პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები
"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის სკან­და­ლუ­რო­ბა უნდა დას­რულ­დეს, - გა­ნა­ცხა­და ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ ქა­და­გე­ბა­ზე.

მისი თქმით, ეპარ­ქი­ა­ში უნდა და­ი­წყოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, რაც იყო ეპარ­ქი­ის მთა­ვა­რი დატ­ვირ­თვა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, რას გუ­ლის­ხმობ­და სკან­და­ლუ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში, ამ­ბობს, სკან­და­ლუ­რო­ბა ყვე­ლას­გან იყო, მაგ­რამ არა მე­უ­ფე გრი­გო­ლის­გან, მე­ტიც, მისი თქმით, ის მსხვერ­პლი იყო.

"დარ­ბი­ხართ ყვე­ლა და პო­ლი­ტი­კურ კი­თხვებს სვამთ და თუ გინ­დათ, ჭყონ­დიდ­ში ჩა­მო­დით სუ­ლი­ე­რე­ბის­თვის. სკან­და­ლუ­რო­ბა ყვე­ლას­გან იყო, ვი­ღა­ცას აინ­ტე­რე­სებ­და, ვი­ღა­ცამ აი­ტა­ცა და გა­ა­შუ­ქეს, რო­გორც აწყობ­დათ. მე არ ვა­პი­რებ, სკან­და­ლუ­რო­ბის პრო­პა­გან­დას. იქ უნდა ვიყო წყნა­რად და მშვი­დად. სკან­და­ლუ­რო­ბა­ში მე­უ­ფე გრი­გო­ლი არა­ფერ შუ­ა­შია, მე­უ­ფე მსხვერ­პლი იყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­სა. მას თა­ვის ეპარ­ქია ჰქონ­და და წარ­მო­იდ­გი­ნე, ჭყონ­დი­დი­დან წალ­კა­ში, რთუ­ლია. დრო­ე­ბით იყო, ვიდ­რე ვინ­მე გა­მო­ი­ძებ­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

მან ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში მსა­ხუ­რე­ბის და­მა­ტე­ბა "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით ერ­თგვა­რი სას­ჯე­ლი არ არის. მისი თქმით, ეს სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და ამით ჰეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შეც­ვლი­ლა.

მარ­ტვი­ლი­სა და ჭყონ­დი­დის ყო­ფი­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გოლ კა­ცია კი აცხა­დებს, რომ ეპარ­ქი­ა­ში აგ­რე­სია და სი­ძულ­ვი­ლია. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ად­გილ­ზე ბევ­რმა ვერ მი­ი­ღო მღვდელმთავ­რად.

„აქ სამ­წუ­ხა­როდ, დამ­ხვდა სი­ტუ­ა­ცია, რომ ბევ­რი, ვინც ამ ეპარ­ქი­ა­ში იყო, ვერ მი­მი­ღო, რო­გორც მღვდელმთა­ვა­რი, იმ დღი­დან სამ­წუ­ხა­როა, ამ ეპარ­ქი­ა­ში არის აგ­რე­სია, სი­ძულ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ის ბე­რე­ბი, მა­მე­ბი ერ­თად რომ გა­ი­ზარ­დნენ, ერ­თად მოღ­ვა­წე­ობ­დნენ, ერ­თად აღიკ­ვე­ცენ, ერ­თმა­ნეთს არ ესალ­მე­ბი­ან. ეს აგ­რე­სია დღემ­დე არის. მე­უ­ფე პეტ­რე აქ 14 წელი მოღ­ვა­წე­ობ­და და მე ვფიქ­რობ, დრო და წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა, რათა ეს აგ­რე­სია გა­ნი­კურ­ნოს“, - გა­ნუ­ცხა­და გრი­გოლ კა­ცი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ცნო­ბის­თვის, წმინ­და სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ას მე­უ­ფე სტე­ფა­ნე უხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მიტ­რო­პო­ლი­ტი იყო. მე­უ­ფე გრი­გოლ კა­ცია, რო­მე­ლიც მე­უ­ფე პეტ­რეს მღვდელმთავ­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში და­ი­ნიშ­ნა, თა­ვის ეპარ­ქი­ა­ში, წალ­კა­ში დაბ­რუნ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
max
0

ეპარქიაში კი არა მთელ საქარტველოშია მსგავსი სიტუაცია(((

გიორგი
3
ამ კარიკატურულმა ვითომ მღვდელებმა ხომ წაიღეს უკვე პრო..ს ტვინი! ტტფფუუუ...
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები

ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს, - განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მეუფე სტეფანემ ქადაგებაზე.

მისი თქმით, ეპარქიაში უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ცხოვრება, განათლება და სახელმწიფოებრიობა, რაც იყო ეპარქიის მთავარი დატვირთვა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა სკანდალურობის დასრულებაში, ამბობს, სკანდალურობა ყველასგან იყო, მაგრამ არა მეუფე გრიგოლისგან, მეტიც, მისი თქმით, ის მსხვერპლი იყო.

"დარბიხართ ყველა და პოლიტიკურ კითხვებს სვამთ და თუ გინდათ, ჭყონდიდში ჩამოდით სულიერებისთვის. სკანდალურობა ყველასგან იყო, ვიღაცას აინტერესებდა, ვიღაცამ აიტაცა და გააშუქეს, როგორც აწყობდათ. მე არ ვაპირებ, სკანდალურობის პროპაგანდას. იქ უნდა ვიყო წყნარად და მშვიდად. სკანდალურობაში მეუფე გრიგოლი არაფერ შუაშია, მეუფე მსხვერპლი იყო ამ სიტუაციისა. მას თავის ეპარქია ჰქონდა და წარმოიდგინე, ჭყონდიდიდან წალკაში, რთულია. დროებით იყო, ვიდრე ვინმე გამოიძებნებოდა", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მან ასევე განმარტა, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურების დამატება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ერთგვარი სასჯელი არ არის. მისი თქმით, ეს სინოდის გადაწყვეტილება იყო და ამით ჰესთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია კი აცხადებს, რომ ეპარქიაში აგრესია და სიძულვილია. როგორც მან განაცხადა, ადგილზე ბევრმა ვერ მიიღო მღვდელმთავრად.

„აქ სამწუხაროდ, დამხვდა სიტუაცია, რომ ბევრი, ვინც ამ ეპარქიაში იყო, ვერ მიმიღო, როგორც მღვდელმთავარი, იმ დღიდან სამწუხაროა, ამ ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი. სამწუხაროა, რომ ის ბერები, მამები ერთად რომ გაიზარდნენ, ერთად მოღვაწეობდნენ, ერთად აღიკვეცენ, ერთმანეთს არ ესალმებიან. ეს აგრესია დღემდე არის. მეუფე პეტრე აქ 14 წელი მოღვაწეობდა და მე ვფიქრობ, დრო და წლები დასჭირდება, რათა ეს აგრესია განიკურნოს“, - განუცხადა გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო. მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა, თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა.

"არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება" - "ფაიზერის" ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება

როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა

გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ?