სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ..." - იუმორისტი ოჯახსა და ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე
"ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ..." - იუმორისტი ოჯახსა და ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე

მარ­თა­ლია, ბავ­შვო­ბი­დან­ვე იცო­და, მო­მა­ვალ­ში რა საქ­მის კე­თე­ბა სურ­და, მაგ­რამ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში მი­ი­ღო. სა­მა­გი­ე­როდ, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა შვი­ლის აღ­ზრდი­სას გა­მო­ად­გა - იცის, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას ბავ­შვს სა­კუ­თარ აზრს თავს არ მო­ახ­ვევს... რაც მთა­ვა­რია, დღეს მა­ინც სწო­რედ იმ საქ­მეს აკე­თებს, რაც თა­ვად სურს."ახა­ლი შა­ბა­თის შოუს" მსა­ხი­ო­ბი და სცე­ნა­რის­ტი ცი­ა­კო ფი­ფია სა­კუ­თა­რი "საქ­მი­ა­ნი" გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა:

- ფუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ო­ბი­დან­ვე გა­ვი­აზ­რე: და­ვი­ნა­ხე, ბავ­შვე­ბი ბუ­ფეტ­ში რა­ღა­ცას ყი­დუ­ლობ­დნენ. მივ­ხვდი, სა­ჭი­რო იყო, ხურ­და მქო­ნო­და, რომ რა­ღაც მე­ყი­და. მა­შინ ყვი­თე­ლი 50-თეთ­რი­ა­ნე­ბი იყო - ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და! მა­მა­ჩე­მი რომ მაძ­ლევ­და, მე­გო­ნა, მთელ სკო­ლას ვი­ყიდ­დი (იცი­ნის).

- სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა რო­დის გა­გიჩ­ნდა?

- მე­ა­თე-მე­თერ­თმე­ტე კლას­ში. ჯი­ბის ფული ყო­ველ­თვის მქონ­და: მამა ყო­ველ­თვის მაძ­ლევ­და, დე­დაც, ბა­ბუც, ბე­ბოც... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სულ მინ­დო­და, სა­კუ­თა­რი შრო­მით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფული მქო­ნო­და. მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა მსურ­და... და­ახ­ლო­ე­ბით მერ­ვე კლას­ში ვი­ყა­ვი. ინ­გლი­სურ ენა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი. ჩემს მე­ზობ­ლად 10-11 წლის ტყუ­პი ბავ­შვი ცხოვ­რობ­და. ისე მოხ­და, რომ ინ­გლი­სურ­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბი­სას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ. რამ­დენ­ჯერ­მე და­ვეხ­მა­რე. მერე მათ­მა მშო­ბელ­მა მი­თხრა: - გვინ­და, ბავ­შვე­ბი კვი­რა­ში 3 დღე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ამ­ზა­დოო. თავ­და­პირ­ვე­ლად შემ­რცხვა, მაგ­რამ და­ი­ჟი­ნა, - ვხე­დავ, რომ მთე­ლი გუ­ლით ამე­ცა­დი­ნე­ბო... მოკ­ლედ, ჩემი პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი 30 ლარი იყო, რო­მელ­საც თვის ბო­ლოს ვე­ლო­დი ხოლ­მე (იცი­ნის). არა­და, შე­იძ­ლე­ბო­და, ხელ­ფა­სის წი­ნა­დღეს ბა­ბუ­ა­ჩემს 50 ან 100-ლა­რი­ა­ნი ეჩუ­ქე­ბი­ნა, მაგ­რამ ჩემს კუთ­ვნილ ჰო­ნო­რარს ყო­ველ­თვის სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვამ­დი.

- გახ­სოვს, პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი რაში და­ხარ­ჯე?

- რო­გორ არ მახ­სოვს?! ბლოკ­ნო­ტიც მაქვს, სა­დაც ჩემი ბავ­შვო­ბი­დან რა­ღა­ცე­ბი აღ­წე­რი­ლი მაქვს... მოკ­ლედ, ჩემი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი 30 ლარი რომ ავი­ღე, წა­ვე­დი და ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს რა­ღაც ვუ­ყი­დე: ბა­ბუს და მა­მას - წინ­დე­ბი, ჩემს დას - პა­ტა­რა თო­ჯი­ნა, ბე­ბოს - სა­ყუ­რე, დე­დას - ბე­ჭე­დი, ჩემს მცი­რე­წლო­ვან ძმას - სა­ჩხრი­ა­ლო, ჩემ­თვის კი - ლა­მა­ზი ფე­რა­დი წინ­დე­ბი შე­ვი­ძი­ნე.

- ამ ყვე­ლაფ­რის­თვის 30 ლარი გეყო?

- კი, ხურ­დაც დამ­რჩა. მახ­სოვს, ოჯა­ხის წევ­რებ­მა მი­თხრეს კი­დეც: - ყო­ჩაღ, ცია, რამ­დე­ნი რა­ღაც გი­ყი­დია, რო­გორ შე­ძე­ლიო?!.

- დღე­საც ასე გო­ნივ­რუ­ლად ანა­წი­ლებ შე­მო­სა­ვალს?

- ხომ იცი, რაც უფრო ცოტა გაქვს, მით უფრო ეკო­ნო­მი­უ­რად და ჭკვი­ა­ნუ­რად ხარ­ჯავ. ნელ-ნელა რომ იზ­რდე­ბი, შე­მო­სა­ვა­ლიც მეტი გაქვს და გგო­ნია, უფრო მე­ტის და­ხარ­ჯვის უფ­ლე­ბა შე­გიძ­ლია მის­ცე თავს. მოკ­ლედ, რაც უფრო მე­ტია, მეტს ხარ­ჯავ, ასე არაა? პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე ოჯა­ხის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რი ვმუ­შა­ობ­დი­თი. ახლა ისე მოხ­და, რომ მხო­ლოდ მე ვმუ­შა­ობ, ჩემი მე­უღ­ლეც "გა­ა­ჩე­რეს" და ოჯახ­ში, ასე ვთქვათ, შე­მომ­ტა­ნი მე ვარ. შე­სა­ბა­მი­სად, თან­ხა სწო­რად უნდა გა­ვა­ნა­წი­ლო, სხვა გზა არა მაქვს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თვი­დან თვემ­დე ნორ­მა­ლუ­რად გვყოფ­ნის. თან, ფუ­ლის გა­და­დე­ბა მიყ­ვარს. ასეთ დროს უფრო მშვი­დად ვარ. ჰოდა, ფუ­ლის გა­და­დე­ბაც მო­ვა­ხერ­ხე.

- მას შემ­დეგ, რაც ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხარ, კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი გქო­ნია?

- ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, რად­გან დედა ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბა, მათ შო­რის - ფი­ნან­სუ­რად.

- დედა რას საქ­მი­ა­ნობს?

- ამე­რი­კა­შია. წი­ნათ, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი იწყებს მუ­შა­ო­ბას, ბავ­შვე­ბის მომ­ვლე­ლი იყო... ბევ­რი შრო­მის, წვა­ლე­ბის, ჯა­ფის შემ­დეგ, დღეს კა­ფეს ერთ-ერთი მე­წი­ლეა. ამ კა­ფე­ში მუ­შა­ო­ბა თა­ვად და­ი­წყო... სა­ერ­თოდ, დედა ისე­თია, რა­საც ხელს მოჰ­კი­დებს, არ არ­სე­ბობს, არ გა­მო­უ­ვი­დეს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
103

 ბა­ბუს და მა­მას - წინ­დე­ბი, ჩემს დას - პა­ტა­რა თო­ჯი­ნა, ბე­ბოს - სა­ყუ­რე, დე­დას - ბე­ჭე­დი, ჩემს მცი­რე­წლო­ვან ძმას - სა­ჩხრი­ა­ლო, ჩემ­თვის კი - ლა­მა­ზი ფე­რა­დი წინ­დე­ბი შე­ვი­ძი­ნე.

 

ჩინელების მაღაზიაში შეიძინე?

...
8

ბედნიერებას გისურვებთ.გამრავლდით. ლამაზი ოჯახი გაქვთ. 

ავტორი:

"ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ..." - იუმორისტი ოჯახსა და ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე

"ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ..." - იუმორისტი ოჯახსა და ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე

მართალია, ბავშვობიდანვე იცოდა, მომავალში რა საქმის კეთება სურდა, მაგრამ უმაღლესი განათლება რადიკალურად განსხვავებულ სფეროში მიიღო. სამაგიეროდ, ეს გამოცდილება შვილის აღზრდისას გამოადგა - იცის, რომ პროფესიის არჩევისას ბავშვს საკუთარ აზრს თავს არ მოახვევს... რაც მთავარია, დღეს მაინც სწორედ იმ საქმეს აკეთებს, რაც თავად სურს."ახალი შაბათის შოუს" მსახიობი და სცენარისტი ციაკო ფიფია საკუთარი "საქმიანი" გამოცდილების შესახებ ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

- ფულის საჭიროება სკოლის მოსწავლეობიდანვე გავიაზრე: დავინახე, ბავშვები ბუფეტში რაღაცას ყიდულობდნენ. მივხვდი, საჭირო იყო, ხურდა მქონოდა, რომ რაღაც მეყიდა. მაშინ ყვითელი 50-თეთრიანები იყო - ყველაზე მეტად მიყვარდა! მამაჩემი რომ მაძლევდა, მეგონა, მთელ სკოლას ვიყიდდი (იცინის).

- საკუთარი შემოსავლის მოთხოვნილება როდის გაგიჩნდა?

- მეათე-მეთერთმეტე კლასში. ჯიბის ფული ყოველთვის მქონდა: მამა ყოველთვის მაძლევდა, დედაც, ბაბუც, ბებოც... მიუხედავად ამისა, სულ მინდოდა, საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული მქონოდა. მუშაობის დაწყება მსურდა... დაახლოებით მერვე კლასში ვიყავი. ინგლისურ ენაში მასწავლებელთან ვემზადებოდი. ჩემს მეზობლად 10-11 წლის ტყუპი ბავშვი ცხოვრობდა. ისე მოხდა, რომ ინგლისურში მეცადინეობისას დახმარება სჭირდებოდათ. რამდენჯერმე დავეხმარე. მერე მათმა მშობელმა მითხრა: - გვინდა, ბავშვები კვირაში 3 დღე ოფიციალურად მოამზადოო. თავდაპირველად შემრცხვა, მაგრამ დაიჟინა, - ვხედავ, რომ მთელი გულით ამეცადინებო... მოკლედ, ჩემი პირველი ხელფასი 30 ლარი იყო, რომელსაც თვის ბოლოს ველოდი ხოლმე (იცინის). არადა, შეიძლებოდა, ხელფასის წინადღეს ბაბუაჩემს 50 ან 100-ლარიანი ეჩუქებინა, მაგრამ ჩემს კუთვნილ ჰონორარს ყოველთვის სხვანაირად აღვიქვამდი.

- გახსოვს, პირველი ჰონორარი რაში დახარჯე?

- როგორ არ მახსოვს?! ბლოკნოტიც მაქვს, სადაც ჩემი ბავშვობიდან რაღაცები აღწერილი მაქვს... მოკლედ, ჩემი შრომით მოპოვებული პირველი 30 ლარი რომ ავიღე, წავედი და ოჯახის ყველა წევრს რაღაც ვუყიდე: ბაბუს და მამას - წინდები, ჩემს დას - პატარა თოჯინა, ბებოს - საყურე, დედას - ბეჭედი, ჩემს მცირეწლოვან ძმას - საჩხრიალო, ჩემთვის კი - ლამაზი ფერადი წინდები შევიძინე.

- ამ ყველაფრისთვის 30 ლარი გეყო?

- კი, ხურდაც დამრჩა. მახსოვს, ოჯახის წევრებმა მითხრეს კიდეც: - ყოჩაღ, ცია, რამდენი რაღაც გიყიდია, როგორ შეძელიო?!.

- დღესაც ასე გონივრულად ანაწილებ შემოსავალს?

- ხომ იცი, რაც უფრო ცოტა გაქვს, მით უფრო ეკონომიურად და ჭკვიანურად ხარჯავ. ნელ-ნელა რომ იზრდები, შემოსავალიც მეტი გაქვს და გგონია, უფრო მეტის დახარჯვის უფლება შეგიძლია მისცე თავს. მოკლედ, რაც უფრო მეტია, მეტს ხარჯავ, ასე არაა? პანდემიის დაწყებამდე ოჯახის თითქმის ყველა წევრი ვმუშაობდითი. ახლა ისე მოხდა, რომ მხოლოდ მე ვმუშაობ, ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში, ასე ვთქვათ, შემომტანი მე ვარ. შესაბამისად, თანხა სწორად უნდა გავანაწილო, სხვა გზა არა მაქვს. ყოველ შემთხვევაში, თვიდან თვემდე ნორმალურად გვყოფნის. თან, ფულის გადადება მიყვარს. ასეთ დროს უფრო მშვიდად ვარ. ჰოდა, ფულის გადადებაც მოვახერხე.

- მას შემდეგ, რაც ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ, კრიზისული პერიოდი გქონია?

- ძალიან დამოუკიდებელი არასოდეს ვყოფილვარ, რადგან დედა ყოველთვის ყველანაირად მეხმარება, მათ შორის - ფინანსურად.

- დედა რას საქმიანობს?

- ამერიკაშია. წინათ, როგორც ყველა ქართველი იწყებს მუშაობას, ბავშვების მომვლელი იყო... ბევრი შრომის, წვალების, ჯაფის შემდეგ, დღეს კაფეს ერთ-ერთი მეწილეა. ამ კაფეში მუშაობა თავად დაიწყო... საერთოდ, დედა ისეთია, რასაც ხელს მოჰკიდებს, არ არსებობს, არ გამოუვიდეს...წაიკითხეთ სრულად