სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი მეხვეწება დედიკო მიშველეო... თავს მოვიკლავო" - "რეგინფო" აქვეყნებს მიმოწერას გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედასა და სოციალურ მუშაკს შორის
"ბავშვი მეხვეწება დედიკო მიშველეო... თავს მოვიკლავო" - "რეგინფო" აქვეყნებს მიმოწერას გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედასა და სოციალურ მუშაკს შორის

სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო, რომ ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქა­ქუთ­ში მცხოვ­რე­ბი 14 წლის გო­გო­ნა თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და - ამის შე­სა­ხებ "რე­გინ­ფო" წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გო­გო­ნას დე­დამ მერი რო­მა­ნა­ძემ სოც­მუ­შაკს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" მის­წე­რა და სთხო­ვა, ბავ­შვს დახ­მა­რე­ბო­და, რად­გან თვი­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ბავ­შვი მეხ­ვე­წე­ბა, დე­დი­კო მიშ­ვე­ლეო. მე ამ­ხე­ლა გზი­დან რა გა­ვა­კე­თო. თავს მო­ვიკ­ლა­ვო, იძა­ხის“, - ნათ­ქვა­მია გო­გო­ნას დე­დის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის­თვის გაგ­ზავ­ნილ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში. მა­ნამ­დე დე­დამ სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს მის­წე­რა, რომ ბავ­შვზე ოჯახ­ში ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ.

"თუ ზე­წო­ლას გა­ნიც­დის, ეს უკვე ძა­ლა­დო­ბაა და პო­ლი­ცი­ას უნდა მი­მარ­თოს და ჩა­მო­ვი­დეს სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში. უპირ­ვე­ლე­სად მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბი უნდა აღიდ­გი­ნოთ. ხომ აგიხ­სე­ნით, ჩა­მო­ვი­დეს და ავუხ­სნი მა­საც. აქ ნუ მწერთ, ფე­ის­ბუ­ქი მაქვს პი­რა­დი მი­მო­წე­რის­თვის" - ასე უპა­სუ­ხა სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გო­გო­ნას დე­დას.

14 წლის ნი­ნიმ თავი 9 თე­ბერ­ვალს მო­იკ­ლა. შემ­თხვე­ვამ­დე ორი თვით ადრე, ოჯახ­მა ქო­ბუ­ლე­თის პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა გო­გო­ნას გა­უ­ა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ - აღ­ნიშ­ნულ­ზე უკვე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და პო­ლი­ცი­ამ გო­გო­ნას თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვა 23 წლის მო­ძა­ლა­დე. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯახ­ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და - მას ბი­ძე­ბი სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

წყა­რო: "რე­გინ­ფო"

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
yekaterinburg
0

ბავშვი მოკლეს და ვფიქრობ ცოტა ყველას ბრალია რომ დღეს ის ცოცხალი აღარაა,თუნდაც დედამისიც,ისევე როგორც სოც.მუშაკი,პოლიცია მოძალადე ბიჭი და გოგონას პაპა და ბიძები,სევე ისინი ვინ ეს ყველაფერი იცოდა და გაჩუმებული იყო...

leqtori
9

თუ სახელმწიფომ დედის უფლება ჩამოართვა, ის იურდიულად დედად აღარ იწერება . . .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბავშვი მეხვეწება დედიკო მიშველეო... თავს მოვიკლავო" - "რეგინფო" აქვეყნებს მიმოწერას გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედასა და სოციალურ მუშაკს შორის

"ბავშვი მეხვეწება დედიკო მიშველეო... თავს მოვიკლავო" - "რეგინფო" აქვეყნებს მიმოწერას გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედასა და სოციალურ მუშაკს შორის

სოციალური მუშაკი ინფორმირებული იყო, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში მცხოვრები 14 წლის გოგონა თავის მოკვლას აპირებდა - ამის შესახებ "რეგინფო" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გოგონას დედამ მერი რომანაძემ სოცმუშაკს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მისწერა და სთხოვა, ბავშვს დახმარებოდა, რადგან თვითონ საქართველოში არ იმყოფებოდა.

"ბავშვი მეხვეწება, დედიკო მიშველეო. მე ამხელა გზიდან რა გავაკეთო. თავს მოვიკლავო, იძახის“, - ნათქვამია გოგონას დედის მიერ სოციალური მუშაკისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში. მანამდე დედამ სოციალურ მუშაკს მისწერა, რომ ბავშვზე ოჯახში ფიზიკურად ძალადობდნენ.

"თუ ზეწოლას განიცდის, ეს უკვე ძალადობაა და პოლიციას უნდა მიმართოს და ჩამოვიდეს სოციალურ სამსახურში. უპირველესად მშობლის უფლებები უნდა აღიდგინოთ. ხომ აგიხსენით, ჩამოვიდეს და ავუხსნი მასაც. აქ ნუ მწერთ, ფეისბუქი მაქვს პირადი მიმოწერისთვის" - ასე უპასუხა სოციალურმა მუშაკმა ძალადობის მსხვერპლი გოგონას დედას.

14 წლის ნინიმ თავი 9 თებერვალს მოიკლა. შემთხვევამდე ორი თვით ადრე, ოჯახმა ქობულეთის პოლიციას შეატყობინა გოგონას გაუატიურების შესახებ - აღნიშნულზე უკვე დაწყებულია გამოძიება და პოლიციამ გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა 23 წლის მოძალადე. ცნობილია ისიც, რომ არასრულწლოვანი ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა - მას ბიძები სასტიკად გაუსწორდნენ.

წყარო: "რეგინფო"

რა განმარტებას აკეთებს შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ენმ-ს ოფისთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

"ის ავად არის, გუშინ შეუძლოდ გახდა..." - ადვოკატი ითხოვს, გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ