პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ შეუშვეს პარლამენტში მელიას ადვოკატები - ოხანაშვილის განმარტება
რატომ არ შეუშვეს პარლამენტში მელიას ადვოკატები - ოხანაშვილის განმარტება

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რა­ტომ არ იმ­ყო­ფე­ბი­ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი საპ­რო­ცე­დუ­რო და იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე, სა­დაც ნიკა მე­ლი­ას­თვის იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ოხა­ნაშ­ვი­ლის თქმით, კო­მი­ტეტ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვა ვინ­მეს დას­წრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მი­უ­ღი­ათ.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კო­მი­ტეტს არ აქვს სა­სა­მარ­თლოს კომ­პე­ტენ­ცია, რომ ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ებს მო­უს­მი­ნოს.

„კო­მი­ტეტს არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ან მო­მარ­თვა არ მიგ­ვი­ღია ვინ­მეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ­თვის შემ­დგომ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ად­ვო­კა­ტე­ბი აპი­რე­ბენ დას­წრე­ბას და მგო­ნი, მო­სუ­ლიც იყ­ვნენ. ეს ინ­ფორ­მა­ცია შემ­დგომ გახ­და ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვა კო­მი­ტეტ­ში არ შე­მო­სუ­ლა არც გუ­შინ, რომ ვინ­მეს სურ­და დას­წრე­ბა. ეს ერთი და მე­ო­რე, ჩვენ სა­სა­მარ­თლო არ ვართ, რომ დაც­ვის და ბრალ­დე­ბის მხა­რე­ებს მო­ვუს­მი­ნოთ, შემ­დგომ სიღ­რმე­ებ­ში შე­ვი­დეთ და საქ­მის მა­სა­ლე­ბი მო­ვი­თხო­ვოთ. ეს გა­მო­იწ­ვევ­და სა­სა­მარ­თლოს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შეჭ­რას, რისი კომ­პე­ტენ­ცი­აც და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც კო­მი­ტეტს არ გა­აჩ­ნია. ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლად გა­წე­რი­ლი უფ­ლე­ბა­მოს­ლე­ბა და წინა შემ­თხვე­ვა­შიც, რო­დე­საც ნი­კა­ნორ მე­ლი­ას სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და კო­მი­ტე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, მა­ში­ნაც არა­ვის და­უს­ვამს ად­ვო­კა­ტე­ბის დას­წრე­ბის მო­თხოვ­ნა. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა წევ­რს და კარი ღიაა ყვე­ლას­თვის, ვი­ნა­ი­დან ეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ეკუთ­ვნით პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, რომ შე­ა­მოწ­მონ წი­ნა­და­დე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნო­ბა. ჩვენ ამი­სი სრუ­ლი ბერ­კე­ტი გვაქვს და რეგ­ლა­მენ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ ამას წარ­მო­ად­გენს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მიერ, შე­სა­ბა­მი­სი, სა­თა­ნა­დო წარ­მოდ­გე­ნი­ლი პირი.

ჩვენ გვაქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ რეგ­ლა­მენ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი პრო­ცე­დუ­რით ვი­სარ­გებ­ლოთ, გავ­ყვეთ ამ პრო­ცე­დუ­რას და შემ­დგომ გა­დავ­წყვი­ტოთ, მივ­ცეთ თუ არა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დაც­ვამ და ბრალ­დე­ბამ სა­სა­მარ­თლო­ში სა­მარ­თლებ­რი­ვად იმ­სჯე­ლონ. გთა­ვა­ზობთ, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს პრო­ცე­დუ­რა, რისი უფ­ლე­ბაც გვაქვს და თუ სხვა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ში არი­ან, მა­თაც მი­ე­ცე­მათ სრუ­ლად, ყვე­ლა შე­კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და თუ ამის მი­უ­ხე­და­ვად, მი­ვალთ ჩვენ იმ დას­კვნამ­დე, რომ არ გვაქვს საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ წი­ნა­და­დე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, შემ­დეგ მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გვჭირ­დე­ბა ვინ­მეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა და­მა­ტე­ბით, თუ არა“, - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა მე­ლი­ას ბრა­ლი 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით აქვს წარ­დგე­ნი­ლი. მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას და­მა­ტე­ბით შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბად ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა, ნიკა მე­ლი­ამ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­მაგ­რე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი 1-ლ ნო­ემ­ბერს, სა­ჯა­როდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მო­იხ­სნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის და 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. სა­ა­მარ­თლომ უწყე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 70 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით­ვე, ნიკა მე­ლი­ას და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც და­ე­კის­რა - მას ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე, შე­ე­ზღუ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თაც. სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ნიკა მე­ლია გა­აფრ­თხი­ლა და გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა, თუმ­ცა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარს აცხა­დებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლო­ში მე­ლი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას აპი­რებს, რის­თვი­საც პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბა და მე­ლი­ას­თვის, რო­გორც დე­პუ­ტა­ტის­თვის, იმუ­ნი­ტე­ტის შე­წყვე­ტა სჭირ­დე­ბა. ნიკა მე­ლი­ას­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტი დღეს გა­ნი­ხი­ლავს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედობუა
102

ახსნას ვინმემ გასაგებად ,რა შუაშია გავრილოვი მელიასთან.რატო გინდათ ხალხა ტვინი გამოურეცხოთ. კანონი უნდა კანონობდეს,თუ არა.თუ,როგორც მე მაწყობს ,ისე?იგივე ბაზარია,ადვოკატები ყველა დამნაშავეზე,თაღლითზე,მკვლელზე,პედოფილზე თუ ყაჩაღზე, რო იძახიან,უპატიოსნესი და მართალიაო

123
2

ვაჰაჰა რა როჟა იჭყიტება სურათზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

რატომ არ შეუშვეს პარლამენტში მელიას ადვოკატები - ოხანაშვილის განმარტება

რატომ არ შეუშვეს პარლამენტში მელიას ადვოკატები - ოხანაშვილის განმარტება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

ოხანაშვილის თქმით, კომიტეტში ოფიციალური მიმართვა ვინმეს დასწრებასთან დაკავშირებით არ მიუღიათ.

ამასთან, მისივე განმარტებით, კომიტეტს არ აქვს სასამართლოს კომპეტენცია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს მოუსმინოს.

„კომიტეტს არანაირი ოფიციალური განცხადება ან მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებენ დასწრებას და მგონი, მოსულიც იყვნენ. ეს ინფორმაცია შემდგომ გახდა ცნობილი, თუმცა ოფიციალური მიმართვა კომიტეტში არ შემოსულა არც გუშინ, რომ ვინმეს სურდა დასწრება. ეს ერთი და მეორე, ჩვენ სასამართლო არ ვართ, რომ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოვუსმინოთ, შემდგომ სიღრმეებში შევიდეთ და საქმის მასალები მოვითხოვოთ. ეს გამოიწვევდა სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას, რისი კომპეტენციაც და უფლებამოსილებაც კომიტეტს არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი უფლებამოსლება და წინა შემთხვევაშიც, როდესაც ნიკანორ მელიას საკითხი განიხილებოდა კომიტეტების ფარგლებში, მაშინაც არავის დაუსვამს ადვოკატების დასწრების მოთხოვნა. ჩვენ ველოდებით პარლამენტის ყველა წევრს და კარი ღიაა ყველასთვის, ვინაიდან ეს უფლებამოსილება ეკუთვნით პარლამენტის წევრებს, რომ შეამოწმონ წინადადების საფუძვლიანობა. ჩვენ ამისი სრული ბერკეტი გვაქვს და რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ამას წარმოადგენს გენერალური პროკურორის მიერ, შესაბამისი, სათანადო წარმოდგენილი პირი.

ჩვენ გვაქვს სრული უფლებამოსილება და შესაძლებლობა, რომ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურით ვისარგებლოთ, გავყვეთ ამ პროცედურას და შემდგომ გადავწყვიტოთ, მივცეთ თუ არა შესაძლებლობა, დაცვამ და ბრალდებამ სასამართლოში სამართლებრივად იმსჯელონ. გთავაზობთ, გამოვიყენოთ ეს პროცედურა, რისი უფლებაც გვაქვს და თუ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან, მათაც მიეცემათ სრულად, ყველა შეკითხვის დასმის უფლებამოსილება და თუ ამის მიუხედავად, მივალთ ჩვენ იმ დასკვნამდე, რომ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ წინადადებაზე გადაწყვეტილება მივიღოთ, შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, გვჭირდება ვინმეს ახსნა-განმარტება დამატებით, თუ არა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ლ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს. პროკურატურა სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რისთვისაც პარლამენტის თანხმობა და მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის, იმუნიტეტის შეწყვეტა სჭირდება. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი დღეს განიხილავს.

"ფორმულა“ და "მთავარი არხი“ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადონ ბოდიში ცილისწამებისთვის" - ანრი ოხანაშვილი

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"