კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"
გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნას ანა­ნო ონი­ა­ნის ნამ­ღერ­მა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე მო­იც­ვა, ის ამა თუ იმ სიმ­ღე­რას მარ­ტო, რამ­დე­ნი­მე ხმა­ში შლის, რო­მე­ლიც ისე­თი ჟღე­რა­დო­ბი­სა და ჰარ­მო­ნი­ი­საა, რომ ნა­მუ­შევ­რე­ბი ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად მა­შინ­ვე იქ­ცე­ვა ხოლ­მე.

ანა­ნო ონი­ა­ნი მუ­სი­კო­სია, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი, აკა­დე­მი­უ­რი ვო­კა­ლის გან­ხრით იქ წელს ჩა­ი­რი­ცხა, ამას­თან, მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფია და იღებს ვი­დე­ო­საც.

ცუდი ისაა, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში პირ­ველ­კურ­სელს დის­ტან­ცი­უ­რად უწევს სწავ­ლა. სა­ო­პე­რო მუ­სი­კის ონ­ლა­ინ შეს­წავ­ლა ად­ვი­ლი არ არის, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია სხვა სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა...

„კი, ყვე­ლა­ფე­რი ონ­ლა­ი­ნაა, რაც დღეს­დღე­ო­ბით გა­საკ­ვი­რი არ არის, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, როცა გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ესა თუ ის მას­წავ­ლე­ბე­ლი სტუ­დენტს სახ­ლში იბა­რებს. ვი­საც სახ­ლში ინ­სტრუ­მენ­ტი არ აქვს, მა­გა­ლი­თად, მე, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ამ ნება დაგ­ვრთო, მის აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ვი­მე­ცა­დი­ნოთ" - გვე­უბ­ნე­ბა ანა­ნო, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის და სულ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე უწევს ყოფ­ნა.

"გუნდში სიმ­ღე­რა 5 წლი­სამ და­ვი­წყე, მაგ­რამ მერე პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­მი­წია, გუნდთან მუ­შა­ო­ბა შე­მე­წყვი­ტა. აკა­დე­მი­უ­რი ვო­კა­ლი ავირ­ჩიე, სხვა სპე­ცი­ფი­კაა... ახლა ამ მრა­ვალ­ხმი­ან ვი­დე­ო­ებს რომ ვა­კე­თებ, სწო­რედ გუნ­დის ნოს­ტალ­გი­აა. რად­გა­ნაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ჩემ­თვის გუნ­დის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა,“ - გვე­უბ­ნე­ბა გო­გო­ნა.

- მა­შინ რა­ტომ თქვი უარი გუნ­დზე?

- რამ­დე­ნი­მე წელი ვცა­დე, შე­მე­თავ­სე­ბი­ნა გუნ­დიც და ვო­კა­ლიც, მაგ­რამ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მა­ინც ვო­კა­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ოპე­რას ვმღე­რი, მაგ­რამ ჯა­ზიც და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ჟან­რის მუ­სი­კა მიყ­ვარს... 12-წლი­ა­ნი გუნ­დის პრაქ­ტი­კა ფოლკ­ლორ­საც მო­ი­ცავს. მსოფ­ლი­ოს ფოლკ­ლორ­თა­ნაც მქო­ნია შე­ხე­ბა, „ავ­თენ­ტი­კურთნ“, სა­ესტრა­დოს­თან... თუმ­ცა ჩემს თავს მა­ინც ოპე­რის სცე­ნა­ზე ვხე­დავ.

- ბევ­რი სხვა­დას­ხვა ხმის შეს­რუ­ლე­ბა, მერე ამის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ვი­დე­ოდ ქცე­ვა და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ამის წარ­დგე­ნა რო­დის და­ი­წყე?

- აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი, კონ­სერ­ვა­ტო­რის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი და ერთ დღე­საც ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რის „გა­ზა­ფხუ­ლი“ მოს­მე­ნი­სას გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი ასე­თი ნამ­ღე­რი სა­ჯა­რო გა­მე­ხა­და, თო­რემ ასე უკვე 4 წე­ლია, ვი­დე­ო­ებს ვწერ. რამ­დე­ნი­მე ხმა­ში სიმ­ღე­რა რომ შე­მიძ­ლია, ეს გუნდში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა. იქ ყვე­ლა პარ­ტი­ის ხმას ვსწავ­ლობ­დი. ხში­რად გა­და­ვუ­ნა­წი­ლე­ბი­ვართ კი­დეც გუნდში და სხვა­დას­ხვა ხმა შე­მის­რუ­ლე­ბია.

- ხმე­ბის ასე­თი ცვლა ხმა­ზე არ მოქ­მე­დებს?

- კი, ამი­ტომ შევ­წყვი­ტე გუნდში სიმ­ღე­რა. თუმ­ცა ხომ ვამ­ბობ, ეს აპ­ლი­კა­ცია დიდი ხა­ნია, მაქვს, ამ ვი­დე­ო­ებს სულ ვწერ­დი და სა­ჯა­რო პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გავ­ხა­დე, ანუ პირ­ვე­ლად მა­შინ ვცა­დე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. გა­მო­მი­ვი­და. ყუ­რა­დღე­ბაც მი­იქ­ცია, მეც მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ აბი­ტუ­რი­ენ­ტი რომ ვი­ყა­ვი, ხში­რად ვერ ვწერ­დი. ახლა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბი­სას უფრო მი­წევს ხოლ­მე ამ კუ­თხით გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

- რა არის შენ­თვის ეს ნა­მუშ­ვა­რი?

- მას­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, ყვე­ლაფ­რის ჰარ­მო­ნი­ზა­ცია ხდე­ბა, თა­ნა­ზო­მი­ე­რი შერ­წყმა. ზო­გა­დად ვცდი­ლობ, ცხოვ­რე­ბა­შიც, ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის კე­თე­ბი­სას იგი­ვე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. ხოლო როცა მუ­სი­კა­ში ამ­დე­ნი ხმის ჟღე­რა­დო­ბაა, ამ­დე­ნი სპე­ცი­ფი­კუ­რი ნი­უ­ან­სია, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს ჰარ­მო­ნი­უ­ლად, ინ­ტო­ნა­ცი­უ­რად უნდა და­ემ­თხვეს, გა­მარ­თუ­ლი იყოს, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით და მსმე­ნე­ლის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბულ მონ­დო­მე­ბას ვი­ჩენ.

ამით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ვირუ­სის გამო სახ­ლში მყო­ფებ მუ­სი­კო­სებ­საც სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მოგ­ვიჩ­ნდა, სა­ჯა­როდ გა­მო­ვი­ტა­ნოთ ნა­მუ­შევ­რე­ბი იმი­ტომ, რომ თან, კონ­ცერ­ტე­ბიც მოგ­ვე­ნატ­რა. არ არის ად­ვი­ლი სცე­ნის გა­რე­შე ყოფ­ნა. წე­ლი­წად­ში მი­ნი­მუმ 20 კონ­ცერ­ტი მა­ინც უნდა გვქონ­დეს და 2020 წელს არ­ცერ­თი კონ­ცერ­ტი არ გვქო­ნია.

- შენს ვი­დე­ოს თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბით. რა­დე­ნი ხმაა?

- ყვე­ლა ხმა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ადრე სამ ხმას ვა­კე­თებ­დი და ბოლო დროს გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, და­მე­მა­ტე­ბი­ნა, ამი­ტომ, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­ში უფრო მეტი ხმაა, ვიდ­რე სხვებ­ში - ასე 5-6. ისე სამი ხმის ბა­ლან­სი უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე მე­ტის.

- რო­გორ შეხ­ვდი იმას, რომ აუ­დი­ტო­რი­ამ ასე მო­გი­წო­ნა ნა­მუ­შე­ვა­რი?

- მი­ხა­რია, რომ მსმე­ნელს მო­ე­წო­ნა, რად­გა­ნაც რო­გორც ვთქვი, სა­ჯა­რო სივ­რცის­თვის კეთ­დე­ბა ეს, რომ ხალ­ხმა ამ ჩა­კეტვის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ნე­გა­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში მუ­სი­კა ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბა ყვე­ლას. ჩემ­თვი­საც დიდი შვე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბაა ამის კე­თე­ბის პრო­ცე­სი იმის მი­უ­ხედ­ვად, რომ მას­ზე მუ­შა­ო­ბა დამ­ღლე­ლია, რო­გორც ვთქვი, ყვე­ლა ხმას სა­თი­თა­ოდ ვწერ, მერე თუ რამე არ მომ­წონს, რამ­დენ­ჯერ­მეც, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ იდე­ა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბა.

- რას გა­ნიც­დი, როცა მღე­რი?

- გა­აჩ­ნია, რას ვმღე­რი. სახ­ლში ჩემ­თვის რომ დავ­ჯდე­ბი და ვმღე­რი, სულ სხვა შეგ­რძნე­ბაა... თუმ­ცა სიმ­ღე­რა ყვე­ლა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა... ერთი სა­ო­პე­რო არია რომ ავი­ღოთ, ის ყვე­ლა­ფე­რია. და­ი­წყებ თუ არა, გახ­სე­ნებს რო­დის გა­ნი­ცა­დე ის კონ­კრე­ტუ­ლი შეგ­რძნე­ბა - სევ­და, წუ­ხი­ლი, აღ­ტა­ცე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა. ყვე­ლაფ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, პროგ­რე­სი არას­დროს შევ­წყვი­ტო. დი­ნა­მი­უ­რი ვიყო აღ­მო­ჩე­ნებ­ში, სი­ახ­ლე­ებ­ში. მუ­სი­კა ამ ყვე­ლა­ფერ­ში მო­ტი­ვა­ცი­ას და სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს.

- ვინ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც შენს საქ­მი­ა­ნო­ბას, მო­ნა­ცე­მებს ხელი შე­უ­წყვეს და აქამ­დე მოხ­ვე­დი?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც კონ­ტაქ­ტი მქო­ნია, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო ჩემი საქ­მის მი­მართ. არა­ნა­ი­რი ხელ­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი არ მქო­ნია და იმე­დია, არ მექ­ნე­ბა. მშობ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის მხარს უჭერ­დნენ ჩემს ინ­ტე­რე­სებს.

- მუ­სი­კას­თან ერ­თად, მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ყო­ფილ­ხარ...

- კი, ჩემი გვერ­დიც მაქვს. კონ­კრე­ტუ­ლი ჟან­რი ჯერ ვერ ავარ­ჩიე, მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფის­თვის რთუ­ლია ერთ ჟანრ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, ძი­რი­თა­დად, პორ­ტრე­ტებს ვა­კე­თებ.

- რაზე ოც­ნე­ბობ?

- მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებ, ოპე­რა და არ მგო­ნია, ერთ ად­გილ­ზე გავ­ჩერ­დე. ხე­ლო­ვა­ნე­ბი მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი ვართ. მთა­ვა­რია იყოს მშვი­დო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა და არის რამ­დე­ნი­მე ოპე­რის თე­ატ­რი, სა­დაც მინ­და, რომ ვიმ­ღე­რო... მთა­ვა­რია, პან­დე­მია დას­რულ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მქ
0

https://www.ambebi.ge/article/246344-amxela-carmatebas-cqalshi-uqrian-vin-aris-koron/

ზაზა
0

ყოჩაღ შვილო, წარმატებები და ულევი სიხარული შენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

ნიჭიერი გოგონას ანანო ონიანის ნამღერმა ინტერნეტსივრცე მოიცვა, ის ამა თუ იმ სიმღერას მარტო, რამდენიმე ხმაში შლის, რომელიც ისეთი ჟღერადობისა და ჰარმონიისაა, რომ ნამუშევრები ინტერნეტჰიტად მაშინვე იქცევა ხოლმე.

ანანო ონიანი მუსიკოსია, კონსერვატორიის სტუდენტი, აკადემიური ვოკალის განხრით იქ წელს ჩაირიცხა, ამასთან, მოყვარული ფოტოგრაფია და იღებს ვიდეოსაც.

ცუდი ისაა, რომ პანდემიის პერიოდში პირველკურსელს დისტანციურად უწევს სწავლა. საოპერო მუსიკის ონლაინ შესწავლა ადვილი არ არის, თუმცა არსებული ეპიდსიტუაცია სხვა საშუალებას არ იძლევა...

„კი, ყველაფერი ონლაინაა, რაც დღესდღეობით გასაკვირი არ არის, ზოგ შემთხვევაში, როცა გამოუვალი მდგომარეობაა, ესა თუ ის მასწავლებელი სტუდენტს სახლში იბარებს. ვისაც სახლში ინსტრუმენტი არ აქვს, მაგალითად, მე, კონსერვატორიამ ნება დაგვრთო, მის აუდიტორიებში ვიმეცადინოთ" - გვეუბნება ანანო, რომელიც ბავშვობიდან მღერის და სულ რეპეტიციებზე უწევს ყოფნა.

"გუნდში სიმღერა 5 წლისამ დავიწყე, მაგრამ მერე პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, მომიწია, გუნდთან მუშაობა შემეწყვიტა. აკადემიური ვოკალი ავირჩიე, სხვა სპეციფიკაა... ახლა ამ მრავალხმიან ვიდეოებს რომ ვაკეთებ, სწორედ გუნდის ნოსტალგიაა. რადგანაც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის გუნდის გარეშე ცხოვრება,“ - გვეუბნება გოგონა.

- მაშინ რატომ თქვი უარი გუნდზე?

- რამდენიმე წელი ვცადე, შემეთავსებინა გუნდიც და ვოკალიც, მაგრამ პრიორიტეტული მაინც ვოკალი აღმოჩნდა.

ოპერას ვმღერი, მაგრამ ჯაზიც და საერთოდ, ყველა ჟანრის მუსიკა მიყვარს... 12-წლიანი გუნდის პრაქტიკა ფოლკლორსაც მოიცავს. მსოფლიოს ფოლკლორთანაც მქონია შეხება, „ავთენტიკურთნ“, საესტრადოსთან... თუმცა ჩემს თავს მაინც ოპერის სცენაზე ვხედავ.

- ბევრი სხვადასხვა ხმის შესრულება, მერე ამის გაერთიანება, ვიდეოდ ქცევა და ადამიანებისთვის ამის წარდგენა როდის დაიწყე?

- აბიტურიენტი ვიყავი, კონსერვატორისთვის ვემზადებოდი და ერთ დღესაც ქალაქური სიმღერის „გაზაფხული“ მოსმენისას გადავწყვიტე, ჩემი ასეთი ნამღერი საჯარო გამეხადა, თორემ ასე უკვე 4 წელია, ვიდეოებს ვწერ. რამდენიმე ხმაში სიმღერა რომ შემიძლია, ეს გუნდში მიღებული გამოცდილების დამსახურება. იქ ყველა პარტიის ხმას ვსწავლობდი. ხშირად გადავუნაწილებივართ კიდეც გუნდში და სხვადასხვა ხმა შემისრულებია.

- ხმების ასეთი ცვლა ხმაზე არ მოქმედებს?

- კი, ამიტომ შევწყვიტე გუნდში სიმღერა. თუმცა ხომ ვამბობ, ეს აპლიკაცია დიდი ხანია, მაქვს, ამ ვიდეოებს სულ ვწერდი და საჯარო პანდემიის პერიოდში გავხადე, ანუ პირველად მაშინ ვცადე გამოქვეყნება. გამომივიდა. ყურადღებაც მიიქცია, მეც მომეწონა, მაგრამ აბიტურიენტი რომ ვიყავი, ხშირად ვერ ვწერდი. ახლა პანდემიის პირობებში და კარჩაკეტილობისას უფრო მიწევს ხოლმე ამ კუთხით გააქტიურება.

- რა არის შენთვის ეს ნამუშვარი?

- მასში ხელოვნების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა, ყველაფრის ჰარმონიზაცია ხდება, თანაზომიერი შერწყმა. ზოგადად ვცდილობ, ცხოვრებაშიც, ნებისმიერი საქმის კეთებისას იგივე გავითვალისწინო. ხოლო როცა მუსიკაში ამდენი ხმის ჟღერადობაა, ამდენი სპეციფიკური ნიუანსია, რომელიც ერთმანეთს ჰარმონიულად, ინტონაციურად უნდა დაემთხვეს, გამართული იყოს, რომ მუსიკალური თვალსაზრისით და მსმენელისთვისაც საინტერესო იყო, ამ დროს განსაკუთრებულ მონდომებას ვიჩენ.

ამით პანდემიის პერიოდში, ვირუსის გამო სახლში მყოფებ მუსიკოსებსაც საშუალება გამოგვიჩნდა, საჯაროდ გამოვიტანოთ ნამუშევრები იმიტომ, რომ თან, კონცერტებიც მოგვენატრა. არ არის ადვილი სცენის გარეშე ყოფნა. წელიწადში მინიმუმ 20 კონცერტი მაინც უნდა გვქონდეს და 2020 წელს არცერთი კონცერტი არ გვქონია.

- შენს ვიდეოს თუ დავუბრუნდებით. რადენი ხმაა?

- ყველა ხმა ინდივიდუალურად არის წარმოდგენილი. ადრე სამ ხმას ვაკეთებდი და ბოლო დროს გამიჩნდა სურვილი, დამემატებინა, ამიტომ, ბოლოდროინდელში უფრო მეტი ხმაა, ვიდრე სხვებში - ასე 5-6. ისე სამი ხმის ბალანსი უფრო რთულია, ვიდრე მეტის.

- როგორ შეხვდი იმას, რომ აუდიტორიამ ასე მოგიწონა ნამუშევარი?

- მიხარია, რომ მსმენელს მოეწონა, რადგანაც როგორც ვთქვი, საჯარო სივრცისთვის კეთდება ეს, რომ ხალხმა ამ ჩაკეტვის პერიოდში ადამიანური გუნება-განწყობა შეინარჩუნოს. ნეგატიურ პერიოდში მუსიკა ყოველთვის ეხმარება ყველას. ჩემთვისაც დიდი შვება და სიამოვნებაა ამის კეთების პროცესი იმის მიუხედვად, რომ მასზე მუშაობა დამღლელია, როგორც ვთქვი, ყველა ხმას სათითაოდ ვწერ, მერე თუ რამე არ მომწონს, რამდენჯერმეც, სანამ საბოლოოდ იდეალური არ იქნება.

- რას განიცდი, როცა მღერი?

- გააჩნია, რას ვმღერი. სახლში ჩემთვის რომ დავჯდები და ვმღერი, სულ სხვა შეგრძნებაა... თუმცა სიმღერა ყველანაირი შეგრძნების ერთობლიობაა... ერთი საოპერო არია რომ ავიღოთ, ის ყველაფერია. დაიწყებ თუ არა, გახსენებს როდის განიცადე ის კონკრეტული შეგრძნება - სევდა, წუხილი, აღტაცება, ბედნიერება. ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა.

ჩემთვის პრიორიტეტულია, პროგრესი არასდროს შევწყვიტო. დინამიური ვიყო აღმოჩენებში, სიახლეებში. მუსიკა ამ ყველაფერში მოტივაციას და საშუალებას მაძლევს.

- ვინ არიან ის ადამიანები, ვინც შენს საქმიანობას, მონაცემებს ხელი შეუწყვეს და აქამდე მოხვედი?

- სიმართლე გითხრათ, ყველა ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი მქონია, კეთილგანწყობილი იყო ჩემი საქმის მიმართ. არანაირი ხელშემშლელი ფაქტორი არ მქონია და იმედია, არ მექნება. მშობლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ ჩემს ინტერესებს.

- მუსიკასთან ერთად, მოყვარული ფოტოგრაფი ყოფილხარ...

- კი, ჩემი გვერდიც მაქვს. კონკრეტული ჟანრი ჯერ ვერ ავარჩიე, მოყვარული ფოტოგრაფისთვის რთულია ერთ ჟანრში საქმიანობა, ძირითადად, პორტრეტებს ვაკეთებ.

- რაზე ოცნებობ?

- მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ, ოპერა და არ მგონია, ერთ ადგილზე გავჩერდე. ხელოვანები მეოცნებეები ვართ. მთავარია იყოს მშვიდობა, ჯანმრთელობა და არის რამდენიმე ოპერის თეატრი, სადაც მინდა, რომ ვიმღერო... მთავარია, პანდემია დასრულდეს.