გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც ღამის 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა, ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
"რაც შეეხება გადაადგილების შეზღუდვას, ამ ნაწილში არავითარი ცვლილებები არ შედის. 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე ეს შეზღუდვა ძალაში რჩება.
მიზეზი, რატომაც ამ ეტაპზე არ არის ამ პერიოდის შემსუბუქება არის ის ფაქტი, რომ ის დამატებითი მოდულობა, რომელსაც დავაგენერირებთ როგორც სავაჭრო ქსელების გახსნით, ასევე სკოლების, ტრანსპორტის და ღია სივრცეებში კვების ობიქტების გახსნით, დასაკომპენსირებელია სხვა ტიპის შეზღუდვით.
უფრო სწორი იქნებოდა უფრო გამკაცრება გადაადგილების შეზღუდვით, მაგრამ ვითვალისწინებთ, მოქალაქეების და ბიზნესის მოთხოვნებს და არ ვეხებით 21:00 საათს" - აღნიშნა ცქიტიშვილმა.