ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის (დათუაშვილი) განცხადებით, ადამიანი, რომელიც გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციაში როგორიცაა „ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“ ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება. ამის შესახებ მღვდელმთავარმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“. ის განურჩევლად სქესისა ადამიანებს თავის რიგებში აწევრიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის მასში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას. ეკლესია აფრთხილებს ყველას ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.
რა პრობლემაა? საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ან რუსულ ეკლესიაში ვივლი. სომხები კი არ ვართ, ჩვენი ერის გარდა სხვა ერი რომ ქრისტიანად არ მიგვაჩნდეს. თქვენნაირ ბნელებს შევაქცევ ზურგს, მართლმადიდებლობას კი არა
რასას....მერე შენ ფიქობ რომ რუსულში ან ბერძნულში წესს უგებენ ნებისმიერ სხვა რელიგიურ ორგანიზაციაში მყოფ ადამიანს? ცდები ძაან