სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება" - რას ნიშნავს კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის აქტის ხელახლა წარდგენა?
"ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება" - რას ნიშნავს კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის აქტის ხელახლა წარდგენა?

გა­სულ კვი­რას აშშ-ის კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი აქტი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა - ჯერი კო­ნო­ლიმ და ადამ კინ­ზინ­გერ­მა კვლავ წა­რად­გი­ნეს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ადას­ტუ­რებს აშშ-ის მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ, აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლე­ბას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი, და ადას­ტუ­რებს აშშ-ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რუ­სე­თის მიერ რე­გი­ონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის, ისე­ვე, რო­გორც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის მი­მართ. კა­ნონპ­რო­ექ­ტი, ასე­ვე, მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ტის და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი და ჯიპა-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, თენ­გიზ ფხა­ლა­ძე ესა­უბ­რა.

- კი­დევ ერთხელ გა­ვიხ­სე­ნოთ, რა არის სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის აქტი და რა გზა გა­ი­ა­რა დღე­ვან­დელ დღემ­დე. ეს არის ინი­ცი­ა­ტი­ვა, იდეა, რო­მე­ლიც 2018 წელს - ეს იყო პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის აშშ-ში ვი­ზი­ტის დროს, იქნა ინი­ცი­რე­ბუ­ლი. სე­ნა­ტის შე­ნო­ბა­ში მის­გან გახ­მა­ურ­და ინი­ცი­ა­ტი­ვა, რაც გუ­ლის­ხმობს იმ მხარ­და­ჭე­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას აშშ-ის მხრი­დან აქვს, ამის ერ­თგვარ კონ­სო­ლი­დი­რე­ბას და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას.

სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის აქტი რამ­დე­ნი­მე გან­ზო­მი­ლე­ბას მო­ი­ცავს, თუმ­ცა მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე კეთ­დე­ბა, ისე­ვე, რო­გორც შემ­დგომ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ანუ დე­ო­კუ­პა­ცი­ა­ზე.

თენ­გიზ ფხა­ლა­ძე

2018 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბის ჯგუფს სე­ნა­ტო­რი პო ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და - სწო­რედ მან შე­ი­ტა­ნა ეს აქტი კონ­გრეს­ში. ეს აშშ-ის 115-ე მოწ­ვე­ვის კონ­გრე­სი იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კონ­გრეს­ში ძა­ლი­ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რაა და ასე ად­ვი­ლი არაა, ინი­ცი­ა­ტი­ვა კა­ნო­ნად იქ­ცეს. ამი­ტომ, იმ პე­რი­ოდ­ში ეს ვერ მო­ეს­წრო და უკვე შემ­დგო­მი, ანუ 116-ე მოწ­ვე­ვის კონ­გრეს­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში კონ­გრეს­მენ­მა კინ­ზინ­გერ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბის ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ამ სა­კი­თხის გაგ­რძე­ლე­ბა ითა­ვა. გახ­სოვთ, რომ აქ­ტმა რამ­დე­ნი­მე ეტა­პი გა­ი­ა­რა, კენ­ჭისყრაც შედ­გა ქვე­და პა­ლა­ტა­ში და ა.შ. თუმ­ცა, ვერც 116-ე მოწ­ვე­ვის კონ­გრეს­მა მო­ას­წრო ის, რომ სა­ბო­ლო­ოდ და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა პრო­ცე­დუ­რე­ბი და ხელ­მო­სა­წე­რად პრე­ზი­დენ­ტის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა. ახლა უკვე ახა­ლი, 117-ე მოწ­ვე­ვის კონ­გრე­სი იწყებს ამ პრო­ცე­დუ­რას. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აქ ისევ ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სა­კითხს წინა კონ­გრეს­ში ლი­დე­რობ­და და თა­ნაც ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ის ახლა უკვე აშშ-ის სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია ნატო-ში. ასე რომ, აქ­ტის ხე­ლახ­ლა წარ­დგე­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად მას­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, თუმ­ცა იმის­თვის, რომ თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ხე­ლა­ხა­ლი წარ­დგე­ნა კონ­გრე­სის­თვის და პრო­ცე­დუ­რე­ბის ხე­ლა­ხა­ლი ამოქ­მე­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

- აქ­ტში სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი შეს­წო­რე­ბა არ შე­სუ­ლა?

- არა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგი­ვე აქ­ტია. შემ­დგო­მი გან­ხილ­ვის შე­დე­გად, შე­საძ­ლოა, მა­გა­ლი­თად, სე­ნატ­მა შე­ი­ტა­ნოს რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა, თუმ­ცა ამ­ჟა­მად დო­კუ­მენ­ტი, ტექ­სტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგი­ვეა. უბ­რა­ლოდ, მა­შინ ვერ მო­ეს­წრო, რომ კა­ნო­ნად ქცე­უ­ლი­ყო და ამი­ტო­მაც მოხ­და მისი ხე­ლა­ხა­ლი წარ­დგე­ნა.

- აქ­ტში ხაზ­გას­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუხ­რე­ლი სწრაფ­ვა დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ, მი­უ­ხე­და­ვად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ბევ­რი, ასე ვთქვათ, ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი მოვ­ლე­ნი­სა. ბოლო წლებ­ში - თუნ­დაც, ამ 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი კვლავ შე­იც­ვა­ლა და გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბის ჯგუფ­მა აქტი მა­ინც, ისევ წა­რად­გი­ნა...

- ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ აქ­ტის თა­რო­ზე შე­მო­დე­ბა არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა. შემ­დგო­მი გან­ხილ­ვე­ბის დროს რამ­დე­ნად აი­სა­ხე­ბა ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ვი­თა­რე­ბა, ეს სხვა თე­მაა - შეს­წო­რე­ბე­ბი შევა თუ არ შევა. თუმ­ცა ყვე­ლამ უნდა ვე­ცა­დოთ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ იმის­თვის, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა კა­ნო­ნად იქ­ცეს. ეს არაა ად­ვი­ლი, ძა­ლი­ან დიდი მუ­შა­ო­ბა და კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა. კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ ძა­ლის­ხმე­ვას ვე­ძა­ხი იმას, რომ თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი გზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან უნდა იყოს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი - მხარ­და­ჭე­რის აქტი სჭირ­დე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას ვგუ­ლის­ხმობ - პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ა.შ. ყვე­ლას­გან უნდა იყოს კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლი, რად­გან ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას გა­აძ­ლი­ე­რებს, შე­ა­კა­ვებს რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას და და­აჩ­ქა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში.

- რო­დის შე­იძ­ლე­ბა, ვე­ლო­დოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აქ­ტის კა­ნო­ნად ქცე­ვის შე­სა­ხებ? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნეთ, რა ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ტა­ნაც შე­უძ­ლია მას, მარ­თლაც რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი თუ შე­იძ­ლე­ბა, კა­ნო­ნად გახ­დო­მის შემ­თხვე­ვა­შიც უფრო გზავ­ნი­ლე­ბად დარ­ჩეს?

- მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის იდე­აც, რო­დე­საც 2018 წელს ამა­ზე სა­უბ­რობ­და მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ეს იყო, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი რე­ზო­ლუ­ცია გვაქვს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი, გვაქვს არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი აშშ-ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, მათ შო­რის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ. ანუ, იდეა იყო ის, რომ ამ ყვე­ლა­ფე­რის თავ­მოყ­რა მომ­ხდა­რი­ყო და მი­ღე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო არა ძლი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა, არა­მედ ძლი­ე­რი კა­ნო­ნი.

ადამ კინ­ზინ­გე­რი და ჯერი კო­ნო­ლი

ეს იმით გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლა სხვა რე­ზო­ლუ­ცი­ი­სან, რომ ამას უკვე კა­ნო­ნის ძალა ექ­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გან­ვი­თარ­დე­ბა ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, ამი­ტომ ყვე­ლა იმ სფე­რო­ში, რო­მე­ლიც ვახ­სე­ნე, ამას ვიგ­რძნობთ და ვნა­ხავთ. მთა­ვა­რია, ეს კა­ნო­ნი გახ­დეს, რომ­ლის პრო­ცე­დუ­რაც ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ჯერ ერთი, აშშ-ის კონ­გრეს­ში უამ­რა­ვი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვაა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და ელე­მენ­ტა­რუ­ლად, მათ გან­ხილ­ვას დრო სჭირ­დე­ბა; მერე, ამე­რი­კა­ში არ ხდე­ბა კა­ნო­ნე­ბის ერთ დღე­სა თუ ერთ კვი­რა­ში მი­ღე­ბა - იქ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამა­ზე ორი­ვე პა­ლა­ტის არამ­ხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თან­ხმო­ბა, არა­მედ მათ მიერ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ტექ­სტის სა­ბო­ლოო ვერ­სია იყოს; მხო­ლოდ შემ­დგომ მი­დის ეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სი ამ კა­ნონ­ზე ხელ­მო­წე­რის სა­ჭი­რო­ე­ბა­ში დარ­წმუნ­დეს. ე.ი., ეს ძა­ლი­ან შო­რია, არ არის მარ­ტი­ვი გზა და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შრო­მა სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა კი­დევ ვამ­ბობ, ეს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

- მე­ო­რე მხრივ, იქ­ცე­ვა თუ არა ინი­ცი­ა­ტი­ვა კა­ნო­ნად, რუ­სე­თის გად­მო­სა­ხე­დი­და­ნაც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა...

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სრუ­ლი­ად ახა­ლი ტი­პის, ძა­ლი­ან ძლი­ერ მხარ­და­ჭე­რას ნიშ­ნავს, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა არა მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბებ­ში, არა­მედ, ეს კა­ნო­ნი გუ­ლის­ხმობს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რაც ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და იმავდრო­უ­ლად, გუ­ლის­ხმობს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ მხა­რის თუ სუ­ბი­ექ­ტე­ბის, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი. იქ მთე­ლი თა­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რო­მე­ლიც, დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხაზს გა­უს­მევს იმ კონ­კრე­ტულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რაც აქვთ სა­ხელ­მწი­ფო თუ კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს, სუ­ბი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც იქ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბენ. ასე რომ, ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რა­მაა, ოღონდ მთა­ვა­რია, ჯერ მი­ვი­დეთ იქამ­დე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რომ და­ვეხ­მა­როთ ჩვენს ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებს, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის კა­ნო­ნად გახ­დო­მა­ზეც ორი კონ­გრე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მცდე­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა ეს ვერ მო­ხერ­ხდა, ახლა იქ­ცეს კა­ნო­ნად.

- ამის გა­კე­თე­ბა, ალ­ბათ, მხო­ლოდ მე­სი­ჯე­ბით შეგ­ვიძ­ლია...

- რე­ა­ლუ­რად ისი­ნი იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუმ­ცა აქ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვენს აქ­ტი­უ­რო­ბას, მუდ­მივ შეხ­სე­ნე­ბას იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი დრო­ზე უნდა იყოს გან­ხი­ლუ­ლი. რა თქმა უნდა, უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რა ვი­თა­რე­ბა გვაქვს აქ, რო­გორ და­ვეხ­მა­რე­ბით ამე­რი­კელ კა­ნონ­მდებ­ლებს, რათა ად­ვი­ლად მი­ი­ღონ ამ კა­ნონ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ანუ, სკეპ­ტი­კო­სებს რომ არ მივ­ცეთ იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ღაც ყვე­ლა­ფე­რი ისე ვერ არის, რო­გორც უნდა იყოს დე­მოკ­რა­ტი­ულ და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­შიო...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
34

გაიგეთ ნაცებო რომ დასავლეთი აღიარებს ჩვენ დემოკრატიას და რუსეთი არის მხოლოდ თქვენნაირი ხალხის მხარდამჭერი!

სიმართლე
35

ესენი მიესალმებიან მელიას დაჭერას,ხომ ქოცმაცუნებო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება" - რას ნიშნავს კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის აქტის ხელახლა წარდგენა?

"ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება" - რას ნიშნავს კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის აქტის ხელახლა წარდგენა?

გასულ კვირას აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კვლავ წარადგინეს. კანონპროექტი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, და ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის, ისევე, როგორც რუსული პროპაგანდის მიმართ. კანონპროექტი, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს მხარდამჭერი აქტის და მისი მნიშვნელობის შესახებ AMBEBI.GE-ს საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე ესაუბრა.

- კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი და რა გზა გაიარა დღევანდელ დღემდე. ეს არის ინიციატივა, იდეა, რომელიც 2018 წელს - ეს იყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს, იქნა ინიცირებული. სენატის შენობაში მისგან გახმაურდა ინიციატივა, რაც გულისხმობს იმ მხარდაჭერის გაძლიერებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის მხრიდან აქვს, ამის ერთგვარ კონსოლიდირებას და ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.

საქართველოს მხარდაჭერის აქტი რამდენიმე განზომილებას მოიცავს, თუმცა მთავარი აქცენტი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე კეთდება, ისევე, როგორც შემდგომში ამ ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე, ანუ დეოკუპაციაზე.

თენგიზ ფხალაძე

2018 წელს საქართველოს მეგობრობის ჯგუფს სენატორი პო ხელმძღვანელობდა - სწორედ მან შეიტანა ეს აქტი კონგრესში. ეს აშშ-ის 115-ე მოწვევის კონგრესი იყო. მოგეხსენებათ, კონგრესში ძალიან გრძელვადიანი პროცედურაა და ასე ადვილი არაა, ინიციატივა კანონად იქცეს. ამიტომ, იმ პერიოდში ეს ვერ მოესწრო და უკვე შემდგომი, ანუ 116-ე მოწვევის კონგრესში, ამ შემთხვევაში კონგრესმენმა კინზინგერმა, რომელიც საქართველოს მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ამ საკითხის გაგრძელება ითავა. გახსოვთ, რომ აქტმა რამდენიმე ეტაპი გაიარა, კენჭისყრაც შედგა ქვედა პალატაში და ა.შ. თუმცა, ვერც 116-ე მოწვევის კონგრესმა მოასწრო ის, რომ საბოლოოდ დაესრულებინა პროცედურები და ხელმოსაწერად პრეზიდენტისთვის გადაეგზავნა. ახლა უკვე ახალი, 117-ე მოწვევის კონგრესი იწყებს ამ პროცედურას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ისევ ის ადამიანია, რომელიც საკითხს წინა კონგრესში ლიდერობდა და თანაც ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ის ახლა უკვე აშშ-ის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია ნატო-ში. ასე რომ, აქტის ხელახლა წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შინაარსობრივად მასში არაფერი შეცვლილა, თუმცა იმისთვის, რომ თაროზე შემოდებული არ დარჩენილიყო, ხელახალი წარდგენა კონგრესისთვის და პროცედურების ხელახალი ამოქმედება აუცილებელი იყო.

- აქტში საერთოდ არანაირი შესწორება არ შესულა?

- არა, აბსოლუტურად იგივე აქტია. შემდგომი განხილვის შედეგად, შესაძლოა, მაგალითად, სენატმა შეიტანოს რაიმე ცვლილება, თუმცა ამჟამად დოკუმენტი, ტექსტი აბსოლუტურად იგივეა. უბრალოდ, მაშინ ვერ მოესწრო, რომ კანონად ქცეულიყო და ამიტომაც მოხდა მისი ხელახალი წარდგენა.

- აქტში ხაზგასმულია საქართველოს განუხრელი სწრაფვა დემოკრატიისკენ, მიუხედავად დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბევრი, ასე ვთქვათ, ტურბულენტური მოვლენისა. ბოლო წლებში - თუნდაც, ამ 2-3 წლის განმავლობაში რაღაცები კვლავ შეიცვალა და გამოჩნდა, თუმცა საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა აქტი მაინც, ისევ წარადგინა...

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება. შემდგომი განხილვების დროს რამდენად აისახება ბოლოდროინდელი ვითარება, ეს სხვა თემაა - შესწორებები შევა თუ არ შევა. თუმცა ყველამ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ ეს ინიციატივა კანონად იქცეს. ეს არაა ადვილი, ძალიან დიდი მუშაობა და კონსოლიდირებული ძალისხმევა სჭირდება. კონსოლიდირებულ ძალისხმევას ვეძახი იმას, რომ თავისთავად ცხადია, ხელისუფლებასთან ერთად, აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს ჩართული. ნებისმიერი გზავნილი საქართველოდან უნდა იყოს ის, რომ საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი - მხარდაჭერის აქტი სჭირდება. აბსოლუტურად ყველას ვგულისხმობ - პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას და ა.შ. ყველასგან უნდა იყოს კონსოლიდირებული გზავნილი, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს, შეაკავებს რუსულ ოკუპაციას და დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

- როდის შეიძლება, ველოდოთ გადაწყვეტილებას აქტის კანონად ქცევის შესახებ? მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნეთ, რა ცვლილებების მოტანაც შეუძლია მას, მართლაც რეალური იქნება ეს ცვლილებები თუ შეიძლება, კანონად გახდომის შემთხვევაშიც უფრო გზავნილებად დარჩეს?

- მარგველაშვილის იდეაც, როდესაც 2018 წელს ამაზე საუბრობდა მაშინდელი პრეზიდენტი, ეს იყო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეზოლუცია გვაქვს, მნიშვნელოვანი რეზოლუციები, გვაქვს არაერთი განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები აშშ-ის კანონმდებლობაში, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შესახებ. ანუ, იდეა იყო ის, რომ ამ ყველაფერის თავმოყრა მომხდარიყო და მიღებული ყოფილიყო არა ძლიერი განცხადება, არამედ ძლიერი კანონი.

ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი

ეს იმით განსხვავდება ყველა სხვა რეზოლუციისან, რომ ამას უკვე კანონის ძალა ექნება, რომლის მიხედვითაც განვითარდება ძალიან კონკრეტული პროგრამები, ამიტომ ყველა იმ სფეროში, რომელიც ვახსენე, ამას ვიგრძნობთ და ვნახავთ. მთავარია, ეს კანონი გახდეს, რომლის პროცედურაც ადვილი ნამდვილად არ არის. ჯერ ერთი, აშშ-ის კონგრესში უამრავი საკანონმდებლო ინიციატივაა დარეგისტრირებული და ელემენტარულად, მათ განხილვას დრო სჭირდება; მერე, ამერიკაში არ ხდება კანონების ერთ დღესა თუ ერთ კვირაში მიღება - იქ აუცილებელია, ამაზე ორივე პალატის არამხოლოდ პოლიტიკური თანხმობა, არამედ მათ მიერ შეთანხმებული ტექსტის საბოლოო ვერსია იყოს; მხოლოდ შემდგომ მიდის ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ამ ეტაპზე საჭიროა მუშაობა იმისთვის, რომ პრეზიდენტის ოფისი ამ კანონზე ხელმოწერის საჭიროებაში დარწმუნდეს. ე.ი., ეს ძალიან შორია, არ არის მარტივი გზა და ძალიან სერიოზული შრომა სჭირდება. თუმცა კიდევ ვამბობ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის.

- მეორე მხრივ, იქცევა თუ არა ინიციატივა კანონად, რუსეთის გადმოსახედიდანაც აქვს მნიშვნელობა...

- უპირველეს ყოვლისა, სრულიად ახალი ტიპის, ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ნიშნავს, რაც გამოიხატება არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ, ეს კანონი გულისხმობს ძალიან კონკრეტულ ინიციატივებს, რაც ეხმარება საქართველოს და იმავდროულად, გულისხმობს ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას იმ მხარის თუ სუბიექტების, ვინც საქართველოს ოკუპაციის პროცესში არიან ჩართულნი. იქ მთელი თავია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ხაზს გაუსმევს იმ კონკრეტულ პასუხისმგებლობას, რაც აქვთ სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს, სუბიექტებს, რომლებიც იქ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე საქმიანობენ. ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული რამაა, ოღონდ მთავარია, ჯერ მივიდეთ იქამდე. მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ინიციატივა, რომლის კანონად გახდომაზეც ორი კონგრესის განმავლობაში იყო მცდელობები, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, ახლა იქცეს კანონად.

- ამის გაკეთება, ალბათ, მხოლოდ მესიჯებით შეგვიძლია...

- რეალურად ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს აქტიურობას, მუდმივ შეხსენებას იმისა, რომ საქართველოს საკითხი დროზე უნდა იყოს განხილული. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ვითარება გვაქვს აქ, როგორ დავეხმარებით ამერიკელ კანონმდებლებს, რათა ადვილად მიიღონ ამ კანონზე გადაწყვეტილება. ანუ, სკეპტიკოსებს რომ არ მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ საქართველოში რაღაც ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაშიო...

"პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი... გამარჯვება გუნდის ერთგულებაზეა დამოკიდებული" - რას წერს არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქზე"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"არ ვამბობ, რომ გაჭირვება არ არის... ვუყურებ, რომ ადამიანები ნაგავში იქექებიან, მაგრამ პარიზშიც არის ეგ" - ელისო ბოლქვაძე