჟამად პარლამენტარის არაოფიციალურ სამოსში ხილვა თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა იყო დრო, როდესაც წულუკიანი სიამოვნებით ირგებდა ჯინსებს.

  • მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახე ცოტა ხნის წინ ქვეყნის ტურიზმს კურირებდა, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციიდან პარტიის საპარლამენტო სიის ათეულში აღმოჩნდა და ახლა უკვე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია.

31 წლის ქვრივიშვილი შეყვარებულია მოგზაურობაზე, Rolex-ის საათებზე. მისი ჩაცმის სტილი ძირითადად კლასიკურია და მას ხშირად იხილავთ პერანგებსა და პიჯაკებში, თუმცა ქვრივიშვილის ხილვა "ქეჟუალ" სტილის სამოსშიცაა შესაძლებელი.

  • ნინო წილოსანი

მილიონერი დეპუტატის არაოფიციალური სტილიც კი ნახევრად გლამურულია.

  • ეკატერინე ბესელია

მისი სტილი არავის ჰგავს. უყვარს ნათელი ფერები და საზოგადოების გაოცება.

  • სანდრა რულოვსი

მას სტილს მაშინაც უწუნებდნენ, როდესაც საქართველოს პირველი ლედი იყო, თუმცა ჩაცმის გამო კრიტიკა, სანდრა რულოვსს არასოდეს აღელვებდა.

  • ირმა ნადირაშვილი

ყოფილი რეპორტიორი, პოლიტიკაშიც არ ღალატობს ჩაცმის თავისუფალ სტილს, როგორც ჩანს, მისთვის მთავარი კომფორტია.

  • სალომე სამადაშვილი

ორეულები, შარფები, აქსესუარები - "ნაციონალური მოძრაობის" წევრს საზოგადოება ძირითადად კლასიკურ სამოსში ხედავს და ვფიქრობთ, ასეთ სალომე სამადაშვილს ბევრი თქვენგანი პირველად ნახავს.

  • ენძელა მაჭავარიანი

მისი ჩაცმის სტილი ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტში. ამის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

  • სალომე ზურაბიშვილი

თუ ადრე საქართველოს პრეზიდენტის იმიჯი პიჯაკი, შარფი და მასიური სამკაული იყო, ახლა ამ უკანასკნელს ერიდება და სამკაულით იშვიათად ნახავთ.

პანდემიის პერიოდში, პრეზიდენტმა ზაფხულის არდადეგები მოიწყო მთელი საქართველოს მასშტაბით და მისი ჩაცმის სტილი სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი.

  • ელენე ხოშტარია

იმდენად ბევრ დროს ატარებს აქციებზე, რომ მისი ჩაცმის სტილიც შესაბამისია. ელენე ხოშტარიას ხშირად ნახავთ პიჯაკში, უფრო ხშირად ჯინსის შარვალსა და სპორტულ, დაბალძირიან ფეხსაცმელში.

  • ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ყველაზე ხშირად დადის ხალხთან შეხვედრაზე და ასეთი შეკრებებისთვის კი, ყველაზე მოსახერხებელი ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელია.