მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად
უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, გუ­რამ გე­გე­ში­ძის, 6-ტო­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი ტომი მკი­თხველ­თან შე­სახ­ვედ­რად მზად არის. უკვე დღე­ი­დან მის შე­ძე­ნას ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად შეძ­ლებთ. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია10 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 12 ლარი.

გუ­რამ გე­გე­ში­ძის 6-ტო­მე­ულ­ში ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ძვირ­ფა­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ერ­თი­ან­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 6-ტო­მე­ულს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ უკვე მე­ო­რედ გა­მოს­ცემსდა მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჟურ­ნალ­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ით, შე­ი­ძი­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კო­სი მწერ­ლის წიგ­ნე­ბი. ყო­ვე­ლი ტომი 2 კვი­რა­ში ერთხელ ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა.

პირ­ველ ტომ­ში შე­სუ­ლია გუ­რამ გე­გე­ში­ძის ორი რო­მა­ნი - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი წიგ­ნი „ცოდ­ვი­ლი“ და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქმნი­ლე­ბა „სტუ­მა­რი“, მე­ო­რე ტომი ნო­ვე­ლებ­სა და მო­თხრო­ბებს ეთ­მო­ბა, შემ­დეგ ტო­მებ­ში კი გუ­რამ გე­გე­ში­ძის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პანო - ტეტ­რა­ლო­გია „ქარ­თლის ჭირი“ შე­ვი­და. ამ ქუდ­ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოთხი რო­მა­ნი - „ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა“, „სის­ხლის წვი­მე­ბი“, „ნაც­რის კოშ­კი“ და „ცე­ცხლის­ქ­რო­ბა“ – XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან XX-ის მი­წუ­რუ­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მხატ­ვრუ­ლი მა­ტი­ა­ნეა.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, პირ­ველ ტომ­ში მწერ­ლის ორი რო­მა­ნი ერ­თი­ან­დე­ბა: „ცოდ­ვი­ლი“ და „სტუ­მა­რი“. რო­მან­თა მთა­ვა­რი თე­მი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რა: „ცოდ­ვი­ლის“ მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს, ვა­მეხ გუ­რა­მიშ­ვილს, ბე­დის­წე­რამ თუ შემ­თხვე­ვი­თო­ბამ ძმის უნებ­ლიე მკვლე­ლის ტრა­გი­კუ­ლი ბედი არ­გუ­ნა. ამის შემ­დეგ იწყე­ბა ვა­მე­ხის ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის, ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სი­სა და და­ნა­შა­უ­ლის გა­მოს­ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბის ძი­ე­ბა. რო­მა­ნის ეთი­კურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და მხატ­ვრულ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მო­ტი­ვე­ბის ნა­წი­ლი სწო­რედ ამ ბიბ­ლი­უ­რი ცოდ­ვის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს.

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა გუ­რამ გე­გე­ში­ძის მე­ო­რე რო­მა­ნი - „სტუ­მა­რი“. აქ მწე­რალ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­რა მკი­თხვე­ლი ცხოვ­რე­ბის საზ­რის­ზე, ადა­მი­ა­ნუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე. სტუ­მა­რი თა­ვად რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი თარ­ხუ­ჯია, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნად თავ­სუ­ცხოდ, სტუმ­რად გრძნობს; მის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ცხოვ­რე­ბის ის სტი­ლი, რო­მე­ლიც მისი ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. რად­გან თარ­ხუ­ჯი ვერ ეგუ­ე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს და სა­კუ­თარ თავს ვერ პო­უ­ლობს, დე­და­ქა­ლაქს ტო­ვებს...“– აღ­ნიშ­ნავს მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე.

ამ­დე­ნად მკი­თხვე­ლის წი­ნა­შეა თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კო­სი მწე­რა­ლი, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას ყვე­ლა ქარ­თვე­ლი უნდა იც­ნობ­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­რამ გე­გე­ში­ძის6-ტო­მე­უ­ლის­პირ­ვე­ლი ტომი დღეს ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად­გა­მო­ვი­და.წიგ­ნისს­პე­ცი­ა­ლუ­რი­ფა­სია10 ლარი, ჟურ­ნალ­თა­ნერ­თად - 12 ლარი.

იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

ავტორი:

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

თანამედროვე კლასიკოსი მწერლის, გურამ გეგეშიძის, 6-ტომეულის პირველი ტომი მკითხველთან შესახვედრად მზად არის. უკვე დღეიდან მის შეძენას ჟურნალ „გზასთან“ ერთად შეძლებთ. წიგნის სპეციალური ფასია10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულში ცნობილი მწერლის ძვირფასი შემოქმედება ერთიანდება. აღსანიშნავია, რომ 6-ტომეულს გამომცემლობა „პალიტრა L“ უკვე მეორედ გამოსცემსდა მკითხველს საშუალებას აძლევს ჟურნალთან ერთად, განსაკუთრებული აქციით, შეიძინოს თანამედროვე კლასიკოსი მწერლის წიგნები. ყოველი ტომი 2 კვირაში ერთხელ ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა.

პირველ ტომში შესულია გურამ გეგეშიძის ორი რომანი - ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წიგნი „ცოდვილი“ და მის შემოქმედებაში გამორჩეული ლიტერატურული ქმნილება „სტუმარი“, მეორე ტომი ნოველებსა და მოთხრობებს ეთმობა, შემდეგ ტომებში კი გურამ გეგეშიძის უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პანო - ტეტრალოგია „ქართლის ჭირი“ შევიდა. ამ ქუდქვეშ გაერთიანებული ოთხი რომანი - „ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და „ცეცხლისქრობა“ – XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX-ის მიწურულამდე საქართველოს ისტორიის ამსახველი, უმნიშვნელოვანესი მხატვრული მატიანეა.

როგორც აღვნიშნეთ, პირველ ტომში მწერლის ორი რომანი ერთიანდება: „ცოდვილი“ და „სტუმარი“. რომანთა მთავარი თემისა და მნიშვნელობის შესახებ წიგნის რედაქტორი მანანა ჯანელიძე გვესაუბრა: „ცოდვილის“ მთავარ პერსონაჟს, ვამეხ გურამიშვილს, ბედისწერამ თუ შემთხვევითობამ ძმის უნებლიე მკვლელის ტრაგიკული ბედი არგუნა. ამის შემდეგ იწყება ვამეხის ცხოვრებაში საკუთარი თავის შეცნობის, ცხოვრების საზრისისა და დანაშაულის გამოსყიდვის საშუალების ძიება. რომანის ეთიკურ-ფსიქოლოგიური და მხატვრულ-ფილოსოფიური მოტივების ნაწილი სწორედ ამ ბიბლიური ცოდვის გარშემო ტრიალებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა გურამ გეგეშიძის მეორე რომანი - „სტუმარი“. აქ მწერალმა კიდევ ერთხელ დააფიქრა მკითხველი ცხოვრების საზრისზე, ადამიანური ფასეულობებსა და ღირებულებებზე. სტუმარი თავად რომანის მთავარი გმირი თარხუჯია, რომელიც ამ ქვეყნად თავსუცხოდ, სტუმრად გრძნობს; მისთვის რთული აღმოჩნდა ცხოვრების ის სტილი, რომელიც მისი ნაცნობ-მეგობრებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. რადგან თარხუჯი ვერ ეგუება სინამდვილეს და საკუთარ თავს ვერ პოულობს, დედაქალაქს ტოვებს...“– აღნიშნავს მანანა ჯანელიძე.

ამდენად მკითხველის წინაშეა თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, რომლის შემოქმედებას ყველა ქართველი უნდა იცნობდეს.

შეგახსენებთ, გურამ გეგეშიძის6-ტომეულისპირველი ტომი დღეს ჟურნალ „გზასთან“ ერთადგამოვიდა.წიგნისსპეციალურიფასია10 ლარი, ჟურნალთანერთად - 12 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი