პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირდაპირი დირექტივა რეპრესიების გასაგრძელებლად" - გავრილოვის განცხადება ნიკა მელიას საქმეზე და "ნაცმოძრაობის" ლიდერის პასუხი
"პირდაპირი დირექტივა რეპრესიების გასაგრძელებლად" - გავრილოვის განცხადება ნიკა მელიას საქმეზე და "ნაცმოძრაობის" ლიდერის პასუხი

ის სიც­რუე, რო­მე­ლიც ნიკა მე­ლი­ას მიერ 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბი­სას იღ­ვრე­ბა, ადას­ტუ­რებს, რომ სიც­რუ­ის ხარ­ჯზე ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯი მისი მე­ზობ­ლე­ბის თვალ­ში შე­ლა­ხონ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუსი დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი 2019 წლის 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე ნიკა მე­ლი­ას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტია აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ ქვე­ყა­ნა­ში აღარ იყოს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო ამ­ბო­ხი, რეპ­რე­სი­ე­ბი და დიქ­ტა­ტუ­რა.

„ჩვენ მზად ვართ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვანს, მისი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ. ოპო­ზი­ცი­ი­სა და გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ერთ-ერთი მი­ზა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­არ­თუ­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა, ეკო­ნო­მი­კურ, სუ­ლი­ერ და კულ­ტუ­რულ სა­კი­თხებ­ში მის შე­საძ­ლო პარტნი­ო­რებ­თან, მო­ახ­დი­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­კრე­დი­ტა­ცია და მო­წყვი­ტონ ის მე­გობ­რე­ბის­გან. ის სი­ცუ­რე, რო­მე­ლიც იღ­ვრე­ბა მა­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბი­სას ბა­ტო­ნი მე­ლი­ას მიერ, რო­მელ­საც მე არ ვიც­ნობ, ადას­ტუ­რებს, რომ სიც­რუ­ის ხარ­ჯზე ცდი­ლო­ბენ შე­ლა­ხონ სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯი მისი მე­ზობ­ლე­ბის თვალ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გავ­რი­ლოვ­მა „ტვ პირ­ველ­თან“ სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვის შემ­დეგ, პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა და­ამ­ყა­როს რუ­სე­თის, სომ­ხე­თი­სა და თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტთან და არა მხო­ლოდ ამე­რი­კას­თან.

„ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რი მრა­ვალ­ვექ­ტო­რუ­ლი, მრა­ვალ­პო­ლა­რუ­ლი პო­ზი­ცია სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი. მე მზად ვარ შევ­ხვდე ყვე­ლას, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბით და იკა­ვე­ბენ პრო­ქარ­თულ პო­ზი­ცი­ას. მე მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, პარ­ლა­მენ­ტმა, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა, მათ შო­რის „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“, თუ ისი­ნი ფიქ­რო­ბენ სა­კუ­თარ ხალ­ხზე, იმოქ­მე­დონ პრაგ­მა­ტუ­ლად, რათა შე­წყვი­ტონ რუ­სო­ფო­ბი­უ­ლი ის­ტე­რია და რუ­სეთ­თან იქო­ნი­ონ ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გავ­რი­ლოვ­მა.

"სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი, თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მხარს უჭერს და ის 2019 წლის 20 ივ­ნი­სის ეროვ­ნულ გა­მოს­ვლას, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბად აფა­სებს", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, რუსი დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, რეპ­რე­სი­ე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად პირ­და­პი­რი დი­რექ­ტი­ვაა.

„რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტის, ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს გა­მორ­ჩე­უ­ლად აგ­რე­სი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მხარს უჭერს და 2019 წლის 20 ივ­ნი­სის ეროვ­ნულ გა­მოს­ვლას, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბად აფა­სებს. ეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, რეპ­რე­სი­ე­ბის გა­საგ­რძე­ლე­ბად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და 20 ივ­ნი­სის მო­ნა­წი­ლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ და მათ და­სას­ჯე­ლად, პირ­და­პი­რი დი­რექ­ტი­ვაა. ბევ­რი სა­ლა­პა­რა­კო აქ არა­ფე­რი დარ­ჩა, წილი ნა­ყა­რია, ხა­ზე­ბი გავ­ლე­ბუ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ერთ მხა­რეს დგას ოკუ­პან­ტი გავ­რი­ლო­ვი, მე­ო­რე მხა­რეს დგას შე­უ­პო­ვა­რი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პრო­ტეს­ტი. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყვე­ლა დე­პუ­ტატ­მა თა­ვის თავს უნდა ჰკი­თხოს, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხის გა­ცე­მა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წევთ, რო­მელ მხა­რეს დგა­ნან, დგა­ნან გავ­რი­ლო­ვე­ბის მხა­რეს თუ დგა­ნან ან­წუ­ხე­ლი­ძე­ე­ბის, მე­რაბ კოს­ტა­ვე­ბის, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვე­ბის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის მხა­რეს“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2019 წლის 20 ივ­ნისს, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სე­სია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა „კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან" სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა რუ­სულ ენა­ზე გახ­სნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის ჩა­ტა­რე­ბას ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ნიკა მე­ლია 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა და მას სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და, ასე­ვე ელექტრო­სა­მა­ჯუ­რი და­უ­მაგრდა, რაც მე­ლი­ამ 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მო­იხ­სნა. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ოს გა­დახ­და თა­ვი­დან და­ა­კის­რა, ამ­ჯე­რად 40 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით, რის გა­დახ­და­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ უარი თქვა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ჯე­რად პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლო­ში მე­ლი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას აპი­რებს, რის­თვი­საც პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბა და მე­ლი­ას­თვის, რო­გორც დე­პუ­ტა­ტის­თვის იმუ­ნი­ტე­ტის შე­წყვე­ტა სჭირ­დე­ბა. ნიკა მე­ლი­ას­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტი მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში გა­ნი­ხი­ლავს.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
202

ქართული ოცნების დეპუტატები კი ღლაბუცობენ, მაგრამ ეს უკვე ვერ უშველით... გავრილოვს თავზე დავამხომთ ოცნებას.... ხომ არ ჯობია ცოტა გამოფხიზლდნენ და რეალობა დაინახონ, საზოგადოება წკიპზეა და ერთი ნაპერწკალი უნდა, რომ ეს ღლაბუცუნები გადათელოს... ცეცხლს ეთამაშებით, არ გირჩევთ ღლაბუცობანას....

ზურაბ
93

გაიხსენეთ ივანოვი რომ იდგა 2003 წელს ნაცების მიტინგზე და დაეხმარა ხელისუფლებაში მოსვლაში. ივანოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პირდაპირი დირექტივა რეპრესიების გასაგრძელებლად" - გავრილოვის განცხადება ნიკა მელიას საქმეზე და "ნაცმოძრაობის" ლიდერის პასუხი

"პირდაპირი დირექტივა რეპრესიების გასაგრძელებლად" - გავრილოვის განცხადება ნიკა მელიას საქმეზე და "ნაცმოძრაობის" ლიდერის პასუხი

ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ, - ასე ეხმაურება რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებელობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცურე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, - განაცხადა გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა პანდემიის დაძლევის შემდეგ, პირდაპირი ურთიერთობა უნდა დაამყაროს რუსეთის, სომხეთისა და თურქეთის პარლამენტთან და არა მხოლოდ ამერიკასთან.

„ამ შემთხვევაში იქნება ნორმალური მრავალვექტორული, მრავალპოლარული პოზიცია სუვერენული საქართველოსი. მე მზად ვარ შევხვდე ყველას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს განვითარებით და იკავებენ პროქართულ პოზიციას. მე მინდა საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ ისინი ფიქრობენ საკუთარ ხალხზე, იმოქმედონ პრაგმატულად, რათა შეწყვიტონ რუსოფობიული ისტერია და რუსეთთან იქონიონ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა“, - განაცხადა გავრილოვმა.

"სერგეი გავრილოვი, თავისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს და ის 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას, სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს", - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რუსი დეპუტატის განცხადებას.

მისივე თქმით, ეს „ქართული ოცნებისთვის“, რეპრესიების გასაგრძელებლად პირდაპირი დირექტივაა.

„რუსეთის დუმის დეპუტატის, ოკუპანტი სახელმწიფოს გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის, სერგეი გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას, სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ეს „ქართული ოცნებისთვის“, რეპრესიების გასაგრძელებად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად, პირდაპირი დირექტივაა. ბევრი სალაპარაკო აქ არაფერი დარჩა, წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რომელზეც პასუხის გაცემა მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ, რომელ მხარეს დგანან, დგანან გავრილოვების მხარეს თუ დგანან ანწუხელიძეების, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიებისა და ეროვნული ღირსების მხარეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე ელექტროსამაჯური დაუმაგრდა, რაც მელიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, მელიას სასამართლომ გირაოს გადახდა თავიდან დააკისრა, ამჯერად 40 ათასი ლარის ოდენობით, რის გადახდაზეც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უარი თქვა. შესაბამისად, ამჯერად პროკურატურა სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რისთვისაც პარლამენტის თანხმობა და მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეწყვეტა სჭირდება. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს.

"ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება" - რას ნიშნავს კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის აქტის ხელახლა წარდგენა?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა