სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ..." - ლაშა ბუღაძე
"დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ..." - ლაშა ბუღაძე

მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე ქო­ბუ­ლეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გო­გო­ნას ამ­ბავს ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვე­ბი "კა­ცე­ბის თავ­და­ჯე­რე­ბულ იდი­ო­ტიზმსა და კრი­მი­ნა­ლურ პატ­რი­არ­ქატს ეწი­რე­ბი­ან".

ბუ­ღა­ძის აუ­დი­ო­კო­მენ­ტარს "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" აქ­ვეყ­ნებს.

"ჩვენ­თან, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ ქვეყ­ნის უმ­რავ­ლე­სო­ბა თავს ქრის­ტი­ა­ნად მი­იჩ­ნევს, რო­მელ მო­რალ­ზე გვაქვს პრე­ტენ­ზია, რო­დე­საც კა­ცე­ბი, თა­ვი­ან­თი კა­ცუ­რი მცნე­ბე­ბით შე­ურ­ყე­ველ დოგმე­ბად აწე­სე­ბენ ვე­ლუ­რად მო­რა­ლის­ტურ კა­ნო­ნებს, სა­დაც მარ­თა­ლი მა­მე­ბი­სა და ბა­ბუ­ე­ბის რწმე­ნით, 14 წლის მო­ზარდს თავი იმი­ტომ მო­უკ­ლავს თურ­მე, რომ და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ეს­ყი­და...

და სა­დაც ტვინ­შერ­ყე­უ­ლი, სულ და ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბწარ­წყმენ­დი­ლი მღვდლე­ბი ამ­ბი­ო­ნე­ბი­დან ქა­და­გე­ბენ, რომ უარ­გი­სად ცხოვ­რე­ბას თურ­მე ბავ­შვო­ბა­ში­ვე სიკ­ვდი­ლი სჯო­ბია.

ვის და რას ეწი­რე­ბი­ან ეს ბავ­შვე­ბი?! ამ­ჯე­რად, არა ტრო­ას ომს, არა­მედ კა­ცე­ბის თავ­და­ჯე­რე­ბულ იდი­ო­ტიზმს და გა­და­უ­შე­ნე­ბე, გა­დახ­რწნილ, ჩამ­პალ და მა­ინც არ­გამ­ქრალ და მძლავს, ბნელ, კრი­მი­ნა­ლურ პატ­რი­არ­ქატს, სა­დაც მკვლელს ხელს არა­ვინ და­უ­ჭერს უკა­ნას­კნელ წამს.

რო­მელ ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე ქა­ქა­ნებს ეს უგუ­ლო ბრბო? დღეს რომ შე­მო­სუ­ლი­ყო წმინ­და ნინო ფა­რავ­დნი­დან მცხე­თამ­დე ვერც მო­აღ­წევ­და, გზად გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ და მოკ­ლავ­დნენ... თავ­საც გა­ი­მარ­თლებ­დნენ, ქალს მარ­ტო რა უნ­დო­დაო. დამ­ნა­შა­ვე აქ ხომ მხო­ლოდ მსხვერ­პლია. კი­დევ კარ­გად გა­დაგ­ვირ­ჩა ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი" - ამ­ბობს ბუ­ღა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 14 წლის მო­ზარ­დის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 23 წლის მა­მა­კაცს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე და­ვით მა­მი­სე­იშ­ვილ­მა მი­ი­ღო. მომ­დევ­ნო სხდო­მა 6 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბა­ში პი­რი­ქით გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად იბ­რძო­ლე­ბენ.

გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 10 თე­ბერ­ვალს გავ­რცელ­და. ამის შემ­დეგ შსს-მ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მად, პო­ლი­ცი­ამ ქო­ბუ­ლეთ­ში 16 წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვის ბრალ­დე­ბით, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

ნ ა ძ ი რ ა ლ ა !!

ზურაბი
186

კაცი რომ შეიცნო ერთი ფუთი მარილი უნდა ჭამოვო ასეთ მკრეხელობას ლაშასგან ვერ წარმოვიდგენდი თავის დედა მოეყვანა მაგალითად მაგ დალოცვილს თავის დედა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ..." - ლაშა ბუღაძე

"დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ..." - ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ამბავს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში ბავშვები "კაცების თავდაჯერებულ იდიოტიზმსა და კრიმინალურ პატრიარქატს ეწირებიან".

ბუღაძის აუდიოკომენტარს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს.

"ჩვენთან, იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა თავს ქრისტიანად მიიჩნევს, რომელ მორალზე გვაქვს პრეტენზია, როდესაც კაცები, თავიანთი კაცური მცნებებით შეურყეველ დოგმებად აწესებენ ველურად მორალისტურ კანონებს, სადაც მართალი მამებისა და ბაბუების რწმენით, 14 წლის მოზარდს თავი იმიტომ მოუკლავს თურმე, რომ დანაშაული გამოესყიდა...

და სადაც ტვინშერყეული, სულ და ბიოგრაფიებწარწყმენდილი მღვდლები ამბიონებიდან ქადაგებენ, რომ უარგისად ცხოვრებას თურმე ბავშვობაშივე სიკვდილი სჯობია.

ვის და რას ეწირებიან ეს ბავშვები?! ამჯერად, არა ტროას ომს, არამედ კაცების თავდაჯერებულ იდიოტიზმს და გადაუშენებე, გადახრწნილ, ჩამპალ და მაინც არგამქრალ და მძლავს, ბნელ, კრიმინალურ პატრიარქატს, სადაც მკვლელს ხელს არავინ დაუჭერს უკანასკნელ წამს.

რომელ ქრისტიანობაზე ქაქანებს ეს უგულო ბრბო? დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო ფარავდნიდან მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ... თავსაც გაიმართლებდნენ, ქალს მარტო რა უნდოდაო. დამნაშავე აქ ხომ მხოლოდ მსხვერპლია. კიდევ კარგად გადაგვირჩა ქართველთა განმანათლებელი" - ამბობს ბუღაძე.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. მომდევნო სხდომა 6 აპრილს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ახლობლები ძალადობაში პირიქით გოგონას ოჯახის წევრებს ადანაშაულებენ და ისინი ამბობენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებენ.

გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 თებერვალს გავრცელდა. ამის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.