სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამების ტაძარი - რა  დაიწუნეს და რატომ შეარჩიეს არჩილ მინდიაშვილის პროექტი ტაძრის ასაშენებლად
როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამების ტაძარი - რა  დაიწუნეს და რატომ შეარჩიეს არჩილ მინდიაშვილის პროექტი ტაძრის ასაშენებლად

წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი 1995-2004 წლებ­ში, არ­ქი­ტექ­ტორ არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლის პრო­ექ­ტით აშენ­და. მისი სა­ერ­თო სი­მაღ­ლე, ფუნ­და­მენ­ტი­სა და ჯვრის ჩათ­ვლით, 100.17 მეტ­რია, რი­თაც ის ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტა­ძა­რია.

სა­მე­ბის სა­ძირ­კვე­ლი 1995 წლის 23 ნო­ემ­ბერს - გი­ორ­გო­ბის დღეს ჩა­ი­ყა­რა, 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს კი, ტა­ძა­რი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ აკურ­თხა.

რო­გორ შე­ირ­ჩა კონ­კურ­სის შე­დე­გად არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი, რა ტი­პის ტაძ­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და რა­ტომ მი­ე­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა იმას, რი­თაც სა­ბო­ლო­ოდ აშენ­და სა­მე­ბის ტა­ძა­რი? - 25 წლის წი­ნან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბა AMBEBI.GE-მ სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქი­ტექ­ტუ­რის საბ­ჭოს წევ­რს რეზო ჯა­ნა­ში­ას და ის­ტო­რი­კოს ჯაბა სა­მუ­ში­ას სთხო­ვა.

სა­მუ­ში­ას ეკუთ­ვნის წიგ­ნი - "ასე შენ­დე­ბო­და თბი­ლი­სის წმი­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი", რო­მე­ლიც 2010 წელს გა­მო­ი­ცა. ის­ტო­რი­კო­სი გვიყ­ვე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მო­წე­რა 1988 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო:

ჯაბა სა­მუ­შია

- ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თბი­ლის­ში წმ. სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის აგე­ბის იდე­ის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად 1989 წ. აპ­რილ­ში შე­ი­ტყო. მაგ­რამ, რო­გორც ით­ქვა, ამას წინ სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­ზა­დი­სი უძღო­და..

კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი 1990 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­ი­მარ­თა. ექ­სპო­ზი­ცია მხატ­ვრის სახ­ლის პირ­ველ და მე­ო­რე სარ­თულ­ზე იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი და სულ 41 ნა­მუ­შე­ვა­რი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი. მათ შო­რის 34 პრო­ექ­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ხოლო 7 ნა­მუ­შე­ვა­რი სა­მუ­შაო ვა­რი­ანტს ან მოს­წავ­ლე­თა მიერ შექ­მნილ მა­კე­ტებს წარ­მო­ად­გენ­და. თი­თო­ე­ულ პრო­ექტს თან ერ­თვო­და ავ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი.

პრო­ექტთა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თაზ­რო­ვა­ნი გან­წყო­ბა გა­მო­იწ­ვია, ბევ­რის­თვის სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში მო­დერ­ნიზ­მი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი პი­რი­ქით, ამ­გვარ ტენ­დენ­ცი­ას იწო­ნებ­და.

თენ­გიზ ჩხა­ი­ძის პრო­ექ­ტი კონ­კურ­სის პირ­ველ ტურ­ში

ჟი­უ­რიმ თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სა­ბო­ლო­ოდ 29 მარტს, ბოლო სხდო­მა­ზე გა­მო­ა­ცხა­და. სხდო­მა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია II-მ გახ­სნა, რო­მელ­მაც დიდი კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა, რომ კონ­კურ­სმა მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ი­ა­რა, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრო­ექტთა ავ­ტო­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო ჟი­უ­რი­სა და სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან კონ­კურ­სის ახა­ლი ეტა­პი გა­ი­მარ­თე­ბო­და.

1990 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბერს მხატ­ვრის სახ­ლში კონ­კურ­სის მე­ო­რე ეტა­პი გა­იხ­სნა. მას­ში 56 ავ­ტო­რი თუ სა­ავ­ტო­რო ჯგუ­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სამ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა - პა­ა­ტა ქურ­დი­ან­მა, ან­ტონ შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა და თენ­გიზ ჩხა­ი­ძემ ორ-ორი პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნეს. იყო 55 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, და­ნარ­ჩე­ნი 4 კი არას­რულ ვა­რი­ანტს წარ­მო­ად­გენ­და.

პა­ა­ტა ქურ­დი­ა­ნის პრო­ექ­ტი კონ­კურ­სის პირ­ველ ტურ­ში

კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბის დროს თი­თო­ე­ულ ავ­ტორს ჟი­უ­რი­სა და სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს წი­ნა­შე პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია უნდა მო­ეხ­დი­ნათ, და­გეგ­მი­ლი იყო, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა 11-12-13 სექ­ტემ­ბრით გა­მარ­თუ­ლი­ყო 18:00 სა­ა­თი­დან, პრო­ექ­ტის ავ­ტორ­თა გა­მოს­ვლებს რეგ­ლა­მენ­ტი 5 წუთი ეძ­ლე­ო­დათ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტორ­თა გა­მოს­ვლებს ჟი­უ­რის გარ­და უბ­რა­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ჯგუ­ფი ეს­წრე­ბო­და.

ერ­თგვა­რი სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის ფაქ­ტი, რომ ყვე­ლა პრო­ექ­ტის ავ­ტორ­თა გა­მოს­ვლა 3 დღე­ში ვერ მო­ხერ­ხდა და ამ ვა­დებ­მაც გა­და­ი­წია. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 1990 წლის 29 სექ­ტემ­ბერს იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

- მინ­დი­აშ­ვი­ლის გარ­და, სხვა რო­მე­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ასარ­ჩე­ვად ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი პრო­ექ­ტი გა­მო­იკ­ვე­თა. გან­სა­კუთ­რე­ბით 2 პრო­ექტს შო­რის მი­დი­ო­და კონ­კუ­რენ­ცია, ეს არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი­სა და თენ­გიზ ჩხა­ი­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბი გახ­ლდათ.

თენ­გიზ ჩხა­ი­ძის პრო­ექ­ტი კონ­კურ­სის მე­ო­რე ტურ­ში
ვიქ­ტორ ჯორ­ბე­ნა­ძის პრო­ექ­ტი მე­ო­რე ტურ­ში

მისი უწ­მინ­დე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ სხდო­მა შე­წყდა. დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­ბა­ზი­დან და­ი­თხო­ვეს, მხო­ლოდ სა­ქარ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი და წმი­და სი­ნო­დის წევ­რე­ბი დარ­ჩნენ. გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ, პატ­რი­არ­ქის თხოვ­ნით, დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­ბაზ­ში შე­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა მო­ახ­სე­ნა, გა­მარ­ჯვე­ბულ პრო­ექ­ტად კი არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი და­სა­ხელ­და.

თვითმხილ­ველ­თა თქმით, მინ­დი­აშ­ვი­ლი მუხ­ლებ­ზე და­ცე­მუ­ლა და ასე ხოხ­ვით მი­სუ­ლა უწ­მი­დეს­თან.

პატ­რი­არ­ქი არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლის პრო­ექ­ტის მა­კეტ­თან

სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქი­ტექ­ტუ­რის საბ­ჭოს წევ­რი რეზო ჯა­ნა­შია თა­ვად იყო ჩარ­თუ­ლი არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლის პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში. ამ­ბობს, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი უკონ­კუ­რენ­ტო იყო:

- თუ არ ვცდე­ბი, კონ­კურ­სი 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გა­მო­ცხად­და. რა თქმა უნდა, უწ­მინ­დესს მა­ნამ­დეც ჰქონ­და გო­ნე­ბა­ში, რომ ეს ტა­ძა­რი აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. მერე ად­გი­ლის ძებ­ნა იყო, თუ სად უნდა აე­შე­ნე­ბი­ნათ. იყო სხვა­დას­ხვა ვერ­სია, მა­გა­ლი­თად: ვა­კე­ში, ავ­ლა­ბარ­ში, ოღონდ - უფრო ქვე­ვით. მერე ჩვენ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა და არ­ქი­ტექ­ტორ­მა, ორ­თა­ჭა­ლის წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა, მამა ბე­სა­რი­ონ­მა მო­ძებ­ნა ად­გი­ლი, სა­დაც ახლა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რია - ნახა, პატ­რი­არ­ქს აჩ­ვე­ნა და ამა­ზე და­ი­წყეს ფიქ­რი.

რეზო ჯა­ნა­შია

ორი კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და, პირ­ველ ეტაპ­ზე სულ ავან­გარ­დუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი იყო. სა­პატ­რი­არ­ქოს და სა­ეკ­ლე­სი­ოს მო­თხოვ­ნა კი იყო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ის ტრა­დი­ცია გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც ძვე­ლად, რად­გან ეს თა­ვის სიმ­ბო­ლი­კას შე­ი­ცავს, ეს უფ­ლის მი­ე­რაა დად­გე­ნი­ლი - დღეს რაც არის უფა­ლი, ის იყო გუ­შინ და იგი­ვე იქ­ნე­ბა ხვა­ლაც.

- არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად, ეს ტრა­დი­ცია კონ­კრე­ტუ­ლად, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და?

- არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად იმა­ში, რომ ჩვენს ტაძ­რებს, ყვე­ლას თა­ვი­სი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს. მე­ო­რე კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა სა­ჭი­რო იმი­ტომ გახ­და, რომ პირ­ვე­ლი კონ­კურ­სზე მა­გა­ლი­თად, ზოგი პრო­ექ­ტი შე­ი­ცავ­და ან­თრო­პო­სო­ფი­ურ, შტა­ი­ნე­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი არ არის. მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა პრო­ექ­ტი იყო არ­სე­ბუ­ლი ტაძ­რე­ბის, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ის ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი, პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი უფრო იყო, ვიდ­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი.

ზედ­გე­ნი­ძის, მ. გო­ქა­ძის და პ. პო­პი­აშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი პირ­ველ ტურ­ში
ირაკ­ლი მას­ხა­რაშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი პირ­ველ ტურ­ში
ავთო ჩიხ­ლა­ძის პრო­ექ­ტი კონ­კურ­სის პირ­ველ ტურ­ში

პირ­ველ კონ­კურ­სში არ­ქი­ტექ­ტო­რი არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი, ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც მეც, რო­გორც არ­ქი­ტექ­ტო­რი და მე­გო­ბა­რი, ვეხ­მა­რე­ბო­დი, სხვა პრო­ექ­ტით მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პრაქ­ტი­კუ­ლად, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჯგუ­ფი იყო: მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ქეთი აბა­ში­ძე, მო­ძღვა­რი და არ­ქი­ტექ­ტო­რი მამა ბე­სა­რი­ო­ნი და ა.შ. ეს მე­ო­რე კონ­კურ­სამ­დე ხდე­ბო­და.

პირ­ველ კონ­კურ­სში მინ­დი­აშ­ვილ­საც იგი­ვე, პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. პირ­ველ კონ­კურ­სზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, რად­გან პრო­ექ­ტე­ბი და­ი­წუ­ნა ეკ­ლე­სი­ამ, მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. ეკ­ლე­სია უკ­ვე­თავ­და, ხომ? ეკ­ლე­სი­ას რაც უნ­დო­და, ის უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო.

- რა არის მთა­ვა­რი, რაც გა­ა­კე­თა არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვილ­მა და რა­ტო­მაც გა­ი­მარ­ჯვა?

- და­ნარ­ჩე­ნი პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რე­ბი­დან ეკ­ლე­სი­ა­ში არა­ვინ მი­სუ­ლა და არ უკი­თხავს, რა გა­ვა­კე­თოთ, რა გინ­და­თო. არ­ჩი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რომ მი­ვი­და ეკ­ლე­სი­ა­ში და ჰკი­თხა მა­მებს, არ­ქი­ტექ­ტო­რებს - რა ვქნა, რო­გორ გა­ვა­კე­თოო? ის მი­ვი­და აღმსა­რე­ბელ­თან, მამა ბე­სა­რი­ონ­თან და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბაც და­ი­წყო. ტა­ძა­რი აა­შე­ნო და ში­ნა­არ­სი არ იცო­დე, ეს არ გა­მო­დის, რად­გან ტა­ძა­რი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბაა და ის თუ არ წა­ი­კი­თხე და შიგ­ნი­დან არ შე­ის­წავ­ლე, ისე ვე­რაფ­რის დი­დე­ბით ვერ გა­ა­კე­თებ, სუ­ლი­ე­რი ხედ­ვა უნდა გა­გიჩ­ნდეს.

არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბა­საც შე­უდ­გა და ში­ნა­არ­სის შეს­წავ­ლაც და­ი­წყო, თუ რა არის ტა­ძა­რი - ეს ქრის­ტეს სხე­უ­ლია; ჯვა­რი სამ­ყა­როს ოთხი მხა­რეა და გუმ­ბა­თი ზე­ცაა; სა­კურ­თხე­ვე­ლი რომ სა­მო­თხეა, რა­ტომ გა­მო­ა­ძე­ვეს ადა­მი და ევა იქი­დან და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი გა­წე­რი­ლია და მერე ტაძ­რე­ბის მო­ხატ­ვი­სას, ყვე­ლა ად­გი­ლია იმის მი­ხედ­ვით, თუ სად რო­მე­ლი სი­უ­ჟე­ტი უნდა და­ი­ხა­ტოს - სა­კურ­თხე­ველ­ში, მკლა­ვებ­ზე, სვე­ტებ­ზე და ა.შ.

როცა მინ­დი­აშ­ვილ­მა გა­ი­გო, რა სიმ­ბო­ლი­კა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მერე ტრა­დი­ცი­უ­ლი ტაძ­რის პრო­ექ­ტი გა­ა­კე­თა, ის, რაც ტრა­დი­ცი­ას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. არ­ჩილ­მა სწო­რედ ის გა­ა­კე­თა, რაც ეკ­ლე­სი­ას სურ­და.

- რო­გო­რი იყო ემო­ცი­ე­ბი, რო­დე­საც მინ­დი­აშ­ვი­ლის პრო­ექ­ტმა გა­ი­მარ­ჯვა?

- რა თქმა უნდა, სხვა არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ვერ მიხ­ვდნენ (მი­ზეზს), რად­გან პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი სუ­ლით იყ­ვნენ. ეს გა­სა­გე­ბია, მეც და ყვე­ლა არ­ქი­ტექ­ტორს, იმა­ვე, არ­ჩილ­საც, გვინ­დო­და, ჩვე­ნი აღ­მაფ­რე­ნა არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში გა­მოგ­ვე­სა­ხა. არ­ქი­ტექ­ტუ­რა ხომ პრაქ­ტი­კუ­ლად, გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კაა და ამ დროს ახა­ლი მუ­სი­კის შექ­მნა გინ­და - ეს სხვა, სა­ო­ცა­რი რა­მაა, რომ იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ამ დროს, შენ როცა ეკ­ლე­სი­ას ეხე­ბი, აქ დოგ­მა­ტე­ბია მთა­ვა­რი და რაც ეკ­ლე­სი­ას უნდა, ესაა მთა­ვა­რი.

თუმ­ცა ამა­ში­ცაა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ახა­ლი ფორ­მე­ბი ეძე­ბო, რად­გან ჩვე­ნი ტაძ­რე­ბია ჯვა­რულ-გუმ­ბა­თო­ვა­ნიც, ცენ­ტრა­ლურ-გუმ­ბა­თო­ვა­ნიც და ა.შ. უამ­რა­ვი სა­ხეა ძველ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში, რაც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მო­ი­ძი­ეს. მა­გა­ლი­თად, მცხე­თის ჯვარ­ზე რომ ვთქვა, ეს ცენ­ტრა­ლურ-გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რია, რომ­ლის დო­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რას ჩვენ დღე­საც ვერ შევწვდე­ბით, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი დონე ამ­ხე­ლა არ არის - რად­გან ალ­ბათ, ის კაცი ღმერ­თს პირ­და­პირ ელა­პა­რა­კე­ბო­და.

მე­ო­რე კონ­კურ­სზე სხვა ლი­დე­რი არ ყო­ფი­ლა, მხო­ლოდ ეს ერთი იყო, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ას უნ­დო­და, რო­მე­ლიც გაჰ­ყვა ეკ­ლე­სი­ის გზას და ეკ­ლე­სი­ის დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა. თა­ვად პატ­რი­არ­ქმა თქვა, რომ აი, ასე იყო­სო და მორ­ჩა.

ფო­ტო­ე­ბის მო­წო­დე­ბის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დით ჯაბა სა­მუ­ში­ას

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
2

ვერ დავიჩემებ დიდ ცოდნას, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი წინაპრები დოგმებს რომ არ გაქცეოდნენ, ვიქნებოდით ახლაც ერთნავიანი ბაზილიკების ამარა

ბესო
11

ყავლაშვილი-ჯორბენაძის ნამუშევარი ყველაზე მეტად მომეწონა, დიდებული ნამუშევარია. რატომ დაიწუნეს საინტერესოა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამების ტაძარი - რა  დაიწუნეს და რატომ შეარჩიეს არჩილ მინდიაშვილის პროექტი ტაძრის ასაშენებლად

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამების ტაძარი - რა  დაიწუნეს და რატომ შეარჩიეს არჩილ მინდიაშვილის პროექტი ტაძრის ასაშენებლად

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი 1995-2004 წლებში, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით აშენდა. მისი საერთო სიმაღლე, ფუნდამენტისა და ჯვრის ჩათვლით, 100.17 მეტრია, რითაც ის ქვეყნის ყველაზე მაღალი ტაძარია.

სამების საძირკველი 1995 წლის 23 ნოემბერს - გიორგობის დღეს ჩაიყარა, 2004 წლის 23 ნოემბერს კი, ტაძარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

როგორ შეირჩა კონკურსის შედეგად არჩილ მინდიაშვილის პროექტი, რა ტიპის ტაძრების პროექტები წარმოადგინეს კონკურსის მონაწილეებმა და რატომ მიენიჭა უპირატესობა იმას, რითაც საბოლოოდ აშენდა სამების ტაძარი? - 25 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება AMBEBI.GE-მ საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოს წევრს რეზო ჯანაშიას და ისტორიკოს ჯაბა სამუშიას სთხოვა.

სამუშიას ეკუთვნის წიგნი - "ასე შენდებოდა თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარი", რომელიც 2010 წელს გამოიცა. ისტორიკოსი გვიყვება, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის საკათედრო ტაძრის მშენებლობის თაობაზე ოფიციალური მიმოწერა 1988 წლის აგვისტოში დაიწყო:

ჯაბა სამუშია

- ფართო საზოგადოებამ თბილისში წმ. სამების საკათედრო ტაძრის აგების იდეის შესახებ პირველად 1989 წ. აპრილში შეიტყო. მაგრამ, როგორც ითქვა, ამას წინ სერიოზული სამზადისი უძღოდა..

კონკურსის პირველი ეტაპი 1990 წლის თებერვალში გაიმართა. ექსპოზიცია მხატვრის სახლის პირველ და მეორე სართულზე იყო განლაგებული და სულ 41 ნამუშევარი იყო გამოფენილი. მათ შორის 34 პროექტი დასრულებული სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო 7 ნამუშევარი სამუშაო ვარიანტს ან მოსწავლეთა მიერ შექმნილ მაკეტებს წარმოადგენდა. თითოეულ პროექტს თან ერთვოდა ავტორის განმარტებითი ბარათი.

პროექტთა მრავალფეროვნებამ საზოგადოებაში არაერთაზროვანი განწყობა გამოიწვია, ბევრისთვის საეკლესიო არქიტექტურაში მოდერნიზმი მიუღებელი იყო, დამთვალიერებლების ნაწილი პირიქით, ამგვარ ტენდენციას იწონებდა.

თენგიზ ჩხაიძის პროექტი კონკურსის პირველ ტურში

ჟიურიმ თავისი გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე საბოლოოდ 29 მარტს, ბოლო სხდომაზე გამოაცხადა. სხდომა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ გახსნა, რომელმაც დიდი კმაყოფილება გამოთქვა, რომ კონკურსმა მაღალ დონეზე ჩაიარა, მადლობა გადაუხადა პროექტთა ავტორებს და საზოგადოებას გააცნო ჟიურისა და საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ პირველი ივლისიდან კონკურსის ახალი ეტაპი გაიმართებოდა.

1990 წლის პირველ სექტემბერს მხატვრის სახლში კონკურსის მეორე ეტაპი გაიხსნა. მასში 56 ავტორი თუ საავტორო ჯგუფი მონაწილეობდა. სამმა არქიტექტორმა - პაატა ქურდიანმა, ანტონ შაიშმელაშვილმა და თენგიზ ჩხაიძემ ორ-ორი პროექტი წარადგინეს. იყო 55 პროფესიონალური პროექტი, დანარჩენი 4 კი არასრულ ვარიანტს წარმოადგენდა.

პაატა ქურდიანის პროექტი კონკურსის პირველ ტურში

კონკურსის მსვლელობის დროს თითოეულ ავტორს ჟიურისა და საკონსულტაციო საბჭოს წინაშე პროექტის პრეზენტაცია უნდა მოეხდინათ, დაგეგმილი იყო, რომ ეს ღონისძიება 11-12-13 სექტემბრით გამართულიყო 18:00 საათიდან, პროექტის ავტორთა გამოსვლებს რეგლამენტი 5 წუთი ეძლეოდათ. საზოგადოების ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პროექტების ავტორთა გამოსვლებს ჟიურის გარდა უბრალო დაინტერესებული პირების საკმაოდ დიდი ჯგუფი ესწრებოდა.

ერთგვარი სახალხო განხილვა მიმდინარეობდა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ყველა პროექტის ავტორთა გამოსვლა 3 დღეში ვერ მოხერხდა და ამ ვადებმაც გადაიწია. საბოლოო გადაწყვეტილება 1990 წლის 29 სექტემბერს იქნა მიღებული.

- მინდიაშვილის გარდა, სხვა რომელი პროექტები განიხილებოდა ასარჩევად ყველაზე მეტად?

- საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე ლიდერი პროექტი გამოიკვეთა. განსაკუთრებით 2 პროექტს შორის მიდიოდა კონკურენცია, ეს არჩილ მინდიაშვილისა და თენგიზ ჩხაიძის ნამუშევრები გახლდათ.

თენგიზ ჩხაიძის პროექტი კონკურსის მეორე ტურში
ვიქტორ ჯორბენაძის პროექტი მეორე ტურში

მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით, გარკვეული ხნის შემდეგ სხდომა შეწყდა. დამსწრე საზოგადოება დარბაზიდან დაითხოვეს, მხოლოდ საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი და წმიდა სინოდის წევრები დარჩნენ. გარკვეული ხნის შემდეგ, პატრიარქის თხოვნით, დამსწრე საზოგადოება დარბაზში შევიდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამ საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობისათვის ყველას დიდი მადლობა მოახსენა, გამარჯვებულ პროექტად კი არჩილ მინდიაშვილის პროექტი დასახელდა.

თვითმხილველთა თქმით, მინდიაშვილი მუხლებზე დაცემულა და ასე ხოხვით მისულა უწმიდესთან.

პატრიარქი არჩილ მინდიაშვილის პროექტის მაკეტთან

საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოს წევრი რეზო ჯანაშია თავად იყო ჩართული არჩილ მინდიაშვილის პროექტის მომზადებაში. ამბობს, რომ გამარჯვებული პროექტი უკონკურენტო იყო:

- თუ არ ვცდები, კონკურსი 9 აპრილის მოვლენების შემდეგ გამოცხადდა. რა თქმა უნდა, უწმინდესს მანამდეც ჰქონდა გონებაში, რომ ეს ტაძარი აშენებულიყო. მერე ადგილის ძებნა იყო, თუ სად უნდა აეშენებინათ. იყო სხვადასხვა ვერსია, მაგალითად: ვაკეში, ავლაბარში, ოღონდ - უფრო ქვევით. მერე ჩვენმა ხელმძღვანელმა და არქიტექტორმა, ორთაჭალის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ბესარიონმა მოძებნა ადგილი, სადაც ახლა სამების საკათედრო ტაძარია - ნახა, პატრიარქს აჩვენა და ამაზე დაიწყეს ფიქრი.

რეზო ჯანაშია

ორი კონკურსი ჩატარდა, პირველ ეტაპზე სულ ავანგარდული პროექტები იყო. საპატრიარქოს და საეკლესიოს მოთხოვნა კი იყო, რომ აუცილებლად ის ტრადიცია გაგრძელებულიყო, რაც ძველად, რადგან ეს თავის სიმბოლიკას შეიცავს, ეს უფლის მიერაა დადგენილი - დღეს რაც არის უფალი, ის იყო გუშინ და იგივე იქნება ხვალაც.

- არქიტექტურულად, ეს ტრადიცია კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა?

- არქიტექტურულად იმაში, რომ ჩვენს ტაძრებს, ყველას თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მეორე კონკურსის ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ პირველი კონკურსზე მაგალითად, ზოგი პროექტი შეიცავდა ანთროპოსოფიურ, შტაინერის მიმდინარეობას, რაც ქრისტიანული არ არის. მეტ-ნაკლებად ყველა პროექტი იყო არსებული ტაძრების, ჩვენი ტრადიციის ერთგვარი პროტესტი, პროტესტანტული უფრო იყო, ვიდრე მართლმადიდებლური.

ზედგენიძის, მ. გოქაძის და პ. პოპიაშვილის პროექტი პირველ ტურში
ირაკლი მასხარაშვილის ნამუშევარი პირველ ტურში
ავთო ჩიხლაძის პროექტი კონკურსის პირველ ტურში

პირველ კონკურსში არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი, ჩემი მეგობარი, რომელსაც მეც, როგორც არქიტექტორი და მეგობარი, ვეხმარებოდი, სხვა პროექტით მონაწილეობდა. პრაქტიკულად, მისი ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო: მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნე ქეთი აბაშიძე, მოძღვარი და არქიტექტორი მამა ბესარიონი და ა.შ. ეს მეორე კონკურსამდე ხდებოდა.

პირველ კონკურსში მინდიაშვილსაც იგივე, პროტესტანტული მიმართულება ჰქონდა აღებული. პირველ კონკურსზე გამარჯვებული არ გამოცხადებულა, რადგან პროექტები დაიწუნა ეკლესიამ, მათთვის მიუღებელი იყო. ეკლესია უკვეთავდა, ხომ? ეკლესიას რაც უნდოდა, ის უნდა გაკეთებულიყო.

- რა არის მთავარი, რაც გააკეთა არჩილ მინდიაშვილმა და რატომაც გაიმარჯვა?

- დანარჩენი პროექტების ავტორებიდან ეკლესიაში არავინ მისულა და არ უკითხავს, რა გავაკეთოთ, რა გინდათო. არჩილის დამსახურება იყო, რომ მივიდა ეკლესიაში და ჰკითხა მამებს, არქიტექტორებს - რა ვქნა, როგორ გავაკეთოო? ის მივიდა აღმსარებელთან, მამა ბესარიონთან და ყველაფერთან ერთად, ეკლესიური ცხოვრებაც დაიწყო. ტაძარი ააშენო და შინაარსი არ იცოდე, ეს არ გამოდის, რადგან ტაძარი თავიდან ბოლომდე ღვთისმეტყველებაა და ის თუ არ წაიკითხე და შიგნიდან არ შეისწავლე, ისე ვერაფრის დიდებით ვერ გააკეთებ, სულიერი ხედვა უნდა გაგიჩნდეს.

არჩილ მინდიაშვილი ეკლესიურ ცხოვრებასაც შეუდგა და შინაარსის შესწავლაც დაიწყო, თუ რა არის ტაძარი - ეს ქრისტეს სხეულია; ჯვარი სამყაროს ოთხი მხარეა და გუმბათი ზეცაა; საკურთხეველი რომ სამოთხეა, რატომ გამოაძევეს ადამი და ევა იქიდან და ა.შ. ყველაფერი გაწერილია და მერე ტაძრების მოხატვისას, ყველა ადგილია იმის მიხედვით, თუ სად რომელი სიუჟეტი უნდა დაიხატოს - საკურთხეველში, მკლავებზე, სვეტებზე და ა.შ.

როცა მინდიაშვილმა გაიგო, რა სიმბოლიკა უნდა ყოფილიყო, მერე ტრადიციული ტაძრის პროექტი გააკეთა, ის, რაც ტრადიციას შეესაბამებოდა. არჩილმა სწორედ ის გააკეთა, რაც ეკლესიას სურდა.

- როგორი იყო ემოციები, როდესაც მინდიაშვილის პროექტმა გაიმარჯვა?

- რა თქმა უნდა, სხვა არქიტექტორები ვერ მიხვდნენ (მიზეზს), რადგან პროტესტანტული სულით იყვნენ. ეს გასაგებია, მეც და ყველა არქიტექტორს, იმავე, არჩილსაც, გვინდოდა, ჩვენი აღმაფრენა არქიტექტურაში გამოგვესახა. არქიტექტურა ხომ პრაქტიკულად, გაქვავებული მუსიკაა და ამ დროს ახალი მუსიკის შექმნა გინდა - ეს სხვა, საოცარი რამაა, რომ იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, მაგრამ ამ დროს, შენ როცა ეკლესიას ეხები, აქ დოგმატებია მთავარი და რაც ეკლესიას უნდა, ესაა მთავარი.

თუმცა ამაშიცაა შესაძლებლობა, ახალი ფორმები ეძებო, რადგან ჩვენი ტაძრებია ჯვარულ-გუმბათოვანიც, ცენტრალურ-გუმბათოვანიც და ა.შ. უამრავი სახეა ძველ არქიტექტურაში, რაც ჩვენმა წინაპრებმა მოიძიეს. მაგალითად, მცხეთის ჯვარზე რომ ვთქვა, ეს ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარია, რომლის დონის არქიტექტურას ჩვენ დღესაც ვერ შევწვდებით, ჩვენი სულიერი დონე ამხელა არ არის - რადგან ალბათ, ის კაცი ღმერთს პირდაპირ ელაპარაკებოდა.

მეორე კონკურსზე სხვა ლიდერი არ ყოფილა, მხოლოდ ეს ერთი იყო, რომელიც ეკლესიას უნდოდა, რომელიც გაჰყვა ეკლესიის გზას და ეკლესიის დაკვეთა შეასრულა. თავად პატრიარქმა თქვა, რომ აი, ასე იყოსო და მორჩა.

ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჯაბა სამუშიას