პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მოვიდნენ... ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა" - კუკავა ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე
"მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მოვიდნენ... ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა" - კუკავა ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე

ახალ­გაზ­რდე­ბო, შე­ხე­დეთ მეგ­რე­ლიშ­ვილს და ხვი­ჩი­ას და კი­დევ ერთხელ დარ­წმუნ­დე­ბით, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა არის მავ­ნე­ბე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც და რაც მთა­ვა­რია, აზ­როვ­ნე­ბის­თვი­საც , - ამის შე­სა­ხებ “თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დერ­მა, კახა კუ­კა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა „გირ­ჩის" ლი­დე­რე­ბის მხრი­დან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის შეხ­ვედ­რის და­ტო­ვე­ბას.

მისი თქმით, ხვი­ჩი­ას და მეგ­რე­ლიშ­ვილს შეხ­ვედ­რა­ზე ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა სურ­დათ.

“ორი­ვე მო­სუ­ლი იყო და­ბო­ლი­ლი დღეს და უნ­დო­დათ რო­გორც ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა. ხან მე­ლი­ას და­აბ­რა­ლეს, რომ “პის­ტო­ლე­ტით” დას­დევ­და და ახლა დღეს მო­ი­გო­ნეს მე­ო­რე სი­სუ­ლე­ლე. სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იყო. ჯერ ერთი, მო­ვიდ­ნენ და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად. შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა ზრდი­ლო­ბი­ა­ნად თხო­ვა, რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა, რის შემ­დე­გა­დაც და­ი­წყეს პრო­ვო­კა­ცია, რომ ჯერ უნდა მოგ­ვის­მი­ნო­თო და მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ გა­მო­დი­ხართ ტე­ლე­ვი­ზი­ით და გვაბ­რა­ლებთ, რომ მი­შას თა­მაშს ვთა­მა­შობთ, მა­შინ, აქ რა­ღა­ზე მო­დი­ხარ­თქო?

ამა­ზე ჩა­ვარ­და ხვი­ჩია ექ­სტაზ­ში, რომ აღი­ა­რეს მი­შას თა­მაშს თა­მა­შო­ბე­ნო და ამის შემ­დეგ მო­უ­წი­ათ სხდო­მის და­ტო­ვე­ბა. ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ტრი­უ­კია ეს და უა­რე­სიც უქ­ნი­ათ ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად ატოც­ში. ხელი არა­ვის და­ურ­ტყამს, მაგ­რამ ვთხო­ვეთ, რომ მათი ად­გი­ლი არ იყო. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნი იყო პარ­ლა­მენ­ტშიც და ოპო­ზი­ცი­ა­შიც და მი­ი­ღო ადა­მი­ან­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რა­ღა­ტომ მო­დი­ან ოპო­ზი­ცი­ა­ში?, - გა­ნა­ცხა­და კუ­კა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ოფის­ში მიმ­დი­ნა­რე ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რა “გირ­ჩის” წევ­რებ­მა, ვახო მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ და სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­მა და­ტო­ვეს. “გირ­ჩის” წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­მა მათ მიერ დას­მულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ გას­ცეს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ესეც?!
106

ესეც რომ ასე დაიწყებს ლაპარაკს?!

!
132

გირჩები გჯობიან თქვენ ყველას, დაბოლილები თვითონ ხართ. მოურჩენელი სენით დაბოლილები. 

ავტორი:

"მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მოვიდნენ... ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა" - კუკავა ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე

"მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მოვიდნენ... ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა" - კუკავა ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე

ახალგაზრდებო, შეხედეთ მეგრელიშვილს და ხვიჩიას და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მარიხუანას მოწევა არის მავნებელი ჯანმრთელობისთვისაც და რაც მთავარია, აზროვნებისთვისაც , - ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩის" ლიდერების მხრიდან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დატოვებას.

მისი თქმით, ხვიჩიას და მეგრელიშვილს შეხვედრაზე ყურადღების მიქცევა სურდათ.

“ორივე მოსული იყო დაბოლილი დღეს და უნდოდათ როგორც ყოველთვის ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ “პისტოლეტით” დასდევდა და ახლა დღეს მოიგონეს მეორე სისულელე. სინამდვილეში ძალიან მარტივად იყო. ჯერ ერთი, მოვიდნენ დაუპატიჟებლად. შალვა ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეხვედრა, რის შემდეგადაც დაიწყეს პროვოკაცია, რომ ჯერ უნდა მოგვისმინოთო და მე ვუპასუხე, რომ გამოდიხართ ტელევიზიით და გვაბრალებთ, რომ მიშას თამაშს ვთამაშობთ, მაშინ, აქ რაღაზე მოდიხართქო?

ამაზე ჩავარდა ხვიჩია ექსტაზში, რომ აღიარეს მიშას თამაშს თამაშობენო და ამის შემდეგ მოუწიათ სხდომის დატოვება. იაფფასიანი ტრიუკია ეს და უარესიც უქნიათ ყურადღების მისაქცევად ატოცში. ხელი არავის დაურტყამს, მაგრამ ვთხოვეთ, რომ მათი ადგილი არ იყო. შეუძლებელია, ადამიანი იყო პარლამენტშიც და ოპოზიციაშიც და მიიღო ადამიანმა გადაწყვეტილება და რაღატომ მოდიან ოპოზიციაში?, - განაცხადა კუკავამ.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა “გირჩის” წევრებმა, ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა დატოვეს. “გირჩის” წევრების განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი არ გასცეს.

"ჩემი თვალით ვნახე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება - მათ განაცხადეს, რომ დოკუმენტი იყო კოჭლი" - შალვა პაპუაშვილი

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"აშშ-ს საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს გაწეული, ქვეყნის მთავრობა რისკავს სენატორების კეთილ ნებას" - ჯორჯ კენტი