პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის ნაკლებობის არქონის გამო..." - თენგიზ ცერცვაძე
"პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის ნაკლებობის არქონის გამო..." - თენგიზ ცერცვაძე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბი­ან COVID-19-ის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლას სა­ქარ­თვე­ლო და სხვა ქვეყ­ნე­ბი.

ცერ­ცვა­ძე პან­დე­მი­ის მარ­თვის კუ­თხით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს, და ამ­ბობს, რომ ჩვენ­თან პან­დე­მი­ის პი­კის პე­რი­ოდ­შიც კი არ­ცერ­თი ავად­მყო­ფი არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბის ან სა­სუნ­თქი აპა­რა­ტის არ­ქო­ნის გამო, ხოლო პა­ცი­ენ­ტის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნებ­ში და­ყოვ­ნე­ბა 2-3 სა­ათს არ აღე­მა­ტე­ბო­და და ისიც სულ 2-3 კვი­რის მან­ძილ­ზე.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი და რა­მო­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ან ამ­ბი­ცი­ა­და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ექი­მი ცდი­ლო­ბენ და­ამ­კვიდ­რონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზრი, რომ ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის პან­დე­მი­ის თვალ­საზ­რი­სით უმ­ძი­მე­სი სი­ტუ­ა­ცი­ია, ქვე­ყა­ნამ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ო­დის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად?! ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ჩა­მოშ­ლი­ლია?! სიკ­ვდი­ლო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა?!, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რძალ­ვე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი ძა­ლი­ან მკაც­რია, ადა­მი­ა­ნებს შიმ­ში­ლით კლა­ვენ?! და სხვ.

მათ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ აინ­ტე­რე­სებთ სი­ნამ­დვი­ლე. ისი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ პრინ­ცი­პით "თუ იტყვი დიდ ტყუ­ილს და ხში­რად გა­ი­მე­ო­რებ, ბო­ლოს და ბო­ლოს ხალ­ხი მას და­ი­ჯე­რებს". მათ სა­ერ­თოდ არ ადარ­დებთ არც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა, არც ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი და/ან ჯან­მრთე­ლო­ბა. მათი პრინ­ცი­პია, რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ სპე­კუ­ლი­რე­ბას იმ სიძ­ნე­ლე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში (ისე­ვე რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში) შე­იქ­მნა COVID პან­დე­მი­ის გამო და ცდი­ლო­ბენ აამ­ხედ­რონ ადა­მი­ა­ნე­ბი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ამ ადა­მი­ა­ნებს ერთ რამ აქვს სა­ერ­თო - არ­ცერთ მათ­განს არა­ფე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბია არც COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და არც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად, ვისი ბე­დი­თაც ისი­ნი სპე­კუ­ლი­რე­ბენ და მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ. მათ ცო­ცხა­ლი თა­ვით არ უნ­დათ და­ი­ნა­ხონ, რა­საც მთე­ლი მსოფ­ლიო აღი­ა­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბით მარ­თავს COVID-19-ის პან­დე­მი­ას, შექ­მნა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო COVID სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რი და აქვს ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის COVID-19-ით სიკ­ვდი­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (1,25%). ვერც იმას ხე­და­ვენ, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში გვაქვს გარ­დაც­ვა­ლე­ბის (სამ­წუ­ხა­როდ) 10-დან 20-მდე შემ­თხვე­ვა, სხვა ქვეყ­ნებ­ში ეს გა­ცი­ლე­ბით მე­ტია.

ისი­ნი არც იმას იმ­ჩნე­ვენ, რომ ინ­გლი­სის ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ი­ტინ­გით COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბრძო­ლის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით (შე­ფა­სე­ბა კომ­პლექ­სუ­რია და ეფუძ­ნე­ბა სულ 19 ინ­დი­კა­ტორს) სა­ქარ­თვე­ლო, მსოფ­ლი­ოს 183 ქვე­ყა­ნას შო­რის სის­ტე­მა­ტუ­რად ხვდე­ბა პირ­ველ ათე­ულ­ში და ა.შ.

ბ-ნი სერ­გო ჩიხ­ლა­ძე, რო­მე­ლიც უა­პე­ლა­ცი­ოდ გვე­ძა­ხის ყვე­ლას "მავ­ნებ­ლებს"?!, "ბე­დოვ­ლა­თებს"?! (ჩვენ „მავ­ნებ­ლე­ბი“ ვართ და თვი­თონ „ქვეყ­ნის გა­დამ­რჩე­ნი“) და ა.შ. დი­დად ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ სა­დღაც ამო­ი­კი­თხა, რომ ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე შე­ზღუდ­ვა მოხ­სნი­ლია. ამ დროს იგი თვალს ხუ­ჭავს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მკაც­რია სხვა შე­ზღუდ­ვე­ბი ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით.

ასე მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში ოჯა­ხებს მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის სტუმ­რად მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ და ამა­ვე დროს არა აქვს სახ­ლი­დან 15 კი­ლო­მეტრზე მე­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. იგი­ვე გერ­მა­ნი­სა და ავ­სტრი­ა­ში არა­საკ­მა­რი­სად თვლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის ტა­რე­ბას და ითხო­ვენ მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ე.წ. N95 პირ­ბა­დის (რეს­პი­რა­ტო­რის) ტა­რე­ბას.

საფ­რან­გეთ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებს სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი­დან დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მე­სა­მედ გა­მო­ცხად­და უმ­კაც­რე­სი ლო­ქ­და­უ­ნი და მო­ქა­ლა­ქე­ებს არა აქვთ სახ­ლი­დან საშ­ვის გა­რე­შე გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა. ეს­პა­ნეთ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია კო­მენ­დან­ტი სა­ა­თი ა.წ. მა­ი­სამ­დე და მო­ქა­ლა­ქე­ებს სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა აქვთ მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში, აფ­თი­აქ­ში და მარ­კეტ­ში წა­სას­ვლე­ლად. ბელ­გი­ა­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის სტუმ­რო­ბა და არა­უ­მე­ტეს 4 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა ღია სივ­რცე­ში.

ირ­ლან­დი­ა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია 5 კი­ლო­მეტ­რით მე­ტით. სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლუ­ლია სტუმ­რის მი­ღე­ბა სახ­ლში, ქორ­წილ­ზე და­საშ­ვე­ბია არა­უ­მე­ტეს 6, ხოლო დაკ­რძალ­ვა­ზე არა­უ­მე­ტეს 10 ადა­მი­ა­ნის დას­წრე­ბა. ის­რა­ელ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია 1000 მეტ­რით და ა.შ.

წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა ამ­ბავს ატეხ­დნენ ეს მარ­თლა "მავ­ნებ­ლე­ბი", რა­ი­მე მსგავ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ხდე­ბო­დეს.

ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ NDI-ის (რო­მელ­საც ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის მი­მართ მი­კერ­ძო­ე­ბას ნამ­დვი­ლად ვერ და­აბ­რა­ლებ) ბოლო კვლე­ვის შე­დე­გე­ბით მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და ობი­ექ­ტუ­რად ძნე­ლად ასა­ტა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მო­სახ­ლე­ო­ბის 60% თვლის, რომ ქვე­ყა­ნა კარ­გად გა­უმკლავ­და COVID პან­დე­მი­ას, 33% კი ასე არ თვლის. ხოლო მო­სახ­ლე­ო­ბის რა ნა­წი­ლი უჭერს მხარს ბ-ნ სერ­გოს და მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ყვე­ლამ კარ­გად იცით და სათ­ქმე­ლა­დაც კი უხერ­ხუ­ლია.

ახლა მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ხდე­ბა ევ­რო­პის და ამე­რი­კის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის კლი­ნი­კურ სექ­ტორ­ში და რა ძნე­ლად უმკლავ­დე­ბი­ან ისი­ნი COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტთა ნა­კა­დებს.

ლოს ან­ჯე­ლეს­ში არ ყოფ­ნით ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სა­წო­ლე­ბი მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი­სათ­ვის, რის გა­მოც კლი­ნი­კებ­თან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის გრძე­ლი რი­გე­ბია და COVID ავად­მყო­ფებს უხ­დე­ბათ სა­შუ­ა­ლოდ 8 სა­ა­თი გა­ა­ტა­რონ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში, სა­ნამ მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მო­ხერ­ხდე­ბა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებს მი­ღე­ბუ­ლი აქვთ მი­თი­თე­ბა, არ გა­და­იყ­ვა­ნონ კლი­ნი­კა­ში ე.წ. უი­მე­დო ავად­მყო­ფე­ბი?! ვი­ნა­ი­დან არ ჰყოფ­ნით სა­წო­ლე­ბი, აგ­რეთ­ვე ჟანგბა­დი მის­ცენ მხო­ლოდ იმ ავად­მყო­ფებს, ვისი ჟანგბა­დის სა­ტუ­რა­ცია 90%-ზე და­ბა­ლია?! წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამე­რი­კას - მსოფ­ლი­ო­ში უმ­დიდ­რეს და უძ­ლი­ე­რეს ქვე­ყა­ნას მძი­მე COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის­თვის ჟანგბა­დი არ ჰყოფ­ნის და ყვე­ლა მძი­მე ავად­მყო­ფის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ვერ ახერ­ხე­ბენ. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და, ეს რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­დეს.

ჩვენ­თან ხომ პან­დე­მი­ის პი­კის პე­რი­ოდ­შიც კი არ­ცერ­თი ავად­მყო­ფი არ და­ზა­რე­ბუ­ლა ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბის ან სა­სუნ­თქი აპა­რა­ტის არ­ქო­ნის გამო, ხოლო პა­ცი­ენ­ტის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნებ­ში და­ყოვ­ნე­ბა 2-3 სა­ათს არ აღე­მა­ტე­ბო­და და ისიც სულ 2-3 კვი­რის მან­ძილ­ზე. იგი­ვე ლოს ან­ჯე­ლეს­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით მორ­გებ­თან 2-2 რეფ­რი­ჟე­რა­ტო­რი მო­რი­გე­ობს, რათა გა­დატ­ვირ­თუ­ლი მორ­გე­ბი­დან მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ტა­ნა შეძ­ლონ.

და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვე და კი­დევ უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა ქ. ლონ­დონ­სა და და­ნარ­ჩენ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­დაც ასე­ვე არ ყოფ­ნით ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სა­წო­ლე­ბი, არ ჰყოფ­ნით ჟანგბა­დი ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ავად­მყო­ფე­ბი­სათ­ვის. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბოლო 1 თვის მან­ძილ­ზე დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 1000-1300 COVID ავად­მყო­ფი უკ­ვდე­ბათ, რაც 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით 4-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, სა­დაც ახ­ლა­ხან და­სახ­მა­რებ­ლად გერ­მა­ნი­ი­დან ექი­მე­ბი და სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბი გაგ­ზავ­ნეს. თვი­თონ გერ­მა­ნი­ა­საც კი უჭირს, მათ ბოლო 1 თვის მან­ძილ­ზე დღე­ში 600-დან 1000-მდე COVID ავად­მყო­ფი უკ­ვდე­ბათ, რაც 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­დათ­ვლით 2-ჯერ და მე­ტად აღე­მა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს. ყვე­ლას ახ­სოვს ქ-ნ მერ­კე­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლა და გან­ცხა­დე­ბა, რომ გერ­მა­ნი­ა­ში კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი ჩა­მოშ­ლის პი­რა­საა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ლა­პა­რა­კია გერ­მა­ნი­ა­ზე, რო­მელ­საც ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა და ყვე­ლა­ზე დიდი სა­წოლ­ფონ­დი აქვს.

ამ ფონ­ზე რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუ პან­დე­მი­ის პი­კის პე­რი­ო­დის 2-3 კვი­რას არ ჩავ­თვლით, ქვე­ყა­ნა­ში კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი სა­ა­თი­ვით აწყო­ბი­ლად მუ­შა­ობს და პა­ცი­ენ­ტთა ნა­კა­დე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად იდე­ა­ლუ­რად იმარ­თე­ბა. COVID სა­წო­ლე­ბის ფონ­დი საკ­მა­რის­ზე მე­ტია და მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე ხდე­ბა.

შე­უ­ფერ­ხებ­ლად და გა­მარ­თუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ოჯა­ხის ექი­მე­ბის ქსე­ლი. ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნად მოქ­მე­დებს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 65 "ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა" 2 ათას­ზე მეტი ოჯა­ხის ექი­მით. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღი­ნიშ­ნოს უნი­კა­ლუ­რი „ონ­ლა­ინ-კლი­ნი­კა“ სა­მი­ნის­ტრო­ში 300 ექი­მით, რო­მე­ლიც 7/24 სა­ა­თის რე­ჟიმ­ში ახ­დენს სხვა „ონ­ლა­ინ-კლი­ნი­კე­ბის“ მო­ნი­ტო­რინგს და კონ­ტროლს, აგ­რეთ­ვე იღებს ზა­რებს ყვე­ლა იმ პა­ცი­ენ­ტის­გან, რომ­ლებ­მაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს კო­მუ­ნი­კა­ცია სას­წრა­ფო­ებ­თან ან თა­ვის ოჯა­ხის ექიმ­თან.

პან­დე­მი­ის ყვე­ლა ეტაპ­ზე უაღ­რე­სად ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ობ­დნენ ე.წ. კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს „know how“-ა. სა­ქარ­თვე­ლომ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბი­დან ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა (პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში) შეს­ძლო მი­ე­ღო COVID-19 ვაქ­ცი­ნის (და ისიც უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის) პირ­ვე­ლი პარ­ტია (30 ათა­სი დოზა), ხოლო მარ­ტის თვე­ში კი­დევ 214 ათას დო­ზას მი­ი­ღებს. ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მაქ­სი­მუმს აკე­თებს, რათა რო­გორ­მე შე­ამ­სუ­ბუ­ქოს მდგო­მა­რე­ო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წი­ლის, ვინც COVID-19-ის პან­დე­მი­ით ეკო­ნო­მი­კუ­რად ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია.

ყვე­ლა­ფე­რი ეს 100%-იანი სი­მარ­თლეა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გან­სა­ჯოს, ვინ არის ქვეყ­ნის­თვის "მავ­ნე­ბე­ლი" და ვინ რა შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს“, - ნათ­ქვა­მია ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
21

პატივცემულო პენსიის ასაკი როდიდან იწყება იქნებ მოგვახსენოთ

ზაზა
18

გადადექი რა აღარავინ გისმენს!!!

ავტორი:

"პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის ნაკლებობის არქონის გამო..." - თენგიზ ცერცვაძე

"პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის ნაკლებობის არქონის გამო..." - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, თუ როგორ უმკლავდებიან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლას საქართველო და სხვა ქვეყნები.

ცერცვაძე პანდემიის მართვის კუთხით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს, და ამბობს, რომ ჩვენთან პანდემიის პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის ნაკლებობის ან სასუნთქი აპარატის არქონის გამო, ხოლო პაციენტის სასწრაფო დახმარების მანქანებში დაყოვნება 2-3 საათს არ აღემატებოდა და ისიც სულ 2-3 კვირის მანძილზე.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმი ცდილობენ დაამკვიდრონ საზოგადოებაში აზრი, რომ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაციია, ქვეყანამ არაფერი გააკეთა შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად?! ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია?! სიკვდილობა კატასტროფულად იზრდება?!, საქართველოში აკრძალვები და შეზღუდვები ძალიან მკაცრია, ადამიანებს შიმშილით კლავენ?! და სხვ.

მათ კატეგორიულად არ აინტერესებთ სინამდვილე. ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით "თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს". მათ საერთოდ არ ადარდებთ არც ქვეყნის ეკონომიკა, არც ცალკეული ადამიანების ბედი და/ან ჯანმრთელობა. მათი პრინციპია, რაც უარესი, მით უკეთესი. ისინი ცდილობენ სპეკულირებას იმ სიძნელეებით, რომლებიც ქვეყანაში (ისევე როგორც მთელს მსოფლიოში) შეიქმნა COVID პანდემიის გამო და ცდილობენ აამხედრონ ადამიანები ქვეყნის ხელმძღვანელების, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების წინააღმდეგ.

ამ ადამიანებს ერთ რამ აქვს საერთო - არცერთ მათგანს არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია არც COVID პაციენტების დასახმარებლად და არც იმ ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ვისი ბედითაც ისინი სპეკულირებენ და მანიპულირებენ. მათ ცოცხალი თავით არ უნდათ დაინახონ, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ძალიან დიდი წარმატებით მართავს COVID-19-ის პანდემიას, შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო COVID საწინააღმდეგო სამსახური და აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID-19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,25%). ვერც იმას ხედავენ, რომ თუ საქართველოში ბოლო დღეებში გვაქვს გარდაცვალების (სამწუხაროდ) 10-დან 20-მდე შემთხვევა, სხვა ქვეყნებში ეს გაცილებით მეტია.

ისინი არც იმას იმჩნევენ, რომ ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით COVID-19-ის საწინააღმდეგო ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით (შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს) საქართველო, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის სისტემატურად ხვდება პირველ ათეულში და ა.შ.

ბ-ნი სერგო ჩიხლაძე, რომელიც უაპელაციოდ გვეძახის ყველას "მავნებლებს"?!, "ბედოვლათებს"?! (ჩვენ „მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“) და ა.შ. დიდად ბედნიერია იმით, რომ სადღაც ამოიკითხა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მოხსნილია. ამ დროს იგი თვალს ხუჭავს იმაზე, თუ რამდენად მკაცრია სხვა შეზღუდვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით.

ასე მაგალითად, გერმანიაში ოჯახებს მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრად მიღების უფლება აქვთ და ამავე დროს არა აქვს სახლიდან 15 კილომეტრზე მეტით გადაადგილების უფლება. იგივე გერმანისა და ავსტრიაში არასაკმარისად თვლიან ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის ტარებას და ითხოვენ მაღალი უსაფრთხოების ე.წ. N95 პირბადის (რესპირატორის) ტარებას.

საფრანგეთში კომენდანტის საათი მოქმედებს საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე. დიდ ბრიტანეთში მესამედ გამოცხადდა უმკაცრესი ლოქდაუნი და მოქალაქეებს არა აქვთ სახლიდან საშვის გარეშე გამოსვლის უფლება. ესპანეთში გამოცხადებულია კომენდანტი საათი ა.წ. მაისამდე და მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში და მარკეტში წასასვლელად. ბელგიაში ნებადართულია მხოლოდ ერთი ადამიანის სტუმრობა და არაუმეტეს 4 ადამიანის შეკრება ღია სივრცეში.

ირლანდიაში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია 5 კილომეტრით მეტით. საერთოდ აკრძალულია სტუმრის მიღება სახლში, ქორწილზე დასაშვებია არაუმეტეს 6, ხოლო დაკრძალვაზე არაუმეტეს 10 ადამიანის დასწრება. ისრაელში საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია 1000 მეტრით და ა.შ.

წარმოგიდგენიათ, რა ამბავს ატეხდნენ ეს მართლა "მავნებლები", რაიმე მსგავსი საქართველოში რომ ხდებოდეს.

ნიშანდობლივია, რომ NDI-ის (რომელსაც ქვეყნის მთავრობის მიმართ მიკერძოებას ნამდვილად ვერ დააბრალებ) ბოლო კვლევის შედეგებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და ობიექტურად ძნელად ასატანი შეზღუდვების მიუხედავად მოსახლეობის 60% თვლის, რომ ქვეყანა კარგად გაუმკლავდა COVID პანდემიას, 33% კი ასე არ თვლის. ხოლო მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს ბ-ნ სერგოს და მის თანამოაზრეებს ყველამ კარგად იცით და სათქმელადაც კი უხერხულია.

ახლა მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა ხდება ევროპის და ამერიკის წამყვანი ქვეყნების კლინიკურ სექტორში და რა ძნელად უმკლავდებიან ისინი COVID-19-ით პაციენტთა ნაკადებს.

ლოს ანჯელესში არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგებია და COVID ავადმყოფებს უხდებათ საშუალოდ 8 საათი გაატარონ სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდება. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული აქვთ მითითება, არ გადაიყვანონ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ვინაიდან არ ჰყოფნით საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მისცენ მხოლოდ იმ ავადმყოფებს, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალია?! წარმოგიდგენიათ ამერიკას - მსოფლიოში უმდიდრეს და უძლიერეს ქვეყანას მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებისთვის ჟანგბადი არ ჰყოფნის და ყველა მძიმე ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებენ. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ეს რომ საქართველოში ხდებოდეს.

ჩვენთან ხომ პანდემიის პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარებულა ჟანგბადის ნაკლებობის ან სასუნთქი აპარატის არქონის გამო, ხოლო პაციენტის სასწრაფო დახმარების მანქანებში დაყოვნება 2-3 საათს არ აღემატებოდა და ისიც სულ 2-3 კვირის მანძილზე. იგივე ლოს ანჯელესში ოფიციალური პირების ინფორმაციით მორგებთან 2-2 რეფრიჟერატორი მორიგეობს, რათა გადატვირთული მორგებიდან მიცვალებულების გამოტანა შეძლონ.

დაახლოებით ასეთივე და კიდევ უარესი მდგომარეობაა ქ. ლონდონსა და დანარჩენ ბრიტანეთში, სადაც ასევე არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები, არ ჰყოფნით ჟანგბადი ჟანგბადდამოკიდებული ავადმყოფებისათვის. დიდ ბრიტანეთში ბოლო 1 თვის მანძილზე დღეში საშუალოდ 1000-1300 COVID ავადმყოფი უკვდებათ, რაც 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით 4-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.

ძალიან მძიმე მდგომარეობაა პორტუგალიაში, სადაც ახლახან დასახმარებლად გერმანიიდან ექიმები და სუნთქვის აპარატები გაგზავნეს. თვითონ გერმანიასაც კი უჭირს, მათ ბოლო 1 თვის მანძილზე დღეში 600-დან 1000-მდე COVID ავადმყოფი უკვდებათ, რაც 1 მილიონ მოსახლეზე გადათვლით 2-ჯერ და მეტად აღემატება საქართველოში ანალოგიურ მაჩვენებელს. ყველას ახსოვს ქ-ნ მერკელის სატელევიზიო გამოსვლა და განცხადება, რომ გერმანიაში კლინიკური სექტორი ჩამოშლის პირასაა. გაითვალისწინეთ, რომ ლაპარაკია გერმანიაზე, რომელსაც ევროპაში ყველაზე სრულყოფილი და ყველაზე ძლიერი ჯანდაცვის სისტემა და ყველაზე დიდი საწოლფონდი აქვს.

ამ ფონზე რა ხდება საქართველოში. თუ პანდემიის პიკის პერიოდის 2-3 კვირას არ ჩავთვლით, ქვეყანაში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს და პაციენტთა ნაკადები პრაქტიკულად იდეალურად იმართება. COVID საწოლების ფონდი საკმარისზე მეტია და მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდება.

შეუფერხებლად და გამართულად ემსახურება მოსახლეობას სასწრაფო დახმარების სამსახური და ოჯახის ექიმების ქსელი. ძალიან ეფექტიანად მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით 65 "ონლაინ კლინიკა" 2 ათასზე მეტი ოჯახის ექიმით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს უნიკალური „ონლაინ-კლინიკა“ სამინისტროში 300 ექიმით, რომელიც 7/24 საათის რეჟიმში ახდენს სხვა „ონლაინ-კლინიკების“ მონიტორინგს და კონტროლს, აგრეთვე იღებს ზარებს ყველა იმ პაციენტისგან, რომლებმაც ვერ მოახერხეს კომუნიკაცია სასწრაფოებთან ან თავის ოჯახის ექიმთან.

პანდემიის ყველა ეტაპზე უაღრესად ეფექტიანად მუშაობდნენ ე.წ. კოვიდ სასტუმროები, რომელიც საქართველოს „know how“-ა. საქართველომ განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთმა პირველმა (პირველ ხუთეულში) შესძლო მიეღო COVID-19 ვაქცინის (და ისიც უმაღლესი ხარისხის) პირველი პარტია (30 ათასი დოზა), ხოლო მარტის თვეში კიდევ 214 ათას დოზას მიიღებს. ქვეყნის ხელმძღვანელობა შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით მაქსიმუმს აკეთებს, რათა როგორმე შეამსუბუქოს მდგომარეობა მოსახლეობის იმ ნაწილის, ვინც COVID-19-ის პანდემიით ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაზარალებულია.

ყველაფერი ეს 100%-იანი სიმართლეა და საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის ქვეყნისთვის "მავნებელი" და ვინ რა შეფასებას იმსახურებს“, - ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

როგორი პირობებით და რა რეგულაციებით ხვდებიან სკოლები დასწრებული ფორმით სწავლების აღდგენას - განათლების სამინისტროს განცხადება

"კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება" - როგორ აფასებს ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას

ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება - რა რეგულაციების გათვალისწინება მოუწევთ მგზავრებს