მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ფიშინგი და როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან
რა არის ფიშინგი და როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან

ფი­შინ­გი ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ფორ­მაა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ წამს წა­ვა­წყდეთ და ისე დავ­ზა­რალ­დეთ, არც ვი­ცო­დეთ, რომ ამას თა­ვად­ვე შე­ვუ­წყეთ ხელი. ამი­ტო­მაც ჰქვია მას ფი­შინ­გი (ტერ­მი­ნი Phishing Fishing-ის ომო­ფო­ნია), ანუ თევ­ზა­ო­ბა - რად­გან ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იოლ და, მათი აზ­რით, უფა­სო ლუკ­მას ხარ­ბდე­ბი­ან და ალე­სილ კა­უ­ჭს თა­ვად­ვე უღე­ბენ პირს.

ფი­შინ­გი მარ­თლაც თით­ქმის ინ­ტერ­ნე­ტის ხნი­საა. მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 1987 წლი­დან არ­სე­ბობს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ფორ­მე­ბი იც­ვლე­ბო­და და ვი­თარ­დე­ბო­და: პრი­მი­ტი­უ­ლი სა­ი­ტე­ბი­დან ყალბ იმე­ი­ლე­ბამ­დე, და ყალ­ბი იმე­ი­ლე­ბი­დან თაღ­ლი­თურ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბამ­დე. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ფი­შინ­გის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რი და გა­მუდ­მე­ბით მზარ­დია.

რა არის ფი­შინ­გი

მარ­ტი­ვად ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა, მაგ­რამ სიღ­რმე­ში თუ ჩავ­ყვე­ბით, ვნა­ხავთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ფი­შინ­გი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა მომ­ხიბ­ლა­ვი წი­ნა­და­დე­ბე­ბით გაბ­რიყ­ვე­ბი­სა და მათ­თვის სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­ნეტ­მო­ნა­ცე­მე­ბის და­ცინცვლის ფორ­მაა. რო­გორც წესი, გა­მოც­დი­ლი მე­თევ­ზის­თვის არა­ფერს წარ­მო­ად­გენს ელ­ფოს­ტის პა­რო­ლის, სა­ბან­კო ბა­რა­თის ნო­მე­რის ან ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­გე­ბა. მე­ტიც, თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­შინ­გი ამას მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­თა და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი­თაც ახერ­ხებს.

რო­გორ მუ­შა­ობს ფი­შე­რი

კონ­კრე­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი მსხვერ­პლის არ­ჩე­ვის ნაც­ვლად, პირ­და­პირ მა­სა­ზე გა­დის ანუ ან­კე­სის ნაც­ვლად მდი­ნა­რე­ში, უმე­ტე­სად, ბა­დეს ის­ვრის. ყვე­ლა­ფე­რი ასე იწყე­ბა: ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით ერთი და იმა­ვე ში­ნა­არ­სის უამ­რავ წე­რილს აგ­ზავ­ნის. ად­რე­სა­ტე­ბი შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ან კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან, წე­რი­ლის „გამ­გზავ­ნი“ კი აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა (უმე­ტე­სად, ბან­კი, ინ­ტერ­ნეტ­მა­ღა­ზია, ბრენ­დი). წე­რი­ლი შე­ი­ცავს გაფრ­თხი­ლე­ბას მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და „გა­მომ­გზავ­ნი“ კომ­პა­ნი­ის ყალ­ბი ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დის ბმულს, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ნამ­დვი­ლის იდენ­ტუ­რია. წე­რი­ლის მიმ­ღებ­თა უმე­ტე­სო­ბა, გა­მოკ­ვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი, ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს მცი­რედ გან­სხვა­ვე­ბას და ვერც იმას ხვდე­ბა, თუ რა­ტომ უნდა უგ­ზავ­ნი­დეს ბან­კი თა­ვი­სი­ვე გვერ­დის ბმულს, ამ­რი­გად, იქ არ­სე­ბულ ვე­ლებს სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მშვი­დად ავ­სებს და ადას­ტუ­რებს კი­დეც. შე­დე­გად, ფი­შე­რი იგებს მომ­ხმა­რებ­ლის სა­ხელს, პა­როლს, სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­სა და ბა­რა­თის ნო­მერს და მთა­ვარ მოქ­მე­დე­ბა­ზეც გა­და­დის.

რა ხვდე­ბა ბა­დე­ში

უპირ­ვე­ლე­სად, მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც ფი­შერს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, არა მხო­ლოდ მოხ­სნას ან გა­და­რი­ცხოს თან­ხა, არა­მედ აი­ღოს სეს­ხი, ივაჭ­როს ინ­ტერ­ნეტ­მა­ღა­ზი­ა­ში და ა.შ. ცხა­დია, ამ დროს ზა­რა­ლის მას­შტა­ბი თა­ვად მე­თევ­ზის მა­და­სა და მო­ხერ­ხე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ასე­ვე სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბის უნარ­ზე, რად­გან, სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბან­კო სის­ტე­მის გამო, თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­ლე­ვე იგებს. თუმ­ცა ფი­შე­რის­თვის წუ­თე­ბიც საკ­მა­რი­სია.

წე­რი­ლი სა­ტყუ­ა­რა

ფი­შე­რე­ბი კარ­გი ფსი­ქო­ლო­გე­ბიც არი­ან და იცი­ან, რით მო­ხიბ­ლონ ადა­მი­ა­ნე­ბი - რაღა თქმა უნდა, ბრჭყვი­ა­ლა ნივ­თე­ბით. მა­გა­ლი­თად, მა­გა­ლი­თად, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ნი­გე­რი­ე­ლი პრინ­ცი მთე­ლი ამ­ბით მოგ­ვი­კი­თხავ­და, დიდი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით გვეც­ნო­ბო­და, ბო­ლოს კი პირ­და­პირ გვთხოვ­და, ოღონდ ახლა ხელი გა­მი­მარ­თე და ერთ კვი­რა­ში პრო­ცენ­ტე­ბით და­გიბ­რუ­ნე­ბო. მერე იყო მოგ­ვა­რე­ე­ბის შე­მო­ტე­ვა: სა­დღაც, რო­მე­ლი­ღაც გა­და­კარ­გულ ქვე­ყა­ნა­ში, შენი მი­ლი­ო­ნე­რი მოგ­ვა­რე კვდე­ბო­და, სიკ­ვდი­ლის წინ ახ­სენ­დე­ბო­დი და იბა­რებ­და, ბოლო ცენ­ტამ­დე გა­და­უ­რი­ცხე­თო. წე­რი­ლის ავ­ტო­რი, რო­გორც წესი, „გარ­დაც­ვლი­ლის“ „ად­ვო­კა­ტი“ იყო, რო­მე­ლიც წე­რას სამ­ძიმ­რის ისე­თი თბი­ლი სი­ტყვე­ბით იწყებ­და, სა­ბან­კო რეკ­ვი­ზი­ტებს კი არა, ბო­ნუ­სად ცალ თირკმელ­საც გა­უგ­ზავ­ნი­დი. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ის წე­რი­ლე­ბი ჭრის, რო­მელ­შიც ად­რე­სატს ატყო­ბი­ნე­ბენ, რომ თუ ამ ბმულ­ზე გა­და­ვა და თა­ვის მო­ნა­ცე­მებს შე­იყ­ვანს, „აი­ფო­ნის“ მო­გე­ბის შან­სი ეძ­ლე­ვა და ა.შ.

დამ­ცა­ვი ტექ­ნო­ლო­გია

საფრ­თხის­გან, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტი­დან ვი­ღებთ, თა­ვად ინ­ტერ­ნე­ტიც გვი­ცავს. არ­სე­ბობს ე.წ. შავი სიის ერ­თგვა­რი ბაზა Google Safe Browsing, რო­მელ­საც ჩვენ­თვის ნაც­ნო­ბი ყვე­ლა ბრა­უ­ზე­რი იყე­ნებს: თა­ვად Google Chrome, Internet Explorer, Mozilla Firefox, Safari, Opera და ა.შ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაზა სა­ხი­ფა­თო ვებგ­ვერ­დებ­სა და ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თებს ფილტრავს და მათ მომ­ხმა­რებ­ლე­ბამ­დე მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. თუმ­ცა, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ყვე­ლა ახალ­გა­მო­გო­ნილ წა­მალს აუ­ცი­ლებ­ლად მოს­დევს ახა­ლი ავად­მყო­ფო­ბა. ამ­რი­გად, ფი­შინ­გი მა­ინც რჩე­ბა ინ­ტერ­ნე­ტის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ პრობ­ლე­მად.

ფი­შერ­თა ქსე­ლი და თავ­დაც­ვა

ქსე­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­შია მო­დე­ბუ­ლი და ვე­რას­დროს გა­ი­გებ, წე­რილს სა­ი­დან გიგ­ზავ­ნი­ან (ანუ ნი­გე­რი­ე­ლი პრინ­ცი თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს პე­რუ­ე­ლი მო­ზარ­დი). მას­შტა­ბუ­რი ქსე­ლი უკვე იმგვარ­დაა ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რომ წე­რი­ლის გა­მომ­გზავ­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ურ­თუ­ლე­სია, მით უმე­ტეს, რომ, რო­გორც წესი, ფი­შე­რე­ბი მო­ტყუ­ე­ბით მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ერ­თმა­ნეთ­ში ცვლი­ან, ყი­დი­ან და ყი­დუ­ლო­ბენ, რაც კვა­ლის ასა­რე­ვად ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია. სწო­რედ, ამის გა­მოა, რომ ფი­შინგთან ბრძო­ლის ნაც­ვლად მის­გან თავ­დაც­ვას უფრო გვირ­ჩე­ვენ:

  • არ გა­დახ­ვი­დე სა­ეჭ­ვო ბმუ­ლებ­ზე. ბმულ­ზე კურ­სო­რის მი­ტა­ნით გა­მოჩ­ნდე­ბა ვებგ­ვერ­დის რე­ა­ლუ­რი მი­სა­მარ­თი;
  • ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დი იმ ვებგ­ვერ­დის მი­სა­მართს, სა­დაც პა­რო­ლი შეგ­ყავს. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთი სიმ­ბო­ლო­თი გან­სხვავ­დე­ბო­დეს ნამ­დვი­ლის­გან;
  • ინ­ტერ­ნეტ­ბან­კით სარ­გებ­ლო­ბის­თვის, Google-ის სა­ძი­ე­ბო ველ­ში ბან­კის სა­ხე­ლით მო­ძებ­ნის ნაც­ვლად, მი­სა­მარ­თის ველ­ში პირ­და­პირ აკ­რი­ფე ვებგ­ვერ­დის მი­სა­მარ­თი
  • არა­ვის გა­დას­ცეთ თქვე­ნი ინ­ტერ­ნეტ და სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბი ტე­ლე­ფო­ნის ან ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით;
  • და­ეჭ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­უ­კავ­შირ­დით თქვენს ბანკს, ხოლო თუ ამას ვერ ახერ­ხებთ, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ შეც­ვა­ლოთ პა­რო­ლი, რო­მე­ლიც, სა­სურ­ვე­ლია, ციფ­რე­ბის, ასო­ე­ბი­სა და სიმ­ბო­ლო­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­დეს;
  • კარ­გად და­აკ­ვირ­დით ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით მო­სუ­ლი ბმუ­ლის ბრა­უ­ზერ­ში მი­თი­თე­ბულ მი­სა­მართს. თუ იქ onlinebanking -ის ნაც­ვლად წე­რია, მა­გა­ლი­თად, onlainbanking, ეს უკვე საფრ­თხეს ნიშ­ნავს;
  • ნუ შეხ­ვალთ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამომხტარ მო­ციმ­ცი­მე ბმუ­ლებ­ში, სა­დაც მე­ჭე­ჭე­ბის იო­ლად მო­ცი­ლე­ბი­დან მი­ლი­ო­ნე­ბის მარ­ტი­ვად შოვ­ნამ­დე, ყვე­ლა­ფერს გთა­ვა­ზო­ბენ, მათ შო­რის, იმის გა­გე­ბა­საც, თუ ვინ იყა­ვით წინა ცხოვ­რე­ბა­ში;

წყა­რო: edufin - ედუ­ფი­ნი

ავტორი:

რა არის ფიშინგი და როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან

რა არის ფიშინგი და როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან

ფიშინგი ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა, რომელსაც შეიძლება ნებისმიერ წამს წავაწყდეთ და ისე დავზარალდეთ, არც ვიცოდეთ, რომ ამას თავადვე შევუწყეთ ხელი. ამიტომაც ჰქვია მას ფიშინგი (ტერმინი Phishing Fishing-ის ომოფონია), ანუ თევზაობა - რადგან ინტერნეტმომხმარებლები იოლ და, მათი აზრით, უფასო ლუკმას ხარბდებიან და ალესილ კაუჭს თავადვე უღებენ პირს.

ფიშინგი მართლაც თითქმის ინტერნეტის ხნისაა. მის შესახებ ინფორმაცია 1987 წლიდან არსებობს. დროთა განმავლობაში მისი ფორმები იცვლებოდა და ვითარდებოდა: პრიმიტიული საიტებიდან ყალბ იმეილებამდე, და ყალბი იმეილებიდან თაღლითურ აპლიკაციებამდე. ეს კი ნიშნავს, რომ ფიშინგის საფრთხე რეალური და გამუდმებით მზარდია.

რა არის ფიშინგი

მარტივად ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, მაგრამ სიღრმეში თუ ჩავყვებით, ვნახავთ, რომ ადამიანებისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. საქმე ის გახლავთ, რომ ფიშინგი ინტერნეტმომხმარებელთა მომხიბლავი წინადადებებით გაბრიყვებისა და მათთვის საკუთარი ინტერნეტმონაცემების დაცინცვლის ფორმაა. როგორც წესი, გამოცდილი მეთევზისთვის არაფერს წარმოადგენს ელფოსტის პაროლის, საბანკო ბარათის ნომერის ან ინტერნეტბანკის მონაცემების გაგება. მეტიც, თანამედროვე ფიშინგი ამას მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და სატელეფონო ზარებითაც ახერხებს.

როგორ მუშაობს ფიშერი

კონკრეტული პოტენციური მსხვერპლის არჩევის ნაცვლად, პირდაპირ მასაზე გადის ანუ ანკესის ნაცვლად მდინარეში, უმეტესად, ბადეს ისვრის. ყველაფერი ასე იწყება: ელექტრონული ფოსტით ერთი და იმავე შინაარსის უამრავ წერილს აგზავნის. ადრესატები შემთხვევითი ადამიანები ან კომპანიები არიან, წერილის „გამგზავნი“ კი აუცილებლად რომელიმე ცნობილი კომპანიაა (უმეტესად, ბანკი, ინტერნეტმაღაზია, ბრენდი). წერილი შეიცავს გაფრთხილებას მონაცემების განახლების აუცილებლობის შესახებ და „გამომგზავნი“ კომპანიის ყალბი ინტერნეტგვერდის ბმულს, რომელიც ვიზუალურად ნამდვილის იდენტურია. წერილის მიმღებთა უმეტესობა, გამოკვლევების თანახმად, თითქმის ნახევარი, ყურადღებას არ აქცევს მცირედ განსხვავებას და ვერც იმას ხვდება, თუ რატომ უნდა უგზავნიდეს ბანკი თავისივე გვერდის ბმულს, ამრიგად, იქ არსებულ ველებს საკუთარი მონაცემებით მშვიდად ავსებს და ადასტურებს კიდეც. შედეგად, ფიშერი იგებს მომხმარებლის სახელს, პაროლს, საბანკო ანგარიშისა და ბარათის ნომერს და მთავარ მოქმედებაზეც გადადის.

რა ხვდება ბადეში

უპირველესად, მომხმარებელთა საბანკო მონაცემები, რაც ფიშერს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ მოხსნას ან გადარიცხოს თანხა, არამედ აიღოს სესხი, ივაჭროს ინტერნეტმაღაზიაში და ა.შ. ცხადია, ამ დროს ზარალის მასშტაბი თავად მეთევზის მადასა და მოხერხებაზეა დამოკიდებული, ასევე სწრაფად მოქმედების უნარზე, რადგან, საბედნიეროდ, თანამედროვე საბანკო სისტემის გამო, თაღლითობის შესახებ მომხმარებელი მალევე იგებს. თუმცა ფიშერისთვის წუთებიც საკმარისია.

წერილი სატყუარა

ფიშერები კარგი ფსიქოლოგებიც არიან და იციან, რით მოხიბლონ ადამიანები - რაღა თქმა უნდა, ბრჭყვიალა ნივთებით. მაგალითად, მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც ნიგერიელი პრინცი მთელი ამბით მოგვიკითხავდა, დიდი თავაზიანობით გვეცნობოდა, ბოლოს კი პირდაპირ გვთხოვდა, ოღონდ ახლა ხელი გამიმართე და ერთ კვირაში პროცენტებით დაგიბრუნებო. მერე იყო მოგვარეების შემოტევა: სადღაც, რომელიღაც გადაკარგულ ქვეყანაში, შენი მილიონერი მოგვარე კვდებოდა, სიკვდილის წინ ახსენდებოდი და იბარებდა, ბოლო ცენტამდე გადაურიცხეთო. წერილის ავტორი, როგორც წესი, „გარდაცვლილის“ „ადვოკატი“ იყო, რომელიც წერას სამძიმრის ისეთი თბილი სიტყვებით იწყებდა, საბანკო რეკვიზიტებს კი არა, ბონუსად ცალ თირკმელსაც გაუგზავნიდი. ყველაზე მეტად კი ის წერილები ჭრის, რომელშიც ადრესატს ატყობინებენ, რომ თუ ამ ბმულზე გადავა და თავის მონაცემებს შეიყვანს, „აიფონის“ მოგების შანსი ეძლევა და ა.შ.

დამცავი ტექნოლოგია

საფრთხისგან, რომელსაც ინტერნეტიდან ვიღებთ, თავად ინტერნეტიც გვიცავს. არსებობს ე.წ. შავი სიის ერთგვარი ბაზა Google Safe Browsing, რომელსაც ჩვენთვის ნაცნობი ყველა ბრაუზერი იყენებს: თავად Google Chrome, Internet Explorer, Mozilla Firefox, Safari, Opera და ა.შ. აღნიშნული ბაზა სახიფათო ვებგვერდებსა და ელექტრონულ მისამართებს ფილტრავს და მათ მომხმარებლებამდე მიღწევის საშუალებას არ აძლევს. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ახალგამოგონილ წამალს აუცილებლად მოსდევს ახალი ავადმყოფობა. ამრიგად, ფიშინგი მაინც რჩება ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პრობლემად.

ფიშერთა ქსელი და თავდაცვა

ქსელი მთელ მსოფლიოშია მოდებული და ვერასდროს გაიგებ, წერილს საიდან გიგზავნიან (ანუ ნიგერიელი პრინცი თავისუფლად შეიძლება იყოს პერუელი მოზარდი). მასშტაბური ქსელი უკვე იმგვარდაა ფორმირებული, რომ წერილის გამომგზავნის იდენტიფიცირება ურთულესია, მით უმეტეს, რომ, როგორც წესი, ფიშერები მოტყუებით მიღებულ ინფორმაციას ერთმანეთში ცვლიან, ყიდიან და ყიდულობენ, რაც კვალის ასარევად ეფექტური მეთოდია. სწორედ, ამის გამოა, რომ ფიშინგთან ბრძოლის ნაცვლად მისგან თავდაცვას უფრო გვირჩევენ:

  • არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე. ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი;
  • ყურადღებით დააკვირდი იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავს. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან;
  • ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფე ვებგვერდის მისამართი
  • არავის გადასცეთ თქვენი ინტერნეტ და საბანკო მონაცემები ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
  • დაეჭვების შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ბანკს, ხოლო თუ ამას ვერ ახერხებთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ პაროლი, რომელიც, სასურველია, ციფრების, ასოებისა და სიმბოლოების კომბინაციას წარმოადგენდეს;
  • კარგად დააკვირდით ელექტრონული ფოსტით მოსული ბმულის ბრაუზერში მითითებულ მისამართს. თუ იქ onlinebanking -ის ნაცვლად წერია, მაგალითად, onlainbanking, ეს უკვე საფრთხეს ნიშნავს;
  • ნუ შეხვალთ მოულოდნელად ამომხტარ მოციმციმე ბმულებში, სადაც მეჭეჭების იოლად მოცილებიდან მილიონების მარტივად შოვნამდე, ყველაფერს გთავაზობენ, მათ შორის, იმის გაგებასაც, თუ ვინ იყავით წინა ცხოვრებაში;

წყარო: edufin - ედუფინი

შეიძინე რაც შენს გულს გაუხარდება, გადაიხადე Mastercard-ით, მიიღე დამატებით -20% ფასდაკლებადა უფასო მიწოდება მთელ საქართველოში!

თამბაქოს ზიანის შემცირება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ