პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორგანიზაცია, რომელიც დაწესებულ შეზღუდვებს მიზანმიმართულად დაარღვევს, სახელმწიფოს სუბსიდირებას ვეღარ მიიღებს - გახარია
ორგანიზაცია, რომელიც დაწესებულ შეზღუდვებს მიზანმიმართულად დაარღვევს, სახელმწიფოს სუბსიდირებას ვეღარ მიიღებს - გახარია

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თვით­ნე­ბუ­რად და­არ­ღვე­ვენ და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს, სა­ხელ­მწი­ფოს­გან სუბ­სი­დი­რე­ბას ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ.

მი­სი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დგომ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებს, ისე ბიზ­ნესს:

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩა­მო­ვი­და 4%-ზე ქვე­მოთ, რაც გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას თა­მა­მად და ფრთხი­ლად გა­ვაგ­რძე­ლოთ შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა.

თუმ­ცა, ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ რაც უფრო თა­მა­მად ვამ­სუ­ბუ­ქებთ შე­ზღუდ­ვებს, მით უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის, რომ წე­სე­ბი და­ვიც­ვათ. შე­ზღუდ­ვე­ბის არა­გო­ნივ­რუ­ლი, არაფრ­თხი­ლი, სწრა­ფი მოხ­სნა-გა­უქ­მე­ბა არის შე­ზღუდ­ვე­ბის თა­ვი­დან და­წე­სე­ბის პირ­და­პი­რი გზა, ამი­ტომ ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ იმის­თვის, რომ ის შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც ჩვენ დღეს ინ­ფექ­ცი­ის მარ­თვის თვალ­საზ­რი­სით გვაქვს, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რათა გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში კი­დევ უფრო თა­მა­მად შე­ვუ­წყოთ ხელი ეკო­ნო­მი­კას და პირ­ველ რიგ­ში ტუ­რიზმს, რომ ამოქ­მედ­დეს უფრო ეფექ­ტუ­რად.

ამას­თან, ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, და­წე­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ დარ­ღვე­ვას, გარ­და იმი­სა, რომ მოყ­ვე­ბა უმ­კაც­რე­სი დას­ჯა, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან იმ სუბ­სი­დი­რე­ბა­სა და იმ დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის ფარ­გლებ­ში. გარ­და ამი­სა, ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ მო­მა­ვალ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რის ნე­ბის­მი­ერ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ვფიქ­რობ, რომ ეს არის სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნი და ეს არის ნა­ბი­ჯი, რო­მელ­მაც უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა" - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის ფარ­გლებ­ში, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 8 თე­ბერ­ვლი­დან მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი­სა და ბაზ­რო­ბე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა აღ­სდგე­ბა, 15 თე­ბერ­ვლი­დან კი სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდე­ბა და რეს­ტორ­ნე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
WE
0

Supsidirebao)))))))))))

...
0

ბატონო გახარია გთხოვთ შემოიღეთ კანონი და ფინანსურად დასჯადი გახადეთ ვინც სხვას გააქილიკებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს და ვინც სააკაშვილს ახსენებს გთხოვთ გააკონტროლეთ დავიღალეთ ამდენი ბოღმას მოსმენით 

ავტორი:

ორგანიზაცია, რომელიც დაწესებულ შეზღუდვებს მიზანმიმართულად დაარღვევს, სახელმწიფოს სუბსიდირებას ვეღარ მიიღებს - გახარია

ორგანიზაცია, რომელიც დაწესებულ შეზღუდვებს მიზანმიმართულად დაარღვევს, სახელმწიფოს სუბსიდირებას ვეღარ მიიღებს - გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ორგანიზაციები, რომლებიც თვითნებურად დაარღვევენ დაწესებულ შეზღუდვებს, სახელმწიფოსგან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესს:

"მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თამამად და ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება.

თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, რომ წესები დავიცვათ. შეზღუდვების არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი მოხსნა-გაუქმება არის შეზღუდვების თავიდან დაწესების პირდაპირი გზა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის შეზღუდვები, რაც ჩვენ დღეს ინფექციის მართვის თვალსაზრისით გვაქვს, შევინარჩუნოთ, რათა გაზაფხულის ბოლოს ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწყოთ ხელი ეკონომიკას და პირველ რიგში ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად.

ამასთან, ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, დაწესებული წესების მიზანმიმართულ დარღვევას, გარდა იმისა, რომ მოყვება უმკაცრესი დასჯა, მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებასა და იმ დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის პერიოდში ეკონომიკური მხარდაჭერის ფარგლებში. გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას.

ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად სამართლიანი და ეს არის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული ჩვენი მოქალაქეის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა" - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტისა და ბაზრობების ფუნქციონირება აღსდგება, 15 თებერვლიდან კი სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება და რესტორნები ფუნქციონირებას განაახლებენ.

"დადგა დრო 10-წლიანი აქტიური სამსახურის შემდეგ დაგემშვიდობოთ" - კახა ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი