კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი
"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, ალე­კო ელი­საშ­ვილს ფა­სა­დუ­რი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბის ყვე­ლა ატ­რი­ბუ­ტი აკი­დოს, მათ შო­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა „აბ­სო­ლუ­ტურ აბ­სურდშია შე­სუ­ლი“ და ეს ყვე­ლა­ფე­რი „უხა­რის­ხო ფარ­სია“.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ ამ­ბობს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა­ზე უარს, ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, ელი­საშ­ვი­ლი ხვდე­ბა, რომ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში დარ­ჩე­ბა .

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს მთლი­ა­ნად მო­ახ­დი­ნოს ექ­სპლუ­ა­ტი­რე­ბა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის ფა­ტ­ქო­რის, მას აკი­დოს ფა­სა­დუ­რი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბის ყვე­ლა ატ­რი­ბუ­ტი, მათ შო­რის კო­მი­სი­აც. საქ­მე ისაა, რომ ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით კო­მი­სი­ის მი­ნი­მუმ 50% ოპო­ზი­ცია უნდა იყოს. ერთი ელი­საშ­ვი­ლი ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამ კო­მი­სი­ის მეშ­ვე­ო­ბით უნ­დათ, ალი­ბი შე­იქ­მნან, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო. ამა­ში უნ­დათ ელი­საშ­ვი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ვფიქ­რობ, მალე ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მოვ­ლენ, რომ და­ნიშ­ნონ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ჯორ­და­ნო ბრუ­ნოდ და შემ­დეგ კო­ცონ­ზე დაწ­ვან. აბ­სო­ლუ­ტურ აბ­სურდში არი­ან შე­სუ­ლე­ბი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, მთე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­მო­ნაქ­მნი, რა­საც ოპო­ზი­ცია ქვია და ყვე­ლა ეს ფუნ­ქცია სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბით სის­ტე­მა­ში ერთ ადა­მი­ანს აკი­დო. ეს უხა­რის­ხო ფარ­სია და მეტი არა­ფე­რი. ალე­კო ელი­საშ­ვილს ეს­მის,რომ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში უმ­ცი­რე­სო­ბა­ში დარ­ჩე­ბა და მას შე­ე­ხო­ცე­ბა ხელი, ალ­ბათ ამას ხვდე­ბა. ისე­დაც სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ზა­რა­ლი მი­ი­ღო და კი­დევ ახა­ლი ტვირ­თის აღე­ბა არ უნდა“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ლი­დერს ალე­კო ელი­საშ­ვილს შე­უძ­ლია, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყოს. ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან, თუ “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი”, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” და “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” მი­ი­ღებს მის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
43

 

ხუხა, ჯორდანო ბრუნო ინიშნება? სად ნახეთ ან სად გაიგეთ ასეთი? ამ დონის ინტელექტში ესაუბრები საქართველოს? >>>>>>>>>>>ჟურნალისტიკა, უჯიკე ცოტა>>>>>>>>>>>>>>>>>>>>რა გაუჭირდა ისეთი, ერთი კაცი მაინც ყავდეს ისეთი, ცოტა მეტში იხედებოდეს, ვერ იტანს ასეთს>>>>>>>აბა ჩემი მეგობრები, სულ იმის ქილიკში არიან, ბესო აზროვნებას ლესავსო. რა მერე ამითო, რადგან ამას ჟამი აძლევსო, ბუნებრივი ამორჩევის ჟამი ადამიანს და ვინ უნდა შეცვალო უფალმონობის ინსტიტუტიო>>>>>>>>>რაც ბერი ის ერიო, თუ მას მიეცა, ანუ ჩვენც მოგვეცა, ხოლო შენ ვინხარ, რომ ელაპარაკები ადამიანსო. უნდა ეს მასო!>>>>>>>>>>>>>>>>რავა ჩემს გასამარგვლად იქეცი ხუხა, ნეტა არ გეთქვა ასეთი, ეს სხვასაც გიამბობს ადამიანზე. ხუხა ჯორდნო ბრუნოს შემდგომ ფორმულებზე უსვამდნენ კითხვებს (ანგრევდა მიღწეულს, დანახულსა და მოტანილს, ხოლო ღიად ტოვებდა ყველაფერს. სად ვიქნებოდით ახლა ჩვენ, რომ გავყოლოდით მას?), რაშიც ჩაიჭრა, თუ არა რაც დანახვაში გააჩდა ის ათქმევინეს შე კაი კაცო.

მინოვიჩი
60

ამ კაცის ნაბოდვარის მოსმენა აღარ მოგბეზრდათ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი

"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ალეკო ელისაშვილს ფასადური მრავალპარტიულობის ყველა ატრიბუტი აკიდოს, მათ შორის საგამოძიებო კომისია.

როგორც ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება „აბსოლუტურ აბსურდშია შესული“ და ეს ყველაფერი „უხარისხო ფარსია“.

კითხვაზე, რატომ ამბობს ალეკო ელისაშვილი არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობაზე უარს, ხუხაშვილის აზრით, ელისაშვილი ხვდება, რომ უმცირესობაში დარჩება .

“ხელისუფლება ცდილობს მთლიანად მოახდინოს ექსპლუატირება ალეკო ელისაშვილის ფატქორის, მას აკიდოს ფასადური მრავალპარტიულობის ყველა ატრიბუტი, მათ შორის კომისიაც. საქმე ისაა, რომ ჩვენი კანონმდებლობით კომისიის მინიმუმ 50% ოპოზიცია უნდა იყოს. ერთი ელისაშვილი ჰყავს ხელისუფლებას და ამ კომისიის მეშვეობით უნდათ, ალიბი შეიქმნან, რომ არჩევნებზე ყველაფერი კარგად იყო. ამაში უნდათ ელისაშვილის გამოყენება. ვფიქრობ, მალე ისინი დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვლენ, რომ დანიშნონ ალეკო ელისაშვილი ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან. აბსოლუტურ აბსურდში არიან შესულები. შეუძლებელია, მთელი ინსტიტუციური წარმონაქმნი, რასაც ოპოზიცია ქვია და ყველა ეს ფუნქცია სახელმწიფო მმართველობით სისტემაში ერთ ადამიანს აკიდო. ეს უხარისხო ფარსია და მეტი არაფერი. ალეკო ელისაშვილს ესმის,რომ ყველა ვარიანტში უმცირესობაში დარჩება და მას შეეხოცება ხელი, ალბათ ამას ხვდება. ისედაც სერიოზული პოლიტიკური ზარალი მიიღო და კიდევ ახალი ტვირთის აღება არ უნდა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს შეუძლია, საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იყოს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ “პატრიოტთა ალიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მიიღებს მის მუშაობაში მონაწილეობას.

"იცოდეთ, რომ თქვენთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა" - რაზე ესაუბრა გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს?

"მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე, რუსეთი დათანხმდა, საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს" - რას აცხადებს იუსტიციის მინისტრი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"