სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადგან მაღალი გაქვთ ხელფასი, ყველაფრის კადრების უფლება კი არ გაქვთ? კობახიძე უფრო დასაფასებელია, ვიდრე თქვენ" - მელია იმნაიშვილს
"რადგან მაღალი გაქვთ ხელფასი, ყველაფრის კადრების უფლება კი არ გაქვთ? კობახიძე უფრო დასაფასებელია, ვიდრე თქვენ" - მელია იმნაიშვილს

"ღა­მის კუ­რი­ერ­ში" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს ნიკა მე­ლი­ა­სა და წამ­ყვანს ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვილს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რის შემ­დე­გად მე­ლი­ამ სტუ­დია და­ტო­ვა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია შე­კი­თხვამ, რო­მე­ლიც 2005 წელს მომ­ხდარ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბო­და. კერ­ძოდ, იმ­ნა­იშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა რა მე­თო­დებს იყე­ნებ­დნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ.

"რაზე მა­ლა­პა­რა­კებ. ამას არ შე­გარ­ჩენთ. რო­დე­საც წარ­სულ­ზე სა­უბ­რობთ, იქვე უნდა თქვათ, რა სა­ხელ­მწი­ფო იყო. მახ­სოვს 2003 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო. ქურ­თუ­კებს რომ ხდიდ­ნენ მოქ­ლა­ქე­ებს და გა­რეთ ვერ გა­დი­ო­დით და ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა.

თქვენ მე­ლა­პა­რა­კე­ბით 2005 წლის დარ­ღვე­ვებ­ზე და 2002 წელს რა ხდე­ბო­და? რა­ტომ არ ამ­ბობთ. არ გა­მო­გი­ვათ ახლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საქ­მის კე­თე­ბა. რე­ა­ლუ­რად, თქვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საქ­მეს აკე­თებთ პირ­მომ­ცი­მა­რი.

მე თქვენ­თან ყოფ­ნი­სას დავ­კარ­გე დრო, ვის აინ­ტე­რე­სებს 2005 წლის ამ­ბე­ბი, 2021 წელ­ში ვართ. მგო­ნია, რომ რა­ღაც და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლეთ. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად იქ­ცე­ვით. რად­გან მა­ღა­ლი გაქვთ ხელ­ფა­სი იქ, სა­დაც გაქვთ, ყვე­ლაფ­რის კად­რე­ბის უფ­ლე­ბა კი არ გაქვთ? რომ არ გქონ­დეთ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი და არ გე­ში­ნო­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის, ასე არ ისა­უბ­რებ­დით. ძა­ლი­ან ცუდი ეთე­რი გქონ­დათ. თქვენ რომ არ გქონ­დეთ ის ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც გაქვთ, ასე გა­და­ცე­მას არ წა­იყ­ვან­დით. რაღა შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი და რაღა თქვენ. კო­ბა­ხი­ძე ირაკ­ლი უფრო და­სა­ფა­სე­ბე­ლია, ვიდ­რე თქვენ" - მი­მარ­თა მე­ლი­ამ იმ­ნა­იშ­ვილს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zorbega
121

nikanors aewva erti adgili

თამაზი
69
აი ასეთი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი! სად იმნაიშვილის ინტელექტი და სად ამ ვაი-პოლიტიკოსის! მისი პარტიაც ასეთია რამდენიმეს გამოკლებით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რადგან მაღალი გაქვთ ხელფასი, ყველაფრის კადრების უფლება კი არ გაქვთ? კობახიძე უფრო დასაფასებელია, ვიდრე თქვენ" - მელია იმნაიშვილს

"რადგან მაღალი გაქვთ ხელფასი, ყველაფრის კადრების უფლება კი არ გაქვთ? კობახიძე უფრო დასაფასებელია, ვიდრე თქვენ" - მელია იმნაიშვილს

"ღამის კურიერში" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიასა და წამყვანს ირაკლი იმნაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგად მელიამ სტუდია დატოვა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უკმაყოფილება გამოიწვია შეკითხვამ, რომელიც 2005 წელს მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდა. კერძოდ, იმნაიშვილმა გაიხსენა რა მეთოდებს იყენებდნენ "ნაციონალები" დაკავებულების მიმართ.

"რაზე მალაპარაკებ. ამას არ შეგარჩენთ. როდესაც წარსულზე საუბრობთ, იქვე უნდა თქვათ, რა სახელმწიფო იყო. მახსოვს 2003 წლამდე საქართველო. ქურთუკებს რომ ხდიდნენ მოქლაქეებს და გარეთ ვერ გადიოდით და ეს ყველაფერი შეიცვალა.

თქვენ მელაპარაკებით 2005 წლის დარღვევებზე და 2002 წელს რა ხდებოდა? რატომ არ ამბობთ. არ გამოგივათ ახლა "ქართული ოცნების" საქმის კეთება. რეალურად, თქვენ "ქართული ოცნების" საქმეს აკეთებთ პირმომციმარი.

მე თქვენთან ყოფნისას დავკარგე დრო, ვის აინტერესებს 2005 წლის ამბები, 2021 წელში ვართ. მგონია, რომ რაღაც დავალება შეასრულეთ. არაპროფესიონალურად იქცევით. რადგან მაღალი გაქვთ ხელფასი იქ, სადაც გაქვთ, ყველაფრის კადრების უფლება კი არ გაქვთ? რომ არ გქონდეთ მაღალი ხელფასი და არ გეშინოდეთ მატერიალური კეთილდღეობის, ასე არ ისაუბრებდით. ძალიან ცუდი ეთერი გქონდათ. თქვენ რომ არ გქონდეთ ის ცხოვრება, რომელიც გაქვთ, ასე გადაცემას არ წაიყვანდით. რაღა შალვა რამიშვილი და რაღა თქვენ. კობახიძე ირაკლი უფრო დასაფასებელია, ვიდრე თქვენ" - მიმართა მელიამ იმნაიშვილს.

"რუსთავი 2"-ზე დავით კიკალიშვილი ბრუნდება  - რა სიახლეები გელოდებათ ახალი სეზონიდან და როგორ აღნიშნა არხმა 27 წლის იუბილე?

"ტიკარაძის მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება" - რას ამბობს თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის დაინფიცირების შემდეგ?

"პოლიციელთა შვილებო - თქვენ საამაყო მშობლების შვილები ხართ!" - ვახტანგ გომელაური პატარებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს