ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. მომდევნო სხდომა 6 აპრილს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ახლობლები ძალადობაში პირიქით გოგონას ოჯახის წევრებს ადანაშაულებენ და ისინი ამბობენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებენ.
ცნობისთვის, გოგონას გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.
გოგონას ბიძებს რას უპირეეებთ!!!??? თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი მათ არ ეხებათ???
ბიჭი ვიცით, რომ დასაკავებელია არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო.
საბრალო ბავშვი! იმის მაგივრად, რომ მხარში დადგომოდნენ, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს! ძალიან ბნელები ვართ! არავინ არ გაუწოდა დახმარების ხელი!