საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს ჩემს მაგივრად..." - რას წერს ნიკა მელია "ფეისბუქზე"
"მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს ჩემს მაგივრად..." - რას წერს ნიკა მელია "ფეისბუქზე"

მე არ გა­და­ვიხ­დი გი­რა­ოს და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა გა­და­ი­ხა­დოს გი­რაო ჩემს მა­გივ­რად! - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ნიკა მე­ლია აცხა­დებს, „ბრძო­ლა და მორ­ჩი­ლე­ბა შე­უ­თავ­სე­ბე­ლია”.

ამას­თან, რო­გორც მე­ლია აღ­ნიშ­ნავს, თუკი ვინ­მე მის მა­გივ­რად გა­და­იხ­დის გი­რა­ოს თან­ხას, “ეს იქ­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­რი­გი ბინ­ძუ­რი მა­ქი­ნა­ცია”.

„20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს სი­მარ­თლის ხაზი გა­დი­ო­და პარ­ლა­მენ­ტის პე­რი­მეტრზე. გა­რეთ აღ­შფო­თე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი იდ­გნენ და იცავ­დნენ ქვე­ყა­ნას, შე­ნო­ბის შიგ­ნით კი მყო­ფი კო­ბა­ხი­ძე-გავ­რი­ლო­ვი შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას. პარ­ლა­მენტს გა­რეთ მყო­ფი ხალ­ხის სი­მარ­თლე აღი­ა­რა თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა მო­უ­წია მა­შინ­დელ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს და მი­ვი­ღეთ პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­პი­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­შინ “ოც­ნე­ბამ” გა­დაგ­ვაგ­დო, უკან წა­ი­ღეს პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის და­პი­რე­ბა და ჩემი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­დეგ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ი­წყო პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხალ­ხის ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის მო­ლო­დინ­ში, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად და­იბ­რუ­ნებ­დნენ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს.

თუმ­ცა, 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე ჩვენ ვი­ხი­ლეთ არა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა, არა­მედ არ­ჩევ­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის სრუ­ლი უზურ­პა­ცია, უსა­მარ­თლო­ბას­თან ბრძო­ლის ახა­ლი ეტა­პიც ზუს­ტად ამ დროს დად­გა.

ამი­ტომ, 1 ნო­ემ­ბე­რის აქ­ცი­ა­ზე სა­ჯა­როდ მო­ვის­რო­ლე სა­მა­ჯუ­რი და მას შემ­დეგ კი­დევ უფრო მე­ტად ვარ ჩაბ­მუ­ლი უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლა­ში. არც მე და არც მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა არ ვა­ღი­ა­რებთ არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენტს.

სრუ­ლი აბ­სურ­დია გი­რა­ოს გი­რა­ო­თი დამ­ძი­მე­ბა - ეს არის მთლი­ა­ნად უკა­ნო­ნო და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი, იუ­რი­დი­უ­ლი აბ­და­უბ­და, რო­მე­ლიც დღემ­დე არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა და პირ­ვე­ლად ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ.

მე­ო­რედ თუ გა­და­ვიხ­დი, ხვალ მე­სა­მედ მომ­თხო­ვენ, ზეგ მე­ო­თხედ...

ბრძო­ლა და მორ­ჩი­ლე­ბა კი შე­უ­თავ­სე­ბე­ლია! მე აღარ ვა­პი­რებ ამ გა­უ­თა­ვე­ბელ “სა­მარ­თლებ­რივ” ლა­ბი­რინ­თებ­ში შე­ყო­ლას, მა­შინ რო­დე­საც ვიცი, რომ ვარ მარ­თა­ლი და ვიცი, რომ ჩემს წი­ნა­აღ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა. მე არ გა­და­ვიხ­დი გი­რა­ოს და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა გა­და­ი­ხა­დოს გი­რაო ჩემს მა­გივ­რად!

გი­რა­ოს გა­დახ­დის­თვის სა­ბან­კო ან­გა­რი­შის გარ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კოდი, რო­მელ­საც გას­ცემს პრო­კუ­რა­ტუ­რა მხო­ლოდ ბრალ­დე­ბულ­ზე, ან მის ად­ვო­კატ­ზე. არც მე, არც ჩემს ად­ვო­კატს არა­ნა­ი­რი ასე­თი კოდი არ მოგ­ვი­თხო­ვია და არც მო­უ­ცი­ათ და შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ვინ­მე ჩემს მა­გივ­რად გა­და­იხ­დის გი­რა­ოს თან­ხას, წი­ნას­წარ ვა­ცხა­დებ, ეს იქ­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­რი­გი ბინ­ძუ­რი მა­ქი­ნა­ცია.

ვიცი, რომ ჩვე­ნი ბრძო­ლა სა­მარ­თლი­ა­ნია, ვიცი რომ ამ ბრძო­ლა­ში მარ­თა­ლი ვარ! და ზუს­ტად ვიცი, რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ, რად­გან სხვა გზა არც გვაქვს!

არ გა­და­ვიხ­დი, ვერ და­მი­ჭერთ !“, - წერს ნიკა მე­ლია.

ცნო­ბის­თვის, 5 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია გა­აფრ­თხი­ლა და გან­მარ­ტა, რომ თუკი ის გი­რა­ოს არ გა­და­იხ­დის, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს. პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­ლი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს 40 000 ლა­რის გა­და­ხა­დას, ან აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ითხოვს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნიკა მე­ლი­ას გი­რა­ოს თან­ხის გა­და­სახ­დე­ლად და­მა­ტე­ბით ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა, რო­მე­ლიც 12 თე­ბერ­ვალს იწუ­რე­ბა.

ნიკა მე­ლია 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა და მას სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ასე­ვე მას აეკ­რძა­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო
168

შენ თუ ეს უტიფრობა და კანონის "დაკიდება" შეგარჩინეს მართლა ვაი ჩვენს პატრონს. 

უბრალოს
71
კანონს,თუ ვინმე იკიდება ეს,პირველ რიგში,შენი ქოცური მთავრობაა.ჯერ თვითონ დაიცვას კანონი და კონსტიტუცია და მერე სხვებს მოითხოვოს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს ჩემს მაგივრად..." - რას წერს ნიკა მელია "ფეისბუქზე"

"მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს ჩემს მაგივრად..." - რას წერს ნიკა მელია "ფეისბუქზე"

მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, „ბრძოლა და მორჩილება შეუთავსებელია”.

ამასთან, როგორც მელია აღნიშნავს, თუკი ვინმე მის მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, “ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია”.

„20 ივნისის მოვლენების დროს სიმართლის ხაზი გადიოდა პარლამენტის პერიმეტრზე. გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას, შენობის შიგნით კი მყოფი კობახიძე-გავრილოვი შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. პარლამენტს გარეთ მყოფი ხალხის სიმართლე აღიარა თავად ხელისუფლებამ და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თანამდებობიდან გადადგომა მოუწია მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს და მივიღეთ პროპორციული არჩევნების დაპირება.

მიუხედავად ამისა, მაშინ “ოცნებამ” გადაგვაგდო, უკან წაიღეს პროპორციული სისტემის დაპირება და ჩემი და სხვა ადამიანების წინააღდეგ რამდენიმე კვირაში დაიწყო პოლიტიკური დევნა.

მიუხედავად ამისა, ხალხის ნების გამოხატვის მოლოდინში, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები 2020 წლის არჩევნების შედეგად დაიბრუნებდნენ ლეგიტიმაციას, მოთმინებით ველოდი საპარლამენტო არჩევნებს.

თუმცა, 2020 წლის არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ არა სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციის დაბრუნება, არამედ არჩევნების ტოტალურად გაყალბება და “ქართული ოცნების” მიერ ძალაუფლების სრული უზურპაცია, უსამართლობასთან ბრძოლის ახალი ეტაპიც ზუსტად ამ დროს დადგა.

ამიტომ, 1 ნოემბერის აქციაზე საჯაროდ მოვისროლე სამაჯური და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვარ ჩაბმული უკომპრომისო ბრძოლაში. არც მე და არც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს.

სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება - ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ.

მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ...

ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია! მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ “სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, მაშინ როდესაც ვიცი, რომ ვარ მართალი და ვიცი, რომ ჩემს წინააღდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!

გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია.

ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ! და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს!

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ !“, - წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახადას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ" - რას ამბობს ბრაიზა ქართულ ოპოზიციაზე და რას - ხელისუფლებაზე?

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი უკვე საქართველოშია და 1-ლ შეხვედრას პრეზიდენტთან მართავს - როგორია კრისტიან დანიელსონის დღის წესრიგი