სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრებს იაპონიაში, ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის გაგზავნის
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრებს იაპონიაში, ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის გაგზავნის

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­მა“ „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბავ­შვო ხატ­ვის კონ­კურ­სის - „ტო­ი­ო­ტას ოც­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი“ (Toyota Dream Car Art) ეროვ­ნულ დო­ნე­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. ცხრა­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის შე­დე­გად, სამ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სოდ და­სა­ხელ­და, ია­პო­ნი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა. ცხრა­ვე ქარ­თვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ტო­ი­ო­ტას მე-14 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის საპ­რი­ზო ად­გი­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად იბ­რძო­ლებს“, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ 16 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვთა სა­კონ­კურ­სო ნა­მუ­შევ­რე­ბის მი­ღე­ბა 2020 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყო და დე­კემ­ბრის ბო­ლოს დას­რულ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, 84 მო­ნა­წი­ლე და­რე­გის­ტრირ­და.

„და­ხა­ტე შენი ოც­ნე­ბა, მარ­თე მო­მა­ვა­ლი“ - ტო­ი­ო­ტას უდი­დე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის სლო­გა­ნია, რომ­ლის გა­ზი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლი, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ათე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით ბავ­შვთან ერ­თად, ქარ­თველ­მა ბავ­შვებ­მაც გა­მოთ­ქვეს და ამით მათ უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვეს, თა­ვი­ან­თი ოც­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნონ.

კონ­კურ­სის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის - 12 წლის ნუცა ბო­ლაშ­ვი­ლის ოც­ნე­ბის ტო­ი­ო­ტა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბა. მის მიერ და­ხა­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი-ფერ­მა უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, საკ­ვებ­სა და ნივ­თებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და იმ ბავ­შვებს უგ­ზავ­ნის, რომ­ლებ­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ. 10 წლის ანა­ნო კე­მუ­ლა­რი­ას ოც­ნე­ბით შექ­მნილ ავ­ტო­მო­ბილს ფრე­ნა შე­უძ­ლია. ის კო­ვიდ-19-ის ვაქ­ცი­ნას აფ­რქვევს სა­ქარ­თვე­ლოს და ყვე­ლა ქვე­ყა­ნას იმი­სათ­ვის, რომ სამ­ყა­რო გა­და­არ­ჩი­ნოს. 13 წლის ქრის­ტი­ნე გო­ცი­რი­ძემ კი ტო­ი­ო­ტას უნი­კა­ლუ­რი მო­დე­ლი შექ­მნა. ამ სა­ოც­ნე­ბო ავ­ტო­მო­ბილ­ში მხო­ლოდ ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხდე­ბი­ან. მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ ისი­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი, ენერ­გი­უ­ლი და მხი­ა­რუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. რო­გორც ქრის­ტი­ნე ფიქ­რობს, ამით ადა­მი­ა­ნი უკ­ვდა­ვი არ ხდე­ბა, მაგ­რამ მას კი­დევ ერთი შან­სი ეძ­ლე­ვა.

კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის დახ­მა­რე­ბით, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­მა“ სამ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში 9 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა: I კა­ტე­გო­რი­ა­ში - ელე­ნე შარ­ვა­ძე, გი­ორ­გი კო­პა­ძე, საბა ახვლე­დი­ა­ნი; II კა­ტე­გო­რი­ა­ში - ანა­ნო კე­მუ­ლა­რია, რატი დევ­და­რი­ა­ნი, ლუი აბ­ზი­ა­ნი­ძე, ხოლო III კა­ტე­გო­რი­ა­ში - ქრის­ტი­ნე გო­ცი­რი­ძე, ნუცა ბო­ლაშ­ვი­ლი და სან­დრო ასა­თი­ა­ნი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი, სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რე­ბი და სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძემ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­დას­ცა. გარ­და ამი­სა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ბავ­შვს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­მა“ წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პრი­ზე­ბი გა­უგ­ზავ­ნა.

რო­გორც თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ცხრა­ვე ნა­მუ­შე­ვა­რი, გლო­ბა­ლურ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით, ია­პო­ნი­ა­ში, „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ას“ გა­ეგ­ზავ­ნე­ბა.

„ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცია“, უდი­დე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხატ­ვის კონ­კურ­სით სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის უამ­რავ ბავ­შვს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ვი­სი ოც­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს გა­ან­დოს და ამით სამ­ყა­რო გა­ცი­ლე­ბით კე­თი­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი გა­ხა­დოს. წლე­ვან­დელ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე ბავ­შვე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­სა­ოც­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. სა­სი­ხა­რუ­ლოა ისიც, რომ პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, კონ­კურ­სში ჩარ­თუ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ გა­მარ­ჯვე­ბულ ნა­მუ­შევ­რებს ია­პო­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნის, სა­დაც კონ­კურ­სის ფი­ნა­ლუ­რი ტური გა­ი­მარ­თე­ბა. დიდი სურ­ვი­ლი და იმე­დი გვაქვს, ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის ბავ­შვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძემ.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის 9 ფი­ნა­ლის­ტის ნა­მუ­შევ­რე­ბი ჟი­უ­რიმ კონ­კურ­სში შე­მო­ტა­ნილ 84 ნა­ხატს შო­რის სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რა. ტო­ი­ო­ტას სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის შე­დე­გე­ბი 2021 წლის ივ­ნის­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია კი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა კონ­კურ­სის ვებგ­ვერ­დზე - https://www.toyota-dreamcarart.com

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრებს იაპონიაში, ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის გაგზავნის

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრებს იაპონიაში, ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის გაგზავნის

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო საბავშვო ხატვის კონკურსის - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) ეროვნულ დონეზე გამარჯვებულები გამოავლინა. ცხრავე გამარჯვებულის ნამუშევარი, რომელიც საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესოდ დასახელდა, იაპონიაში გაიგზავნება. ცხრავე ქართველი გამარჯვებული ტოიოტას მე-14 საერთაშორისო კონკურსის საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 16 წლამდე ასაკის ბავშვთა საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდა. საერთო ჯამში, ეროვნულ დონეზე მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, 84 მონაწილე დარეგისტრირდა.

„დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - ტოიოტას უდიდესი საერთაშორისო კონკურსის სლოგანია, რომლის გაზიარების სურვილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათეულათასობით ბავშვთან ერთად, ქართველმა ბავშვებმაც გამოთქვეს და ამით მათ უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვეს, თავიანთი ოცნება მსოფლიოს გააცნონ.

კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის - 12 წლის ნუცა ბოლაშვილის ოცნების ტოიოტა მთელი მსოფლიოს ბავშვებს ეხმარება. მის მიერ დახატული ავტომობილი-ფერმა უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, საკვებსა და ნივთებს გამოიმუშავებს და იმ ბავშვებს უგზავნის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 10 წლის ანანო კემულარიას ოცნებით შექმნილ ავტომობილს ფრენა შეუძლია. ის კოვიდ-19-ის ვაქცინას აფრქვევს საქართველოს და ყველა ქვეყანას იმისათვის, რომ სამყარო გადაარჩინოს. 13 წლის ქრისტინე გოცირიძემ კი ტოიოტას უნიკალური მოდელი შექმნა. ამ საოცნებო ავტომობილში მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები სხდებიან. მოგზაურობის შემდეგ ისინი ახალგაზრდები, ენერგიული და მხიარულები ხდებიან. როგორც ქრისტინე ფიქრობს, ამით ადამიანი უკვდავი არ ხდება, მაგრამ მას კიდევ ერთი შანსი ეძლევა.

კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 გამარჯვებული გამოავლინა: I კატეგორიაში - ელენე შარვაძე, გიორგი კოპაძე, საბა ახვლედიანი; II კატეგორიაში - ანანო კემულარია, რატი დევდარიანი, ლუი აბზიანიძე, ხოლო III კატეგორიაში - ქრისტინე გოცირიძე, ნუცა ბოლაშვილი და სანდრო ასათიანი.

გამარჯვებულებს სერთიფიკატები, სასაჩუქრე ვაუჩერები და სამახსოვრო საჩუქრები „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თინათინ მაკარიძემ ინდივიდუალურად გადასცა. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილე უკლებლივ ყველა ბავშვს „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ წამახალისებელი პრიზები გაუგზავნა.

როგორც თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, ცხრავე ნამუშევარი, გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, იაპონიაში, „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ გაეგზავნება.

„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, უდიდესი საერთაშორისო ხატვის კონკურსით სხვადასხვა ეროვნების უამრავ ბავშვს აძლევს საშუალებას, თავისი ოცნება მსოფლიოს გაანდოს და ამით სამყარო გაცილებით კეთილი და გულისხმიერი გახადოს. წლევანდელ კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები გასაოცრად მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. სასიხარულოა ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად, კონკურსში ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გამარჯვებულ ნამუშევრებს იაპონიაში გაგზავნის, სადაც კონკურსის ფინალური ტური გაიმართება. დიდი სურვილი და იმედი გვაქვს, ფინალისტებს შორის ბავშვები საქართველოდანაც აღმოჩნდებიან“, - განაცხადა თინათინ მაკარიძემ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული კონკურსის 9 ფინალისტის ნამუშევრები ჟიურიმ კონკურსში შემოტანილ 84 ნახატს შორის საუკეთესოდ აღიარა. ტოიოტას საერთაშორისო კონკურსის ფინალური ტურის შედეგები 2021 წლის ივნისში გახდება ცნობილი, დეტალური ინფორმაცია კი გამოქვეყნდება კონკურსის ვებგვერდზე - https://www.toyota-dreamcarart.com

NS

"ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები..." - 9 წლის გოგონას დედა შვილისთვის სმენის აპარატის შესაძენად დახმარებას ითხოვს

"ბავშვებში გაჩნდა სიმსუქნე, აგრესიულობა, უძილობა და საგნის ათვისების პრობლემა" - თემურ მიქელაძე დისტანციური სწავლების სირთულეებზე

ცოფის შემთხვევების გამო,  ქობულეთის სოფელში კარანტინია - საშიშია თუ არა ადამიანისთვის ინფიცირებული პირუტყვი