მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან
ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან

ბრიტ­ნი სპირ­სი, 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი იყო. მი­უ­ხე­და­ვად წარ­სუ­ლი დი­დე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბი­სა, მას დღეს უწო­დე­ბენ ქალს, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა და­კარ­გა და რო­მე­ლიც შოუ-ბიზ­ნე­სის, ოჯა­ხის და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მსხვერ­პლი გახ­და. დღეს ბრიტ­ნის მე­დი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი ყო­ფი­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა ბო­დიშს უხ­დის და ისიც უკვე მე­რამ­დე­ნედ ცდი­ლობს ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას და ბედ­ნი­ე­რე­ბის პოვ­ნას.

ბრიტ­ნი სპირ­სის სა­ხელს ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­დი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად მას შემ­დეგ ახ­სე­ნე­ბენ, რაც პოპ-პრინ­ცე­სას შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­მო­ვი­და.

  • დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი

Framing Britney Spears - ასე ჰქვია ბრიტ­ნის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ზე, კა­რი­ე­რა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე კი­დევ ერთხელ აა­ლა­პა­რა­კა. ფილ­მის დიდი ნა­წი­ლი ეხე­ბა მომ­ღერ­ლი­სა და მა­მის ურ­თი­ერ­თო­ბას და არის იმის შე­სა­ხებ, რომ ბრიტ­ნის მა­მის მე­ურ­ვე­ო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სურს.

მომ­ღერ­ლის მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მა­მას ის არას­დროს ადარ­დებ­და და რე­ა­ლუ­რად, მისი ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სის სფე­რო შვი­ლის ფი­ნან­სე­ბი იყო.

ბრიტ­ნი სპირ­სი მა­მას­თან ერ­თად

ასე­ვე, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი მთე­ლი სი­ცხა­დით წარ­მოგ­ვიდ­გენს შო­უ­ბიზ­ნე­სის ბნელ მხა­რეს, პა­პა­რა­ცე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­უნ­დო­ბელ ქმე­დე­ბებს, რო­მელ­მაც ბრიტ­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ნად­გუ­რა. პა­პა­რა­ცე­ბი მომ­ღე­რალს ყვე­ლა­ზე რთულ და უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას უღებ­დნენ ფო­ტო­ებს და შემ­დეგ მათ სარ­ფი­ა­ნად ჰყიდ­დნენ.

"ბრიტ­ნი ტი­რო­და, შვე­ლას ითხოვ­და, ცუ­დად იყო, თუმ­ცა მისი ხმა არა­ვის ეს­მო­და, მისი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ფულს შო­უ­ლობ­დნენ“, - ამ­ბობს მომ­ღერ­ლის ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი.

ფილმში ასე­ვე სა­უ­ბა­რია იმის შე­სა­ხებ, რომ კა­რი­ე­რის სა­წყის ეტაპ­ზე ბრიტ­ნი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი. მომ­ღე­რა­ლი თა­ვად ამ­ბობს, რომ მას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ქალ­წუ­ლო­ბა­ზე და სექსზე ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რის გა­მოც თავს ყო­ველ­თვის ცუ­დად გრძნობ­და. გა­და­ცე­მებ­ში მის მკერ­დზე ამახ­ვი­ლებ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი ბრიტ­ნი სპირ­სის ცხოვ­რე­ბა­ში ჯას­ტინ თიმ­ბერ­ლე­იკ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას და მას­თან და­შო­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ფილმში ბრიტ­ნის ცხოვ­რე­ბის ამ ეპი­ზოდ­ზეც არის მო­თხრო­ბი­ლი. გარ­და იმი­სა, რომ პოპ-პრინ­ცე­სას­თვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან და­შო­რე­ბა რთუ­ლი იყო, ყვე­ლა­ფერს ისიც ემა­ტე­ბო­და, რომ ამ და­შო­რე­ბას ჯას­ტი­ნი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის იყე­ნებ­და და ყო­ვე­ლი­ვე მის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

ჯას­ტი­ნი ბრიტ­ნის ღა­ლატ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და ამას სა­ჯა­როდ აკე­თებ­და, სწო­რედ ამ თე­მას მი­უ­ძღვნა მან სიმ­ღე­რა Cry Me a River, რომ­ლის ტექ­სტი­თაც ბრიტ­ნის ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ჯას­ტი­ნის ყვე­ლა ქმე­დე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში, მისი არა­ერ­თი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ბრიტ­ნის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას ეძღვნე­ბო­და, ბრიტ­ნის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, ჯას­ტი­ნი კი თა­ვი­სი სიმ­ღე­რე­ბით ამ­ბობ­და, რომ ბრიტ­ნიმ ყვე­ლა­ფე­რი და­იმ­სა­ხუ­რა.

დღეს კი, ამ ამ­ბე­ბი­დან ბევ­რი წლის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ყო­ფი­ლა, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩან­და და ახლა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბრიტ­ნი სპირ­სის მხარ­და­სა­ჭე­რად არა­ერ­თი კამ­პა­ნია და­ი­წყო.

  • #გვა­პა­ტი­ებ­რიტ­ნი

ეს ის ჰეშ­თე­გია, რომ­ლის გარ­შე­მოც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და და მათ შო­რის, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვა­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად ყვე­ლამ იგ­რძნო თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და პოპ-პრინ­ცე­სას ახლა ბო­დიშს უხ­დი­ან.

ბო­დიშს იხ­დის ჯას­ტინ თიმ­ბერ­ლე­ი­კიც. მომ­ღე­რალ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ჯას­ტი­ნის სი­ტყვე­ბი­დან:

"მე ვნა­ხე შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, თე­გე­ბი, კო­მენ­ტა­რე­ბი, შეშ­ფო­თე­ბე­ბი და მსურს გი­პა­სუ­ხოთ. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, რო­მელ­მაც ხელი შე­უ­წყო პრობ­ლე­მე­ბის გა­ჩე­ნას, ვწუხ­ვარ იმის გამო, რომ არა­ფე­რი ვთქვი მა­შინ, როცა ხმა უნდა ამო­მე­ღო და მი­ვი­ღე სარ­გე­ბე­ლი იმ სის­ტე­მის­გან, რო­მე­ლიც ზი­ზღზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ბრიტ­ნი სპირ­სს და ჯე­ნეტ ჯექ­სონს, რად­გან პა­ტივს ვცემ ამ ქა­ლებს და ვიცი, რომ შე­მე­შა­ლა“, - წერს ჯას­ტი­ნი. (ცნო­ბის­თვის, 2004 წელს, Super Bowl-ზე ჯას­ტი­ნი და ჯე­ნე­ტი ერ­თად მღე­როდ­ნენ, რა დრო­საც ჯას­ტინ­მა სა­მოს­ში ჯე­ნეტს ისე მო­ქა­ჩა, რომ მკერ­დი მო­უ­შიშ­ვლა და მომ­ღე­რა­ლი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო, ყო­ვე­ლი­ვე წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი არ ყო­ფი­ლა).

  • თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბრიტ­ნის

2008 წლის შემ­დეგ ბრიტ­ნი­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა მის მა­მას, ჯე­ი­მი სპირ­სს აქვს. მომ­ღე­რალს უფ­ლე­ბა არ აქვს თა­ვი­სი სურ­ვი­ლი­სა­მებრ გან­კარ­გოს სა­კუ­თა­რი შრო­მით მი­ღე­ბუ­ლი ფული. უფრო მე­ტიც, ბრიტ­ნის უფ­ლე­ბა არ აქვს, რომ იმ ექიმ­თან მი­ვი­დეს, რო­მე­ლიც თვი­თონ სურს, ის მთლი­ა­ნად მა­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ბრიტ­ნის ფა­ნე­ბის აქ­ცია

ფა­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე უსა­მარ­თლო­ბაა და მა­მი­სა და მისი ად­ვო­კა­ტის წნე­ხის­გან ბრიტ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბრიტ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით კამ­პა­ნია #freebritney და­ი­წყო, რომ­ლის გარ­შე­მოც მომ­ღერ­ლის ათა­სო­ბით ფანი, მათ შო­რის პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­ერ­თი­ან­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ბრიტ­ნიმ ჯერ­ჯე­რო­ბით მა­მის ზე­გავ­ლე­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

  • "დრო მჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი გავ­ხდე“

"მე ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და სცე­ნა­ზე ყოფ­ნა, მაგ­რამ ახლა დრო მჭირ­დე­ბა ვის­წავ­ლო ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი­ვით ცხოვ­რე­ბა“, - წერს ბრიტ­ნი სპირ­სი "ინ­სტაგ­რამ­ზე". ის მად­ლი­ე­რია ფა­ნე­ბის, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, რაც სურს, თა­ვი­სუ­ლე­ბა და მშვი­დად ცხოვ­რე­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rusa
0

წარმატებები ბრიტნის!

თათკა
164

ბრიტნი ძალიან დაუშნოვდა, ადრე ლამაზი გოგო იყო და კარგი სიმღერებიც ჰქონდა. ხმა არასდროს არ ჰქონია, მაგრამ ადრე მართლა კარგი გოგო იყო, ეხლა კაპიკად აღარ ვარგა. დეგრადირდა, აშკარად რაღაც სჭირს,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან

ბრიტნი სპირსი, 90-იანი წლების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. მიუხედავად წარსული დიდებისა და წარმატებისა, მას დღეს უწოდებენ ქალს, რომელმაც ცხოვრება დაკარგა და რომელიც შოუ-ბიზნესის, ოჯახის და სასიყვარულო ურთიერთობების მსხვერპლი გახდა. დღეს ბრიტნის მედიიდან დაწყებული ყოფილებით დამთავრებული, ყველა ბოდიშს უხდის და ისიც უკვე მერამდენედ ცდილობს ფეხზე წამოდგომას და ბედნიერების პოვნას.

ბრიტნი სპირსის სახელს ბოლო პერიოდში მედიაში განსაკუთრებით ხშირად მას შემდეგ ახსენებენ, რაც პოპ-პრინცესას შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვიდა.

  • დოკუმენტური ფილმი

Framing Britney Spears - ასე ჰქვია ბრიტნის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც საზოგადოება მომღერლის ცხოვრებაზე, კარიერასა და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ფილმის დიდი ნაწილი ეხება მომღერლისა და მამის ურთიერთობას და არის იმის შესახებ, რომ ბრიტნის მამის მეურვეობისგან გათავისუფლება სურს.

მომღერლის მეგობრები და ახლობლები ამბობენ, რომ მამას ის არასდროს ადარდებდა და რეალურად, მისი ერთადერთი ინტერესის სფერო შვილის ფინანსები იყო.

ბრიტნი სპირსი მამასთან ერთად

ასევე, დოკუმენტური ფილმი მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს შოუბიზნესის ბნელ მხარეს, პაპარაცებისა და ჟურნალისტების დაუნდობელ ქმედებებს, რომელმაც ბრიტნი ფაქტობრივად, გაანადგურა. პაპარაცები მომღერალს ყველაზე რთულ და უხერხულ მდგომარეობაში ყოფნისას უღებდნენ ფოტოებს და შემდეგ მათ სარფიანად ჰყიდდნენ.

"ბრიტნი ტიროდა, შველას ითხოვდა, ცუდად იყო, თუმცა მისი ხმა არავის ესმოდა, მისი მძიმე მდგომარეობით ადამიანები ფულს შოულობდნენ“, - ამბობს მომღერლის ერთ-ერთი ახლობელი.

ფილმში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ კარიერის საწყის ეტაპზე ბრიტნი არაერთხელ გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. მომღერალი თავად ამბობს, რომ მას ჟურნალისტები ქალწულობაზე და სექსზე ეკითხებოდნენ, რის გამოც თავს ყოველთვის ცუდად გრძნობდა. გადაცემებში მის მკერდზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მონაკვეთი ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში ჯასტინ თიმბერლეიკთან სასიყვარულო ურთიერთობას და მასთან დაშორებას უკავშირდება. ფილმში ბრიტნის ცხოვრების ამ ეპიზოდზეც არის მოთხრობილი. გარდა იმისა, რომ პოპ-პრინცესასთვის საყვარელ ადამიანთან დაშორება რთული იყო, ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ამ დაშორებას ჯასტინი კარიერული წინსვლისთვის იყენებდა და ყოველივე მისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.

ჯასტინი ბრიტნის ღალატში ადანაშაულებდა და ამას საჯაროდ აკეთებდა, სწორედ ამ თემას მიუძღვნა მან სიმღერა Cry Me a River, რომლის ტექსტითაც ბრიტნის ადანაშაულებდა. ჯასტინის ყველა ქმედება იმ პერიოდში, მისი არაერთი მუსიკალური ნამუშევარი ბრიტნის დადანაშაულებას ეძღვნებოდა, ბრიტნის ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, კლინიკაში მკურნალობდა, ჯასტინი კი თავისი სიმღერებით ამბობდა, რომ ბრიტნიმ ყველაფერი დაიმსახურა.

დღეს კი, ამ ამბებიდან ბევრი წლის შემდეგ, საზოგადოებამ დაინახა, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა და ახლა სოციალურ ქსელებში ბრიტნი სპირსის მხარდასაჭერად არაერთი კამპანია დაიწყო.

  • #გვაპატიებრიტნი

ეს ის ჰეშთეგია, რომლის გარშემოც უამრავი ადამიანი გაერთიანდა და მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც. მომღერლის ცხოვრების დანგრევაში გარკვეულწილად ყველამ იგრძნო თავისი პასუხისმგებლობა და პოპ-პრინცესას ახლა ბოდიშს უხდიან.

ბოდიშს იხდის ჯასტინ თიმბერლეიკიც. მომღერალმა "ინსტაგრამზე" ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. გთავაზობთ ფრაგმენტს ჯასტინის სიტყვებიდან:

"მე ვნახე შეტყობინებები, თეგები, კომენტარები, შეშფოთებები და მსურს გიპასუხოთ. ძალიან ვწუხვარ იმ პერიოდში ჩემი მოქმედებების გამო, რომელმაც ხელი შეუწყო პრობლემების გაჩენას, ვწუხვარ იმის გამო, რომ არაფერი ვთქვი მაშინ, როცა ხმა უნდა ამომეღო და მივიღე სარგებელი იმ სისტემისგან, რომელიც ზიზღზეა დაფუძნებული.

მინდა ბოდიში მოვუხადო ბრიტნი სპირსს და ჯენეტ ჯექსონს, რადგან პატივს ვცემ ამ ქალებს და ვიცი, რომ შემეშალა“, - წერს ჯასტინი. (ცნობისთვის, 2004 წელს, Super Bowl-ზე ჯასტინი და ჯენეტი ერთად მღეროდნენ, რა დროსაც ჯასტინმა სამოსში ჯენეტს ისე მოქაჩა, რომ მკერდი მოუშიშვლა და მომღერალი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, ყოველივე წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა).

  • თავისუფლება ბრიტნის

2008 წლის შემდეგ ბრიტნიზე მეურვეობა მის მამას, ჯეიმი სპირსს აქვს. მომღერალს უფლება არ აქვს თავისი სურვილისამებრ განკარგოს საკუთარი შრომით მიღებული ფული. უფრო მეტიც, ბრიტნის უფლება არ აქვს, რომ იმ ექიმთან მივიდეს, რომელიც თვითონ სურს, ის მთლიანად მამაზეა დამოკიდებული.

ბრიტნის ფანების აქცია

ფანები მიიჩნევენ, რომ ყოველივე უსამართლობაა და მამისა და მისი ადვოკატის წნეხისგან ბრიტნის გათავისუფლებას მოითხოვენ. სოციალურ ქსელებში ბრიტნის გათავისუფლების მოთხოვნით კამპანია #freebritney დაიწყო, რომლის გარშემოც მომღერლის ათასობით ფანი, მათ შორის პოპულარული ადამიანებიც გაერთიანდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ბრიტნიმ ჯერჯერობით მამის ზეგავლენისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.

  • "დრო მჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური ადამიანი გავხდე“

"მე ყოველთვის მიყვარდა სცენაზე ყოფნა, მაგრამ ახლა დრო მჭირდება ვისწავლო ნორმალური ადამიანივით ცხოვრება“, - წერს ბრიტნი სპირსი "ინსტაგრამზე". ის მადლიერია ფანების, მაგრამ ერთადერთი, რაც სურს, თავისულება და მშვიდად ცხოვრებაა.

დათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”