სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ?.. ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ" - სააკაშვილი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე
"რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ?.. ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ" - სააკაშვილი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მოს­ყიდ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. თუმ­ცა, აცხა­დებს, რომ ასე­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ისე ბევ­რია.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა უკავ­შირ­დე­ბა, გა­მო­ცე­მა "ევ­რო­პე­ის­კა­ია პრავ­და­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას - "სა­ა­კაშ­ვი­ლის ახა­ლი მარ­ცხი: რა­ტომ არ იმუ­შა­ვა ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ულ­ტი­მა­ტუმ­მა", რომ­ლის ავ­ტო­რი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი იური პან­ჩენ­კოა.

სტა­ტი­ას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­კის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"რას ნიშ­ნავს, ულ­ტი­მა­ტუმ­მა არ იმუ­შა­ვა?! პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ი­დან არა­ვინ შე­სუ­ლა, გარ­და ოთხი გვა­მი­სა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე გა­ი­ყიდ­ნენ (ეს იყო სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი ჯერ კი­დევ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბამ­დე).

გა­მარ­ჯვე­ბა მო­პა­რუ­ლია. ამას ადას­ტუ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლა, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია „IPSOS“.

ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ სუ­ლე­ლუ­რად გა­და­წე­რა სა­არ­ჩევ­ნო ოქ­მე­ბი და ყვე­ლა ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა ამის შე­სა­ხებ პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­დეს. არ­სე­ბუ­ლი "სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა" არ­ღვევს კონ­სტი­ტუ­ცი­ას ისე, რომ არ უწყვეტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა მთა­ვარ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ მი­მარ­თა ასე­თი გან­ცხა­დე­ბით და ინარ­ჩუ­ნე­ბენ სრუ­ლი ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმს.

კრემ­ლის პრო­პა­გან­და უბ­რა­ლოდ არა­ფე­რია ბა­ტონ სი­დო­რენ­კოს და მისი გუნ­დის სპე­კუ­ლა­ცი­ებ­თან შე­და­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს უკვე ტენ­დენ­ცი­ის ხა­სი­ათს იღებს და თქვენ ტყუ­ი­ლად ფიქ­რობთ, რომ ჩვენ ამას ვერ ვამ­ჩნევთ. მე მა­შინ­ვე პირ­ვე­ლი ვი­გებ ამას. მთა­ვა­რი ის კი არ არის, რომ ამას მე ვამ­ჩნევ, მთა­ვა­რია, რომ ამას ამ­ჩნე­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­საც უბ­რა­ლოდ მო­პა­რეს გა­მარ­ჯვე­ბა და რომ­ლე­ბიც დღემ­დე გა­ნაგ­რძო­ბენ ბრძო­ლას თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ხმე­ბის­თვის და ეძე­ბენ სი­მარ­თლეს!

რა და­მარ­ცხე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ? ჯერ ერთი, ქარ­თულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ გა­ი­მარ­ჯვა არ­ჩევ­ნებ­ში. მე­ო­რეც - დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა, რომ ოპო­ზი­ცი­ი­დან არა­ვინ გა­ყი­დუ­ლა და ყვე­ლა ინარ­ჩუ­ნებს ერ­თო­ბას. ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცალ­მხრი­ვო­ბა ადას­ტუ­რებს იმას, რა­საც ვეჭ­ვობ­დი.

ჩანს, რომ ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბას იღე­ბენ. ეს მისი ჩვე­უ­ლი სტი­ლია, მი­თუ­მე­ტეს, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მან გა­მო­ყო დამ­რგვა­ლე­ბუ­ლი თან­ხა უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის მო­სას­ყი­დად. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვინც მას მი­ე­ყი­და, მათი რა­ო­დე­ნო­ბა არც ისე ბევ­რია.

სხვაგ­ვა­რად, არ შე­მიძ­ლია ავ­ხსნა, რა­ტომ ახ­დენთ ცრუ პრო­პა­გან­დის ტრანსლი­რე­ბას ისე, რომ არ ეკი­თხე­ბით კო­მენ­ტარს სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთ მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ჩემ­ზე, რო­მე­ლიც თქვენ­გან რამ­დე­ნი­მე წუ­თის სა­ვალ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. ტყუ­ი­ლი, ტყუ­ი­ლი და კი­დევ ტყუ­ი­ლი. ეს უბ­რა­ლოდ ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა კი არ არის, არა­მედ მათი გა­მო­გო­ნე­ბაა“ , - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
369

როგორც 2008 წლის ომი მოიგე, არჩევნებშიც ისე ხარ გამარჯვებული.

gio
369

ხალხსაც ივანიშვილი აფინანსებდა ასე, რომ სძულხართ. შენ მართლა გაფინანსებდა მაგრამ ვერაფერი დაინახე იმიტომ, რომ ვერ სძლიე სიხარბესა შენსას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ?.. ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ" - სააკაშვილი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

"რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ?.. ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ" - სააკაშვილი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიას ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდვაში ადანაშაულებს. თუმცა, აცხადებს, რომ ასეთი მედიასაშუალებების რაოდენობა საბედნიეროდ, არც ისე ბევრია.

სააკაშვილის განცხადება უკავშირდება, გამოცემა "ევროპეისკაია პრავდაში" გამოქვეყნებულ სტატიას - "სააკაშვილის ახალი მარცხი: რატომ არ იმუშავა ქართული ოპოზიციის ულტიმატუმმა", რომლის ავტორი გამოცემის რედაქტორი იური პანჩენკოა.

სტატიას მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა:

"რას ნიშნავს, ულტიმატუმმა არ იმუშავა?! პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა, რომლებიც თავიდანვე გაიყიდნენ (ეს იყო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე).

გამარჯვება მოპარულია. ამას ადასტურებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ხმების პარალელური დათვლა, ასევე საერთაშორისო სოციოლოგიური კომპანია „IPSOS“.

ქართულმა ოცნებამ სულელურად გადაწერა საარჩევნო ოქმები და ყველა ავტორიტეტულმა დამკვირვებლებმა ამის შესახებ პირდაპირ განაცხადეს. არსებული "საპარლამენტო უმრავლესობა" არღვევს კონსტიტუციას ისე, რომ არ უწყვეტს უფლებამოსილებას პარლამენტის წევრებს მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა ასეთი განცხადებით და ინარჩუნებენ სრული ბოიკოტის რეჟიმს.

კრემლის პროპაგანდა უბრალოდ არაფერია ბატონ სიდორენკოს და მისი გუნდის სპეკულაციებთან შედარებით საქართველოსთან მიმართებაში. ეს უკვე ტენდენციის ხასიათს იღებს და თქვენ ტყუილად ფიქრობთ, რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. მე მაშინვე პირველი ვიგებ ამას. მთავარი ის კი არ არის, რომ ამას მე ვამჩნევ, მთავარია, რომ ამას ამჩნევენ ადამიანები საქართველოში, ვისაც უბრალოდ მოპარეს გამარჯვება და რომლებიც დღემდე განაგრძობენ ბრძოლას თავისი კუთვნილი ხმებისთვის და ეძებენ სიმართლეს!

რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ? ჯერ ერთი, ქართულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში. მეორეც - დიდი გამარჯვებაა, რომ ოპოზიციიდან არავინ გაყიდულა და ყველა ინარჩუნებს ერთობას. ასეთი პროფესიონალიზმი და ჟურნალისტების ცალმხრივობა ადასტურებს იმას, რასაც ვეჭვობდი.

ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ. ეს მისი ჩვეული სტილია, მითუმეტეს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მან გამოყო დამრგვალებული თანხა უკრაინული მედიის მოსასყიდად. საბედნიეროდ, ვინც მას მიეყიდა, მათი რაოდენობა არც ისე ბევრია.

სხვაგვარად, არ შემიძლია ავხსნა, რატომ ახდენთ ცრუ პროპაგანდის ტრანსლირებას ისე, რომ არ ეკითხებით კომენტარს საქართველოს არც ერთ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს, აღარაფერს ვამბობ ჩემზე, რომელიც თქვენგან რამდენიმე წუთის სავალზე ვიმყოფები. ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი. ეს უბრალოდ ფაქტების დამახინჯება კი არ არის, არამედ მათი გამოგონებაა“ , - წერს მიხეილ სააკაშვილი.

"თურმე დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი.... ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ რა გვჭირს?" - ირაკლი ღარიბაშვილი

"საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი" - როგორ ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის თავისუფლების ორდენით დაჯილდოებას

"ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს!" - ირაკლი ღარიბაშვილი