პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევქმნათ ონლაინ რესტორანი 1 დღეში? - ახალი პლატფორმა კვების ობიექტებისთვის
როგორ შევქმნათ ონლაინ რესტორანი 1 დღეში? - ახალი პლატფორმა კვების ობიექტებისთვის

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მზა საკ­ვე­ბის მი­ტა­ნის სერ­ვის­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და, ბევრ წარ­მა­ტე­ბულ რეს­ტო­რანს ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა მა­ინც უჭირს. მათი ნა­წი­ლის­თვის გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს ვებ-გვერ­დის შექ­მნა, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ-გა­ყიდ­ვე­ბის ზრდა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, თუმ­ცა გაზ­რდი­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, სა­კუ­თა­რი ვებ-გვერ­დის არ­სე­ბო­ბა რეს­ტო­რანს სხვებ­თან შე­და­რე­ბით უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს.

სწო­რედ ბა­ზარ­ზე გა­ჩე­ნი­ლი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა პლატ­ფორ­მა KOVZY.COM, რო­მე­ლიც კვე­ბის ობი­ექ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, და­ზო­გონ ხარ­ჯე­ბი და და­მო­უ­კი­დებ­ლად, 1 დღე­ში, ყო­ველ­გვა­რი სა­წყი­სი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­რე­შე შექ­მნან სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის­თვის. კონ­კრე­ტუ­ლად, რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით არის ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი და რო­გორ ეხ­მა­რე­ბა KOVZY.com რეს­ტორ­ნებს თან­ხის და­ზოგ­ვა­ში, ამის შე­სა­ხებ პლატ­ფორ­მის დი­რექ­ტორს სან­დრო დარ­სა­ვე­ლი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს KOVZY.com და რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ის რეს­ტორ­ნე­ბის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გახ­დეს?

KOVZY.com-ის მეშ­ვე­ო­ბით რეს­ტორ­ნე­ბი თა­ვად, დე­ვე­ლო­პე­რე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, სწრა­ფად ქმნი­ან თა­ვი­ანთ ვებ-გვერდს.

გარ­და იმი­სა, რომ თა­ვი­ან­თი ვებ-გვერ­დი­დან პირ­და­პი­რი გა­ყიდ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რეს­ტორ­ნე­ბი ზო­გა­ვენ შუ­ა­ლე­დუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­კო­მი­სი­ოს (რაც საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხას შე­ად­გენს) ჩემი აზ­რით, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებ­თან პირ­და­პი­რი და უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით დიდი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია. ამ გზით რეს­ტორ­ნე­ბი თავს იზღვე­ვენ, მათი ბიზ­ნე­სი არ გახ­დესსხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჰქონ­დეთ ავ­ტო­ნო­მია და თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და მოქ­მე­დე­ბებ­ში, რაც ბევრ უსი­ა­მოვ­ნე­ბას, თუნ­დაც მომ­ხმა­რე­ბელ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას აა­რი­დებთ თა­ვი­დან.

რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს კომ­პა­ნი­ის­თვის პერ­სო­ნა­ლუ­რი ვებ-გვერ­დის არ­სე­ბო­ბას, თუ ის ე.წ დე­ლი­ვე­რის სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბელ­თან უკვე თა­ნამ­შრომ­ლობს?

ვფიქ­რობ, ჩვენს ეპო­ქა­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი, არა­მარ­ტო კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის­თვის არა­მედ, ყვე­ლა ბიზ­ნე­სის­თვის აუ­ცი­ლებ­ლია. ეს დღე­ვან­დე­ლი პან­დე­მი­ის და შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფრო მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა. ამას­თან, გაზ­რდი­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ბიზ­ნე­სე­ბი უფრო მეტი ძა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მათი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა კი­დევ უფრო გა­ა­მარ­ტი­ვონ. შეკ­ვე­თი­სა და მი­წო­დე­ბის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა კი მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, სხვა რეს­ტო­რან­თან შე­და­რე­ბით უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვონ და უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მე­ბი გახ­დნენ. მათ შო­რის არის ონ­ლა­ინ რეს­ტორ­ნის შექ­მნაც.

ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად არ­სე­ბობს ორი გზა: პირ­ვე­ლი - ე.წ. ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი, როცა უკავ­შირ­დე­ბით დე­ვე­ლო­პე­რებს, კომ­პა­ნი­ას ან ფრი­ლან­სე­რებს, აც­ნობთ თქვენს სურ­ვი­ლებს, გეგ­მავთ ვებ-გვერ­დის დი­ზა­ინს, სტრუქ­ტუ­რას, უკავ­შირ­დე­ბით ბან­კებს გა­დახ­დე­ბის და­სა­ერ­თებ­ლად. ჩა­მოთ­ვლი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბას ცალ­კე თა­ნამ­შრო­მე­ლი სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნით, ასე­ვე, სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია და არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, 2-3 თვე, რო­მე­ლიც დღეს, ბიზ­ნე­სებს ნამ­დვი­ლად არ აქვთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბიზ­ნე­სე­ბის ნა­წი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია, შეკ­ვე­თე­ბი ტე­ლე­ფო­ნის ან „ფე­ის­ბუ­ქის“ მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­ღონ, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი გა­უ­გებ­რო­ბე­ბი შექ­მნას და მომ­ხმა­რებ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მე­ო­რე - ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა არის ახა­ლი, მარ­ტი­ვი სერ­ვი­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებს აი­რი­დებთ თა­ვი­დან და რეს­ტორ­ნის ვებ-გვერ­დსაც გა­მარ­თავთ. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა KOVZY.com, რო­მელ­ზეც ორი მარ­ტი­ვი სა­ფე­ხუ­რის გავ­ლა მო­გი­წევთ:

  • რე­გის­ტრა­ცია
  • რეს­ტორ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეყ­ვა­ნა, კერ­ძე­ბის ფო­ტო­ე­ბის, ფა­სე­ბის და­მა­ტე­ბა და ახა­ლი ვებ-გვერ­დი მზა­დაა

რო­გორ მარ­თავს რეს­ტორ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია KOVZY.com-ზე შექ­მნილ ვებ-გვერდს, რა ხდე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ?

რე­გის­ტრა­ცი­ის­შემ­დეგ იხ­სნე­ბა წვდო­მა ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის მო­დულ­ზე, სა­ი­და­ნაც მარ­თავთ და აწყობთ თქვე­ნი რეს­ტორ­ნის პერ­სო­ნა­ლურ ვებ-გვერდს თქვე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ. პლატ­ფორ­მა­ზე დაგ­ხვდე­ბათ უკვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერ­ფე­ი­სის მქო­ნე ვებ-გვერ­დე­ბის ნი­მუ­შე­ბი, სა­ი­და­ნაც არ­ჩევთ თქვენ­თვის მი­სა­ღებ დი­ზა­ინს და იწყებთ ინ­ფორ­მა­ცი­ის შევ­სე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ პლატ­ფორ­მა­ზე შექ­მნი­ლი ყვე­ლა ონ­ლა­ინ რეს­ტორ­ნის დი­ზა­ი­ნი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია მო­ბი­ლურ ბრა­უ­ზე­რებ­თან, რაც გაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­ი­ღოთ შეკ­ვე­თე­ბი, რო­გორც კომ­პი­უ­ტე­რი­დან, ასე­ვე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან.

პლატ­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია. კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ნე­ბის­მი­ერ კომ­პა­ნი­ას გა­უ­წე­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ას და მი­აწ­ვდი­ან სა­ჭი­რო ინ­სტრუქ­ცი­ებს. რაც მთა­ვა­რია, მომ­ხმა­რე­ბელს KOVZY.com-ზე აწყო­ბი­ლი ვებ-გვერ­დი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, დე­ვე­ლო­პე­რე­ბის აწყო­ბი­ლი ვებ-გვერ­დის მსგავ­სად უჩანთ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ფუნ­ქცი­ო­ნა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ რეს­ტორ­ნებს და რამ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია მათი არ­ჩე­ვა­ნი?

კონ­კრე­ტუ­ლად, დაგ­ხვდე­ბათ მე­ნი­უს გვერ­დი, იქ­მნე­ბა კა­ტე­გო­რი­ე­ბი, ამა­ტებთ ული­მი­ტო რა­ო­დე­ნო­ბის კერ­ძებს ფო­ტო­სუ­რა­თით და აღ­წე­რით, გან­სა­ზღვრავთ ფასს, ქმნით პრო­დუქ­ცი­ის ვა­რი­ა­ცი­ებს, რი­თიც მოხ­მა­რებ­ლებს აძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­ა­მა­ტონ და ამო­ი­ღონ სხვა­დას­ხვა ინ­გრე­დი­ენ­ტი კერ­ძე­ბი­დან. პლატ­ფორ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯვა­რე­დი­ნი გა­ყიდ­ვის ფუნ­ქცი­ა­საც, რაც მოგ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას კი­დევ უფრო გა­ზარ­დოთ თქვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი. მი­წო­დე­ბის მარ­თვის მო­დუ­ლი­დან თქვენ­ვე გან­სა­ზღვრავთ ფი­ლი­ა­ლის გარ­შე­მო კერ­ძე­ბის მი­ტა­ნის რა­დი­უსს, აწყობთ სა­კუ­თარ მი­წო­დე­ბის სერ­ვისს ან სარ­გებ­ლობთ ჩვე­ნი პარტნი­ო­რი სა­კუ­რი­ე­რო კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით, რომ­ლე­ბიც გაძ­ლე­ვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ მან­ძი­ლის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ხა­დოთ.

ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­იქ­მნას სა­ი­მი­ჯო გვერ­დი, სა­დაც გან­თავ­სდე­ბა ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია რეს­ტორ­ნის შე­სა­ხებ. პლატ­ფორ­მას აქვს სა­მე­ნო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა, უკვე და­ერ­თე­ბუ­ლია, ად­გი­ლობ­რი­ვი ბან­კე­ბის ონ­ლა­ინ გა­დახ­დე­ბი.

რა ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნის ვებ-გვერ­დის შექ­მნა თქვენს პლატ­ფორ­მა­ზე?

პლატ­ფორ­მა KOVZY.COM-ის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ი­ტის შექ­მნა სრუ­ლი­ად უფა­სოა და არ მო­ი­თხოვს არა­ნა­ირ წი­ნას­წარ ინ­ვეს­ტი­ცი­ას. ჩვენ არც რეს­ტორ­ნის გა­ყიდ­ვე­ბი­დან ვი­ღებთ კონ­კრე­ტულ პრო­ცენტს. ჩვე­ნი ბიზ­ნეს მო­დე­ლი SAAS (software as a service) პრინ­ციპ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და რეს­ტორ­ნე­ბი იხ­დი­ან მხო­ლოდ ფიქ­სი­რე­ბულ, ყო­ველ­თვი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას 199 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Cruob
4

ეხლა ვიღაც პიარს იკეთებს! მსგავსი და უკეთრსი პლატფორმებია თვეში 75 ლარად + ამას ოფიციალურად ვებგვერდსაც გიწყობენ ...

ზაზა
0

რესტორანში სიარულის მთავარი აზრი ჭამასმით მარიაჟობა და ტრიპაჩობაა. ამის პონტებს როგორ შეუქმნით სახლში მიტანის სერვისით? სელფებს გადაიღებენ კურიერებთან? :) სკუტერის მაგივრად ლიმუზინით მიუტანეთ საჭმელი მაშინ და კურიერი ფრაკში გამოაწყვეთ. ლიმუზინში მუსიკანტები ჩასვით. მეზობელ მაგიდასთან ჩხუბს მაინც ვერ მოახერხებენ. ეს მინუსია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ შევქმნათ ონლაინ რესტორანი 1 დღეში? - ახალი პლატფორმა კვების ობიექტებისთვის

როგორ შევქმნათ ონლაინ რესტორანი 1 დღეში? - ახალი პლატფორმა კვების ობიექტებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ მზა საკვების მიტანის სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა, ბევრ წარმატებულ რესტორანს ახალ გამოწვევებთან გამკლავება მაინც უჭირს. მათი ნაწილისთვის გამოწვევას წარმოადგენს ვებ-გვერდის შექმნა, რომელიც ონლაინ-გაყიდვების ზრდაში დაეხმარება.

კვების ობიექტები სხვადასხვა საკურიერო მომსახურების კომპანიებთან თანამშრომლობენ, თუმცა გაზრდილი კონკურენციის პირობებში, საკუთარი ვებ-გვერდის არსებობა რესტორანს სხვებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს.

სწორედ ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა პლატფორმა KOVZY.COM, რომელიც კვების ობიექტებს საშუალებას აძლევს, დაზოგონ ხარჯები და დამოუკიდებლად, 1 დღეში, ყოველგვარი საწყისი ინვესტიციის გარეშე შექმნან საკუთარი პერსონალური ვებ-გვერდი ონლაინ გაყიდვებისთვის. კონკრეტულად, რა მექანიზმებით არის ეს შესაძლებელი და როგორ ეხმარება KOVZY.com რესტორნებს თანხის დაზოგვაში, ამის შესახებ პლატფორმის დირექტორს სანდრო დარსაველიძეს ვესაუბრეთ:

კონკრეტულად, როგორ ფუნქციონირებს KOVZY.com და რატომ შეიძლება ის რესტორნებისთვის მოსახერხებელი გახდეს?

KOVZY.com-ის მეშვეობით რესტორნები თავად, დეველოპერების დახმარების გარეშე, სწრაფად ქმნიან თავიანთ ვებ-გვერდს.

გარდა იმისა, რომ თავიანთი ვებ-გვერდიდან პირდაპირი გაყიდვების შემთხვევაში, რესტორნები ზოგავენ შუალედური კომპანიების საკომისიოს (რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს) ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთგულ მომხმარებლებთან პირდაპირი და უშუალო კონტაქტის შენარჩუნება გაცილებით დიდი სარგებლის მომტანია. ამ გზით რესტორნები თავს იზღვევენ, მათი ბიზნესი არ გახდესსხვაზე დამოკიდებული, ჰქონდეთ ავტონომია და თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებასა და მოქმედებებში, რაც ბევრ უსიამოვნებას, თუნდაც მომხმარებელთა უკმაყოფილებას აარიდებთ თავიდან.

რა უპირატესობა აქვს კომპანიისთვის პერსონალური ვებ-გვერდის არსებობას, თუ ის ე.წ დელივერის სერვისის მიმწოდებელთან უკვე თანამშრომლობს?

ვფიქრობ, ჩვენს ეპოქაში პერსონალური ვებ-გვერდი, არამარტო კვების ობიექტებისთვის არამედ, ყველა ბიზნესისთვის აუცილებლია. ეს დღევანდელი პანდემიის და შეზღუდვების პირობებში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. ამასთან, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ბიზნესები უფრო მეტი ძალებით ცდილობენ, მომხმარებლისთვის მათი პროდუქტის შეძენა კიდევ უფრო გაამარტივონ. შეკვეთისა და მიწოდების სხვადასხვა პლატფორმა კი მათ საშუალებას აძლევთ, სხვა რესტორანთან შედარებით უპირატესობა მოიპოვონ და უფრო ხელმისაწვდომები გახდნენ. მათ შორის არის ონლაინ რესტორნის შექმნაც.

ამ მიზნის მისაღწევად არსებობს ორი გზა: პირველი - ე.წ. ტრადიციული მეთოდი, როცა უკავშირდებით დეველოპერებს, კომპანიას ან ფრილანსერებს, აცნობთ თქვენს სურვილებს, გეგმავთ ვებ-გვერდის დიზაინს, სტრუქტურას, უკავშირდებით ბანკებს გადახდების დასაერთებლად. ჩამოთვლილის ორგანიზებას ცალკე თანამშრომელი სჭირდება სპეციფიკური ცოდნით, ასევე, საჭიროა გარკვეული ინვესტიცია და არც მეტი, არც ნაკლები, 2-3 თვე, რომელიც დღეს, ბიზნესებს ნამდვილად არ აქვთ. აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, ბიზნესების ნაწილი იძულებულია, შეკვეთები ტელეფონის ან „ფეისბუქის“ მეშვეობით მიიღონ, რამაც შეიძლება გარკვეული გაუგებრობები შექმნას და მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვიოს.

მეორე - ალტერნატიული გზა არის ახალი, მარტივი სერვისების გამოყენება, რომლის მეშვეობითაც დამატებით ხარჯებს აირიდებთ თავიდან და რესტორნის ვებ-გვერდსაც გამართავთ. ამის შესაძლებლობას იძლევა KOVZY.com, რომელზეც ორი მარტივი საფეხურის გავლა მოგიწევთ:

  • რეგისტრაცია
  • რესტორნის შესახებ ინფორმაციის შეყვანა, კერძების ფოტოების, ფასების დამატება და ახალი ვებ-გვერდი მზადაა

როგორ მართავს რესტორნის ადმინისტრაცია KOVZY.com-ზე შექმნილ ვებ-გვერდს, რა ხდება რეგისტრაციის შემდეგ?

რეგისტრაციისშემდეგ იხსნება წვდომა ადმინისტრატორის მოდულზე, საიდანაც მართავთ და აწყობთ თქვენი რესტორნის პერსონალურ ვებ-გვერდს თქვენი სურვილისამებრ. პლატფორმაზე დაგხვდებათ უკვე აპრობირებული, საუკეთესო ინტერფეისის მქონე ვებ-გვერდების ნიმუშები, საიდანაც არჩევთ თქვენთვის მისაღებ დიზაინს და იწყებთ ინფორმაციის შევსებას. აღსანიშნავია რომ პლატფორმაზე შექმნილი ყველა ონლაინ რესტორნის დიზაინი ადაპტირებულია მობილურ ბრაუზერებთან, რაც გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ შეკვეთები, როგორც კომპიუტერიდან, ასევე მობილური ტელეფონიდან.

პლატფორმაზე მუშაობა საკმაოდ მარტივია. კითხვების შემთხვევაში, ჩვენი თანამშრომლები ნებისმიერ კომპანიას გაუწევენ კონსულტაციას და მიაწვდიან საჭირო ინსტრუქციებს. რაც მთავარია, მომხმარებელს KOVZY.com-ზე აწყობილი ვებ-გვერდი ჩვეულებრივად, დეველოპერების აწყობილი ვებ-გვერდის მსგავსად უჩანთ.

საინტერესოა, რა ფუნქციონალების გამოყენება შეუძლიათ რესტორნებს და რამდენად მრავალფეროვანია მათი არჩევანი?

კონკრეტულად, დაგხვდებათ მენიუს გვერდი, იქმნება კატეგორიები, ამატებთ ულიმიტო რაოდენობის კერძებს ფოტოსურათით და აღწერით, განსაზღვრავთ ფასს, ქმნით პროდუქციის ვარიაციებს, რითიც მოხმარებლებს აძლევთ შესაძლებლობას, დაამატონ და ამოიღონ სხვადასხვა ინგრედიენტი კერძებიდან. პლატფორმა ითვალისწინებს ჯვარედინი გაყიდვის ფუნქციასაც, რაც მოგცემთ შესაძლებლობას კიდევ უფრო გაზარდოთ თქვენი შემოსავლები. მიწოდების მართვის მოდულიდან თქვენვე განსაზღვრავთ ფილიალის გარშემო კერძების მიტანის რადიუსს, აწყობთ საკუთარ მიწოდების სერვისს ან სარგებლობთ ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანიების მომსახურებით, რომლებიც გაძლევენ შესაძლებლობას, ტრანსპორტირების ღირებულება მხოლოდ მანძილის მიხედვით გადაიხადოთ.

ასევე, შესაძლებელია შეიქმნას საიმიჯო გვერდი, სადაც განთავსდება ზოგადი ინფორმაცია რესტორნის შესახებ. პლატფორმას აქვს სამენოვანი მხარდაჭერა, უკვე დაერთებულია, ადგილობრივი ბანკების ონლაინ გადახდები.

რა ხარჯებთან არის დაკავშირებული რესტორნის ვებ-გვერდის შექმნა თქვენს პლატფორმაზე?

პლატფორმა KOVZY.COM-ის მეშვეობით, საიტის შექმნა სრულიად უფასოა და არ მოითხოვს არანაირ წინასწარ ინვესტიციას. ჩვენ არც რესტორნის გაყიდვებიდან ვიღებთ კონკრეტულ პროცენტს. ჩვენი ბიზნეს მოდელი SAAS (software as a service) პრინციპზეა დაფუძნებული და რესტორნები იხდიან მხოლოდ ფიქსირებულ, ყოველთვიური მომსახურების ღირებულებას 199 ლარის ოდენობით.

რას ნიშნავს უსაფრთხო ინტერნეტი?

ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის

თბილისი სტარტაპ ბიურო და „კედარი ვენჩერსი“ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ