სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემმა მეუღლემ გუშინ ღამით ვისაუბრეთ და ერთმანეთი გავამხნევეთ, რომ შვილი სწორად გავზარდეთ..." - ანზორ მელიას ემოციური მიმართვა
"მე და ჩემმა მეუღლემ გუშინ ღამით ვისაუბრეთ და ერთმანეთი გავამხნევეთ, რომ შვილი სწორად გავზარდეთ..." - ანზორ მელიას ემოციური მიმართვა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას მა­მამ, კარ­დი­ო­ლოგ­მა ან­ზორ მე­ლი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში ვა­ჟის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ოჯა­ხი მას სრულ მხარ­დაჭ­რას უცხა­დებს.

"მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ გუ­შინ გვი­ან ღა­მით ვი­სა­უბ­რეთ და ერ­თმა­ნე­თი გა­ვამ­ხნე­ვეთ და ერ­თმა­ნეთს ვუ­თხა­რით, რომ ჩვენ გავ­ზარ­დეთ შვი­ლი სწო­რად, ჯან­მრთე­ლად... კაცი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბა. იჭე­რენ არა იმის­თის, რომ ქურ­დობ­და, ანდა ქრთა­მებს იღებ­და, არა­მედ იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ასე უყ­ვარს. ჩვენ უნდა ვი­ა­მა­ყოთ ამით.

გამ­სა­ხურ­დია იყო ცი­ხე­ში და მე­რაბ კოს­ტა­ვა და კი­დევ ბევ­რი პატ­რი­ო­ტი, ჩემი შვი­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სი არ იქ­ნე­ბა. მე ჩემს შვილს ყო­ველ­თვის და­ვუდ­გე­ბი გვერ­დით და მის ოჯახს მივ­ხე­დავ, ვიდ­რე ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს შე­მი­წყობს. თუ არა­და ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

ჩემი შვი­ლის მოქ­მე­დე­ბას მე ვა­მარ­თლებ და მინ­და "ქო­ცებს" მივ­მარ­თო, რომ გრცხვე­ნო­დეთ, აი, ამ სპექ­ტაკ­ლის­თვის, რაც დღეს დად­გით, გრცხვე­ნო­დეთ, რომ ასე­თი და­ჩა­ქა­რე­ბუ­ლი მე­თო­დით ნი­კას გა­სა­მარ­თლე­ბა გინ­დათ, ვი­თომ­და დიდი ტე­რო­რის­ტი იყოს... თვი­თონ ტე­რო­რის­ტებს მი­ხე­დეთ, სა­ზღვა­რი რომ ტრა­სამ­დე ჩა­მო­ვი­და, იმას მი­ხე­დეთ, იმა­ზე ინერ­ვი­უ­ლეთ და არა ნი­კას ასეთ კა­ცო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ნიკა მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მი­ხე­ილ სად­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­ლი­ას მი­მართ უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს, ვი­ნა­ი­დან ეს პრო­პორ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა.

"ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, უბ­რა­ლოდ, სხვა გზა სა­მარ­თლებ­რი­ვად არ არ­სე­ბობს გარ­და პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, კა­ნო­ნი­ე­რია, თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ზეა. ჩვენ ამის გო­ნივ­რუ­ლი მო­ლო­დი­ნი გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და სად­რა­ძემ.

ნიკა მე­ლი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს რო­გორც დღეს, ასე­ვე ხვა­ლაც შე­უძ­ლია იმ­სჯე­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 102 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
406

მიშას მონებო

დათო
355

... დიდი პატივისცემით.... მაგრამ, თქვენი შვილი მინიმუმ უზრდელია, მაქსიმუმ უკანონობის შემოქმედი, თქვენგან განსხვავებით!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მე და ჩემმა მეუღლემ გუშინ ღამით ვისაუბრეთ და ერთმანეთი გავამხნევეთ, რომ შვილი სწორად გავზარდეთ..." - ანზორ მელიას ემოციური მიმართვა

"მე და ჩემმა მეუღლემ გუშინ ღამით ვისაუბრეთ და ერთმანეთი გავამხნევეთ, რომ შვილი სწორად გავზარდეთ..." - ანზორ მელიას ემოციური მიმართვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ვაჟის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახი მას სრულ მხარდაჭრას უცხადებს.

"მე და ჩემმა მეუღლემ გუშინ გვიან ღამით ვისაუბრეთ და ერთმანეთი გავამხნევეთ და ერთმანეთს ვუთხარით, რომ ჩვენ გავზარდეთ შვილი სწორად, ჯანმრთელად... კაცი, რომელიც საქართველოს ემსახურება. იჭერენ არა იმისთის, რომ ქურდობდა, ანდა ქრთამებს იღებდა, არამედ იმიტომ, რომ საქართველო ასე უყვარს. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით.

გამსახურდია იყო ციხეში და მერაბ კოსტავა და კიდევ ბევრი პატრიოტი, ჩემი შვილი გამონაკლისი არ იქნება. მე ჩემს შვილს ყოველთვის დავუდგები გვერდით და მის ოჯახს მივხედავ, ვიდრე ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს. თუ არადა ბევრი მეგობარი ჰყავს და ყველაფერი კარგად იქნება.

ჩემი შვილის მოქმედებას მე ვამართლებ და მინდა "ქოცებს" მივმართო, რომ გრცხვენოდეთ, აი, ამ სპექტაკლისთვის, რაც დღეს დადგით, გრცხვენოდეთ, რომ ასეთი დაჩაქარებული მეთოდით ნიკას გასამართლება გინდათ, ვითომდა დიდი ტერორისტი იყოს... თვითონ ტერორისტებს მიხედეთ, საზღვარი რომ ტრასამდე ჩამოვიდა, იმას მიხედეთ, იმაზე ინერვიულეთ და არა ნიკას ასეთ კაცობაზე", - განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროპორციული ღონისძიებაა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დასაბუთებულია, უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს გარდა პატიმრობის გამოყენებისა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა, ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა სადრაძემ.

ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს როგორც დღეს, ასევე ხვალაც შეუძლია იმსჯელოს.

"არ არის ცუდი ბიჭი, მეგობრულია ამხანაგური... თავზარი დამეცა, რომ გავიგე" - რას ყვებიან მეზობლები 50 წლის კაცზე, რომელიც გორში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის დააკავეს

"კოვაქსი" და ჯანმო 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ვაქცინა სწრაფად ჰქონდეს" - ჯანმო-ს წარმომადგენელი

161-ე სკოლაში 8 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა - სკოლის ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა