სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული" - რას ამბობს ოქიტაშვილი წულუკიანის შესაძლო კულტურის მინისტრობაზე
"თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული" - რას ამბობს ოქიტაშვილი წულუკიანის შესაძლო კულტურის მინისტრობაზე

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­დან გა­დის და ცალ­კე სა­მი­ნის­ტროდ ყა­ლიბ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ამ თე­მა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან"კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ალ­ბათ, თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი და­მე­თან­ხმე­ბა, რომ უდი­დე­სი შეც­დო­მა იყო, როცა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გა­ნათ­ლე­ბას შე­უ­ერ­თეს და სა­ერ­თოდ ჩა­ი­კარ­გა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო დღეს არ არ­სე­ბობს, ჩა­მო­ი­შა­ლა და და­ინ­გრა. სწო­რედ ამი­ტომ, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მისი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გია, რომ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კვლავ ცალ­კე სა­მი­ნის­ტროდ ყა­ლიბ­დე­ბა.

მე მხარს ვუ­ჭერ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რას, რად­გან სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლი მე­ნე­ჯე­რი სჭირ­დე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს. უმ­ძი­მე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა დახ­ვდა, ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი აპა­რა­ტი და ნუ­ლი­დან აქვს და­სა­წყე­ბი. იქ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც თეა ფი­ზი­კუ­რად ვერ იმუ­შა­ვებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერ ბავ­შვი არ და­ბა­დე­ბუ­ლაო და სა­ხელს არ­ქმევ­დნე­ნო, ვნა­ხოთ, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა.

მი­ხა­რია, რომ თეა უკვე ხვდე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, თე­ატ­რებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში იყო მი­სუ­ლი და არა რო­გორც მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი, არა­მედ - კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე. არა­ვის ეწყი­ნოს და იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს, პარ­ლა­მენ­ტის კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გა­რეთ გა­მო­სუ­ლი­ყოს, უმე­ტე­სად, იქით იბა­რებ­დნენ. ეს ძა­ლი­ან კარ­გია, თეა თვი­თონ ად­გილ­ზე ეც­ნო­ბა, სად რა ხდე­ბა. კულ­ტუ­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი, ბევ­რის მომ­ცვე­ლი სფე­როა და მისი მარ­თვა ასე ად­ვი­ლი არ არის. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თეას ყვე­ლა მი­ი­ღებს და ერ­თად გა­ა­კე­თე­ბენ იმ საქ­მეს, რა­საც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა ჰქვია.

ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ში კულ­ტუ­რა ქვეყ­ნის სა­ხეა, ჩვენ კი კულ­ტუ­რაც გვაქვს და ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ე­ბიც გვყავს, ამას კი დიდი გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. მი­ხა­რია, რომ ქარ­თულ კულ­ტუ­რას თა­ვი­სი დი­დე­ბა და­უბ­რუნ­დე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ თვი­თონ ის გუნ­დი იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, რო­მელ­საც თეა შეკ­რებს და მას­თან ერ­თად გა­ა­კე­თე­ბენ და მი­ი­ღე­ბენ ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რაც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი და კარ­გი.

- არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ პოსტზე მისი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს, მისი პრო­ფე­სი­ი­დან და საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­დან გა­მომ­დი­ნა­რე - მას სხვა კუ­თხით აქვს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. რას შეს­ძენს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ამ სტრუქ­ტუ­რას? რამ­დე­ნად მო­ა­წეს­რი­გებს?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სწო­რედ იუ­რის­ტი სჭირ­დე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, ნულ­ზეა ყვე­ლა­ფე­რი, სტრუქ­ტუ­რაა მთლი­ა­ნად შე­საც­ვლე­ლი. მა­გა­ლი­თად, მე მუ­შა­ო­ბა მო­მიხ­და გრი­გოლ ვა­შა­ძეს­თან, რო­მე­ლიც იყო დიპ­ლო­მა­ტი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მი­ნის­ტრი, მან გარ­შე­მო ის გუნ­დი შე­მო­იკ­რი­ბა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მარ­თავ­და. ეს უნდა ვა­ღი­ა­როთ. მე ვი­მუ­შა­ვე მას­თან ერ­თად. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
78

ქალბატონი თია მართლაც უდიდესი კულტურის მინისტრი იქნება, ის არა მარტო უძლიერესი ქალბატონია, ასევე არის უნატიფესი და უკულტურესი ქართველი ქალი.

mმ
86

ძალიან კარგი მენეჯერი იქნება თავის სფეროსი.წარმატებები.საერტპოდ მინისტრი ცოტა ხისტი უნდა იყოს.წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული" - რას ამბობს ოქიტაშვილი წულუკიანის შესაძლო კულტურის მინისტრობაზე

"თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული" - რას ამბობს ოქიტაშვილი წულუკიანის შესაძლო კულტურის მინისტრობაზე

მოგეხსენებათ, კულტურის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან გადის და ცალკე სამინისტროდ ყალიბდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. ამ თემაზე "კვირის პალიტრასთან" კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ალბათ, თითოეული ქართველი დამეთანხმება, რომ უდიდესი შეცდომა იყო, როცა კულტურის სამინისტრო განათლებას შეუერთეს და საერთოდ ჩაიკარგა. შემიძლია ვთქვა, რომ კულტურის სამინისტრო დღეს არ არსებობს, ჩამოიშალა და დაინგრა. სწორედ ამიტომ, პირველივე დღიდან მისი გაერთიანების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ცალკე სამინისტროდ ყალიბდება.

მე მხარს ვუჭერ თეა წულუკიანის კანდიდატურას, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი, ასეთი პრინციპული მენეჯერი სჭირდება კულტურის სამინისტროს. უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა, ბიუროკრატიული აპარატი და ნულიდან აქვს დასაწყები. იქ არიან ადამიანები, რომლებთანაც თეა ფიზიკურად ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ჯერ ბავშვი არ დაბადებულაო და სახელს არქმევდნენო, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

მიხარია, რომ თეა უკვე ხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს, თეატრებში, მუზეუმებში იყო მისული და არა როგორც მინისტრობის კანდიდატი, არამედ - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. არავის ეწყინოს და იშვიათად მინახავს, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გარეთ გამოსულიყოს, უმეტესად, იქით იბარებდნენ. ეს ძალიან კარგია, თეა თვითონ ადგილზე ეცნობა, სად რა ხდება. კულტურა ძალიან რთული, ბევრის მომცველი სფეროა და მისი მართვა ასე ადვილი არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თეას ყველა მიიღებს და ერთად გააკეთებენ იმ საქმეს, რასაც ქართული კულტურა ჰქვია.

ნებისმიერ სახელმწიფოში კულტურა ქვეყნის სახეა, ჩვენ კი კულტურაც გვაქვს და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, მსოფლიოში ცნობილი მოღვაწეეებიც გვყავს, ამას კი დიდი გაფრთხილება სჭირდება. მიხარია, რომ ქართულ კულტურას თავისი დიდება დაუბრუნდება. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ის გუნდი იქნება საინტერესო, რომელსაც თეა შეკრებს და მასთან ერთად გააკეთებენ და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ქართული კულტურისთვის იქნება მისაღები და კარგი.

- არიან ადამიანები, ვინც ამ პოსტზე მისი კანდიდატურის დაყენებას სკეპტიკურად უყურებს, მისი პროფესიიდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე - მას სხვა კუთხით აქვს განათლება მიღებული. რას შესძენს თეა წულუკიანი ამ სტრუქტურას? რამდენად მოაწესრიგებს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ იურისტი სჭირდება კულტურის სამინისტროს, ნულზეა ყველაფერი, სტრუქტურაა მთლიანად შესაცვლელი. მაგალითად, მე მუშაობა მომიხდა გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც იყო დიპლომატი და შესანიშნავი მინისტრი, მან გარშემო ის გუნდი შემოიკრიბა, რომელთან ერთადაც კულტურის სამინისტროს მართავდა. ეს უნდა ვაღიაროთ. მე ვიმუშავე მასთან ერთად. წაიკითხეთ სტატია სრულად