სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს
ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს

მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ყრი­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც არა­უგ­ვი­ა­ნეს მა­ის­ში გა­ი­მარ­თე­ბა, არ და­ვა­ყე­ნო პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კან­დი­და­ტუ­რა,- ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ბაქ­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" მისი 4 - წლი­ა­ნი თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და კარ­გი.

რო­გორც ბაქ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პარ­ტი­ას მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

"მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ყრი­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც არა­უგ­ვი­ა­ნეს მა­ის­ში გა­ი­მარ­თე­ბა, არ და­ვა­ყე­ნო პარ­ტი­ის თვმჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კან­დი­და­ტუ­რა“,-გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

ანა­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ახ­მო­ვა­ნა გიგი უგუ­ლა­ვა­მაც. მისი გან­ცხა­დე­ბით, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დრო­უ­ლია.

"და­ვით ბაქ­რა­ძის მსგავ­სად, არც მე ვა­პი­რებ მო­მა­ვალ ყრი­ლო­ბა­ზე კენ­ჭი ვი­ყა­რო გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად. აღარ ვიქ­ნე­ბი ყრი­ლო­ბის შემ­დეგ პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი. მი­მაჩ­ნია ეს არის ლო­გი­კუ­რი და დრო­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ყრი­ლო­ბა­ზე, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა არ და­ა­ყე­ნოს.

გიგა ბო­კე­რია აცხა­დებს, რომ და­ვით ბაქ­რა­ძის­გან და გიგი უგუ­ლა­ვას­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი მათი მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"პა­ტივს ვცემ გი­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ მე ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მაქვს მი­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერიკაცი
6

აიქცა ქვეყანა და ეგ არის.

mama
16

იძირება ნელნელა ევროპული გემი და ვირთხები გარბიან

ავტორი:

ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს

ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს

მივიღე გადაწყვეტილება, რომ "ევროპული საქართველოს" ყრილობაზე, რომელიც არაუგვიანეს მაისში გაიმართება, არ დავაყენო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურა,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ევროპულ საქართველოსთვის" მისი 4 - წლიანი თავმჯდომარეობა იყო წარმატებული და კარგი.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარტიას მუდმივი განახლება სჭირდება.

"მივიღე გადაწყვეტილება "ევროპული საქართველოს" ყრილობაზე, რომელიც არაუგვიანეს მაისში გაიმართება, არ დავაყენო პარტიის თვმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურა“,-განაცხადა ბაქრაძემ.

ანალოგიური გადაწყვეტილება გაახმოვანა გიგი უგულავამაც. მისი განცხადებით, მისი გადაწყვეტილება დროულია.

"დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო გენერალურ მდივნად. აღარ ვიქნები ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია ეს არის ლოგიკური და დროული“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, მანამდე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა არ დააყენოს.

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დავით ბაქრაძისგან და გიგი უგულავასგან განსხვავებით, არ აქვს მიღებული მათი მსგავსი გადაწყვეტილება.

"პატივს ვცემ გიგის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მელია ელისაშვილს პასუხობს: "არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან"

"მზად ვარ, ნიკა მელიას ჩემი ხელფასი გადავურიცხო..ადამიანურად მზად ვარ" - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს