პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას..." - ილია მეორე თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს
"იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას..." - ილია მეორე თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო სა­ესტრა­დო მომ­ღერ­ლის, ან­სამ­ბლ „ივე­რი­ას“ წევ­რის თე­მურ წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რეს სამ­ძიმ­რის წე­რილს ავ­რცე­ლებს.

„მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს ბა­ტონ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას; იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი, რომ ასე უყ­ვარ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორც არა მარ­ტო მომ­ღე­რა­ლი, არა­მედ, რო­გორც პი­როვ­ნე­ბაც.

ყვე­ლა ლო­ცუ­ლობ­და მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის, მაგ­რამ იგი, ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბით, ცათა სი­მაღ­ლე­ე­ბის გზას შე­უდ­გა.

პირ­ვე­ლად მას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად დიდი ხნის წინ შევ­ხვდი. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო უდი­დე­სი ტკი­ვი­ლით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ოჯა­ხი ნუ­გეშს ეძებ­და და ღვთის­სათ­ნო საქ­მის აღ­სრუ­ლე­ბა სურ­დათ.

თე­მურს ტაძ­რის აგე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ქონ­და, თუმ­ცა ღმერ­თმა სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­უ­ჩი­ნა: მე­გობ­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით და ქარ­თველ-ებ­რა­ელ­თა თა­ნად­გო­მით იე­რუ­სა­ლიმ­ში შე­ი­ძი­ნა კერ­ძო დიდი სახ­ლი, სა­დაც უკვე ათწლე­უ­ლე­ბია ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ პი­ლიგ­რი­მებს მას­პინ­ძლობს.

ეს ძა­ლი­ან დიდი ეროვ­ნუ­ლი და საღვთო საქ­მეა.

შემ­დეგ მან სტი­ქა­როს­ნო­ბაც და­ი­წყო და მას უკვე ხში­რად ხე­დავ­დნენ ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხურ­თა შო­რის.

სიყ­ვა­რუ­ლის გა­ცე­მის­თვის უშურ­ვე­ლი, წრფე­ლი, მე­გობ­რო­ბი­სათ­ვის მო­წო­დე­ბუ­ლი, თა­ვის ხმა­სა­ვით ძლი­ე­რი და, ამა­ვე დროს, ლმო­ბი­ე­რი, სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სათ­ვის გულ­მხურ­ვა­ლე, - ასე­თად დარ­ჩე­ბა იგი ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს, რათა უფალ­მან სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს ბა­ტო­ნი თე­მუ­რის უკ­ვდა­ვი სული, ხოლო ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­ა­ნი­ჭოს ურ­ყე­ვი რწმე­ნა მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, რომ­ლის მკვიდ­რიც იგი უკვე გახ­და.

მთა­ვა­რია, ახლა ჩვენ შევ­ძლოთ მას­თან ლოც­ვი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა და მისი სუ­ლის­თვის ზრუნ­ვა“ ,- ნათ­ქვა­მია ილია მე­ო­რეს სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
36

თემურს არ ჭირდებოდა ტაძრის აშენება. თემურმა ააშენა ტაძარი თავისი ხმის და თავისი მუსიკის სახით, რომელიც ალექსანდრე ბასილაიასთან ერთად და თავისთავადაც შექმნა. თემურ წიკლაური ყველანაირი კულტის თუ რელიგიის მიღმა დარჩება ცოცხალი ქართველი ხალხის მეხსიერებაში, თუნდაც 'ივერიას' პირველ ალბომებში შესრულებული საოცარი პარტიების გამო. 

imereli
1

ძალიან დამწყდა გული დიდებული ადამიანი იყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას..." - ილია მეორე თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

"იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას..." - ილია მეორე თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო საესტრადო მომღერლის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას; იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას, როგორც არა მარტო მომღერალი, არამედ, როგორც პიროვნებაც.

ყველა ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის, მაგრამ იგი, ღვთის განგებულებით, ცათა სიმაღლეების გზას შეუდგა.

პირველად მას მეუღლესთან ერთად დიდი ხნის წინ შევხვდი. შვილის გარდაცვალების გამო უდიდესი ტკივილით დამძიმებული ოჯახი ნუგეშს ეძებდა და ღვთისსათნო საქმის აღსრულება სურდათ.

თემურს ტაძრის აგება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ქონდა, თუმცა ღმერთმა სხვა საშუალება გამოუჩინა: მეგობრების ფინანსური დახმარებით და ქართველ-ებრაელთა თანადგომით იერუსალიმში შეიძინა კერძო დიდი სახლი, სადაც უკვე ათწლეულებია ჩვენი კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს და საქართველოდან ჩასულ პილიგრიმებს მასპინძლობს.

ეს ძალიან დიდი ეროვნული და საღვთო საქმეა.

შემდეგ მან სტიქაროსნობაც დაიწყო და მას უკვე ხშირად ხედავდნენ ტაძარში ღვთისმსახურთა შორის.

სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, - ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი თემურის უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც იგი უკვე გახდა.

მთავარია, ახლა ჩვენ შევძლოთ მასთან ლოცვითი ურთიერთობა და მისი სულისთვის ზრუნვა“ ,- ნათქვამია ილია მეორეს სამძიმრის წერილში.

სტალინის დროს აშენებული სამხედრო სანატორიუმი შოვში, სადაც საბჭოთა ჯარის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ - ულამაზესი შენობის ისტორია

IRI-ის გამოკითხულთა 20% ვაქცინას მაშინვე გაიკეთებს, როცა მისთვის ხელმისაწვდომი იქნება - რამდენი პროცენტი ამბობს უარს ვაქცინაციაზე

ისაუბრა თუ არა პატრიარქმა ქადაგებისას "კომენდანტის საათისა" და შეზღუდვების გაუქმების შესახებ - რას აცხადებენ საპატრიარქოში