მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სინოდში არის არაერთი პერსონა, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს საქართველოს მომავალ პატრიარქად" - რა შემთხვევაშია შესაძლებელი პატრიარქის გადაყენება?
"სინოდში არის არაერთი პერსონა, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს საქართველოს მომავალ პატრიარქად" - რა შემთხვევაშია შესაძლებელი პატრიარქის გადაყენება?

8 თე­ბერ­ვალს სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 11 თე­ბერ­ვალს წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა. მა­ლე­ვე რე­ლი­გი­ის ექ­სპერტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ 11 თე­ბერ­ვალს სი­ნო­დის სხდო­მა­ზე ილია მე­ო­რის გა­და­ყე­ნე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებ­დნენ.

"გაც­ნო­ბებთ, რომ ხუთ­შა­ბათს, 11 თე­ბერ­ვალს წმინ­და სი­ნო­დის სა­გან­გე­ბო სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლის ფორ­მატ­შიც, რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მეს­ვე­ურ­თა და­ვა­ლე­ბი­თა და რუ­სო­ფი­ლუ­რად გან­წყო­ბილ ქარ­თველ ეპის­კო­პოს­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის შეთ­ქმუ­ლე­ბით ძი­რე­უ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ძვრე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა, კერ­ძოდ - ახა­ლი წეს­რი­გი­სა და მმარ­თვე­ლო­ბის დამ­კვიდ­რე­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ტახ­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბას გარ­კვე­უ­ლი კომ­პრო­მა­ტე­ბი­სა თუ შან­ტა­ჟი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით პირ­ვე­ლი ერ­არ­ქის არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­ა­რია ვინ­მე ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით მარ­თლაც გეგ­მავ­დეს პატ­რი­არ­ქის გა­და­ყე­ნე­ბას და აქვს თუ არა სი­ნოდს ამის­თვის მე­ქა­ნიზ­მი? - ამ თე­მა­ზე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­ბა "პო­ლიტ­ნი­უს­ში" რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა მკვლე­ვარ­მა გოჩა მირ­ცხუ­ლა­ვამ ისა­უბ­რა:

- პატ­რი­არ­ქის გა­და­ყე­ნე­ბა უფრო შიდა სა­ეკ­ლე­სიო პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია, ვიდ­რე მე­ქა­ნიზ­მის არარ­სე­ბო­ბა-არ­სე­ბო­ბის თემა. პატ­რი­არ­ქი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის ქმე­დუ­უ­ნა­როა. რად­გან სი­ნო­დის სხდო­მას თვი­თონ პატ­რი­არ­ქი იწ­ვევს, შე­სა­ბა­მი­სად, ის ქმე­დუ­უ­ნა­რო ადა­მი­ა­ნად ვერ მი­იჩ­ნე­ვა. რა­ი­მე სა­ხის ფორ­სი­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა რომ იყოს, სი­ნო­დის სხდო­მა­საც ფორ­სი­რე­ბუ­ლად მო­იწ­ვევ­დნენ, ანუ 8 თებრვალს არ გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ და 11-ში არ ჩა­ა­ტა­რებ­დნენ, შე­სა­ბა­მი­სად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვერ ვხე­დავ. მით უფრო იმ კონ­ტექ­სტში, რო­გორც გავ­რცელ­და, რად­გან მე­უ­ფე შიოს არ აქვს იმგვა­რი გავ­ლე­ნა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რომ მან შეძ­ლოს მთე­ლი იმ ავან­ტი­უ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, რაც იმ სქე­მით იყო გად­მო­ცე­მუ­ლი. სი­ნოდ­ში არის არა­ერ­თი დაჯ­გუ­ფე­ბა და არა­ერ­თი პერ­სო­ნა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს მო­ი­აზ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ პატ­რი­არ­ქად. ასე­თი რამ რომც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მე­უ­ფე შიომ, მას უდი­დე­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეხ­ვდე­ბა".

არ­სე­ბობს თუ არა უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში სი­ნო­დის მიერ პატ­რი­არ­ქის გა­და­ყე­ნე­ბის პრე­ცე­დენ­ტი? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად გოჩა მირ­ცხუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და:

"ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი არ მახ­სენ­დე­ბა, მით უფრო, სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში. რა­ო­დენ ფი­ზი­კურ უძ­ლუ­რე­ბა­შიც არ უნდა იყოს პატ­რი­არ­ქი, ის უდი­დე­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნეა ეკ­ლე­სი­ა­ში, ამი­ტომ არ მჯე­რა, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ რო­მე­ლი­მე მე­უ­ფე წავა და მით უფრო, მისი გა­და­ყე­ნე­ბა აბ­სურ­დუ­ლად მი­მაჩ­ნია. სხვა სა­კი­თხია, არ ინ­ტე­რე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ას და რამ­დე­ნად შე­უძ­ლია მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
87

პუტინმა მოწამლა,მაგრამ ვერ მოკლა ჩვენი პატრიარქი და ახლა ასე ცდილობენ მის მოშერებას,მაგრამ რეგვენები არიან,უფლის ნების გარესე რომ გეგმავენ ამ სისულელეს

DsRR
1

ადრე მახსოვს უფრო სიტყვა კათალიკოსი იხმარებოდა. ბოლო წლებია მარტო პატრიარქს იყენებენ. საინტერესოა რატომ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სინოდში არის არაერთი პერსონა, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს საქართველოს მომავალ პატრიარქად" - რა შემთხვევაშია შესაძლებელი პატრიარქის გადაყენება?

"სინოდში არის არაერთი პერსონა, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს საქართველოს მომავალ პატრიარქად" - რა შემთხვევაშია შესაძლებელი პატრიარქის გადაყენება?

8 თებერვალს საპატრიარქოს ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. მალევე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ 11 თებერვალს სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ.

"გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ - ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველი ერარქის არჩევნების დანიშვნას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რამდენად რეალუარია ვინმე ეკლესიის შიგნით მართლაც გეგმავდეს პატრიარქის გადაყენებას და აქვს თუ არა სინოდს ამისთვის მექანიზმი? - ამ თემაზე "პალიტრანიუსის" გადაცება "პოლიტნიუსში" რელიგიის საკითხთა მკვლევარმა გოჩა მირცხულავამ ისაუბრა:

- პატრიარქის გადაყენება უფრო შიდა საეკლესიო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე მექანიზმის არარსებობა-არსებობის თემა. პატრიარქი შეიძლება გადაყენებული იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ქმედუუნაროა. რადგან სინოდის სხდომას თვითონ პატრიარქი იწვევს, შესაბამისად, ის ქმედუუნარო ადამიანად ვერ მიიჩნევა. რაიმე სახის ფორსირებული ვითარება რომ იყოს, სინოდის სხდომასაც ფორსირებულად მოიწვევდნენ, ანუ 8 თებრვალს არ გამოაცხადებდნენ და 11-ში არ ჩაატარებდნენ, შესაბამისად, ამ მიმართულებით მოვლენების განვითარების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. მით უფრო იმ კონტექსტში, როგორც გავრცელდა, რადგან მეუფე შიოს არ აქვს იმგვარი გავლენა და ძალაუფლება, რომ მან შეძლოს მთელი იმ ავანტიურის განხორციელება, რაც საჭირო იქნებოდა იმ შემთხვევაში, რაც იმ სქემით იყო გადმოცემული. სინოდში არის არაერთი დაჯგუფება და არაერთი პერსონა, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს საქართველოს მომავალ პატრიარქად. ასეთი რამ რომც განახორციელოს მეუფე შიომ, მას უდიდესი წინააღმდეგობა შეხვდება".

არსებობს თუ არა უახლოეს ისტორიაში სინოდის მიერ პატრიარქის გადაყენების პრეცედენტი? - ამ კითხვაზე პასუხად გოჩა მირცხულავამ განაცხადა:

"ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება, მით უფრო, საქართველოს უახლოეს ისტორიაში. რაოდენ ფიზიკურ უძლურებაშიც არ უნდა იყოს პატრიარქი, ის უდიდესი ძალაუფლების მქონეა ეკლესიაში, ამიტომ არ მჯერა, რომ მის წინააღმდეგ რომელიმე მეუფე წავა და მით უფრო, მისი გადაყენება აბსურდულად მიმაჩნია. სხვა საკითხია, არ ინტერესები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის ეკლესიას და რამდენად შეუძლია მათი განხორციელება".

"ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა" - კალაძე

კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?

"ვირუსი ცდილობს დაუბრუნდეს გავრცელების ბუნებრივ პოტენციალს, თუ ამის შესაძლებლობას მივცემთ, 6-8 კვირაში ისევ ცეცხლივით მოედება ყველაფერს" - ბიძინა კულუმბეგოვი