პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე
18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

18 თე­ბერ­ვლი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რი­ის „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ ახა­ლი წიგ­ნი „ში­შის სა­ა­თი“ გა­მო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ვი­და ომის თე­მა­ზე და­წე­რი­ლი, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ისე­თი შე­დევ­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: „შინდლე­რის სია“, „წიგ­ნის ქურ­დი“, „ომის შე­დე­გე­ბი“, „ბულ­ბუ­ლი“. ამ­ჯე­რად კი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე მო­თხრო­ბე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი კრე­ბუ­ლი წარ­სდგე­ბა, რო­მელ­შიც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მო­თხრო­ბე­ბია თავ­მოყ­რი­ლი. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10.00 ლარი.

რო­გო­რია ჩვე­ნი ქვეყ­ნის 30-წლი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი მა­ტი­ა­ნე; რო­გორ და რას წე­რენ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი ომის შე­სა­ხებ - 14 ავ­ტო­რის 14 მო­თხრო­ბა ერთი სა­ხე­ლის ქვეშ ერ­თი­ან­დე­ბა - „ში­შის სა­ა­თი“.

რო­გორც მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლის რე­დაქ­ტორ-შემ­დგე­ნე­ლი შოთა ია­თაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, წიგნ­ში სტი­ლუ­რი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით გან­სხვა­ვე­ბულ მო­თხრო­ბებს მო­უ­ყა­რეს თავი:

„ბოლო 30 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლომ ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ქარ­ტე­ხი­ლი გა­მო­ი­ა­რა. ცხა­დია, ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი რე­ა­გი­რებ­დნენ. რო­დე­საც კრე­ბულ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ, გვინ­დო­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­თხრო­ბე­ბის­თვის მოგ­ვე­ყა­რა თავი; ვე­ძებ­დით ტექ­სტებს, რომ­ლებ­შიც ომე­ბი სხვა­დას­ხვა რა­კურ­სით არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ამი­ტომ ამ კრე­ბულ­ში შეხ­ვდე­ბით რო­გორც მო­თხრო­ბას, რო­მელ­შიც მოქ­მე­დე­ბა ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე ვი­თარ­დე­ბა, ასე­ვე მო­თხრო­ბას, რო­მელ­საც ომი მხო­ლოდ ფო­ნად გას­დევს. ზო­გი­ერ­თი მწე­რა­ლი სათ­ქმე­ლის გად­მო­სა­ცე­მად იგა­ვურ ფორ­მას ირ­ჩევს, ზო­გიც - იუ­მორ­სა თუ ირო­ნი­ას,“ - აღ­ნიშ­ნავს შოთა ია­თაშ­ვი­ლი.

„ში­შის სა­ა­თი“ კრე­ბულს გელა ჩქვა­ნა­ვას ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით ჰქვია, რო­მელ­საც და­ნარ­ჩე­ნი 13 ავ­ტო­რის მო­თხრო­ბის მსგავ­სად ამ წიგნ­ში წა­ი­კი­თხავთ. კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია შემ­დე­გი მწერ­ლე­ბის მო­თხრო­ბე­ბი: გუ­რამ ოდი­შა­რია, ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე, შალ­ვა ბა­კუ­რა­ძე, თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, ბესო სო­ლო­მო­ნაშ­ვი­ლი, ბესო ხვე­დე­ლი­ძე, ლუკა ბა­ქა­ნი­ძე, ბექა ქურ­ხუ­ლი, გელა ჩქვა­ნა­ვა, თამ­რი ფხა­კა­ძე, თეა თო­ფუ­რია, ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი, ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე და ნინო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი.

რო­გორც მწერ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ომი ამო­უ­წუ­რა­ვი თე­მაა; მას­ზე სა­უ­ბა­რი და მკი­თხვე­ლამ­დე მის­ვლა კი კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი (მო­თხრო­ბა: „დაბ­რუ­ნე­ბა“)

„ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ომის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ხმა უკვე ერთი კრე­ბუ­ლი­დან ის­მის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ომის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვი სა­უ­ბა­რი თუნ­დაც იმი­ტომ, რომ არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რა შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვით; უნდა შევ­ძლოთ ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ე­ბა და ერ­თმა­ნეთ­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი ვი­პო­ვოთ. ომს ერთი სახე აქვს - ცალ­სა­ხად ცუდი - რო­მე­ლიც არ­ღვევს სამ­ყა­როს ჰარ­მო­ნი­ას, ყვე­ლა­ზე მე­ტად ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს აზა­რა­ლებს, მათს ფსი­ქი­კას ამა­ხინ­ჯებს.

ჩემი მო­თხრო­ბა „დაბ­რუ­ნე­ბა“ პა­ტა­რა დევ­ნი­ლი გო­გოს შე­სა­ხე­ბაა, რო­მე­ლიც ტო­ვებს სა­კუ­თარ სახ­ლს, ახ­ლობ­ლებს და პირ­და­პირ ეჯა­ხე­ბა ომის მონ­სტს. ის­მის კი­თხვა: რო­გორ უნდა დავ­ბრუნ­დეთ არა მხო­ლოდ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც დავ­კარ­გეთ?!.“

გუ­რამ ოდი­შა­რია (მო­თხრო­ბა: „ძმის­შვი­ლი“)

„ჩემ­მა თა­ო­ბამ აფხა­ზე­თის ომამ­დე ომი ფილ­მე­ბი­დან იცო­და. ერთხე­ლაც ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად მოხ­და: მე­გობ­რებ­მა, ახ­ლობ­ლებ­მა ხელ­ში ია­რა­ღი აი­ღეს და ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ჩემი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ იქცა ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქი სო­ხუ­მი ფრონ­ტის ხა­ზად. ომმა ყვე­ლა­ფე­რი გაგ­ვი­ნად­გუ­რა. ამის შემ­დეგ ომი ჩემ­თვის მთა­ვა­რი თემა გახ­და.

მო­თხრო­ბას „ძმის­შვი­ლი“ ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვი უდევს სა­ფუძ­ვლად, რო­მე­ლიც ვა­ლე­რი ვა­შა­კი­ძემ მო­მი­თხრო - ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი აფხა­ზის ძმის­შვილს სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნის. მო­თხრო­ბა არის იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ დგე­ბა ადა­მი­ა­ნი ომზე მაღ­ლა, უარს ამ­ბობს სი­სას­ტი­კე­ზე და სა­ბო­ლო­ოდ, ადა­მი­ა­ნო­ბა იმარ­ჯვებს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ომი გა­და­ვი­ტა­ნეთ. სა­ჭი­როა მათი რა­ო­ბა ვი­ცო­დეთ, ომის სარ­კე­ში ჩა­ვი­ხე­დოთ და ვე­ცა­დოთ, რომ ყველ­გან ვე­ძე­ბოთ არა მტრე­ბი, არა­მედ მე­გობ­რე­ბი!“

ბექა ქურ­ხუ­ლი (მო­თხრო­ბა: „მა­რა­დო­ნას მარ­ში“)

„გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ომის თე­მა­ზე და­წე­რი­ლი ამ ან­თო­ლო­გი­ით ძა­ლი­ან სა­ჭი­რო საქ­მეს აკე­თებს, რად­გან არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ომი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, გრძელ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მწერ­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი გვქონ­დეს, ჩვე­ნი ხმა გა­ვა­გო­ნოთ ერ­თმა­ნეთს (ამ მხრივ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ირაკ­ლი შა­მა­თა­ვას ან­თო­ლო­გია აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მალე გა­მო­ი­ცე­მა). ამას მხო­ლოდ იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ სამ­ხედ­რო რე­პორ­ტი­ო­რი ვარ, ჩემი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი ყვე­ლა­ფერს და არა­ერთ სამ­ხედ­როს ვიც­ნობ. ჩვენ ერთი სის­ხლი, სა­ერ­თო ის­ტო­რია, სა­ერ­თო კულ­ტუ­რა გვაქვს.

მო­თხრო­ბის „მა­რა­დო­ნას მარ­ში“ მთა­ვა­რი გმი­რის პრო­ტო­ტი­პი რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია - სო­ხუ­მის კო­ლო­რი­ტი, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მთე­ლი სო­ხუ­მი გიჟ­დე­ბო­და მას­ზე. შშმ პირი გახ­ლდათ, მაგ­რამ რო­დე­საც ომი და­ი­წყო, იმა­ზე მე­ტად ჭკვი­ა­ნი და შეგ­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე სხვე­ბი. გულ­წრფე­ლად უკ­ვირ­და, რა­ტომ ებ­რძოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს; ბა­რი­კა­დი­დან ბა­რი­კა­დამ­დე და­დი­ო­და და ეუბ­ნე­ბო­და: რამ გა­გა­გი­ჟათ, რა­ტომ ის­ვრი­თო...“

შე­გახ­სე­ნებთ, წიგ­ნე­ბის სე­რია „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ომის შე­სა­ხებ და­წე­რილ წიგ­ნებს აერ­თი­ა­ნებს. სე­რი­ის ახა­ლი წიგ­ნი „ში­შის სა­ა­თი“ 18 თე­ბერ­ვლი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10.00 ლარი.

იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თაქ­სელ­ში­დაპ­რე­სის­გავ­რცე­ლე­ბის­ჯი­ხუ­რებ­შიმ­თე­ლი­სა­ქარ­თვე­ლოს­მას­შტა­ბით.

ავტორი:

18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

18 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი „შიშის საათი“ გამოვა. აღსანიშნავია, რომ სერიის ფარგლებში უკვე გამოვიდა ომის თემაზე დაწერილი, მსოფლიო ლიტერატურის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: „შინდლერის სია“, „წიგნის ქურდი“, „ომის შედეგები“, „ბულბული“. ამჯერად კი ქართველი მკითხველის წინაშე მოთხრობების სრულიად ახალი კრებული წარსდგება, რომელშიც თანამედროვე ქართველი ავტორების მოთხრობებია თავმოყრილი. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.

როგორია ჩვენი ქვეყნის 30-წლიანი მხატვრული მატიანე; როგორ და რას წერენ თანამედროვე ქართველი მწერლები ომის შესახებ - 14 ავტორის 14 მოთხრობა ერთი სახელის ქვეშ ერთიანდება - „შიშის საათი“.

როგორც მოთხრობების კრებულის რედაქტორ-შემდგენელი შოთა იათაშვილი აღნიშნავს, წიგნში სტილური და შინაარსობრივი თვალსაზრისით განსხვავებულ მოთხრობებს მოუყარეს თავი:

„ბოლო 30 წელიწადში საქართველომ ბევრი პოლიტიკური ქარტეხილი გამოიარა. ცხადია, ამ ყველაფრის შესახებ ქართველი მწერლები რეაგირებდნენ. როდესაც კრებულზე მუშაობა დავიწყეთ, გვინდოდა, განსხვავებული მოთხრობებისთვის მოგვეყარა თავი; ვეძებდით ტექსტებს, რომლებშიც ომები სხვადასხვა რაკურსით არის წარმოჩენილი. ამიტომ ამ კრებულში შეხვდებით როგორც მოთხრობას, რომელშიც მოქმედება ფრონტის წინა ხაზზე ვითარდება, ასევე მოთხრობას, რომელსაც ომი მხოლოდ ფონად გასდევს. ზოგიერთი მწერალი სათქმელის გადმოსაცემად იგავურ ფორმას ირჩევს, ზოგიც - იუმორსა თუ ირონიას,“ - აღნიშნავს შოთა იათაშვილი.

„შიშის საათი“ კრებულს გელა ჩქვანავას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით ჰქვია, რომელსაც დანარჩენი 13 ავტორის მოთხრობის მსგავსად ამ წიგნში წაიკითხავთ. კრებულში შესულია შემდეგი მწერლების მოთხრობები: გურამ ოდიშარია, ნუგზარ შატაიძე, შალვა ბაკურაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო სოლომონაშვილი, ბესო ხვედელიძე, ლუკა ბაქანიძე, ბექა ქურხული, გელა ჩქვანავა, თამრი ფხაკაძე, თეა თოფურია, ალეკო ცქიტიშვილი, ერეკლე დეისაძე და ნინო სადღობელაშვილი.

როგორც მწერლები აღნიშნავენ, ომი ამოუწურავი თემაა; მასზე საუბარი და მკითხველამდე მისვლა კი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ერთ-ერთი მთავარი საშუალება.

თეონა დოლენჯაშვილი (მოთხრობა: „დაბრუნება“)

„ძალიან მნიშვნელოვანია ომის შესახებ საუბარი და მისასალმებელია, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ხმა უკვე ერთი კრებულიდან ისმის. აუცილებელია ომის შესახებ მუდმივი საუბარი თუნდაც იმიტომ, რომ არ დაგვავიწყდეს, რა შეცდომები დავუშვით; უნდა შევძლოთ ერთმანეთის პატიება და ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვიპოვოთ. ომს ერთი სახე აქვს - ცალსახად ცუდი - რომელიც არღვევს სამყაროს ჰარმონიას, ყველაზე მეტად ქალებსა და ბავშვებს აზარალებს, მათს ფსიქიკას ამახინჯებს.

ჩემი მოთხრობა „დაბრუნება“ პატარა დევნილი გოგოს შესახებაა, რომელიც ტოვებს საკუთარ სახლს, ახლობლებს და პირდაპირ ეჯახება ომის მონსტს. ისმის კითხვა: როგორ უნდა დავბრუნდეთ არა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, არამედ იმ ადამიანებთან, რომლებიც დავკარგეთ?!.“

გურამ ოდიშარია (მოთხრობა: „ძმისშვილი“)

„ჩემმა თაობამ აფხაზეთის ომამდე ომი ფილმებიდან იცოდა. ერთხელაც ყველაფერი რეალურად მოხდა: მეგობრებმა, ახლობლებმა ხელში იარაღი აიღეს და ქართველები და აფხაზები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ იქცა ულამაზესი ქალაქი სოხუმი ფრონტის ხაზად. ომმა ყველაფერი გაგვინადგურა. ამის შემდეგ ომი ჩემთვის მთავარი თემა გახდა.

მოთხრობას „ძმისშვილი“ ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად, რომელიც ვალერი ვაშაკიძემ მომითხრო - ქართველი მებრძოლი აფხაზის ძმისშვილს სიკვდილისგან იხსნის. მოთხრობა არის იმის შესახებ, თუ როგორ დგება ადამიანი ომზე მაღლა, უარს ამბობს სისასტიკეზე და საბოლოოდ, ადამიანობა იმარჯვებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რამდენიმე ომი გადავიტანეთ. საჭიროა მათი რაობა ვიცოდეთ, ომის სარკეში ჩავიხედოთ და ვეცადოთ, რომ ყველგან ვეძებოთ არა მტრები, არამედ მეგობრები!“

ბექა ქურხული (მოთხრობა: „მარადონას მარში“)

„გამომცემლობა „პალიტრა L“ომის თემაზე დაწერილი ამ ანთოლოგიით ძალიან საჭირო საქმეს აკეთებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი არ დასრულებულა, გრძელდება. აუცილებელია, რომ მწერლებს ერთმანეთთან კავშირი გვქონდეს, ჩვენი ხმა გავაგონოთ ერთმანეთს (ამ მხრივ მისასალმებელია ირაკლი შამათავას ანთოლოგია აფხაზეთის შესახებ, რომელიც მალე გამოიცემა). ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ სამხედრო რეპორტიორი ვარ, ჩემი თვალით ვუყურებდი ყველაფერს და არაერთ სამხედროს ვიცნობ. ჩვენ ერთი სისხლი, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვაქვს.

მოთხრობის „მარადონას მარში“ მთავარი გმირის პროტოტიპი რეალური ადამიანია - სოხუმის კოლორიტი, რომელიც, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მთელი სოხუმი გიჟდებოდა მასზე. შშმ პირი გახლდათ, მაგრამ როდესაც ომი დაიწყო, იმაზე მეტად ჭკვიანი და შეგნებული აღმოჩნდა, ვიდრე სხვები. გულწრფელად უკვირდა, რატომ ებრძოდნენ ადამიანები ერთმანეთს; ბარიკადიდან ბარიკადამდე დადიოდა და ეუბნებოდა: რამ გაგაგიჟათ, რატომ ისვრითო...“

შეგახსენებთ, წიგნების სერია „ომებსა და ადამიანებზე“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც ომის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს. სერიის ახალი წიგნი „შიშის საათი“ 18 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათაქსელშიდაპრესისგავრცელებისჯიხურებშიმთელისაქართველოსმასშტაბით.

TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა