სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ჰაერზე ამბობ, თურმე, ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდაო, სულ მცირე დილეტანტიზმია..." - რა თქვა დღეს სასამართლოში ივერი მელაშვილმა
"როცა ჰაერზე ამბობ, თურმე, ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდაო, სულ მცირე დილეტანტიზმია..." - რა თქვა დღეს სასამართლოში ივერი მელაშვილმა

როცა ჰა­ერ­ზე ამ­ბობ, თურ­მე, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­ცე­მა მოხ­დაო, სულ მცი­რე დი­ლე­ტან­ტიზ­მია, თუ არა­და, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სიც­რუ­ეა აწყო­ბი­ლი იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვამ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი მე­ო­რე მხა­რეს გა­დას­ცეს, არ არ­სე­ბობს.

„წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ისე­თი რა­მის მტკი­ცე­ბა, რაც ბრალ­დე­ბას წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვს. 20000-იანი რუ­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე თით­ქოს, ოდეს­ღაც, სა­ზღვა­რი ისე გა­დი­ო­და, რო­გორც იმ რუ­კა­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი და თურ­მე, ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვამ ძირ­გა­მომ­თხრე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­დას­ცეს მე­ო­რე მხა­რეს.

არ არ­სე­ბობს ამის არც დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რი მა­სა­ლა, არც სხვა რუკა რომ ადას­ტუ­რებ­დეს, იმე­ო­რებ­დეს ისეთ და­ხა­ზუ­ლო­ბას, რო­გორც 200 000-იანი მას­შტა­ბის რუ­კა­ზეა. თუ ქარ­თუ­ლი მხა­რე სარ­გებ­ლობ­და, მას მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბა უნდა ჰქო­ნო­და, ეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ეჭვგა­რე­შე იყო, ან კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბას უნდა კუთ­ვნე­ბო­და, ან საბ­ჭო­თა­მე­ურ­ნე­ო­ბას და ა.შ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც ესე­ნი არ გაქვს და ჰა­ერ­ზე ამ­ბობ, თურ­მე, რა­ღაც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­ცე­მა მოხ­და, სულ მცი­რე დი­ლე­ტან­ტიზ­მია, თუ არა­და, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სიც­რუ­ეა აწყო­ბი­ლი იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ. სხვას ამას ვე­რა­ფერს და­ვარ­ქმევთ.

მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბია მოყ­ვა­ნი­ლი, ისე­თი ტყუ­ი­ლე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი კურ­სის იუ­რისტს ეჭვი შე­ე­პა­რე­ბო­და, თურ­მე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლე­გა­ცია ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად შეკ­რე­ბი­ლა და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­ში, იქ რუ­კე­ბი გა­უშ­ლი­ათ და მა­მა­ო­ებ­თან ერ­თად და­უ­წყი­ათ მისი გან­ხილ­ვა, თან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლე­გა­ცი­ა­ში ვი­ღაც ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ფი­ლა. იცით რა­შია საქ­მე? მუს­ლი­მე­ბი არი­ან, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მეა, მათი შეკ­რე­ბა მო­ნას­ტერ­ში მომ­ხდა­რი­ყო, ეს იგი­ვეა, აზერ­ბა­ი­ჯან­ში შეხ­ვედ­რა­ზე რომ გა­დავ­დი­ვართ, მე­ჩე­თებ­ში შე­ვიკ­რი­ბოთ. ამას გარ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლე­გა­ცი­ა­ში ქალი არ ყო­ლი­ათ, პი­რა­დად, მე ასე­თი რამ არ მახ­სოვს. ამას ხომ მო­გო­ნე­ბა უნდა, ტყუ­ი­ლი უნდა შე­თხზა, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს, რი­გი­თი პა­ტა­რა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ხომ არ არი­ან? ეს ყვე­ლა­ფე­რი იმას მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბია", - გა­ნა­ცხა­და მე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
161

რით ვერ დაწყნარდა ეს კაცი. რაც დაასკვნა იმაზე უარესი ხომ არ მოხდება? ცოტა ხანი ჩუმად მაინც იყოს. იქნებ სხვამ შეძლოს და ახალი საზღვარი გავავლოთ. დაწყნარდი ივერ და აცადე სხვას ;) თუ დასაჭერი ხარ მაინც დაგიჭერენ და იმდენ სისულელეს ამბობ აჩქარებ ამ პროცესს :)

რატი
139

 თქვენივე განცხადებებით აჩვენეთ ვინც ბრძანდებით, ასე რომ მომავალში სიმართლეც რომ თქვათ, თქვენგან მაინც არ დაიჯერება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"როცა ჰაერზე ამბობ, თურმე, ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდაო, სულ მცირე დილეტანტიზმია..." - რა თქვა დღეს სასამართლოში ივერი მელაშვილმა

"როცა ჰაერზე ამბობ, თურმე, ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდაო, სულ მცირე დილეტანტიზმია..." - რა თქვა დღეს სასამართლოში ივერი მელაშვილმა

როცა ჰაერზე ამბობ, თურმე, ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდაო, სულ მცირე დილეტანტიზმია, თუ არადა, მიზანმიმართული სიცრუეა აწყობილი იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, იმის მტკიცებულება, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საკუთარი ქმედებების შედეგად ტერიტორიის ნაწილი მეორე მხარეს გადასცეს, არ არსებობს.

„წარმოუდგენელია ისეთი რამის მტკიცება, რაც ბრალდებას წარმოდგენილი აქვს. 20000-იანი რუკიდან გამომდინარე ლაპარაკობენ იმაზე თითქოს, ოდესღაც, საზღვარი ისე გადიოდა, როგორც იმ რუკაზეა მითითებული და თურმე, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ძირგამომთხრელი მოქმედებების შედეგად გადასცეს მეორე მხარეს.

არ არსებობს ამის არც დოკუმენტალური მასალა, არც სხვა რუკა რომ ადასტურებდეს, იმეორებდეს ისეთ დახაზულობას, როგორც 200 000-იანი მასშტაბის რუკაზეა. თუ ქართული მხარე სარგებლობდა, მას მიწათსარგებლობა უნდა ჰქონოდა, ეს საბჭოთა კავშირის დროს ეჭვგარეშე იყო, ან კოლმეურნეობას უნდა კუთვნებოდა, ან საბჭოთამეურნეობას და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესენი არ გაქვს და ჰაერზე ამბობ, თურმე, რაღაც ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდა, სულ მცირე დილეტანტიზმია, თუ არადა, მიზანმიმართული სიცრუეა აწყობილი იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ.

მოწმეთა ჩვენებებია მოყვანილი, ისეთი ტყუილებია მითითებული, პირველი კურსის იურისტს ეჭვი შეეპარებოდა, თურმე, აზერბაიჯანის დელეგაცია ჩვენს დელეგაციასთან ერთად შეკრებილა დავით გარეჯის მონასტერში, იქ რუკები გაუშლიათ და მამაოებთან ერთად დაუწყიათ მისი განხილვა, თან აზერბაიჯანის დელეგაციაში ვიღაც ქალბატონი ყოფილა. იცით რაშია საქმე? მუსლიმები არიან, წარმოუდგენელი რამეა, მათი შეკრება მონასტერში მომხდარიყო, ეს იგივეა, აზერბაიჯანში შეხვედრაზე რომ გადავდივართ, მეჩეთებში შევიკრიბოთ. ამას გარდა, აზერბაიჯანის დელეგაციაში ქალი არ ყოლიათ, პირადად, მე ასეთი რამ არ მახსოვს. ამას ხომ მოგონება უნდა, ტყუილი უნდა შეთხზა, გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი იძიებს, რიგითი პატარა გამომძიებლები ხომ არ არიან? ეს ყველაფერი იმას მაფიქრებინებს, რომ მიზანმიმართული ქმედებებია", - განაცხადა მელაშვილმა.

"არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ, თუ რამე გვიკეთებია, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" - ივერი მელაშვილი

"ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ კითხვებს ზუსტი პასუხები გასცენ" - რა განცხადებას ავრცელებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო გარდაცვლილი ექთნის შესახებ

საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს