მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა
საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა
  • სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი - ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

აშშ-ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი, სა­ინ­ტე­რე­სო და ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ მინ­და მო­გი­თხროთ. "სოლო" - ამ კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით იყო და­შიფ­რუ­ლი ეს სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც ორ ათე­ულ წელ­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბო­და და საბ­ჭო­თა კონ­ტრდაზ­ვერ­ვის­თვის ბო­ლომ­დე უც­ნო­ბი დარ­ჩა.

ამას წი­ნათ კა-გე-ბესა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის სა­ი­დუმ­ლო არ­ქივ­ში (ე.წ. ბუ­კოვ­სკის არ­ქი­ვი) ერთ, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენტს წა­ვა­წყდი. 1980 წლის ზა­ფხულ­ში აშშ-ის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი გეს ჰოლი სა­ი­დუმ­ლოდ და­უ­კავ­შირ­და კა-გე-ბეს რე­ზი­დენ­ტუ­რას აშშ-ში და საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან, იური ან­დრო­პოვ­თან სა­ი­დუმ­ლო თხოვ­ნა გა­დას­ცა. საბ­ჭო­თა ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნა ამ­გვარ შემ­თხვე­ვებ­ში ძალ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად მოქ­მე­დებ­და. 1980 წლის 22 აგ­ვის­ტოს სუკ-ის თავ­მჯდო­მა­რე ი. ან­დრო­პო­ვი სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლით მი­მარ­თავს სკკპ ცკ-ს. ქვე­მოთ გთა­ვა­ზობთ ამ დო­კუ­მენ­ტის თარ­გმანს: "ამხ. გეს ჰოლ­მა თხოვ­ნით მოგ­ვმარ­თა, რათა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სპეცს­წავ­ლე­ბა­ზე მი­ვი­ღოთ მისი პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს. სუკ-ის აზ­რით, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და მისი მი­ღე­ბა 1980 წლის სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში, 45 დღით. სუკ-ი თა­ვის თავ­ზე იღებს გეს ჰო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მომ­ზა­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას".

ან­დრო­პო­ვის ამ სა­ი­დუმ­ლო წე­რილს სკკპ ცკ-ის სა­გა­რეო გან­ყო­ფი­ლე­ბის მიერ პო­ლიტ­ბი­უ­როს­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცნო­ბა მოჰ­ყვა, სა­დაც ერთი, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბაა: "პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წევ­რი, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამხ. გეს ჰო­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­და, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის გამო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ამ მო­ვა­ლე­ო­ბის­გან".

1980 წლის 5 სექ­ტემ­ბერს კი სკკპ ცკ-მა #სტ227/39 "სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლო" დად­გე­ნი­ლე­ბა მი­ი­ღო, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო: "1. დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ამხ. გეს ჰო­ლის თხოვ­ნა მისი პი­რა­დი წარ­მო­მად­გენ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის­თვის 1980 წლის სექ­ტემ­ბერ­ში 60 დღის ვა­დით მი­ღე­ბის შე­სა­ხებ;2. ამხ. გეს ჰო­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გენ­ლის მი­ღე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბა და­ე­ვა­ლოს სკკპ ცკ-ის სა­გა­რეო გან­ყო­ფი­ლე­ბას და საქ­მე­თა მმარ­თვე­ლო­ბას, ხოლო სპეცს­წავ­ლე­ბა - სსრკ სუკ-ს".

ეს სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლო დად­გე­ნი­ლე­ბა "გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ქა­ღალ­დე­ში" უნდა შე­ნა­ხუ­ლი­ყო, თუმ­ცა საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბამ არ იცო­და, რომ უკვე ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს (გფბ) მიერ და­გე­ბულ "ოპე­რა­ტი­ულ ხა­ფან­გში" იყო გაბ­მუ­ლი და ამე­რი­კე­ლებს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ იყ­ვნენ გეს ჰო­ლის ძვე­ლი და ახა­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კრემლში. ჩემი აზ­რით ეს იყო საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მარ­ცხი. ახლა კი თან­მიმ­დევ­რუ­ლად მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს.

ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი ბოლო წლე­ბამ­დე გა­სა­ი­დუმ­ლე­ბუ­ლი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, მარ­ცხის აღი­ა­რე­ბა არა­ვის უყ­ვარს, მი­თუ­მე­ტეს - კა-გე-ბე - ეფ-ეს-ბეს. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ: 22 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ის გფბ-ს აგენტს გულ­თბი­ლად იღებ­დნენ საბ­ჭო­თა ლი­დე­რე­ბი: ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი და ლე­ო­ნიდ ბრეჟნე­ვი, კო­მუ­ნის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის "ცერ­ბე­რი" მი­ხე­ილ სუს­ლო­ვი, კა-გე-ბეს შეფი იური ან­დრო­პო­ვი, ჩი­ნე­თის ბე­ლა­დი მაო ძე-დუნი და კუ­ბის ექ­სცენ­ტრუ­ლი ლი­დე­რი ფი­დელ კას­ტრო.ეს იყო გფბ-ს ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ. ფოტო: მო­რის ჩა­ილდსიfb

კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად აშშ-ის კომ­პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ იყო და­გეგ­მი­ლი, თან­და­თან გას­ცდა ამე­რი­კის სა­ზღვრებს, სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვით ოპე­რა­ცი­ად იქცა და მთე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ბა­ნა­კი მო­იც­ვა. ყვე­ლა­ფე­რი კი აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის ანა­ლი­ზის კარ­გი უნა­რი­სა და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­დე­გად და­ი­წყო. გფბ-ს შე­ფის, ედ­გარ ჰუ­ვე­რის ხელ­ქვე­ი­თებს აშშ-ის კომ­პარ­ტი­ა­ში 1940-იანი წლე­ბის ბო­ლოს არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ. ისი­ნი გა­მოც­დი­ლი მო­ნა­დი­რის მოთ­მი­ნე­ბით მიჰ­ყვნენ კვალს და "ნა­დი­რო­ბაც" წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეს. ვინ იყო "სოლო"? - მო­რის ჩა­ილდსი (ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი მო­ი­შა ში­ლოვ­სკი). გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
2

ანდროპოვი თავად იყო ამერიკელების აგენტი

SCORPION
43

 დიდი მარცხი, ჰო ჰო ჰო...თქვენ ის დაწერეთ, ახლა რა მდგომარეობაა საქართველოში, ვერ გებულობთ აქ რა ხდება, თუ ყურადღება გადაგაქვთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ერთი, საინტერესო და ჭკუის სასწავლებელი ოპერაციის შესახებ მინდა მოგითხროთ. "სოლო" - ამ კოდური სახელწოდებით იყო დაშიფრული ეს სპეცოპერაცია, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და საბჭოთა კონტრდაზვერვისთვის ბოლომდე უცნობი დარჩა.

ამას წინათ კა-გე-ბესა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საიდუმლო არქივში (ე.წ. ბუკოვსკის არქივი) ერთ, ძალზე საინტერესო დოკუმენტს წავაწყდი. 1980 წლის ზაფხულში აშშ-ის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გეს ჰოლი საიდუმლოდ დაუკავშირდა კა-გე-ბეს რეზიდენტურას აშშ-ში და საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელთან, იური ანდროპოვთან საიდუმლო თხოვნა გადასცა. საბჭოთა ბიუროკრატიული მანქანა ამგვარ შემთხვევებში ძალზე ოპერატიულად მოქმედებდა. 1980 წლის 22 აგვისტოს სუკ-ის თავმჯდომარე ი. ანდროპოვი სრულიად საიდუმლო წერილით მიმართავს სკკპ ცკ-ს. ქვემოთ გთავაზობთ ამ დოკუმენტის თარგმანს: "ამხ. გეს ჰოლმა თხოვნით მოგვმართა, რათა საბჭოთა კავშირში სპეცსწავლებაზე მივიღოთ მისი პირადი წარმომადგენელი, რომელიც სპეციალურ დავალებებს ასრულებს. სუკ-ის აზრით, სასურველი იქნებოდა მისი მიღება 1980 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, 45 დღით. სუკ-ი თავის თავზე იღებს გეს ჰოლის წარმომადგენლის მომზადების ორგანიზებას".

ანდროპოვის ამ საიდუმლო წერილს სკკპ ცკ-ის საგარეო განყოფილების მიერ პოლიტბიუროსთვის მომზადებული ცნობა მოჰყვა, სადაც ერთი, ძალზე საინტერესო წინადადებაა: "პარტიის ხელმძღვანელობის წევრი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამხ. გეს ჰოლის განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა, მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლებულია ამ მოვალეობისგან".

1980 წლის 5 სექტემბერს კი სკკპ ცკ-მა #სტ227/39 "სრულიად საიდუმლო" დადგენილება მიიღო, სადაც აღნიშნული იყო: "1. დაკმაყოფილდეს ამხ. გეს ჰოლის თხოვნა მისი პირადი წარმომადგენლის სპეციალური სწავლებისთვის 1980 წლის სექტემბერში 60 დღის ვადით მიღების შესახებ;2. ამხ. გეს ჰოლის პირადი წარმომადგენლის მიღება და მომსახურება დაევალოს სკკპ ცკ-ის საგარეო განყოფილებას და საქმეთა მმართველობას, ხოლო სპეცსწავლება - სსრკ სუკ-ს".

ეს სრულიად საიდუმლო დადგენილება "განსაკუთრებულ საქაღალდეში" უნდა შენახულიყო, თუმცა საბჭოთა უშიშროებამ არ იცოდა, რომ უკვე ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) მიერ დაგებულ "ოპერატიულ ხაფანგში" იყო გაბმული და ამერიკელებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ გეს ჰოლის ძველი და ახალი წარმომადგენლები კრემლში. ჩემი აზრით ეს იყო საბჭოთა სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი. ახლა კი თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს.

ეს ისტორიული ფაქტი ბოლო წლებამდე გასაიდუმლებული იყო. ბუნებრივია, მარცხის აღიარება არავის უყვარს, მითუმეტეს - კა-გე-ბე - ეფ-ეს-ბეს. აბა, წარმოიდგინეთ: 22 წლის განმავლობაში აშშ-ის გფბ-ს აგენტს გულთბილად იღებდნენ საბჭოთა ლიდერები: ნიკიტა ხრუშჩოვი და ლეონიდ ბრეჟნევი, კომუნისტური იდეოლოგიის "ცერბერი" მიხეილ სუსლოვი, კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი, ჩინეთის ბელადი მაო ძე-დუნი და კუბის ექსცენტრული ლიდერი ფიდელ კასტრო.ეს იყო გფბ-ს ყველა დროის ერთ-ერთი, ყველაზე საუკეთესო და წარმატებული ოპერაცია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ფოტო: მორის ჩაილდსიfb

კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, რომელიც თავდაპირველად აშშ-ის კომპარტიის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თანდათან გასცდა ამერიკის საზღვრებს, საგარეო დაზვერვით ოპერაციად იქცა და მთელი სოციალისტური ბანაკი მოიცვა. ყველაფერი კი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების ოპერატიული და საარქივო მასალების ანალიზის კარგი უნარისა და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად დაიწყო. გფბ-ს შეფის, ედგარ ჰუვერის ხელქვეითებს აშშ-ის კომპარტიაში 1940-იანი წლების ბოლოს არსებული დაპირისპირება და განხეთქილება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ისინი გამოცდილი მონადირის მოთმინებით მიჰყვნენ კვალს და "ნადირობაც" წარმატებით დაასრულეს. ვინ იყო "სოლო"? - მორის ჩაილდსი (ნამდვილი სახელი მოიშა შილოვსკი). გააგრძელეთ კითხვა

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე