სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იქნება თუ არა კიდევ ერთი გადატვირთვა რუსეთთან? - რას წერს უცხოური მედია ბაიდენისა და პუტინის პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ
იქნება თუ არა კიდევ ერთი გადატვირთვა რუსეთთან? - რას წერს უცხოური მედია ბაიდენისა და პუტინის პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ

"რუ­სეთ­თან პო­ლი­ტი­კის გა­დატ­ვირ­თვა არ იქ­ნე­ბა" - ეს იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ჯო ბა­ი­დენ­მა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბა­ი­დენ­მა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ტე­ლე­ფო­ნით ისა­უბ­რეს, რა­მაც ახა­ლი კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.

პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის გავ­ლე­ნი­ა­ნი ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აშშ-ში ხვდე­ბი­ან, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­ხედ­ვა და ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ზო­გი­ერ­თის მო­საზ­რე­ბით, ამე­რი­კის მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ცალ­მხრი­ვი ნა­ბი­ჯი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა.

"ამე­რი­კის ხმას­თან" სა­უ­ბარ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, პოლა დობ­რი­ანსკი აღ­ნიშ­ნავს, რომ უკვე გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­დატ­ვირ­თვის ნიშ­ნებს ვერ ხე­დავს.

"არ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ლეღ­ვის ფოთ­ლე­ბის აფა­რე­ბა მა­შინ, როცა სა­ნაც­ვლოდ ვე­რა­ფერს ვი­ღებთ. ეს პირ­ვე­ლი სა­კი­თხია. ამას­თან, უნდა და­ვიც­ვათ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, პარტნი­ო­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი. აქ­ტი­უ­რად უნდა ვი­ფიქ­როთ ნა­ტო­ზე, ჩვენს სამ­ხედ­რო გან­ლა­გე­ბა­ზე, ევ­რო­პა­ში მო­წი­ნა­ვე დის­ლო­ცი­რე­ბა­ზე, იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა მი­ვუდ­გეთ არ­ქტი­კას, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რუ­სე­თი არ­ქტი­კა­ში ბა­ზებს აშე­ნებს", - აღ­ნიშ­ნავს პოლა დობ­რი­ანსკი.

დობ­რი­ანსკის მი­აჩ­ნია, რომ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთი მი­ზა­ნი ის უნდა იყოს, რომ "რუ­სე­თი არ უნდა დაბ­რუნ­დეს დიდ შვი­დე­ულ­ში იმის გამო, რომ მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი ან ნა­ბიჯს არ ამარ­თლებს".

რუსი პო­ლი­ტო­ლო­გის, ლე­ო­ნიდ გოზ­მა­ნის შე­ფა­სე­ბით, ტრამ­პი რუ­სე­თის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მმარ­თვე­ლი იყო, რად­გან მის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და, რა­საც არ მო­ე­ლის ბა­ი­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

"ტრამ­პი იმი­ტომ კი არ იყო ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბი, რომ კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი იყო, უბ­რა­ლოდ, ის კრემ­ლის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ და ამე­რი­კის­თვის, ზო­გა­დად, და­სავ­ლე­თის­თვის სა­ზი­ა­ნოდ მოქ­მე­დებ­და. მან გა­ა­მარ­თლა პუ­ტი­ნის იმე­დე­ბი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ბოლო ოთხ წელ­ში ამე­რი­კა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი შე­სუს­ტდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მათ მი­მართ ნდო­ბა და­კარ­გა. გარ­და ამი­სა, ლა­მის ნა­ტოს დაშ­ლის საფრ­თხეც კი გაჩ­ნდა.

არ შე­იძ­ლე­ბა ჯოხი მხო­ლოდ ტრამპზე გა­და­ტყდეს, მაგ­რამ მან თა­ვის გუნდთან ერ­თად, ამე­რი­კას ძა­ლი­ან დიდი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა, შე­ა­სუს­ტა იმ ქვეყ­ნე­ბის ნდო­ბაც, რომ­ლე­ბიც აშშ-ს მთა­ვარ მო­კავ­ში­რედ მი­იჩ­ნე­ვენ.

ახლა პუ­ტინს მო­უ­წევს არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს ნა­ვალ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დის უპი­რო­ბო ძა­ლა­უფ­ლე­ბას შო­რის. ფაქ­ტია, რომ ნა­ვალ­ნი მის მთა­ვარ თა­ვის ტკი­ვი­ლად იქცა", - აცხა­დებს გოზ­მა­ნი.

ბა­ი­დე­ნი-პუ­ტი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მე­დი­ის­თვი­საც ერთ-ერთი მთა­ვა­რი თე­მაა.

"ჯო ბა­ი­დენ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან პირ­ვე­ლი­ვე სა­ტელ­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ღიად ისა­უბ­რა გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე, მათ შო­რის მა­სობ­რივ კი­ბერ­შე­ტე­ვებ­სა და ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის მო­წამ­ვლა­ზე. სა­კი­თხთა გრძე­ლი სია მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­გან­გა­შო ურ­თი­ერ­თო­ბის ილუსტრა­ცი­აა. ამას­თან, ბა­ი­დენ­მა თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა იმა­ში, რომ "ის ძალ­ზე რბი­ლი იყო რუ­სეთ­თან". თა­ნაც სა­არ­ჩევ­ნო დე­ბა­ტებ­ში მას "პუ­ტი­ნის ლეკ­ვი" უწო­და", - წერს CNN.

"პუ­ტინ­თან სა­უბ­რი­სას ბა­ი­დენ­მა ღიად გა­მო­ხა­ტა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის ნა­ვალ­ნის და­კა­ვებს გამო. მან კრემლს ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოს­თხო­ვა, რომ­ლის გამო მთელ ქვე­ყა­ნა­ში მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა.

ახლა მთა­ვა­რია, ახ­სოვს თუ არა, ბა­ი­დენს თა­ვი­სი სი­ტყვე­ბი, რომ­ლი­თაც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რუ­სეთს მი­მარ­თა, რომ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მებ­ში შე­მოჭ­რის გამო, რუ­სე­თი ძა­ლი­ან დიდ ფასს გა­და­იხ­დი­და", - წერს The New York Times, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ეს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი პირ­ვე­ლია ორი ქვეყ­ნის ლი­დერს შო­რის კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გზა­ზე.

ად­გი­ლობ­რივ ანა­ლი­ტო­კო­სებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის იმე­დი არ აქვთ.

"ბა­ი­დე­ნი იბ­რძვის, რათა რუ­სე­თის მი­მართ თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დის მე­გობ­რუ­ლი ტონი კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს, თუმ­ცა ასე­ვე ცდი­ლობს, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის სივ­რცე და­ტო­ვოს... ეს ჯერ კი­დევ არ არის ცივი ომი, რაც იმედს აჩენს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ლაგ­დე­ბა. ბა­ი­დე­ნი არ ცდი­ლობს რუ­სეთ­თან პირ­და­პირ კონფრონ­ტა­ცი­ას, შიდა პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ასე­ვე, ით­ვა­ლის­წი­მებს ირა­ნი­სა და ჩი­ნე­თის ფაქ­ტო­რებს", - წერს Associated Press.

ექ­სპერ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი თან­ხმდე­ბა, რომ რუ­სეთ­თან რა­ღაც სა­ხის სა­მუ­შაო ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას და მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის კონ­ტროლს ეხე­ბა. "ჰა­ლი­ფაქ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის ფო­რუ­მის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი რო­ბინ შე­პარ­დი ამ­ბობს, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან და ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ი­დე­ნი "უფრო მკაც­რი იქ­ნე­ბა [რუ­სეთ­თან] ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტი ობა­მა იყო. ობა­მამ რუ­სეთ­თან „გა­დატ­ვირ­თვა“ და­ი­წყო, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ტყუ­ე­ბის სა­ვარ­ჯი­შო იყო. ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დატ­ვირ­თვა თა­ვის­თა­ვად კარ­გი ნა­ბი­ჯია, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს მე­ო­რე მხა­რე­საც სურს. რუ­სე­თი არაფ­რის გა­დატ­ვირ­თვას არ აპი­რებს. ვფიქ­რობ, ჯო ბა­ი­დენს ეს ეს­მის. იქ­ნე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ზო­გი­ერთ სფე­რო­ში, მაგ­რამ ასე­ვე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც, რო­მე­ლიც ალ­ბათ, მხო­ლოდ რი­ტო­რი­კით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა", - ამ­ბობს შე­პარ­დი.

ბა­ი­დე­ნის პო­ლი­ტი­კა რი­ტო­რი­კის დო­ნე­ზე დარ­ჩე­ბა, თუ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, იმა­ზეც იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თუ რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა თეთრ სახ­ლს „სო­ლა­რუ­ინ­დის“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ უპ­რე­ცე­დენ­ტო და მა­სობ­რივ კი­ბერ-თავ­დას­ხმა­ზე. ამე­რი­კის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის დას­კვნით, თავ­დას­ხმა რუ­სეთ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თავ­დას­ხმის დროს ჰა­კე­რებ­მა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მფლო­ბელ 18 000 კომ­პა­ნი­ა­ზე, მათ შო­რის, „მა­იკ­რო­სოფტ­ზე“ მო­ი­პო­ვეს წვდო­მა. მათ ასე­ვე შე­აღ­წი­ეს ამე­რი­კის მთავ­რო­ბის სხვა­დას­ხვა შრე­ე­ბის ათო­ბით სა­ი­დუმ­ლო სის­ტე­მა­ში.​

ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად ექ­სპერ­ტე­ბი ევ­რო­პის ენერ­გო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ენერ­გო რე­სურ­სე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ას ასა­ხე­ლე­ბენ. პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია რუ­სუ­ლი „ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 2-ის“ აშე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. მილ­სა­დენ­მა რუ­სუ­ლი გაზი გერ­მა­ნი­ამ­დე უკ­რა­ი­ნის­თვის გვერ­დის ავ­ლით, ბალ­ტი­ის ზღვის ფსკერ­ზე და­გე­ბუ­ლი მილ­სა­დე­ნით უნდა მი­ი­ტა­ნოს. კონ­გრე­სის ორ­პარ­ტი­უ­ლი თან­ხმო­ბით, ტრამპმა მილ­სა­დენს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა და მისი მშე­ნებ­ლო­ბა დრო­ე­ბით შე­ფერ­ხდა. თუმ­ცა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ პრო­ექ­ტი მა­ინც მალე დამ­თავ­რდე­ბა, რად­გან რუ­სე­თი მის ბოლო ფა­ზას, ძი­რი­თა­დად, სა­კუ­თა­რი რე­სურ­სით ამ­თავ­რებს და გერ­მა­ნია პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
8

რაც უფრო დაგვიანდება საერთო ფორმატზე შეთანხმება ევროატლანტიკურ სივრცეში მით უარესია მისთვის. ამის გათვალისწინებით, ალბათ უახლოეს ისტორიაში წყნარ ოკეანეთში გადაინაცვლებს ე.წ.ბრიუსელი, ვაშინგტონი, თუ მოსკოვი, იქიდან მოუსმენთ იმათ, ვინ ევროატლანტიკურ სივრცეში მთელი ისტორია ვერ რიგდება. იდიოტები და მწვალებლები ადამიანისა.

წმინდა გაგა
38

გინდ გადატვირთეთ და გინდ გადმოტვირთეთ დიდი და უძლეველი რუსეთის იმპერია კიდევ მრავალი საუკუნე იქნება მთავარი პოლიტიკური მოთამაშე!!!

დიდება რუსეთს!!! დიდება საქართველოს და რუსეთის მტკიცე, ერთმორწმუნე ძმობას და მეგობრობას!!!

არა ნატოს!!! არა ამერიკას!!! არა ლიბერასტებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

იქნება თუ არა კიდევ ერთი გადატვირთვა რუსეთთან? - რას წერს უცხოური მედია ბაიდენისა და პუტინის პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ

იქნება თუ არა კიდევ ერთი გადატვირთვა რუსეთთან? - რას წერს უცხოური მედია ბაიდენისა და პუტინის პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ

"რუსეთთან პოლიტიკის გადატვირთვა არ იქნება" - ეს იყო ერთ-ერთი პირველი განცხადება, რომელიც ჯო ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის პრეზიდენტი გახდა. რამდენიმე დღის წინ ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს, რამაც ახალი კითხვები გააჩინა.

პოლიტიკური სპექტრის გავლენიანი ნაწილი ვარაუდობს, რომ მწვავე განცხადებების მიუხედავად, აშშ-ში ხვდებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა და ახლებური მიდგომა აუცილებელია. ზოგიერთის მოსაზრებით, ამერიკის მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ცალმხრივი ნაბიჯი შეცდომა იქნება.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე გლობალური პოლიტიკის მიმართულებით, პოლა დობრიანსკი აღნიშნავს, რომ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე დაყრდნობით, გადატვირთვის ნიშნებს ვერ ხედავს.

"არ უნდა გავაგრძელოთ ლეღვის ფოთლების აფარება მაშინ, როცა სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებთ. ეს პირველი საკითხია. ამასთან, უნდა დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, პარტნიორები და მეგობრები. აქტიურად უნდა ვიფიქროთ ნატოზე, ჩვენს სამხედრო განლაგებაზე, ევროპაში მოწინავე დისლოცირებაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ არქტიკას, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი არქტიკაში ბაზებს აშენებს", - აღნიშნავს პოლა დობრიანსკი.

დობრიანსკის მიაჩნია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიზანი ის უნდა იყოს, რომ "რუსეთი არ უნდა დაბრუნდეს დიდ შვიდეულში იმის გამო, რომ მისი მოქმედებები ან ნაბიჯს არ ამართლებს".

რუსი პოლიტოლოგის, ლეონიდ გოზმანის შეფასებით, ტრამპი რუსეთისთვის შესანიშნავი მმართველი იყო, რადგან მის ინტერესებს იცავდა, რასაც არ მოელის ბაიდენის შემთხვევაში.

"ტრამპი იმიტომ კი არ იყო ჩვენთვის მისაღები, რომ კარგი პოლიტიკოსი იყო, უბრალოდ, ის კრემლისთვის სასარგებლოდ და ამერიკისთვის, ზოგადად, დასავლეთისთვის საზიანოდ მოქმედებდა. მან გაამართლა პუტინის იმედები, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო ოთხ წელში ამერიკაში დემოკრატიული ინსტიტუტები შესუსტდა, საზოგადოებამ მათ მიმართ ნდობა დაკარგა. გარდა ამისა, ლამის ნატოს დაშლის საფრთხეც კი გაჩნდა.

არ შეიძლება ჯოხი მხოლოდ ტრამპზე გადატყდეს, მაგრამ მან თავის გუნდთან ერთად, ამერიკას ძალიან დიდი ზიანი მოუტანა, შეასუსტა იმ ქვეყნების ნდობაც, რომლებიც აშშ-ს მთავარ მოკავშირედ მიიჩნევენ.

ახლა პუტინს მოუწევს არჩევანი გააკეთოს ნავალნის თავისუფლებასა და საკუთარი განუსაზღვრელი ვადის უპირობო ძალაუფლებას შორის. ფაქტია, რომ ნავალნი მის მთავარ თავის ტკივილად იქცა", - აცხადებს გოზმანი.

ბაიდენი-პუტინის ურთიერთობა მსოფლიოს წამყვანი მედიისთვისაც ერთ-ერთი მთავარი თემაა.

"ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან პირველივე სატელფონო საუბარში ღიად ისაუბრა გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის მასობრივ კიბერშეტევებსა და ქვეყნის წამყვანი ოპოზიციონერის მოწამვლაზე. საკითხთა გრძელი სია მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული საგანგაშო ურთიერთობის ილუსტრაციაა. ამასთან, ბაიდენმა თავისი წინამორბედი დაადანაშაულა იმაში, რომ "ის ძალზე რბილი იყო რუსეთთან". თანაც საარჩევნო დებატებში მას "პუტინის ლეკვი" უწოდა", - წერს CNN.

"პუტინთან საუბრისას ბაიდენმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება ოპოზიციონერი ლიდერის ნავალნის დაკავებს გამო. მან კრემლს ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოსთხოვა, რომლის გამო მთელ ქვეყანაში მასშტაბური აქციები იმართება.

ახლა მთავარია, ახსოვს თუ არა, ბაიდენს თავისი სიტყვები, რომლითაც არჩევნებამდე რუსეთს მიმართა, რომ კომპიუტერულ სისტემებში შემოჭრის გამო, რუსეთი ძალიან დიდ ფასს გადაიხდიდა", - წერს The New York Times, რომლის ცნობითაც, ეს სატელეფონო ზარი პირველია ორი ქვეყნის ლიდერს შორის კონფრონტაციული ურთიერთობების გზაზე.

ადგილობრივ ანალიტოკოსებს ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებების იმედი არ აქვთ.

"ბაიდენი იბრძვის, რათა რუსეთის მიმართ თავისი წინამორბედის მეგობრული ტონი კარდინალურად შეცვალოს, თუმცა ასევე ცდილობს, ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური ურთიერთობებისთვის სივრცე დატოვოს... ეს ჯერ კიდევ არ არის ცივი ომი, რაც იმედს აჩენს, რომ ურთიერთობები დალაგდება. ბაიდენი არ ცდილობს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას, შიდა პროცესების შესაბამისად, ასევე, ითვალისწიმებს ირანისა და ჩინეთის ფაქტორებს", - წერს Associated Press.

ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ რუსეთთან რაღაც სახის სამუშაო ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს სტრატეგიული სტაბილურობის მიმართულებას და მასობრივი განადგურების იარაღის კონტროლს ეხება. "ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის" ვიცე-პრეზიდენტი რობინ შეპარდი ამბობს, რომ მიღებული გამოცდილებიდან და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ბაიდენი "უფრო მკაცრი იქნება [რუსეთთან] ვიდრე პრეზიდენტი ობამა იყო. ობამამ რუსეთთან „გადატვირთვა“ დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის მოტყუების სავარჯიშო იყო. ურთიერთობის გადატვირთვა თავისთავად კარგი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მეორე მხარესაც სურს. რუსეთი არაფრის გადატვირთვას არ აპირებს. ვფიქრობ, ჯო ბაიდენს ეს ესმის. იქნება თანამშრომლობა ზოგიერთ სფეროში, მაგრამ ასევე შენარჩუნდება დაძაბული ურთიერთობაც, რომელიც ალბათ, მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლება", - ამბობს შეპარდი.

ბაიდენის პოლიტიკა რიტორიკის დონეზე დარჩება, თუ ქმედითი ნაბიჯებით განისაზღვრება, იმაზეც იქნება დამოკიდებული თუ როგორი რეაქცია ექნება თეთრ სახლს „სოლარუინდის“ სახელით ცნობილ უპრეცედენტო და მასობრივ კიბერ-თავდასხმაზე. ამერიკის სადაზვერვო სამსახურების დასკვნით, თავდასხმა რუსეთმა განახორციელა. თავდასხმის დროს ჰაკერებმა კონფიდენციალური ინფორმაციის მფლობელ 18 000 კომპანიაზე, მათ შორის, „მაიკროსოფტზე“ მოიპოვეს წვდომა. მათ ასევე შეაღწიეს ამერიკის მთავრობის სხვადასხვა შრეების ათობით საიდუმლო სისტემაში.​

ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ექსპერტები ევროპის ენერგო დამოუკიდებლობას და ენერგო რესურსების დივერსიფიკაციას ასახელებენ. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აშენების წინააღმდეგი იყო. მილსადენმა რუსული გაზი გერმანიამდე უკრაინისთვის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის ფსკერზე დაგებული მილსადენით უნდა მიიტანოს. კონგრესის ორპარტიული თანხმობით, ტრამპმა მილსადენს სანქციები დაუწესა და მისი მშენებლობა დროებით შეფერხდა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ პროექტი მაინც მალე დამთავრდება, რადგან რუსეთი მის ბოლო ფაზას, ძირითადად, საკუთარი რესურსით ამთავრებს და გერმანია პროექტის განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს.

"ფარაონების "ოქროს აღლუმი" - მუმიების გადასვენების შთამბეჭდავი ღონისძიება ეგვიპტეში, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

"რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს" - რას წერს უკრაინული მედია

ჰაკერებმა "ფეისბუქის" მილიონობით მომხმარებლის პირად მონაცემებთან ერთად, ცუკერბერგის მონაცემებიც მოიპარეს და მისი ნომერი გაასაჯაროვეს