სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია
"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ ამ­ბობს, რომ მისი პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის სა­კითხს წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას, რად­გან არ აპი­რებს "კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ჯდო­მას".

ამის შე­სა­ხებ მან ღა­მის კუ­რი­ე­რის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"არ მინ­და ვიყო პარ­ლა­მენ­ტში, მაქვს მა­გის უფ­ლე­ბა თუ არა? არ მინ­და პარ­ლა­მენ­ტში, არ მინ­და იმი­ტომ, რომ ეს არ არის პარ­ლა­მენ­ტი. რა­ტომ არ მი­წყვე­ტენ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას? რად­გან იცი­ან, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­პა­რეს. ფა­სა­დუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის შექ­მნის­თვის კი, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უნ­დათ რომ გა­მო­მი­ყე­ნონ მე, მაგ­რამ არ შევ­დი­ვარ. ირმა ინაშ­ვი­ლიც კი არ შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, რომ­ლის პარ­ტი­აც ფაქ­ტობ­რი­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რი იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის". არ მინ­და კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად იმ დარ­ბაზ­ში ჯდო­მა, სა­დაც უბ­რა­ლოდ არა­ფე­რი მე­საქ­მე­ბა. იქ­ნებ, ერთი დიდი წერ­ტი­ლი და­ვუს­ვათ ამ სა­კითხს,"- გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია და შემ­დეგ უკვე სხვა ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბა.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა არის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. მერე და­ნარ­ჩე­ნი აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ბი. არ მინ­და კო­ბა­ხი­ძე! გინ­დათ ძა­ლით და­მა­ქორ­წი­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რად ამ ადა­მი­ან­თან? არ მინ­და კო­ბა­ხი­ძე, თა­ლაკ­ვა­ძე არ მინ­და, რომ იყ­ვნენ ჩემი კო­ლე­გე­ბი, მაქვს ამის უფ­ლე­ბა?!

და ახლა ვე­უბ­ნე­ბი, მად­ლო­ბა ღმერ­თს - პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა გა­მი­ხარ­და, იქ­ნებ რა­მე­ნა­ი­რად დაძ­ლი­ონ კომ­პლექ­სე­ბი და ფო­ბი­ე­ბი და შე­მი­ჩე­რონ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მეც და სხვა კო­ლე­გებ­საც, ნუ მე მა­ინც,"- აღ­ნიშ­ნა ნიკა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 93 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკანორ
54

დაოკდი

არჩი
63

ნიკა მელია, ნოდარ მელაძე და ივერი მელაშვილი არიან საქართველოში საუკეთესოები - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ქვეყნისთვის მოღვაწე 

ავტორი:

"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია

"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ამბობს, რომ მისი პარლამენტში შესვლის საკითხს წერტილი უნდა დაესვას, რადგან არ აპირებს "კობახიძესთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში ჯდომას".

ამის შესახებ მან ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.

"არ მინდა ვიყო პარლამენტში, მაქვს მაგის უფლება თუ არა? არ მინდა პარლამენტში, არ მინდა იმიტომ, რომ ეს არ არის პარლამენტი. რატომ არ მიწყვეტენ უფლებამოსილებას? რადგან იციან, რომ არჩევნები მოიპარეს. ფასადური დემოკრატიის შექმნისთვის კი, "ქართულ ოცნებას" უნდათ რომ გამომიყენონ მე, მაგრამ არ შევდივარ. ირმა ინაშვილიც კი არ შევიდა პარლამენტში, რომლის პარტიაც ფაქტობრივად პოლიტიკური პარტნიორი იყო "ქართული ოცნების". არ მინდა კობახიძესთან ერთად იმ დარბაზში ჯდომა, სადაც უბრალოდ არაფერი მესაქმება. იქნებ, ერთი დიდი წერტილი დავუსვათ ამ საკითხს,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნებია და შემდეგ უკვე სხვა ცვლილებების განხორცილება.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. მერე დანარჩენი აქედან გამომდინარე სხვა ცვლილებების განხორციელებები. არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან? არ მინდა კობახიძე, თალაკვაძე არ მინდა, რომ იყვნენ ჩემი კოლეგები, მაქვს ამის უფლება?!

და ახლა ვეუბნები, მადლობა ღმერთს - პროკურატურის განცხადება გამიხარდა, იქნებ რამენაირად დაძლიონ კომპლექსები და ფობიები და შემიჩერონ უფლებამოსილება მეც და სხვა კოლეგებსაც, ნუ მე მაინც,"- აღნიშნა ნიკა მელიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს ოპოზიციის რიგები იშლება" - კახა კალაძე

"ისინი  ჩემი მეგობრები არიან... აზრების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ...“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ლაშა ბუღაძე?