მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ
"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ

2021 წლის გა­ზა­ფხულ­ზე სი­რი­ა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვაა და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ამ დრომ­დე არ­ჩევ­ნე­ბის არც ზუს­ტი თა­რი­ღია ცნო­ბი­ლი და არც ყვე­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი.

არ­ჩევ­ნე­ბი აპ­რილ­ში, ან მა­ის­ში შედ­გე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, კან­დი­და­ტუ­რა ამ დრომ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ წა­რუდ­გე­ნია მოქ­მედ პრე­ზი­დენტ ბა­შარ-ალ ასადს და ის მხო­ლოდ სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტად ით­ვლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, აღ­მო­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­ი­ზარ­და ეჭ­ვე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა, ბა­შარ ასა­დი ცოლს, სი­რი­ის პირ­ველ ლე­დის, ასმა ასადს თა­ვის პო­ლი­ტი­კურ მემ­კვიდ­რედ ამ­ზა­დებ­დეს და სი­რი­ა­ში ასა­დე­ბის რე­ჟი­მის გამ­გრძე­ლებ­ლად სწო­რედ ის მოგ­ვევ­ლი­ნოს.

ეჭ­ვებს ამ­ყა­რებს ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასმა ასა­დის პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც, მისი გა­მო­ჩე­ნა სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი ფო­ტო­ე­ბი ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის კა­ბი­ნე­ტებ­ში. რო­გორც აღ­მო­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, ეს არის არა­და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და უჩ­ვე­უ­ლო სი­რი­ის­თვის - რო­გორც წესი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის შეხ­ვედ­რე­ბის ოთახ­ში მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის ფოტო არის ხოლ­მე გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ყო­ვე­ლი­ვემ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა, გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი, აპი­რებს თუ არა ის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას და რომ შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თგვა­რი შემ­ზა­დე­ბის მცდე­ლო­ბა იყოს.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, შე­საძ­ლოა, რუ­სე­თი ცდი­ლობ­დეს ხელი შე­უ­წყოს სი­რი­ის პირ­ველ ქალს და მის­გან ქმრის პო­ლი­ტი­კუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შექ­მნას, მით უფრო, რომ ის ქვეყ­ნის კრი­ზი­სის დროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი ერთ-ერთი მთა­ვა­რი პირი იყო.

ასმა პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს რე­ჟი­მის ერ­თგულ­თა შო­რის იმ სო­ცი­ა­ლუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი რო­ლის გამო, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ლედი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებ­და. ასე­ვე ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ასმა არის სუ­ნი­ტე­ბის ოჯა­ხი­დან, რაც აუმ­ჯო­ბე­სებს მის პო­ლი­ტი­კურ შან­სებს, ითა­მა­შოს ქვეყ­ნის მარ­თვა­ში წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი როლი.

სი­რი­ის პირ­ვე­ლი ლედი ბრი­ტა­ნე­ლია, ის ლონ­დონ­ში და­ი­ბა­და, სი­რი­ე­ლი მშობ­ლე­ბის ოჯახ­ში.1996 წელს და­ამ­თავ­რა ლონ­დო­ნის სა­მე­ფო კო­ლე­ჯი, შე­ის­წა­ვა­ლა რა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა და ფრან­გულ ლი­ტე­რა­ტუ­რა, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. ას­მას სა­ინ­ვეს­ტი­ციო და სა­ბან­კო საქ­მე­ში კა­რი­ე­რა ჰქონ­და და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­გის­ტრა­ტუ­რის გავ­ლას აპი­რებ­და, რო­დე­საც იგი 2000 წლის დე­კემ­ბერ­ში ბა­შარ ალ-ასად­ზე და­ქორ­წინ­და.

ასმა უკვე სამი შვი­ლის დე­დაა და მსოფ­ლი­ოს ხში­რად აკ­ვირ­ვებს თა­ვი­სი სკან­და­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­თა თუ გან­ცხა­დე­ბე­ბით. ის მე­უღ­ლის გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რია. ახლა, რო­დე­საც სი­რია ნა­წი­ლე­ბად არის დაშ­ლი­ლი, ას­მას ქო­ნე­ბამ, ამ­ბო­ბენ, რომ უკვე 1 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მხრი­და­ნაც მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლის სა­მიზ­ნეც ასმა ასა­დი გახ­და. იან­ვარ­ში, სი­რი­ა­ში აშშ-ის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟოელ რე­ი­ბარნ­მა ასმა მა­ფი­ის ლი­დერს შე­ა­და­რა.

"მო­დუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი­დან ასმა გა­და­იქ­ცა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ლი­დე­რად“, - გა­ნა­ცხა­და რე­ი­ბარნ­მა. მან­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ ასა­დე­ბის ოჯა­ხის მო­მა­ვა­ლი სი­რი­ელ­მა ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს და აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ჟიმ­მა ძალა და­კარ­გა და რომ გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბა, თუ მალე და­ინ­გრე­ვა.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში აშშ-მა სი­რი­ის რე­ჟიმს სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი სე­რია და­უ­წე­სა. სან­ქცი­ე­ბის სა­მიზ­ნე ასმა ასა­დი და მისი ოჯა­ხი იყო. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მა­შინ­დელ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა თქვა, რომ საქნცი­ე­ბი არის პა­სუ­ხი სი­რი­ის ხალ­ხის ხარ­ჯზე უკა­ნო­ნო სიმ­დიდ­რის დაგ­რო­ვე­ბი­სა.

სი­რი­ის სა­არ­ჩევ­ნო კა­ნო­ნის თა­ნახ­მად საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 16 აპ­რი­ლი­დან 16 მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში უნდა გა­ი­მარ­თოს. სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტე­ბი არი­ან ბა­შარ ალ-ასა­დი, ჯე­მალ სუ­ლი­ნა­მი, ფა­ჰად ალ მას­რი, აბ­დუ­ლა ალ ჰა­მა­სი. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ბა­შარ ასადს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია thearabweekly.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
20

წარმატებები

!!!
6

შარშან წერდნენ, რომ სიმსივნის მძიმე ფორმას მკურნალობდა... როგორც ჩანს, პოლიტიკოსობა და პრეზიდენტობის სურვილი დაავადებებსაც ამარცხებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ

2021 წლის გაზაფხულზე სირიაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვაა დაგეგმილი, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ამ დრომდე არჩევნების არც ზუსტი თარიღია ცნობილი და არც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი.

არჩევნები აპრილში, ან მაისში შედგება. ამასთანავე, კანდიდატურა ამ დრომდე ოფიციალურად არ წარუდგენია მოქმედ პრეზიდენტ ბაშარ-ალ ასადს და ის მხოლოდ სავარაუდო კანდიდატად ითვლება. სწორედ ამიტომ, აღმოსავლურ სამყაროში გაიზარდა ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ბაშარ ასადი ცოლს, სირიის პირველ ლედის, ასმა ასადს თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ ამზადებდეს და სირიაში ასადების რეჟიმის გამგრძელებლად სწორედ ის მოგვევლინოს.

ეჭვებს ამყარებს ბოლო თვეების განმავლობაში ასმა ასადის პოლიტიკური თვალსაზრისით გააქტიურებაც, მისი გამოჩენა სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ მისი ფოტოები ბოლო კვირების განმავლობაში გამოჩნდა სხვადასხვა ოფიციალური პირების კაბინეტებში. როგორც აღმოსავლური მედია წერს, ეს არის არადამახასიათებელი და უჩვეულო სირიისთვის - როგორც წესი, ოფიციალური პირების შეხვედრების ოთახში მხოლოდ პრეზიდენტის ფოტო არის ხოლმე განთავსებული.

ყოველივემ სპეკულაციები კიდევ უფრო გაამძაფრა, გააჩინა კითხვები, აპირებს თუ არა ის უახლოეს პერიოდში პოლიტიკური როლის შესრულებას და რომ შესაძლოა, ყოველივე საზოგადოების ერთგვარი შემზადების მცდელობა იყოს.

ექსპერტების თქმით, შესაძლოა, რუსეთი ცდილობდეს ხელი შეუწყოს სირიის პირველ ქალს და მისგან ქმრის პოლიტიკური ალტერნატივა შექმნას, მით უფრო, რომ ის ქვეყნის კრიზისის დროს გადაწყვეტილებების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირი იყო.

ასმა პოპულარობით სარგებლობს რეჟიმის ერთგულთა შორის იმ სოციალური და ჰუმანიტარული როლის გამო, რომელსაც პირველი ლედი ომის განმავლობაში ასრულებდა. ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ ასმა არის სუნიტების ოჯახიდან, რაც აუმჯობესებს მის პოლიტიკურ შანსებს, ითამაშოს ქვეყნის მართვაში წამყვანი პოლიტიკური როლი.

სირიის პირველი ლედი ბრიტანელია, ის ლონდონში დაიბადა, სირიელი მშობლების ოჯახში.1996 წელს დაამთავრა ლონდონის სამეფო კოლეჯი, შეისწავალა რა კომპიუტერული მეცნიერება და ფრანგულ ლიტერატურა, ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ასმას საინვესტიციო და საბანკო საქმეში კარიერა ჰქონდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრატურის გავლას აპირებდა, როდესაც იგი 2000 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადზე დაქორწინდა.

ასმა უკვე სამი შვილის დედაა და მსოფლიოს ხშირად აკვირვებს თავისი სკანდალური მოქმედებებითა თუ განცხადებებით. ის მეუღლის გულმხურვალე მხარდამჭერია. ახლა, როდესაც სირია ნაწილებად არის დაშლილი, ასმას ქონებამ, ამბობენ, რომ უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდანაც მწვავე განცხადებები, რომლის სამიზნეც ასმა ასადი გახდა. იანვარში, სირიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟოელ რეიბარნმა ასმა მაფიის ლიდერს შეადარა.

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“, - განაცხადა რეიბარნმა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ასადების ოჯახის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და აღნიშნა, რომ რეჟიმმა ძალა დაკარგა და რომ გასაკვირი არ იქნება, თუ მალე დაინგრევა.

გასული წლის დეკემბერში აშშ-მა სირიის რეჟიმს სანქციების ახალი სერია დაუწესა. სანქციების სამიზნე ასმა ასადი და მისი ოჯახი იყო. შეერთებული შტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ საქნციები არის პასუხი სირიის ხალხის ხარჯზე უკანონო სიმდიდრის დაგროვებისა.

სირიის საარჩევნო კანონის თანახმად საპრეზიდენტო არჩევნები 16 აპრილიდან 16 მაისამდე პერიოდში უნდა გაიმართოს. სავარაუდო კანდიდატები არიან ბაშარ ალ-ასადი, ჯემალ სულინამი, ფაჰად ალ მასრი, აბდულა ალ ჰამასი. როგორც აღვნიშნეთ, ბაშარ ასადს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია.

მომზადებულია thearabweekly.com-ის მიხედვით

სომხეთში მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და ფაშინიანი არსად მიდის - "ასეთი მოთხოვნა საზოგადოებისგან არ არსებობს"

როგორ გადაურჩნენ ზვავს სასრიალოდ წასული მეგობრები - დრამატული კადრები იუტადან

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის 3 დიპლომატი გააძევეს