პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოფის შემთხვევების გამო,  ქობულეთის სოფელში კარანტინია - საშიშია თუ არა ადამიანისთვის ინფიცირებული პირუტყვი
ცოფის შემთხვევების გამო,  ქობულეთის სოფელში კარანტინია - საშიშია თუ არა ადამიანისთვის ინფიცირებული პირუტყვი

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯი­ხან­ჯურ­ში ცო­ფის შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო, კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კი­დევ სამ სო­ფელ­ში - ცე­ცხლა­ურ­ში, ლეღ­ვას სამ­ხრეთ და ქა­ქუ­თის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში კი, ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ.

ცო­ფის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა სო­ფელ ჯი­ხან­ჯურ­ში 22 დე­კემ­ბერს და­ფიქ­სირ­და და რო­გორც AMBEBI.GE-ს სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პი­რუ­ტყვი აიც­რა, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ცოფი იმა­ვე სო­ფელ­ში კი­დევ ორ­ჯერ - 27 დე­კემ­ბერს და 11 იან­ვარს კვლავ გა­მოვ­ლინ­და.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს აჭა­რის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რის ნატო ქარ­და­ვას გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო იყო ტურა, რო­მელ­მაც სამი ძრო­ხა დაკბი­ნა.

"მი­ვარ­და პი­რუ­ტყვს და ცხვირ-პი­რის მი­და­მო­ში გაჰ­კრა. როცა თავ-პი­რის მი­და­მო­შია ნაკ­ბე­ნი, უფრო სწრა­ფად ვლინ­დე­ბა ვირუ­სი. მე­ო­რე და მე­სა­მე შემ­თხვე­ვა­ში კი უფრო გვი­ან გა­მოვ­ლინ­და. რად­გან სა­მი­ვე ცხო­ვე­ლი ერ­თსა და იმა­ვე სო­ფელ­ში და­ე­ცა, ვფიქ­რობთ, რომ ერთი და იმა­ვე ტუ­რის მიერ იყო დაკ­ბე­ნი­ლი" - ამ­ბობს ნატო ქარ­და­ვა.

მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა და რე­ინ­ჯე­რე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბულ­ნი არი­ან, რომ თუკი სად­მე გა­და­ეყ­რე­ბი­ან და­ცე­მულ ცხო­ველს, სა­ა­გენ­ტოს შე­ა­ტყო­ბი­ნონ, რათა დად­გინ­დეს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტუ­რის კვა­ლი. ცო­ფის­გან და­ცე­მუ­ლი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის პა­თა­ნა­ტო­მი­უ­რი მა­სა­ლა გა­დაგ­ზავ­ნი­ლია კვლე­ვის­თვის, ნა­წი­ლი კი დაწ­ვეს და დაფ­ლეს ორი მეტ­რის სიღ­რმე­ზე.

შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, სო­ფელ ჯი­ხან­ჯურ­ში 60-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და, რაც ცხო­ვე­ლებ­ზე ინ­ტენ­სი­ურ დაკ­ვირ­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს. "კა­რან­ტი­ნი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ისე არ უნდა იქ­ნეს გა­გე­ბუ­ლი, თით­ქოს სო­ფე­ლი ჩა­ი­კე­ტა. ეს ნიშ­ნავს, რომ აქ­ტი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ცხო­ვე­ლებ­ზე და მათი უკონ­ტრო­ლო გა­და­ად­გი­ლე­ბა არ ხდე­ბა. სა­ძოვ­რებ­ზე გაშ­ვე­ბა არა­ვის ეკ­რძა­ლე­ბა. მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ჩა­ვა­ტა­რეთ ვაქ­ცი­ნა­ცია და საფრ­თხე არ არ­სე­ბობს" - გვი­თხრეს სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრის ექი­მი, რა­ბი­ო­ლო­გი ბად­რი ბა­ზა­ე­ვი AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, რომ ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას:

"ასე­თი ფაქ­ტე­ბი მუდ­მი­ვად ხდე­ბა და რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ საფრ­თხეს აქ ვერ ვხე­დავ. ცოფი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­დის კბე­ნით ან გა­კაწ­ვრით და და­დორბვლით, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ძრო­ხამ დაკბი­ნოს ადა­მი­ა­ნი და აქე­დან გან­ვი­თარ­დეს ინ­ფექ­ცია ადა­მი­ან­ში. თუ ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი აც­რე­ბი, საფრ­თხე აღარ არ­სე­ბობს. სა­ნამ ცხო­ვე­ლი მოკ­ვდე­ბო­და, თუ მა­ნამ­დე ვინ­მემ მისი რძე მო­იხ­მა­რა, ესეც არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ შე­ი­ცავს, რად­გან ცოფი ასე­თი გზე­ბით არ ვრცელ­დე­ბა" - ამ­ბობს ექი­მი.

nina
0

რა გამოდის, ე.ი ვაქცინა რითიც აცრეს პირუტყვი, უვარგისი იყო?. აბა რისი ბრალია. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ცოფის შემთხვევების გამო,  ქობულეთის სოფელში კარანტინია - საშიშია თუ არა ადამიანისთვის ინფიცირებული პირუტყვი

ცოფის შემთხვევების გამო,  ქობულეთის სოფელში კარანტინია - საშიშია თუ არა ადამიანისთვის ინფიცირებული პირუტყვი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, კარანტინი გამოცხადდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში - ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთ ნაწილში კი, შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

ცოფის პირველი შემთხვევა სოფელ ჯიხანჯურში 22 დეკემბერს დაფიქსირდა და როგორც AMBEBI.GE-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, პირუტყვი აიცრა, თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ცოფი იმავე სოფელში კიდევ ორჯერ - 27 დეკემბერს და 11 იანვარს კვლავ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ნატო ქარდავას განცხადებით, ინფიცირების წყარო იყო ტურა, რომელმაც სამი ძროხა დაკბინა.

"მივარდა პირუტყვს და ცხვირ-პირის მიდამოში გაჰკრა. როცა თავ-პირის მიდამოშია ნაკბენი, უფრო სწრაფად ვლინდება ვირუსი. მეორე და მესამე შემთხვევაში კი უფრო გვიან გამოვლინდა. რადგან სამივე ცხოველი ერთსა და იმავე სოფელში დაეცა, ვფიქრობთ, რომ ერთი და იმავე ტურის მიერ იყო დაკბენილი" - ამბობს ნატო ქარდავა.

მისი თქმით, მოსახლეობა და რეინჯერები გაფრთხილებულნი არიან, რომ თუკი სადმე გადაეყრებიან დაცემულ ცხოველს, სააგენტოს შეატყობინონ, რათა დადგინდეს დაავადებული ტურის კვალი. ცოფისგან დაცემული შინაური ცხოველების პათანატომიური მასალა გადაგზავნილია კვლევისთვის, ნაწილი კი დაწვეს და დაფლეს ორი მეტრის სიღრმეზე.

შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, სოფელ ჯიხანჯურში 60-დღიანი კარანტინი გამოცხადდა, რაც ცხოველებზე ინტენსიურ დაკვირვებას გულისხმობს. "კარანტინი, ამ შემთხვევაში, ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს სოფელი ჩაიკეტა. ეს ნიშნავს, რომ აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს ცხოველებზე და მათი უკონტროლო გადაადგილება არ ხდება. საძოვრებზე გაშვება არავის ეკრძალება. მიმდებარე სოფლებში პრევენციის მიზნით ჩავატარეთ ვაქცინაცია და საფრთხე არ არსებობს" - გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ექიმი, რაბიოლოგი ბადრი ბაზაევი AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი საფრთხე არ ემუქრება მოსახლეობას:

"ასეთი ფაქტები მუდმივად ხდება და რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს აქ ვერ ვხედავ. ცოფი ინფიცირებული ცხოველიდან ადამიანზე გადადის კბენით ან გაკაწვრით და დადორბვლით, თუმცა ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია ძროხამ დაკბინოს ადამიანი და აქედან განვითარდეს ინფექცია ადამიანში. თუ ჩატარდა შესაბამისი აცრები, საფრთხე აღარ არსებობს. სანამ ცხოველი მოკვდებოდა, თუ მანამდე ვინმემ მისი რძე მოიხმარა, ესეც არანაირ საფრთხეს არ შეიცავს, რადგან ცოფი ასეთი გზებით არ ვრცელდება" - ამბობს ექიმი.

რას ამბობს თბილისის ვიცე-მერი ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე?

"ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ..." - იუმორისტი ოჯახსა და ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე

"იმიჯის შელახვის ბრალდებას აყენებს სათამაშო ბიზნესი მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს თვითონ აყენებს ტრაგიკულ ზიანს" - რატომ უჩივლა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" გიორგი ბახტურიძეს