პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს - აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ
"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს - აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ

სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა და­ა­კა­ვეს.

აქ­ტი­ვის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია ნიკა ნარ­სია და რუს­კა მჭედ­ლი­ძე.

ამას­თან, პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის დროს 2 პირი შე­უძ­ლოდ გახ­და.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი ქო­ბუ­ლეთ­ში 14 წლის გო­გოს თვით­მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ფაქ­ტის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

"ოც­ნე­ბის" ოფის­თან შეკ­რე­ბილ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც დღეს ღა­მით "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" და­არ­ღვი­ეს, ად­გილ­ზე ბა­ნე­რე­ბი მი­ი­ტა­ნეს წარ­წე­რით: "სის­ტე­მა კლავს!", "ჩვენ არ ვართ კრი­მი­ნა­ლე­ბი! შე­ჩერ­დი ბი­ძი­ნა!".

მდუ­მა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სიმ­ბო­ლი­კით წარ­წე­რაც გა­ა­კე­თეს. რო­გორც მათ აღ­ნიშ­ნეს, ეს ნი­შა­ნია იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს.

"მკაც­რად მო­ვი­თხოვთ ამ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის დაბ­რუ­ნე­ბას", - აცხა­დე­ბენ აქ­ტი­ვის­ტე­ბი.

მათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მო­უ­წო­დეს, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დონ და არა შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა ტრო­ტუ­არ­ზე ასე­ვე და­წე­რეს: "ქო­ცე­ბის სის­ტე­მა კლავს“, „რუ­სუ­ლი 9 წელი“, „კო­ბა­ხი­ძე-გავ­რი­ლო­ვი“, „ არ­ჩევ­ნე­ბი მო­პა­რუ­ლია“, არ შე­გარ­ჩენთ!". ად­გილ­ზე ამ დრო­ის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შე­ნო­ბის შემ­დეგ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბას­თან გეგ­მა­ვენ მის­ვლას.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maka
24

ეს უფრო პოლიტიკურ აქციას ჰგავს, ვიდრე მართლა საპროტესტო გამოსვლას

კაზანოვა
13

მკაც­რად მო­ვი­თხოვთ ამ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის დაბ­რუ­ნე­ბას", - აცხა­დე­ბენ აქ­ტი­ვის­ტე­ბი.

 

და დემოკრატია როდის იყო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს - აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს - აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც სამართალდამცველებმა 2 ადამიანი დააკავა დააკავეს.

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე.

ამასთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს 2 პირი შეუძლოდ გახდა.

სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ.

"ოცნების" ოფისთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დღეს ღამით "კომენდანტის საათი" დაარღვიეს, ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით: "სისტემა კლავს!", "ჩვენ არ ვართ კრიმინალები! შეჩერდი ბიძინა!".

მდუმარე აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით წარწერაც გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, ეს ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება მოქალაქეების საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ცდილობს.

"მკაცრად მოვითხოვთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებას", - აცხადებენ აქტივისტები.

მათ სამართალდამცავებს მოუწოდეს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და არა შერჩევითი სამართლის. სამოქალაქო აქტივისტებმა ტროტუარზე ასევე დაწერეს: "ქოცების სისტემა კლავს“, „რუსული 9 წელი“, „კობახიძე-გავრილოვი“, „ არჩევნები მოპარულია“, არ შეგარჩენთ!". ადგილზე ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" შენობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გეგმავენ მისვლას.

მაკა ასათიანი "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე გამოჩნდა - როგორ გამოიყურებოდა დიზაინერი შეუდარებელი "ლუქით"

ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, თოვლი... - ხვალიდან ამინდი უარესდება