სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი ვერ გამოვიდოდა..." - როგორ გამოიყურება ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა
"2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი ვერ გამოვიდოდა..." - როგორ გამოიყურება ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა

ბოლო დროს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, დე­და­ქა­ლა­ქი­დან გა­ვი­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხეს მი­ა­შუ­როს და იქ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით ხის, თუ სხვა ტი­პის სახ­ლი აა­შე­ნოს...

2019 წლის ზა­ფხულ­ში მხატ­ვარ-დე­კო­რა­ტორ­მა ვანო ჭე­ლი­ძემ მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, რა­ჭა­ში, 6 დღე­ში ხის სახ­ლი აა­შე­ნა. ამ თე­მას, ცოტა ხნის წინ, ვანო ჭე­ლი­ძის ინ­ტერ­ვი­უ­ში მოკ­ლედ შე­ვე­ხეთ, რად­გა­ნაც სა­უ­ბარს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და. თბი­ლი­სის წლე­ვან­დე­ლი ნაძ­ვის ხის ავ­ტორს, დე­და­ქა­ლა­ქის სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ მო­წყო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და მის არა­ერთ პრო­ეტ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დით.

თუმ­ცა რა­ჭა­ში 6 დღე­ში აშე­ნე­ბულ ხის სახ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით მკი­თხველს კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდა, გა­უკ­ვირ­დათ და და­ინ­ტე­რეს­დნენ - ასე მცი­რე დრო­ში სახ­ლის აშე­ნე­ბა რო­გორ მო­ა­ხერ­ხაო?!

თუ რო­გორ შეძ­ლო ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა ეს, ამა­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს:

ასევე დაგაინტერესებთ
19:24 / 05-01-2021

"დირექტორი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ..." - ცნობილი პროექტების დეკორატორი, რომელსაც ყოველ წელს თბილისის საახალწლო მორთულობას ანდობენ

15:28 / 09-01-2021

"გაცნობისას თვალში დიდად არ მომხვედრია, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შეყვარებული იქნებოდა" - რაჭული სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცნობილ ნაძვის ხესთან

10:17 / 29-01-2021

"აქ შეიძლება, მელამ ჩაისეირნოს, ისმის ყმუილიც... ყველაფერს ქოხიდან ვმართავთ" - ტყეში გადასახლებული ცნობილი ცოლ-ქმარი და ხელით შექმნილი ზღაპრული გარემო

21:23 / 30-05-2021

"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)

"ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ნა­მა­ნევ­ში და­ი­ბა­და ჩემი ბა­ბუა. იქ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ჭე­ლი­ძეა, სა­დაც ბა­ბუ­ის შთა­მო­მავ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ. ჩემს ნა­თე­სა­ვებ­თან ხში­რად ჩავ­დი­ო­დი... ერთხე­ლაც სურ­ვლი გა­მიჩ­ნდა და მათ­თან ვთქვი - აქ სახ­ლს შე­ვი­ძენ­დი-მეთ­ქი. ეს მო­ვინ­დო­მე კი­დეც, მაგ­რამ პირ­ველ ცდა­ზე არ გა­მო­მი­ვი­და, შემ­დეგ უკვე ნა­თე­სა­ვებ­მა მო­ინ­დო­მეს, დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ. ბი­ძა­ჩე­მის ცოლ­მა სო­ფელ­ში ერთი ად­გი­ლის ნახ­ვა შე­მომ­თა­ვა­ზა - თუ მო­გე­წო­ნე­ბაო...

ნა­მა­ნე­ვი თა­ვის დრო­ზე დიდი სო­ფე­ლი იყო, 500-მდე კომ­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახლა იქ უკვე ბევ­რი ნა­სახ­ლა­რია, ზამ­თარ­ში სულ 5-6 ოჯა­ხი რჩე­ბა... მოკ­ლედ, ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც მაჩ­ვე­ნეს, მო­მე­წო­ნა. მოს­წო­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი არ მომ­წონს, ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი კარ­გი ხე­დია და ად­გი­ლი სწო­რედ ხე­დის გამო მო­მე­წო­ნა... სა­ბო­ლო­ოდ ისე გა­მო­ვი­და, რომ ის ტე­რი­ტო­რია მა­ჩუ­ქეს. რა­ღაც­ნა­ი­რად მათი დიდი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, იქ დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. ადა­მი­ან­მა, ვინც მა­ჩუ­ქა, მი­თხრა, გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ჩე­მე­ბის ნა­სახ­ლარ­ზე სახ­ლს აა­შე­ნე­ბო... სახ­ლამ­დე ძვე­ლი სა­ურ­მე გზა იყო და ისიც ჩაშ­ლი­ლი, ტრაქ­ტორს მო­ვას­წო­რე­ბი­ნე. ახლა იქ უკვე ლა­მა­ზი ბი­ლი­კია, სა­დაც ჩემი მან­ქა­ნი­თაც ავ­დი­ვარ...

- და ერთ დღე­საც იქ სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად ჩახ­ვე­დი?..

- კი, ჩემს მან­ქა­ნა­ში ჩა­ვა­წყე დაჭ­რი­ლი ფა­ნე­რე­ბი, არ­მა­ტუ­რა, ცე­მენ­ტი, ქვი­შა და რა­ჭა­ში წა­ვე­დი. წამ­ყვა მე­გო­ბა­რი. რო­გორც მქონ­და სახ­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი, იმის მი­ხედ­ვით ჯერ სა­ძირ­კვლის და­მუ­შა­ვე­ბა და­ვი­წყე. თა­ვი­დან მოვ­ხა­ზე, მერე თო­კე­ბი გა­ვავ­ლე, ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლი ჯერ თო­კე­ბით ავა­წყე. დიდი სი­ზუს­ტე მჭირ­დე­ბო­და, 2 სმ-იც რომ არას­წო­რად მო­მე­ზო­მა, ისე­თი ვერ გა­მო­ვი­დო­და, რო­გო­რიც მინ­დო­და.

17 აგ­ვის­ტოს 3-4-მა კაც­მა ორ­მო­ე­ბი ამოვ­თხა­რეთ, ფა­ნე­რე­ბით კვად­რა­ტე­ბი შევ­კა­რით, არ­მა­ტუ­რე­ბი ჩა­ვუ­ლა­გეთ და კო­ლო­ნე­ბი ბე­ტო­ნით ჩა­ვას­ხით. ბე­ტონს გაშ­რო­ბა უნ­დო­და და ამი­ტომ, თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. აქ ვი­ყი­დე სა­ხუ­რა­ვის მა­სა­ლა, ფიც­რე­ბი... სა­ჭი­რო ზო­მებ­ზე დავ­ჭე­რი, კარ-ფან­ჯრე­ბი და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე და ამ ყვე­ლაფ­რით თა­ვის აბა­ზა­ნა-უნი­ტა­ზით სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა გა­ვავ­სე, ჩემს ბი­ძაშ­ვილ­თან და კი­დევ ორ თა­ნამ­შრო­მელ-მე­გობ­რებ­თან ერ­თად რა­ჭა­ში წა­ვე­დი. იქ კდევ 2 ადა­მი­ა­ნი შე­მოგ­ვე­მა­ტა და 24 აგ­ვის­ტოს ნელ-ნელა მუ­შა­ო­ბით, 6 დღე­ში სახ­ლი გავ­მარ­თეთ.

იმ დღე­ებ­ში და­სა­ძი­ნებ­ლად სხვა სო­ფელ­ში მივ­დი­ო­დით, სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო. მე­ო­რე დღეს დი­ლას ძა­ლი­ან ცხე­ლო­და და 4 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ო­ბას ვერ ვა­ახ­ლებ­დით. ამი­ტომ გვი­ა­ნო­ბამ­დე პრო­ჟექ­ტო­რის შუქ­ზე ვშრო­მობ­დით. 29 აგ­ვის­ტოს და­ვას­რუ­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი და 30 აგ­ვის­ტოს, ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს ახალ­სახ­ლო­ბა და იუ­ბი­ლე ერ­თად აღ­ვნიშ­ნე. იმ დრო­ის­თვის ავე­ჯიც ჩა­მო­მი­ვი­და, ჩემი ოჯა­ხიც ჩა­მო­ვი­და და სტუმ­რე­ბიც მი­ვი­ღე.

- რით თბე­ბა სახ­ლი?

- კარ­გი თბო­ი­ზო­ლა­ცია მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, კედ­ლე­ბი ორ­მა­გია, გა­რე­დან ტე­ნის დამ­ცა­ვია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სახ­ლში ღუ­მე­ლი დგას და იქა­უ­რო­ბას სრუ­ლი­ად ყოფ­ნის. ახალ წლამ­დეც ვი­ყა­ვით, ახა­ლი წლის მერე რამ­დენ­ჯერ­მე და არ­ცერ­თხელ არ შეგვცივ­ნია. სახ­ლი 2 სარ­თულ­ნა­ხე­ვა­რია. პირ­ვე­ლი 50 კვ-მია, მე­ო­რე - 40 და ზე­მოთ კი­დევ 2 პა­ტა­რა ანტრე­სო­ლია - 8-8 კვმ-ის სა­ძი­ნებ­ლე­ბი.

- ინ­ტე­რი­ე­რი რო­გორ მო­პირ­კეთ­და?

- შიგ­ნით კედ­ლე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ხით მაქვს მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი, ასე­ვე არის თა­ბა­ში­რიც. ზა­ფხულ­ში სამ­ღებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს ვა­პი­რებ, რა­ღა­ცე­ბი კი­დევ და­სას­რუ­ლე­ბე­ლია. სახ­ლს აქვს ორი ტე­რა­სა და გა­საშ­ლე­ლი აუზი, რო­მელ­საც ასე­ვე ტე­რა­სა მო­ვუ­წყე.

- ე.ი. სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლია სახ­ლის აშე­ნე­ბა?

- მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა, მერე ყვე­ლაფ­რის სწო­რად და­გეგ­მვა, დრო­ის სი­ზუს­ტით გათ­ვლა. ეს საქ­მის 90%-ია. გარ­და ამი­სა, სო­ფელ­ში კარ­გი საქ­მე­ე­ბი და­ვი­წყე. ნა­მა­ნევს წყა­ლი არ ჰქონ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა ავი­ყო­ლიე და ერ­თად იმას მი­ვაღ­წი­ეთ, რომ დღეს იქ წყა­ლი უკვე არის.

- ამ სა­ა­ხალ­წლოდ, იქ ნაძ­ვის ხეც მორ­თე, ფე­რა­დი გა­ნა­თე­ბე­ბით შე­მო­სე. ადა­მი­ა­ნე­ბი მის სახ­ნა­ხა­ვად რა­ჭის სხვა­დას­ხვა სოფ­ლი­დან მი­დი­ოდ­ნენ. იქ სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას ხომ არ აპი­რებ?

- იქ სა­ცხოვ­რებ­ლად არ გა­დავ­სულ­ვარ, მაგ­რამ რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, მა­შინ­ვე მივ­დი­ვარ, რად­გა­ნაც ჩემ­თვის ნა­მა­ნევ­ში ყოფ­ნა სა­სი­ა­მო­ვოა. სა­ო­ცა­რი სი­წყნა­რეა და ეს სიმ­შვი­დეს მა­ნი­ჭებს. მოკ­ლედ, მი­ხა­რია იქ ყოფ­ნა. ასე­ვე გარ­შე­მო უბო­რო­ტო, საყ­ვა­რე­ლი, კე­თი­ლი ხალ­ხია და ესეც ძა­ლი­ან მომ­წონს. სა­ერ­თოდ კი, რა­ჭა­ში გა­დას­ვლას და იქ უფრო აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვა­პი­რებ, რომ მეტი კარ­გი რა­ღა­ცე­ბი გა­ვა­კე­თო, იქა­უ­რო­ბის აშე­ნე­ბა­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო. ახლა რაც შე­მეძ­ლო, სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ქმე­ნი, არა­ვის უთ­ქვამს, არ ვარ­გაო. ჩემი მი­ზა­ნიც ეგ იყო და არის, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვა­ხა­რო.

- გარ­შე­მო ტყე გაკ­რავთ, ხომ?

- კი, ჩემი სახ­ლი ახ­ლო­საა ტყეს­თან. ჩვენ ზე­მოთ ძვე­ლად სა­ლო­ცა­ვი იყო, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს და­არ­ღვი­ეს. გეგ­მა­ში გვაქვს, რომ ისიც აღ­ვად­გი­ნო. იქა­უ­რო­ბა თბი­ლი­სი­დან 4 სა­ა­თის სა­ვალ­ზე კია, მაგ­რამ ისე მიყ­ვარს ჩვე­ნი სო­ფე­ლი, რომ ეს სი­შო­რე და მან­ძი­ლი არა­ფერს ნიშ­ნავს...

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ჩემი ოცნების სახლი...❤️🌺

eteri
1

ყოჩაღ,წარმატებები.ბედნიერად იცხოვრეთ.

ავტორი:

"2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი ვერ გამოვიდოდა..." - როგორ გამოიყურება ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა

"2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი ვერ გამოვიდოდა..." - როგორ გამოიყურება ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა

ბოლო დროს ბევრი ადამიანი ცდილობს, დედაქალაქიდან გავიდეს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მიაშუროს და იქ შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი ხელით ხის, თუ სხვა ტიპის სახლი ააშენოს...

2019 წლის ზაფხულში მხატვარ-დეკორატორმა ვანო ჭელიძემ მეგობრების დახმარებით, რაჭაში, 6 დღეში ხის სახლი ააშენა. ამ თემას, ცოტა ხნის წინ, ვანო ჭელიძის ინტერვიუში მოკლედ შევეხეთ, რადგანაც საუბარს სხვა მიმართულება ჰქონდა. თბილისის წლევანდელი ნაძვის ხის ავტორს, დედაქალაქის სადღესასწაულოდ მოწყობის გამოცდილებასა და მის არაერთ პროეტზე ვესაუბრებოდით.

თუმცა რაჭაში 6 დღეში აშენებულ ხის სახლთან დაკავშირებით მკითხველს კითხვები გაუჩნდა, გაუკვირდათ და დაინტერესდნენ - ასე მცირე დროში სახლის აშენება როგორ მოახერხაო?!

თუ როგორ შეძლო ჩვენმა რესპონდენტმა ეს, ამაზე თავად გვიამბობს:

"ამბროლაურის რაიონის სოფელი ნამანევში დაიბადა ჩემი ბაბუა. იქ მოსახლეობის უმეტესობა ჭელიძეა, სადაც ბაბუის შთამომავლებიც ცხოვრობენ. ჩემს ნათესავებთან ხშირად ჩავდიოდი... ერთხელაც სურვლი გამიჩნდა და მათთან ვთქვი - აქ სახლს შევიძენდი-მეთქი. ეს მოვინდომე კიდეც, მაგრამ პირველ ცდაზე არ გამომივიდა, შემდეგ უკვე ნათესავებმა მოინდომეს, დამხმარებოდნენ. ბიძაჩემის ცოლმა სოფელში ერთი ადგილის ნახვა შემომთავაზა - თუ მოგეწონებაო...

ნამანევი თავის დროზე დიდი სოფელი იყო, 500-მდე კომლი ყოფილა, მაგრამ ახლა იქ უკვე ბევრი ნასახლარია, ზამთარში სულ 5-6 ოჯახი რჩება... მოკლედ, ნაკვეთი, რომელიც მაჩვენეს, მომეწონა. მოსწორებული ადგილი არ მომწონს, ჩემთვის პრიორიტეტული კარგი ხედია და ადგილი სწორედ ხედის გამო მომეწონა... საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ის ტერიტორია მაჩუქეს. რაღაცნაირად მათი დიდი ინიციატივა იყო, იქ დავსახლებულიყავი. ადამიანმა, ვინც მაჩუქა, მითხრა, გამიხარდება, თუ ჩემების ნასახლარზე სახლს ააშენებო... სახლამდე ძველი საურმე გზა იყო და ისიც ჩაშლილი, ტრაქტორს მოვასწორებინე. ახლა იქ უკვე ლამაზი ბილიკია, სადაც ჩემი მანქანითაც ავდივარ...

- და ერთ დღესაც იქ სახლის ასაშენებლად ჩახვედი?..

- კი, ჩემს მანქანაში ჩავაწყე დაჭრილი ფანერები, არმატურა, ცემენტი, ქვიშა და რაჭაში წავედი. წამყვა მეგობარი. როგორც მქონდა სახლი წარმოდგენილი, იმის მიხედვით ჯერ საძირკვლის დამუშავება დავიწყე. თავიდან მოვხაზე, მერე თოკები გავავლე, ფაქტობრივად, სახლი ჯერ თოკებით ავაწყე. დიდი სიზუსტე მჭირდებოდა, 2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი ვერ გამოვიდოდა, როგორიც მინდოდა.

17 აგვისტოს 3-4-მა კაცმა ორმოები ამოვთხარეთ, ფანერებით კვადრატები შევკარით, არმატურები ჩავულაგეთ და კოლონები ბეტონით ჩავასხით. ბეტონს გაშრობა უნდოდა და ამიტომ, თბილისში დავბრუნდი. აქ ვიყიდე სახურავის მასალა, ფიცრები... საჭირო ზომებზე დავჭერი, კარ-ფანჯრები დავამზადებინე და ამ ყველაფრით თავის აბაზანა-უნიტაზით სატვირთო მანქანა გავავსე, ჩემს ბიძაშვილთან და კიდევ ორ თანამშრომელ-მეგობრებთან ერთად რაჭაში წავედი. იქ კდევ 2 ადამიანი შემოგვემატა და 24 აგვისტოს ნელ-ნელა მუშაობით, 6 დღეში სახლი გავმართეთ.

იმ დღეებში დასაძინებლად სხვა სოფელში მივდიოდით, სხვა საშუალება არ იყო. მეორე დღეს დილას ძალიან ცხელოდა და 4 საათამდე მუშაობას ვერ ვაახლებდით. ამიტომ გვიანობამდე პროჟექტორის შუქზე ვშრომობდით. 29 აგვისტოს დავასრულეთ ყველაფერი და 30 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეს ახალსახლობა და იუბილე ერთად აღვნიშნე. იმ დროისთვის ავეჯიც ჩამომივიდა, ჩემი ოჯახიც ჩამოვიდა და სტუმრებიც მივიღე.

- რით თბება სახლი?

- კარგი თბოიზოლაცია მაქვს გაკეთებული, კედლები ორმაგია, გარედან ტენის დამცავია გამოყენებული. სახლში ღუმელი დგას და იქაურობას სრულიად ყოფნის. ახალ წლამდეც ვიყავით, ახალი წლის მერე რამდენჯერმე და არცერთხელ არ შეგვცივნია. სახლი 2 სართულნახევარია. პირველი 50 კვ-მია, მეორე - 40 და ზემოთ კიდევ 2 პატარა ანტრესოლია - 8-8 კვმ-ის საძინებლები.

- ინტერიერი როგორ მოპირკეთდა?

- შიგნით კედლები ნაწილობრივ ხით მაქვს მოპირკეთებული, ასევე არის თაბაშირიც. ზაფხულში სამღებრო სამუშაოებს ვაპირებ, რაღაცები კიდევ დასასრულებელია. სახლს აქვს ორი ტერასა და გასაშლელი აუზი, რომელსაც ასევე ტერასა მოვუწყე.

- ე.ი. საკუთარი ხელით შესაძლებელია სახლის აშენება?

- მთავარი მონდომებაა, მერე ყველაფრის სწორად დაგეგმვა, დროის სიზუსტით გათვლა. ეს საქმის 90%-ია. გარდა ამისა, სოფელში კარგი საქმეები დავიწყე. ნამანევს წყალი არ ჰქონდა, მოსახლეობა ავიყოლიე და ერთად იმას მივაღწიეთ, რომ დღეს იქ წყალი უკვე არის.

- ამ საახალწლოდ, იქ ნაძვის ხეც მორთე, ფერადი განათებებით შემოსე. ადამიანები მის სახნახავად რაჭის სხვადასხვა სოფლიდან მიდიოდნენ. იქ საცხოვრებლად გადასვლას ხომ არ აპირებ?

- იქ საცხოვრებლად არ გადავსულვარ, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, მაშინვე მივდივარ, რადგანაც ჩემთვის ნამანევში ყოფნა სასიამოვოა. საოცარი სიწყნარეა და ეს სიმშვიდეს მანიჭებს. მოკლედ, მიხარია იქ ყოფნა. ასევე გარშემო უბოროტო, საყვარელი, კეთილი ხალხია და ესეც ძალიან მომწონს. საერთოდ კი, რაჭაში გადასვლას და იქ უფრო აქტიურ საქმიანობას ვაპირებ, რომ მეტი კარგი რაღაცები გავაკეთო, იქაურობის აშენებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ახლა რაც შემეძლო, საახალწლო განწყობა მაქსიმალურად შევქმენი, არავის უთქვამს, არ ვარგაო. ჩემი მიზანიც ეგ იყო და არის, ადამიანები გავახარო.

- გარშემო ტყე გაკრავთ, ხომ?

- კი, ჩემი სახლი ახლოსაა ტყესთან. ჩვენ ზემოთ ძველად სალოცავი იყო, რომელიც კომუნისტების დროს დაარღვიეს. გეგმაში გვაქვს, რომ ისიც აღვადგინო. იქაურობა თბილისიდან 4 საათის სავალზე კია, მაგრამ ისე მიყვარს ჩვენი სოფელი, რომ ეს სიშორე და მანძილი არაფერს ნიშნავს...