სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო" - რა განაცხადა ჰარცელმა, რომელიც წულუკიანმა გვარამიასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ პარლამენტში "დაიბარა"
"ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო" - რა განაცხადა ჰარცელმა, რომელიც წულუკიანმა გვარამიასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ პარლამენტში "დაიბარა"

“ძლი­ერ ვი­სურ­ვებ­დი ელჩი ჰარ­ცე­ლის მი­ღე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, რათა გან­გვე­ხი­ლა მისი დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა ჩემ­თან (სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი) და­კავ­ში­რე­ბით“, - და­წე­რა პარ­ლა­მენ­ტარ­მა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" მას შე­მე­დეგ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, მის მიერ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე "მთა­ვა­რი არ­ხის" გენ­დი­რექ­ტო­რის ტე­ლე­ფო­ნის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას კრი­ტი­კუ­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა. უფრო სწო­რედ, ჰარ­ცელ­მა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ გვა­რა­მი­ას ნომ­რის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ უსი­ა­მოვ­ნე­ბის და გაკ­ვირ­ვე­ბის გან­ცდა და­ე­უფ­ლა. ამას­თა­ნა­ვე ელ­ჩის თქმით, პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის უფ­ლე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხია და არა­ე­თი­კუ­რად თვლის.

რო­გორც ირ­კვე­ვა კარლ ჰარ­ცე­ლი წუ­ლუ­კი­ან­თან შეხ­ვედ­რა­ზე პარ­ლა­მენ­ტში დღეს მარ­თლაც მი­ვი­და, რის შემ­დე­გაც წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის გან­ცხა­დე­ბა­ზე კარლ ჰარ­ცე­ლის შე­ფა­სე­ბა ჰარ­ცე­ლის პი­რა­დი პო­ზი­ცია იყო და ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცი­ას არ წარ­მო­ად­გენს. რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში პარ­ლა­მენ­ტში პი­რა­დად მისი მიწ­ვე­ვით, სწო­რედ გუ­შინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ვი­და.

წუ­ლუ­კი­ა­ნის აზ­რით, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გვა­რა­მი­ას სა­კონ­ტაქ­ტო ნომ­რის გა­მო­ცხა­დე­ბა "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი რი­ტო­რი­კის და პა­ექ­რო­ბის ნა­წი­ლი იყო და ეს მისი პრო­ფე­სი­აა". წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, ეს შე­დე­გი­ა­ნი იყო, რად­გან მას შემ­დეგ “გვა­რა­მია წკავწკა­ვებს”.

"კარლ ჰარ­ცელ­თან შეხ­ვედ­რა სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო. შეხ­ვედ­რი­სას გა­ირ­კვა, რომ ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა არის მისი პი­რა­დი პო­ზი­ცია და პი­რა­დი აზრი, რაც ნიშ­ნავს, რომ ეს ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცია არ არის. ბა­ტონ­მა ჰარ­ცელ­მა შეხ­ვედ­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ის თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე რჩე­ბა. ჩემ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მისი პო­ზი­ცია მისი პი­რა­დი აზ­რია. ადა­მი­ანს აქვს პი­რა­დი პო­ზი­ცია და არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რა­დად ვის რა პო­ზი­ცია გვაქვს - ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცია არ არის", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"რისი თქმაც შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მიძ­ლია, არის ის, რომ ამ შეხ­ვედ­რას მი­ვე­სალ­მე­ბი, რად­გან ჩემი აზ­რით, დის­კუ­სია ყო­ველ­თვის კარ­გია, ვი­ნა­ი­დან ვი­ცით, რომ ის ჩემი გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. გვქონ­და შან­სი გან­გვე­ხი­ლა ეს და დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, რომ ორი­ვე მხა­რეს ეს­მის ერ­თმა­ნე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი. ასე რომ, მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ეს შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა“, - ეს კი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, იგი­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე რჩე­ბა თუ არა, რა გან­ცხა­დე­ბაც გუ­შინ გა­ა­კე­თა, ელჩმა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბებს მხარს უჭერს, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­ი­მარ­თა, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ სურ­და.

"ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვა სა­სარ­გებ­ლოა, ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა, რათა დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, რომ ჩვენ გა­ვი­ზი­ა­რეთ ერ­თმა­ნე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი. ჩემ­თვის ამ­გვა­რი სა­კი­თხი არის უფრო ფარ­თო სა­კი­თხი და ეხე­ბა ტო­ნა­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ შო­რის ის, თუ რო­გორ ხდე­ბა ამის აღ­წე­რა მე­დი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­და ჰარ­ცელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი შენს პატრონს რა
67

ამდენი ბოღმა და ამპარტავნება სად გეტევა ერთი... სირცხვილია, გვარამისაც კი გაასწარი... 

ვააააააჰ
43

ეს გასული საუკუნის 30-40-იან წლებში გერმანიაშიც უდავოდ კარგ პოლიტიკურ კარიერას აიწყობდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო" - რა განაცხადა ჰარცელმა, რომელიც წულუკიანმა გვარამიასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ პარლამენტში "დაიბარა"

"ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო" - რა განაცხადა ჰარცელმა, რომელიც წულუკიანმა გვარამიასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ პარლამენტში "დაიბარა"

“ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, - დაწერა პარლამენტარმა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მას შემედეგ, რაც ევროკავშირის ელჩი, მის მიერ პარლამენტის სხდომაზე "მთავარი არხის" გენდირექტორის ტელეფონის გასაჯაროებას კრიტიკულად გამოეხმაურა. უფრო სწორედ, ჰარცელმა წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა. ამასთანავე ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად თვლის.

როგორც ირკვევა კარლ ჰარცელი წულუკიანთან შეხვედრაზე პარლამენტში დღეს მართლაც მივიდა, რის შემდეგაც წულუკიანმა განაცხადა, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მის განცხადებაზე კარლ ჰარცელის შეფასება ჰარცელის პირადი პოზიცია იყო და ევროკავშირის პოზიციას არ წარმოადგენს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტში პირადად მისი მიწვევით, სწორედ გუშინ გაკეთებული განცხადების თაობაზე მივიდა.

წულუკიანის აზრით, პლენარულ სხდომაზე გვარამიას საკონტაქტო ნომრის გამოცხადება "ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო და ეს მისი პროფესიაა". წულუკიანის თქმით, ეს შედეგიანი იყო, რადგან მას შემდეგ “გვარამია წკავწკავებს”.

"კარლ ჰარცელთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შეხვედრისას გაირკვა, რომ ჩემთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია და პირადი აზრი, რაც ნიშნავს, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის. ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი პოზიცია მისი პირადი აზრია. ადამიანს აქვს პირადი პოზიცია და არ არის მნიშვნელოვანი პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"რისი თქმაც შეხვედრასთან დაკავშირებით შემიძლია, არის ის, რომ ამ შეხვედრას მივესალმები, რადგან ჩემი აზრით, დისკუსია ყოველთვის კარგია, ვინაიდან ვიცით, რომ ის ჩემი გუშინდელი განცხადებით უკმაყოფილო იყო. გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“, - ეს კი შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.

კითხვაზე, იგივე პოზიციაზე რჩება თუ არა, რა განცხადებაც გუშინ გააკეთა, ელჩმა აღნიშნა, რომ საკუთარ განცხადებებს მხარს უჭერს, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შესახებ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, კომენტარის გაკეთება არ სურდა.

"ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა, ეს მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიზიარეთ ერთმანეთის პოზიციები. ჩემთვის ამგვარი საკითხი არის უფრო ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის აღწერა მედიაში", - განაცხადა ჰარცელმა.

"ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება" - რას ნიშნავს კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის აქტის ხელახლა წარდგენა?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა