პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა დაწყებული "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებები და რას ამბობს ამაზე გახარია?
არის თუ არა დაწყებული "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებები და რას ამბობს ამაზე გახარია?

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ, გა­უ­თა­ვებ­ლად მი­დის მით­ქმა-მოთ­ქმა მე­დი­ა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შიდა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­ვა­რა­უ­დო უთან­ხმო­ე­ბა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და პრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შო­რის, რაც მას შემ­დეგ კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა, რაც პარ­ტი­ის ერთ-ერთ ბოლო პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მას გა­ხა­რია არ და­ეს­წრო. ისიც კი ით­ქვა, შე­იძ­ლე­ბა გა­ხა­რია გა­და­ა­ყე­ნო­ნო და მისი თა­ნამ­დე­ბო­ბა კო­ბა­ხი­ძემ და­ი­კა­ვოს.

ამ თე­მა­ზე დას­მულ შე­კი­თხვას გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ასე უპა­სუ­ხა:

"ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე არის ჩვე­ნი გუნ­დის ღირ­სე­უ­ლი ლი­დე­რი და ჩემი კარ­გი მე­გო­ბა­რი. ამით ეს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ჭო­რე­ბი უნდა დას­რულ­დეს. ჩვენ ვა­კე­თებთ ერთ საქ­მეს და მე­დი­ას ჭო­რე­ბის­თვის სხვა არა­ფე­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს, გარ­და იმი­სა, გა­ხა­რია პო­ლიტ­საბ­ჭოს და­ეს­წრო თუ არ და­ეს­წრო. მე პო­ლიტ­საბ­ჭოს ხან და­ვეს­წრე­ბი, ხან ვერ და­ვეს­წრე­ბი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ხან­და­ხან პო­ლიტ­საბ­ჭო იკ­რი­ბე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად, ჩემი დღის და­გეგ­მვა კი ხდე­ბა გა­ცი­ლე­ბით ადრე. ბევ­რი საქ­მეა ქვე­ყა­ნა­ში. მარ­ტივ რა­მეს გე­ტყვით, უკვე ერთი კვი­რაა ვცდი­ლობ, რომ ყო­ველ­დღი­რად მი­ვი­დე სკო­ლებ­ში, რად­გან ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი პან­დე­მი­ის გამო არი­ან უაღ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ისი­ნი სას­წრა­ფოდ, ყვე­ლამ ერ­თად უნდა და­ვაბ­რუ­ნოთ კლა­სებ­ში, რომ შეძ­ლონ ნორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ამავდრო­უ­ლად მათ მშობ­ლებს ყველ­დღი­უ­რად გა­დარ­ჩე­ნის­თვის უწევთ ბრძო­ლა, ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, რომ­ლის გა­დაჭ­რა­საც ყვე­ლა ერ­თად უნდა ვცდი­ლობ­დეთ და ამ დროს მე­დია იმას არ­კვევს, ვინ მი­ვი­და პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე და ვინ - არა.

გე­ტყვით ერთ რა­მეს, ეს პო­ლა­რი­ზა­ცია, ბო­ი­კო­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი ხუ­ლიგ­ნო­ბე­ბი უნდა დას­რულ­დეს. ქვე­ყა­ნას იმ­დე­ნი გა­მოწ­ვე­ვა აქვს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ცალ­კე აღე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა მარ­ტო გა­უმკლავ­დეს ამ გა­მოწ­ვე­ვებს. ეს პო­ლა­რი­ზა­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი ხუ­ლიგ­ნო­ბა, ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მა ხდე­ბა უკვე".

  • რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში"?

ambebi.ge- სთან სა­უ­ბარ­ში სან­დო წყა­რო ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ არის, თუმ­ცა პარ­ტი­ის შიგ­ნით ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი გა­და­ლა­გე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად სამი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის გარ­შე­მო, ესე­ნი არი­ან: კახა კა­ლა­ძე, გი­ორ­გი გა­ხა­რია და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, მისი გავ­ლე­ნა პარ­ტი­ის შიგ­ნით არც ისე­თი დი­დია, რომ ცალ­კე მო­თა­მა­შედ იქ­ცეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
levani
8
კიდევ დიდხანს არაფერი არეშველება საქართველოს, 30 წელია კუს ნაბიჯებით მივდივართ წინ, რა საზოგადოებაც ვართ ის ერი, ის ბერი, ის მთავრობა და ის ოპოზიცია
:))))
66

დაჭიმული სახე ყველას მოუგბეს ჩემი ფსონი მაგას დაჭიმულ სახეს:)))))

ავტორი:

არის თუ არა დაწყებული "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებები და რას ამბობს ამაზე გახარია?

არის თუ არა დაწყებული "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებები და რას ამბობს ამაზე გახარია?

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, გაუთავებლად მიდის მითქმა-მოთქმა მედიაში "ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირებების შესახებ. ბოლო დროს განსაკუთრებით განიხილებოდა სავარაუდო უთანხმოება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრემიერ გიორგი გახარიას შორის, რაც მას შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც პარტიის ერთ-ერთ ბოლო პოლიტსაბჭოს სხდომას გახარია არ დაესწრო. ისიც კი ითქვა, შეიძლება გახარია გადააყენონო და მისი თანამდებობა კობახიძემ დაიკავოს.

ამ თემაზე დასმულ შეკითხვას გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:

"ირაკლი კობახიძე არის ჩვენი გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი. ამით ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს. ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს და მედიას ჭორებისთვის სხვა არაფერი საფუძველი აქვს, გარდა იმისა, გახარია პოლიტსაბჭოს დაესწრო თუ არ დაესწრო. მე პოლიტსაბჭოს ხან დავესწრები, ხან ვერ დავესწრები, მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე. ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება ძალიან სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა კი ხდება გაცილებით ადრე. ბევრი საქმეა ქვეყანაში. მარტივ რამეს გეტყვით, უკვე ერთი კვირაა ვცდილობ, რომ ყოველდღირად მივიდე სკოლებში, რადგან ჩვენი ბავშვები პანდემიის გამო არიან უაღრესად მძიმე მდგომარეობაში, ისინი სასწრაფოდ, ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ კლასებში, რომ შეძლონ ნორმალური განათლების მიღება. ამავდროულად მათ მშობლებს ყველდღიურად გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა, ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, რომლის გადაჭრასაც ყველა ერთად უნდა ვცდილობდეთ და ამ დროს მედია იმას არკვევს, ვინ მივიდა პოლიტსაბჭოზე და ვინ - არა.

გეტყვით ერთ რამეს, ეს პოლარიზაცია, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს. ქვეყანას იმდენი გამოწვევა აქვს, შეუძლებელია ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ეს პოლარიზაცია, პოლიტიკური ხულიგნობა, ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება უკვე".

  • რა ხდება რეალურად "ქართულ ოცნებაში"?

ambebi.ge- სთან საუბარში სანდო წყარო ამბობს, რომ ჯერჯერობით დაპირისპირებაზე ლაპარაკი არ არის, თუმცა პარტიის შიგნით ხდება გარკვეული გადალაგებები, ძირითადად სამი პოლიტიკური ფიგურის გარშემო, ესენი არიან: კახა კალაძე, გიორგი გახარია და ირაკლი ღარიბაშვილი. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მისი გავლენა პარტიის შიგნით არც ისეთი დიდია, რომ ცალკე მოთამაშედ იქცეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"გავრილოვის დავალება შესრულებულია - მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა" - ნიკა მელია