სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი... გოგომ სთხოვა შეხვედრა და მოუყვა თავის მძიმე ცხოვრებაზე" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულისა და გარდაცვლილის ურთიერთობაზე
"ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი... გოგომ სთხოვა შეხვედრა და მოუყვა თავის მძიმე ცხოვრებაზე" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულისა და გარდაცვლილის ურთიერთობაზე

9 თე­ბერ­ვალს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქა­ქუთ­ში 14 წლის გო­გო­ნა ბა­ბუ­ამ ხეზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვა. არას­რულ­წლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე შსს-მ საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით აღ­ძრა. გო­გო­ნას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე თით­ქმის ორი თვით ადრე, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 140-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც 16 წელს მი­უ­წე­ველ­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს გუ­ლის­ხმობს.

არას­რულ­წლო­ვან­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 23 წლის მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ა­კა­ვა, რაც გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და. ამ ტრა­გე­დი­ამ­დე სულ მცი­რე ორი თვით ადრე პო­ლი­ცი­ამ იცო­და, რომ გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო, მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბაც, თუმ­ცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას არც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რია და არც ვინ­მე და­უ­კა­ვე­ბია.

23 წლის ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მო­ზარ­დთან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს. შვი­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ და­კა­ვე­ბუ­ლის მშობ­ლე­ბი და ძა­ლა­დო­ბა­ში არას­რულ­წლოვ­ნის ბა­ბუ­ას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"ბა­ბუა სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და ამ გო­გო­ზე, თვრე­ბო­და და ძა­ლა­დობ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­უმ­ხი­ლა ჩემს შვილს. მე­გობ­რობ­დნენ ჩემი ბიჭი და ეს გოგო. გა­უმ­ხი­ლა და უთხრა, მიშ­ვე­ლე, წა­მიყ­ვა­ნეო. ჩემს შვილს თითი არ აქვს ძა­ლა­დო­ბით და­კა­რე­ბუ­ლი" - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა.

ასევე დაგაინტერესებთ
22:30 / 10-02-2021

"არაფერს ლაპარაკობდა, ალბათ, ის ბიჭი ემუქრებოდა, ვინც გააუპატიურა, ოჯახის მხრიდან ძალადობას გამოვრიცხავ" - რას ყვება ბაბუა 14 წლის გოგოზე, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი ნახეს

13:48 / 12-02-2021

"უმოწყალოდ სცემეს ბიძებმა, წიხლქვეშ აგორეს: რატომ გააკეთე ასეთი რამე, გაგვაპაზორეო" - რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა

18:17 / 12-02-2021

"იმ პირობით, რომ ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა" - რა წერია ქობულეთში დაკავებულის ბრალდებაში?

22:30 / 12-02-2021

სალომე ზურაბიშვილი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება - რას წერს პრეზიდენტი "ფეისბუქზე"?

და­კა­ვე­ბუ­ლის მამა ამ­ბობს, რომ მათ "ბავ­შვის და­ნიშ­ვნა" უნ­დო­დათ:

"მე როცა გა­ვი­გე, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, ვი­ცით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გო­რი­ცაა ეს და მინ­დო­და ამ გო­გოს პატ­რო­ნო­ბა, რომ არ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი­ყო საქ­მე. მერე, რო­გორც წესი და რი­გია, როცა გახ­დე­ბო­და სრულ­წლო­ვა­ნი, უნდა დაგ­ვე­ნიშ­ნა და წა­მო­ვიყ­ვან­დით. მაგ­რამ სას­ტი­კი უარი თქვეს. და­უ­რე­კა ჩემს შვილს გო­გომ, მიშ­ვე­ლეო. საშ­ვე­ლად გა­ვაგ­ზავ­ნე ხალ­ხი და ეს ხალ­ხი სას­ტი­კი უა­რით დაბ­რუნ­დნენ, არ ღირს მა­გათ­თან მის­ვლაო. გო­გომ ერთხელ და­რე­კა, მას შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნი მას აღარ ჰქონ­და" - აცხა­დებს მე­დი­ას­თან და­კა­ვე­ბუ­ლის მამა.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი შა­ვა­ძე ამ­ბობს, რომ მის დაც­ვის ქვეშ მყოფს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბრა­ლი ჯერ არ წარ­დგე­ნია:

"სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, საქ­მეს სსკ-ის 140-ე მუხ­ლით რა­ტომ აღ­ძრავ­დნენ?! მინ­და კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტო ამ მუხ­ლის ში­ნა­არ­სი, რად­გან არას­წო­რად გა­შუქ­და მე­დი­ით. ამ მუხ­ლის გან­მარ­ტე­ბა ასე­თია: 16 წელს მი­უღ­წე­ველ პირ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი შეღ­წე­ვით, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით. აშუ­ქე­ბენ ისე, თით­ქოს ბიჭ­მა სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და არას­რულ­წლო­ვან­ზე. რო­გორც ჩანს, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მაც არ იცის, რომ 140-ე მუხ­ლი სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას არ გუ­ლის­ხმობს. მან თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით, ჩემი დაც­ვის ქვშ მყო­ფის უფ­ლე­ბე­ბი უხე­შად და­არ­ღვია და ახლა რომ მე­ცა­ლოს, წე­სით უნდა ვუ­ჩი­ო­დე სა­სამ­რთლო­ში.

ლო­გი­კუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, ძა­ლა­დო­ბას რომ ჰქო­ნო­და ად­გი­ლი, ეს გო­გო­ნა ხომ იტყო­და პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე და შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლით აღიძ­რე­ბო­და საქ­მე? თუ ბავ­შვი იტყო­და, რომ ბიჭ­მა აი­ძუ­ლა, და­ე­მუქ­რა ან მისი უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბით ისარ­გებ­ლა, მა­შინ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუხ­ლით უნდა აღ­ძრუ­ლი­ყო საქ­მე ან შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი მა­ინც გა­მო­ე­წე­რათ. სექ­სუ­ა­ლურ კი არა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­საც რომ ჰქო­ნო­და ად­გი­ლი, პო­ლი­ცია აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოს­ცემ­და შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დერს.

- რას ამ­ბობს თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი?

- ის ამ­ბობს, რომ სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი ამ გო­გო­ნას­თან არც ძა­ლით და არც შე­თან­ხმე­ბით. ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, პო­ლი­ცია აქამ­დე არ და­ა­კა­ვებ­და? მას არა­ვინ ჰყავს გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლო­ბე­ლი. პირ­ვე­ლად 2020 წლის 10 დე­კემ­ბერს მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ი­ბა­რეს და­კი­თხვა­ზე და მე რომ მივ­ყე­ვი, პო­ლი­ცი­ელ­მა უთხრა, შენ თუ პა­ტი­ო­სა­ნი კაცი ხარ, ად­ვო­კა­ტი რად გინ­დო­დაო. ამით იმის თქმა მინ­და, რომ მას ხელს არა­ვინ და­ა­ფა­რებ­და, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი რომ ჰქო­ნო­დათ. მა­შინ­ვე მოგვ­თხო­ვეს ნერ­წყვის ნი­მუ­ში და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­ა­ბა­რა, თავს რომ დამ­ნა­შა­ვედ თვლი­დეს, ხომ არ მის­ცემ­და? არც მა­ნამ­დე მი­მა­ლუ­ლა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და არც მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვმა თავი მო­იკ­ლა. ჩვენ და­კი­თხვას ვი­თხოვ­დით მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით, ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარი არ გვით­ქვამს.

- რა სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მო­ზარ­დთან?

- მათ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი ინ­ტერ­ნე­ტით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი აცხა­დებს, რომ როცა ამ გო­გო­ნამ სთხო­ვა შეხ­ვედ­რა და შეხ­ვდა, იგი მას მო­უყ­ვა თა­ვი­სი მძი­მე ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ოჯახ­ში. შემ­დეგ ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, ჰქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.

- რა სა­ხის ძლა­დო­ბა­ზე უყ­ვე­ბო­და ბავ­შვი?

- იყო ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, უფრო მე­ტად ვერ და­გი­კონ­კრე­ტებთ. ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც გვაქვს. აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც არა­კა­ნო­ნი­ე­რი გზე­ბით არის მო­პო­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა დას­ტურ­დე­ბა, რომ ბავ­შვზე ნამ­დვი­ლად ძა­ლა­დობ­დნენ ოჯახ­ში.

- ბი­ჭის მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ აპი­რებ­დნენ გო­გო­ნა და­ე­ნიშ­ნათ - თუ მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ რა სა­ჭი­რო იყო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა? ამას რო­გორ ხსნით?

- ბავ­შვი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ეუბ­ნე­ბო­და, რომ ავიწ­რო­ვებ­დნენ ოჯახ­ში და სთხოვ­და დახ­მა­რე­ბას. ამი­ტომ აპი­რებ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს. უნ­დო­დათ, რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ გო­გო­ნას. მა­მა­მი­სი იმას კი არ ამ­ბობს, რომ ასეთ კავ­შირს ჰქონ­და ად­გი­ლიო, გო­გომ შე­მო­უთ­ვა­ლა მიშ­ვე­ლეო და აბა რა უნდა ექ­ნათ? ერთხელ თურ­მე გო­გო­ნას შე­აგ­ვი­ან­და და ოჯახ­მა ძებ­ნა და­უ­წყო. გო­გო­ნამ უთ­ქვამს, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან ერ­თად იყო. ამას მოჰ­ყვა ოჯა­ხის წევ­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და წა­მო­ვი­და სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მათ ოჯა­ხი შე­ექ­მნათ. ჩემი კლი­ენ­ტი თა­ნახ­მა იყო ცო­ლად მო­ეყ­ვა­ნა, გო­გოს დე­და­საც კი და­უ­რე­კა თურ­ქეთ­ში და ჩა­ა­ყე­ნა საქ­მის კურ­სში. არც დედა იყო წი­ნა­აღ­მდე­გი ამა­თი კავ­ში­რის.

- გა­მო­ძი­ე­ბა მე­სა­მე თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორ ფიქ­რობთ ახლა რა­ტომ და­ა­კა­ვეს თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იყო აქამ­დე რა­ტომ არ მოხ­და?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის გუ­ლის მო­სა­გე­ბად, რად­გან დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია ამ ტრა­გე­დი­ამ. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ჯერ არ არის მო­სუ­ლი, არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ აქვთ და რა­ტომ გა­ა­კე­თეს ეს? სჯობ­და პო­ლი­ცი­ას ის გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რაც ევა­ლე­ბო­და. გა­მო­ეკვლი­ათ დე­ტა­ლუ­რად ამ ბავ­შვის პრობ­ლე­მე­ბი, თუ ვინ­მე ემუქ­რე­ბო­და, გა­მო­ე­წე­რათ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, თუ ოჯახ­ში ძა­ლა­დობ­დნენ გა­ნე­რი­დე­ბი­ნათ და გა­და­ეყ­ვა­ნათ სო­ცი­ა­ლურ სა­ცხოვ­რის­ში. ჩა­ერ­თოთ ფსი­ქო­ლო­გე­ბი. ან სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი სად იყო, ან სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო?!

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
(((
2

მერე ის არაკაცი ასე დაუდგა გვერდში, ამით დაეხმარა?

ტუა
2

ვაი არ გაიხარეთ.ენა როგორ გიტრიალდებათ.გაჩუმდიტ მაინც.სოფელმა ატაროს ეს მძიმე ჯვარი.ვაი შვილო.

ავტორი:

"ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი... გოგომ სთხოვა შეხვედრა და მოუყვა თავის მძიმე ცხოვრებაზე" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულისა და გარდაცვლილის ურთიერთობაზე

"ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი... გოგომ სთხოვა შეხვედრა და მოუყვა თავის მძიმე ცხოვრებაზე" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულისა და გარდაცვლილის ურთიერთობაზე

9 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა ბაბუამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა. გოგონას თვითმკვლელობამდე თითქმის ორი თვით ადრე, საქმეზე გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წელს მიუწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.

არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული 23 წლის მამაკაცი პოლიციამ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონას გარდაცვალების ამბავი გახმაურდა. ამ ტრაგედიამდე სულ მცირე ორი თვით ადრე პოლიციამ იცოდა, რომ გოგონა სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, მისთვის ცნობილი იყო ბრალდებულის ვინაობაც, თუმცა საგამოძიებო უწყებას არც შემაკავებელი ორდერი გამოუწერია და არც ვინმე დაუკავებია.

23 წლის ბრალდებულის ადვოკატი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს მოზარდთან სექსუალურ კავშირს. შვილის მხრიდან ძალადობას გამორიცხავენ დაკავებულის მშობლები და ძალადობაში არასრულწლოვნის ბაბუას ადანაშაულებენ.

"ბაბუა სისტემატურად ძალადობდა ამ გოგოზე, თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს. მეგობრობდნენ ჩემი ბიჭი და ეს გოგო. გაუმხილა და უთხრა, მიშველე, წამიყვანეო. ჩემს შვილს თითი არ აქვს ძალადობით დაკარებული" - ამბობს დაკავებული ბიჭის დედა.

დაკავებულის მამა ამბობს, რომ მათ "ბავშვის დანიშვნა" უნდოდათ:

"მე როცა გავიგე, რომ არასრულწლოვანი იყო, ვიცით, საქართველოში როგორიცაა ეს და მინდოდა ამ გოგოს პატრონობა, რომ არ გაზვიადებულიყო საქმე. მერე, როგორც წესი და რიგია, როცა გახდებოდა სრულწლოვანი, უნდა დაგვენიშნა და წამოვიყვანდით. მაგრამ სასტიკი უარი თქვეს. დაურეკა ჩემს შვილს გოგომ, მიშველეო. საშველად გავაგზავნე ხალხი და ეს ხალხი სასტიკი უარით დაბრუნდნენ, არ ღირს მაგათთან მისვლაო. გოგომ ერთხელ დარეკა, მას შემდეგ ტელეფონი მას აღარ ჰქონდა" - აცხადებს მედიასთან დაკავებულის მამა.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას დაკავებულის ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარდგენია:

"სექსუალური ძალადობა რომ ყოფილიყო, საქმეს სსკ-ის 140-ე მუხლით რატომ აღძრავდნენ?! მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ამ მუხლის შინაარსი, რადგან არასწორად გაშუქდა მედიით. ამ მუხლის განმარტება ასეთია: 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კონტაქტი შეღწევით, ნებაყოფლობით. აშუქებენ ისე, თითქოს ბიჭმა სექსუალურად იძალადა არასრულწლოვანზე. როგორც ჩანს, სახალხო დამცველმაც არ იცის, რომ 140-ე მუხლი სექსუალურ ძალადობას არ გულისხმობს. მან თავისი განცხადებით, ჩემი დაცვის ქვშ მყოფის უფლებები უხეშად დაარღვია და ახლა რომ მეცალოს, წესით უნდა ვუჩიოდე სასამრთლოში.

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ძალადობას რომ ჰქონოდა ადგილი, ეს გოგონა ხომ იტყოდა პოლიციაში გამოკითხვაზე და შესაბამისი მუხლით აღიძრებოდა საქმე? თუ ბავშვი იტყოდა, რომ ბიჭმა აიძულა, დაემუქრა ან მისი უმწეო მდგომარეობით ისარგებლა, მაშინ გაუპატიურების მუხლით უნდა აღძრულიყო საქმე ან შემაკავებელი ორდერი მაინც გამოეწერათ. სექსუალურ კი არა ფსიქოლოგიურ ძალადობასაც რომ ჰქონოდა ადგილი, პოლიცია აუცილებლად გამოსცემდა შემაკავებელ ორდერს.

- რას ამბობს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი?

- ის ამბობს, რომ საერთოდ არ ჰქონია სექსუალური კონტაქტი ამ გოგონასთან არც ძალით და არც შეთანხმებით. ასე რომ ყოფილიყო, პოლიცია აქამდე არ დააკავებდა? მას არავინ ჰყავს გავლენიანი ახლობელი. პირველად 2020 წლის 10 დეკემბერს მოწმის სტატუსით დაიბარეს დაკითხვაზე და მე რომ მივყევი, პოლიციელმა უთხრა, შენ თუ პატიოსანი კაცი ხარ, ადვოკატი რად გინდოდაო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მას ხელს არავინ დააფარებდა, მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ. მაშინვე მოგვთხოვეს ნერწყვის ნიმუში და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა უპრობლემოდ ჩააბარა, თავს რომ დამნაშავედ თვლიდეს, ხომ არ მისცემდა? არც მანამდე მიმალულა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და არც მას შემდეგ, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. ჩვენ დაკითხვას ვითხოვდით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ჩვენების მიცემაზე უარი არ გვითქვამს.

- რა სახის ურთიერთობა ჰქონდა მოზარდთან?

- მათ გაიცნეს ერთმანეთი ინტერნეტით, სოციალურ ქსელში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ როცა ამ გოგონამ სთხოვა შეხვედრა და შეხვდა, იგი მას მოუყვა თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი ოჯახში. შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ჰქონდათ გარკვეული მეგობრული ურთიერთობა.

- რა სახის ძლადობაზე უყვებოდა ბავშვი?

- იყო ძალადობის შემთხვევები, უფრო მეტად ვერ დაგიკონკრეტებთ. ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. აუდიოჩანაწერი, რომელიც არაკანონიერი გზებით არის მოპოვებული, თუმცა დასტურდება, რომ ბავშვზე ნამდვილად ძალადობდნენ ოჯახში.

- ბიჭის მშობლებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ გოგონა დაენიშნათ - თუ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ რა საჭირო იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება? ამას როგორ ხსნით?

- ბავშვი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეუბნებოდა, რომ ავიწროვებდნენ ოჯახში და სთხოვდა დახმარებას. ამიტომ აპირებდნენ ამ ყველაფერს. უნდოდათ, რომ დახმარებოდნენ გოგონას. მამამისი იმას კი არ ამბობს, რომ ასეთ კავშირს ჰქონდა ადგილიო, გოგომ შემოუთვალა მიშველეო და აბა რა უნდა ექნათ? ერთხელ თურმე გოგონას შეაგვიანდა და ოჯახმა ძებნა დაუწყო. გოგონამ უთქვამს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად იყო. ამას მოჰყვა ოჯახის წევრების უკმაყოფილება და წამოვიდა საუბარი იმაზე, რომ მათ ოჯახი შეექმნათ. ჩემი კლიენტი თანახმა იყო ცოლად მოეყვანა, გოგოს დედასაც კი დაურეკა თურქეთში და ჩააყენა საქმის კურსში. არც დედა იყო წინააღმდეგი ამათი კავშირის.

- გამოძიება მესამე თვეა მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ ახლა რატომ დააკავეს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, თუ ამის საჭიროება იყო აქამდე რატომ არ მოხდა?

- საზოგადოების გულის მოსაგებად, რადგან დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ ტრაგედიამ. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის მოსული, არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და რატომ გააკეთეს ეს? სჯობდა პოლიციას ის გაეკეთებინა, რაც ევალებოდა. გამოეკვლიათ დეტალურად ამ ბავშვის პრობლემები, თუ ვინმე ემუქრებოდა, გამოეწერათ შემაკავებელი ორდერი, თუ ოჯახში ძალადობდნენ განერიდებინათ და გადაეყვანათ სოციალურ საცხოვრისში. ჩაერთოთ ფსიქოლოგები. ან სკოლის ფსიქოლოგი სად იყო, ან სოციალური მომსახურების სააგენტო?!

მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

"8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, მითხრეს, რომ საქართველოში ჩემი ყოფნა არ იყო სასურველი" - ვატო ყიფიანი

"ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე წარედგინა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა ვატო ყიფიანთან დაკავშირებით