პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების აფარებას აპირებს" - სოზარ სუბარი
"გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების აფარებას აპირებს" - სოზარ სუბარი

"გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ, თუკი სა­სა­მარ­თლო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის თა­ო­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ნიკა მე­ლია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ოფის­ში ჩა­კეტ­ვას და წინ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის აფა­რე­ბას აპი­რებს", - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, სო­ზარ სუ­ბარ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, სუ­ბა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნიკა მე­ლია არ გა­მო­ცხად­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და­ე­მა­ლე­ბა“.

"ნიკა მე­ლი­ას მხრი­დან გი­რა­ოს არ­გა­დახ­დის და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­ბო­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და დესტრუქ­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნეთ. მას შემ­დეგ, რაც “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” მე­სა­მე პი­რის მეშ­ვე­ო­ბით ნიკა მე­ლი­ას გი­რა­ოს თან­ხის შე­ტა­ნი­სა და ამის “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე” გა­დაბ­რა­ლე­ბის გეგ­მა ჩა­უ­ვარ­და, მათ ახა­ლი პრო­ვო­კა­ცია და­გეგ­მეს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა მე­ლია არ გა­მო­ცხად­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და­ე­მა­ლე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი ვალ­დე­ბუ­ლია, რომ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტით ბრალ­დე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის წი­ნა­შე წა­რად­გი­ნოს. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” რი­გე­ბი­დან ჩვენ ასე­ვე გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მათი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ, თუკი სა­სა­მარ­თლო აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის თა­ო­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ნიკა მე­ლია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ოფის­ში ჩა­კეტ­ვას და წინ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის აფა­რე­ბას აპი­რებს, რო­გორც ეს ერთხელ უკვე გა­ა­კე­თა 20 ივ­ნისს.

ნიკა მე­ლი­ას სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას იმ­დე­ნად უარ­გუ­მენ­ტო და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ზი­ცია აქვს, რომ და­სახ­მა­რებ­ლად კვლა­ვაც გავ­რი­ლო­ვის და რუ­სე­თის ფაქ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა სცა­დეს და რო­გორც ყო­ველ­თვის, მათ რუ­სე­თი­დან მი­ი­ღეს ეს დახ­მა­რე­ბა. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ქვე­ყა­ნა­ში დესტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­მოწ­ვე­ვას, რა­შიც რო­გორც ყო­ველ­თვის მათ ეხ­მა­რე­ბა რუ­სე­თი და ეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუ­შინ­დე­ლი აღი­ა­რე­ბით, კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და. ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ მათი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კრი­მი­ნა­ლის­გან წა­მე­ბულს ვერ შექ­მნი­ან. სა­ქარ­თვე­ლო სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოა, სა­დაც კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა პრო­ვო­კა­ცი­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს კონ­კრე­ტუ­ლი სა­მარ­თლა­დამ­რღვე­ვი პირი, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად აღ­სრულ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა მე­ლი­ას­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტი დღეს გა­ნი­ხი­ლავს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
132
შე საწყალო.მეცოდები.
tbiliseli
104

fxizelia to

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების აფარებას აპირებს" - სოზარ სუბარი

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების აფარებას აპირებს" - სოზარ სუბარი

"გვაქვს ინფორმაცია, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, სუბარის ინფორმაციით, "ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება“.

"ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არგადახდის და მართლმსაჯულების სისტემის საბოტაჟთან დაკავშირებით უამრავი არაადეკვატური და დესტრუქციული განცხადება მოვისმინეთ. მას შემდეგ, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” მესამე პირის მეშვეობით ნიკა მელიას გირაოს თანხის შეტანისა და ამის “ქართულ ოცნებაზე” გადაბრალების გეგმა ჩაუვარდა, მათ ახალი პროვოკაცია დაგეგმეს.

ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება, პროკურატურა კი ვალდებულია, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბრალდებული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე წარადგინოს. “ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მათი საჯარო გამოსვლებითაც დასტურდება, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთი ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს.

ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურ ოპოზიციას იმდენად უარგუმენტო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ დასახმარებლად კვლავაც გავრილოვის და რუსეთის ფაქტორის გამოყენება სცადეს და როგორც ყოველთვის, მათ რუსეთიდან მიიღეს ეს დახმარება. ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას, რაშიც როგორც ყოველთვის მათ ეხმარება რუსეთი და ეს, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი აღიარებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მათი პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართლადამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება”, - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი დღეს განიხილავს.

"ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის აქციების გადადებაზე

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს