სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეთრი ჟილეტები" და ჯვართამაღლების ტაძრის მრევლის უნიკალური სოციალური დახმარება მოსახლეობისადმი პანდემიის დროს
"თეთრი ჟილეტები" და ჯვართამაღლების ტაძრის მრევლის უნიკალური სოციალური დახმარება მოსახლეობისადმი პანდემიის დროს

მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი ის­მის, თბი­ლის­ში არის ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გა­მო­ირ­ჩე­ვა სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი და მი­სი­ო­ნე­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბით; ეკ­ლე­სია, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან მო­ა­ხერ­ხა ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე გა­და­წყო­ბა და მას შემ­დეგ სხვა­დას­ხვა ტი­პის ჩარ­თუ­ლო­ბით ცდი­ლობს არამ­ხო­ლოდ მრევ­ლის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, არა­ერ­თი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას.

ეს ზემო ბახ­ტრი­ონ­ზე მდე­ბა­რე ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რია, რო­მე­ლიც 2003 წელს და­არ­სდა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით.

სა­ტაძ­რო ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, მხო­ლოდ მსა­ხუ­რე­ბის ნა­წილ­ში სამ­რევ­ლო­დან 70-მდე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით, მსა­ხუ­რე­ბის გარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო "თეთრმა ჟი­ლე­ტებ­მა". ესაა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 2020 წლის დიდ­მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა, პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის დღი­დან, რო­დე­საც სამ­რევ­ლოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დად­გა ტაძ­რის გარე პე­რი­მეტ­რის და­რე­გუ­ლი­რე­ბის და მრევ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

ტა­ძა­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, თა­ვი­სი დი­დე­ბუ­ლე­ბით და მშვე­ნი­ე­რე­ბით. თეთრჟი­ლე­ტი­ა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დღემ­დე ყო­ველ­დღი­ურ ლი­ტურ­გი­ებ­ზე ტაძ­რის ეზო­ში არი­გე­ბენ პირ­ბა­დე­ებს, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რებს, წვი­მის დროს - ქოლ­გებს, ზამ­თრის ცივ დღე­ებ­ში კი - პლე­დებს.

ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს სამ მოქ­მედ და ერთ მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარს, აგ­რეთ­ვე სა­აქ­ტო დარ­ბაზს, გა­მომ­ცემ­ლო­ბას, აუ­დიო წიგ­ნე­ბის­თვის ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ას და სხვა. ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სა­ტაძ­რო კომ­პლექსში წირ­ვა ყო­ველ­დღი­უ­რად აღევ­ლი­ნე­ბა, ხოლო კვი­რას და დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ლი­ტურ­გი­ე­ბი სამ სხვა­დას­ხვა ტა­ძარ­ში სამ სხვა­დას­ხვა დროს აღეს­რუ­ლე­ბა, რათა ადა­მი­ა­ნებს რამ­დე­ნი­მე ნა­კა­დად, მათ­თვის ხელ­საყ­რელ დროს მის­ვლის და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ.

სამ­რევ­ლო­ში მოქ­მე­დებს ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბით რე­გუ­ლა­რუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ექ­ტი. მათ­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "ათო­ნის წმი­და მთის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო (სა­კონ­ფე­რენ­ციო) დარ­ბა­ზი", რო­მე­ლიც სა­ტაძ­რო კომ­პლექ­სის ეზო­ში მდე­ბა­რე­ობს და თა­ვი­სუ­ფა­ლი დას­წრე­ბის პრინ­ცი­პით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უან­გა­როდ, ყვე­ლა მსურ­ველს მას­პინ­ძლობს სა­ღა­მო­ებ­ზე. ათო­ნის დარ­ბა­ზი წარ­მო­ად­გენს პატ­რი­არ­ქის რჩე­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას, რომ­ლი­თაც იგი სამ­რევ­ლო­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნას­თან აქ­ტი­უ­რი მი­სი­ო­ნე­რუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ათო­ნის დარ­ბაზ­ში" პან­დე­მი­ამ­დე რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბო­და შეხ­ვედ­რე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, მუ­სი­კის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ეწყო­ბო­და გა­მო­ფე­ნე­ბი და საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ამა­ვე სივ­რცის ფარ­გლებ­შია არა­ერ­თი უფა­სო სა­ბავ­შვო წრეც. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში "ათო­ნის დარ­ბაზ­მა" ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ახალ დო­ნე­ზე გა­ნაგ­რძო და ამ­ჯე­რად მისი ორ­გა­ნი­ზე­ბით, იმარ­თე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­სტი­ტუტ­თან, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ, მათ შო­რის ტელე­ხი­დე­ბი კა­პო­დის­ტრი­ის სა­ხე­ლო­ბის ათე­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გან­თქმულ პრო­ფე­სო­რებ­თან და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ სუ­ლი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხვა კე­რას­თან.

ამას­თან ერ­თად, ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბიბს ტაძ­რის სამ­რევ­ლო და წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ქვეყ­ნის­თვის სა­ჭი­რო დროს აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს გა­და­ე­ცა 10 000 ლარი და პირ­ვე­ლი ტალ­ღის ბო­ლომ­დე და­ეთ­მო ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რის ავ­ტო­მან­ქა­ნა.

მე­ო­რე ტალ­ღის დროს კი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე 10 მოს­წავ­ლეს გა­და­ე­ცა 10 ახა­ლი ლეპ­ტო­პი და აკა­დე­მი­უ­რი წლის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­უ­ფი­ნანსდა ინ­ტერ­ნეტ-მომ­სა­ხუ­რე­ბა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის თვალ­საზ­რი­სით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სია სა­მო­მავ­ლო­დაც გეგ­მავს ცხოვ­რე­ბის ამ ყო­ველ­დღი­უ­რი წე­სის გაგ­რძე­ლე­ბას, ამ­გვა­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი კი იძ­ლე­ვა იმის იმედს, რომ ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

მრევლი
0

არცერთი კომენტარი :) საკმარისია ცუდი დაიწეროს და კომენტარის დაწერას ვერ მოასწრებ, კარგი ხდება და ჩუმადაა ხალხი

ავტორი:

"თეთრი ჟილეტები" და ჯვართამაღლების ტაძრის მრევლის უნიკალური სოციალური დახმარება მოსახლეობისადმი პანდემიის დროს

"თეთრი ჟილეტები" და ჯვართამაღლების ტაძრის მრევლის უნიკალური სოციალური დახმარება მოსახლეობისადმი პანდემიის დროს

მაშინ, როდესაც საქართველოში ბოლო დროს ეკლესიის შესახებ ბევრი არასასიამოვნო ამბავი ისმის, თბილისში არის ეკლესია, რომელიც მუდმივად გამოირჩევა სხვადასხვა სოციალური და მისიონერული აქტივობით; ეკლესია, რომელმაც პანდემიის პირველივე დღეებიდან მოახერხა ახალ რეგულაციებზე გადაწყობა და მას შემდეგ სხვადასხვა ტიპის ჩართულობით ცდილობს არამხოლოდ მრევლის, არამედ საქართველოს მასშტაბით, არაერთი ოჯახის ცხოვრების შემსუბუქებას.

ეს ზემო ბახტრიონზე მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძარია, რომელიც 2003 წელს დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

სატაძრო ყოველდღიურობაში, მხოლოდ მსახურების ნაწილში სამრევლოდან 70-მდე ადამიანი მონაწილეობს. ეკლესიის შიგნით, მსახურების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო "თეთრმა ჟილეტებმა". ესაა ჯგუფი, რომელიც 2020 წლის დიდმარხვის პერიოდში შეიქმნა, პანდემიის გამოცხადების დღიდან, როდესაც სამრევლოს დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დადგა ტაძრის გარე პერიმეტრის დარეგულირების და მრევლის გადანაწილების საჭიროება.

ტაძარი მაქსიმალურად ცდილობს, ღვთისმსახურება იყოს მოწესრიგებული, თავისი დიდებულებით და მშვენიერებით. თეთრჟილეტიანი ახალგაზრდები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღემდე ყოველდღიურ ლიტურგიებზე ტაძრის ეზოში არიგებენ პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს, წვიმის დროს - ქოლგებს, ზამთრის ცივ დღეებში კი - პლედებს.

ჯვართამაღლების კომპლექსი მოიცავს სამ მოქმედ და ერთ მშენებარე ტაძარს, აგრეთვე სააქტო დარბაზს, გამომცემლობას, აუდიო წიგნებისთვის ხმის ჩამწერ სტუდიას და სხვა. ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში წირვა ყოველდღიურად აღევლინება, ხოლო კვირას და დღესასწაულებზე ლიტურგიები სამ სხვადასხვა ტაძარში სამ სხვადასხვა დროს აღესრულება, რათა ადამიანებს რამდენიმე ნაკადად, მათთვის ხელსაყრელ დროს მისვლის და მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

სამრევლოში მოქმედებს ახალგაზრდული საინიციატივო და საორგანიზაციო ჯგუფები, რომელთა ორგანიზებით რეგულარულად ხორციელდება სხვადასხვა საზოგადოებრივი პროექტი. მათგან აღსანიშნავია "ათონის წმიდა მთის სახელობის სახალხო (საკონფერენციო) დარბაზი", რომელიც სატაძრო კომპლექსის ეზოში მდებარეობს და თავისუფალი დასწრების პრინციპით, აბსოლუტურად უანგაროდ, ყველა მსურველს მასპინძლობს საღამოებზე. ათონის დარბაზი წარმოადგენს პატრიარქის რჩევის რეალიზებას, რომლითაც იგი სამრევლოებს საზოგადოების ყველა ფენასთან აქტიური მისიონერული და შემოქმედებითი მიდგომებისკენ მოუწოდებს.

"ათონის დარბაზში" პანდემიამდე რეგულარულად ტარდებოდა შეხვედრები ხელოვნების, მეცნიერების, მუსიკის და სხვა მიმართულების წარმომადგენლებთან, ეწყობოდა გამოფენები და საქველმოქმედო ღონისძიებები, ამავე სივრცის ფარგლებშია არაერთი უფასო საბავშვო წრეც. პანდემიის პირობებში "ათონის დარბაზმა" ფუნქციონირება ახალ დონეზე განაგრძო და ამჯერად მისი ორგანიზებით, იმართება დისტანციური შეხვედრები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ტელეხიდები კაპოდისტრიის სახელობის ათენის ეროვნული ინსტიტუტის განთქმულ პროფესორებთან და მსოფლიოში ცნობილ სულიერების სხვადასხვა კერასთან.

ამასთან ერთად, ჯვართამაღლებიბს ტაძრის სამრევლო და წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნისთვის საჭირო დროს აქტიურად ახორციელებს საზოგადოებრივ ღონისძიებებს, მათ შორის აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცა 10 000 ლარი და პირველი ტალღის ბოლომდე დაეთმო ტაძრის მღვდელმსახურის ავტომანქანა.

მეორე ტალღის დროს კი საქართველოს მასშტაბით, აუცილებელი საჭიროების მქონე 10 მოსწავლეს გადაეცა 10 ახალი ლეპტოპი და აკადემიური წლის დასრულებამდე დაუფინანსდა ინტერნეტ-მომსახურება, რაც მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.ჯვართამაღლების ეკლესია სამომავლოდაც გეგმავს ცხოვრების ამ ყოველდღიური წესის გაგრძელებას, ამგვარი აქტივობები კი იძლევა იმის იმედს, რომ ერთმანეთის თანადგომა მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება საზოგადოებისთვის.

კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

საქართველოში გლოვის დღეა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია